ღმერთი

ღმერთი

вторник, 25 февраля 2014 г.

საპატრიარქოს განცხადება 24.02.2014

საპატრიარქოს განცხადება 24.02.2014


“ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ღირსი მამის, გაბრიელ სალოსის წმიდა ნაწილების აღმოყვანებას და დღეს უკვე სვეტიცხოვლიდან თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, გადმობრძანებას.



დიდია ხალხის სიყვარული მისადმი, ამიტომაც სამების ტაძარი არ დაიკეტება და მრევლს ერთი კვირის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ექნება საშუალება მიეახლოს წმინდანს. უნდა ითქვას, რომ წმინდანთა აღმოყვანების ტრადიცია საქართველოში თითქმის არ იყო, რადგან ქვეყანა მუდმივ შემოსევებს განიცდიდა და მათი დაცვის გარანტია არ არსებობდა.

თუმცა მართლმადიდებელ სამყაროში: კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, საბერძნეთის, რუსეთის, უკრაინის და სხვა ეკლესიებში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. საერთოდ, აღმოყვანებული ნაწილები ზოგჯერ არის ნაწილობრივ უხრწნელი ან მხოლოდ ძვლების სახით დაცული. მაგალითად, უხრწნელია წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი, კიევის ლავრაში დაბრძანებულ წმინდანთა დიდი ნაწილი, მაგრამ, მაგალითად, მოციქულების, წმიდა გიორგის, სტეფანე პირველმოწამის, ბასილი დიდის, გრიგოლი ღვთისმეტყველის და სხვა წმინდანების მხოლოდ ძვლებია და მას მიეახლებიან მორწმუნენი.

რაც შეეხება მამა გაბრიელს, ამოსვენების დროს მხოლოდ თავის ქალის ძვლის მცირე ნაწილი გამოჩნდა. მისი წმიდა ნეშტი კი საერთოდ არ გახსნილა, როგორც იყო საბერო მანტიაში და ჭილობში დაკრძალული, ასევე დარჩა, გარედან ახალი საბერო სამოსით შეიმოსა და ლუსკუმაში ჩასვენდა.

კიდევ ერთი ინფორმაცია: ვითვალისწინებთ რა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დიდ სურვილს წმინდანთან მიახლებისა, მათთვის ხუთშაბათს, 27 თებერვალს, 12 საათიდან 17 საათამდე საგანგებოდ გადახდილი იქნება საჯანმრთელო პარაკლისები და დაილოცებიან მომსვლელნი. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ სხვა დროსაც შეეძლებათ ტაძარში მიბრძანება. მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული აღასრულა და ღვთის მადლით კვლავაც ბევრს აღასრულებს, მისი ლოცვა და ღვთის წინაშე მეოხება შეეწიოს სრულიად საქართველოს!”- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.


http://www.ambioni.ge/sapatriarqos-gancxadeba-24-02-2014


მამა გაბრიელის წმინდა ნეშტი საერთოდ არ გახსნილა,როგორც იყო საბერო მანტიაში და ჭილობში დაკრძალული ასევე დარჩა

http://www.youtube.com/watch?v=GrnSq1AW-yw


**


წმ.მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამების ტაძარში დაასვენეს

http://www.youtube.com/watch?v=yQdemcwX-gA


**

ოთარ ნიკოლეიშვილი მამა გაბრიელის შესახებ

http://www.youtube.com/watch?v=KXR_TafC4J8

***


В Грузии состоялось обретение мощей преподобного старца Гавриила (Ургебадзе)





Комментариев нет:

Отправить комментарий