ღმერთი

ღმერთი

понедельник, 24 февраля 2014 г.

ილია II: მადლობა უფალს და მამა გაბრიელს ამ დიდი წყალობისთვის

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა, რომ ამ დღეებში მიწიერი და ზეციური საქართველო გამთლიანდა. უწმინდესმა მამა გაბრიელს და უფალს წყალობისთვის მადლობა გადაუხადა. სამებაში მამა გაბრიელის პარაკლისი მიმდინარეობს, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი თავად ატარებს.

„ხშირად მორწმუნე და ურწმუნო ადამიანები კითხულობენ, რა არის ბედნიერება. დღეს რაც ხდება საქართველოში, ეს არის ბედნიერება. ეს არის ერისა და ქვეყნის გაბრწყინება, ეს არის სულიწმინდის მოსვლა და ეს არის ჩვენი ფერისცვალება, ეს არის ის მდგომარეობა, როცა კეთილი მეფობს და ბოროტება განიდევნება, ეს არის შენდობა, ურთიერთსიყვარული, ბედნიერება და გაბრწყინება და ეს ყველაფერი მამა გაბრიელმა მოგვიტანა. ერთმა ადამიანმა შეცვალა საქართველო. მადლობა უფალს და მამა გაბრიელს ამ დიდი წყალობისთვის. ეს არის ნიშანი საქართველოს გადარჩენის, საქართველოს ბედნიერი მომავლის. დღეს, მთელ საქართველოს ლოცავს მამა გაბრიელი, რათა უფალმა ძალა ერს თვისას ძალა მისცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეებს. ამ ზეიმში მიწიერი და ზეციური საქართველო გამთლიანდა. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და საქართველო“, - ბრძანა უწმინდესმა.


ავტორი: ანა ნოდია
24 თებერვალი, 2014.



http://reportiori.ge/?menuid=7&id=17615


Комментариев нет:

Отправить комментарий