ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 23 февраля 2014 г.

სოფელი ჯვარს არ აცვამს მას, ვინც ჭეშმარიტებას სიცრუესთან,

სინათლეს წყვდიადთან, სიკეთეს ბოროტებასთან შეათავსებს. სოფელი ჯვარს აცვა ქრისტე. თუ ქრისტე გწამთ, როგორ უნდა გაათანაბროთ ჭეშმარიტება სიცრუესთან. განა ქრისტე თავის სწავლებას რომაულ კერპთაყვანისმცემლობასთან, აფრიკულ ფეტიშიზმთან, ინდურ ნიჰილიზმთან ან იუდეურ ფარისევლობასთან ათანაბრებდა? "რაი მოყვასება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უცს მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (კორ. 2, 6). "არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა, რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა და ასული დედისაგან თვისისა..." (მათ. 10, 34). თუ შვილი ქრისტეს გაჰყვება, მამა კი ბნელს არ განეშორება, ქრისტეს მახვილი განყოფს მათ, რამეთუ ქრისტე მამაზე ძვირფასია. თუ ასული ქრისტეს გაჰყვება, დედა კი ქრისტეს უარყოფს, რა უნდა ჰქონდეთ მათ საერთო, ქრისტე ხომ დედაზე უტკბესია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც ქრისტეს შეიყვარებს, ნათესავებს გაემიჯნოს. სავსებით საკმარისია, რომ სულიერად გაემიჯნო და ურწმუნოთა განზრახვა და საქმე არ შეიწყნარო. მორწმუნენი და ურწმუნონი თუ ერთმანეთს გაემიჯნებიან, ორი მტრული ბანაკი ერთმანეთს დაუპირისპირდება, მაშინ ურწმუნოს ვინღა განსწავლის და გამოასწორებს?




წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)






Комментариев нет:

Отправить комментарий