ღმერთი

ღმერთი

суббота, 22 февраля 2014 г.

იმისათვის, რომ დავიცვათ ჭეშმარიტება, უნდა გაგვაჩნდეს იგი,

ხოლო ამისათვის მისი შეცნობაა საჭირო. ამგვარად, ყველა მცნობელი ქრისტიანული ჭეშმარიტებისა ხდება მისი შემნახველი, დამცველი, მფარველი. რაც მეტია მცნობელი ჭეშმარიტებისა, მით უფრო ძლიერადაა იგი დაცული; მით უფრო უსაფრთხოდაა – არა თავისთავად, არამედ ადამიანთა შორის; და პირიქით, რაც ნაკლებია ჭეშმარიტების მცნობელი, მით უფრო ნაკლებია ზღუდეები სიცრუის წინააღმდეგ, მით უფრო საშიშია ჭეშმარიტების მდგომარეობა ჩვენ შორის; ეს იმიტომ, რომ როცა რომელიმე ცრუ სწავლება გამოჩნდება, ჭეშმარიტების უცოდინარს გაეპარება იგი, რადგან ვერაფრით შეძლებს მის გამოცნობასა და მხილებას; ამ კაცისგან სიცრუე სხვა უცოდინართან გადავა, მეორისგან – მესამესთან და ასე შემდეგ; სიცრუე დამკვიდრდება ხალხში და შეავიწროებს ჭეშმარიტებას. განა მართალი იქნება იგი, ვინც გაატარა სიცრუე?! – არანაირად. ეს იგივეა, მეომარს დაუდევრობის გამო საიდუმლო ნიშანი რომ გამოეპაროს და მტერი ბანაკში შეუშვას. გამოდის, რომ ყველა, უცოდინარი ჭეშმარიტებისა, მისი გამცემია და გამცემია მორწმუნეთა საზოგადოებისა ანუ წმიდა ეკლესიისა. მკაცრი ნათქვამია? დიახ, მაგრამ ესაა სიმართლე.




წმიდა თეოფანე დაყუდებული (XIX საუკუნე)







Комментариев нет:

Отправить комментарий