ღმერთი

ღმერთი

пятница, 28 февраля 2014 г.

მამათა გამონათქვამები – მოწყალებაზე

ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სხვისთვის სიხარულის მინიჭება, სხვისი გახარება უნდა იყოს. ალბათ, თქვენც გამოგიცდიათ ის დიდი სიხარული, რომელსაც გაჭირვებულისთვის დახმარება განგვაცდევინებს. ამ დროს გულში სიხარული სუფევს, რადგან ვგრძნობთ, რომ გაღებული მატერიალური შემწეობის ნაცვლად ისეთი დიდი საუნჯე მოვიპოვეთ, რომელსაც ის, რაც გავეცით, ვერც კი შეედრება. აი, სწორედ ეს არის ის სრული სიხარული, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

—————————————————————————

ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას – ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, – იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: „რასაცა გასცემ – შენია, რაც არა – დაკარგულია“. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

—————————————————————————

არ არსებობს სიკეთე, რომელიც სიყვარულისგან არ წარმოშობილა. მაშ, განვამტკიცოთ ერთმანეთისადმი სიყვარული, რამეთუ ” … აღმასრულებელი სჯულისაო სიყვარული არს” (რომ. 13.10).

იოანე ოქროპირი

—————————————————————————

ცოტაა, არ გააკეთო ბოროტება, – სიკეთე უნდა ქმნა; უნდა ეძებო კიდეც შემთხვევა სიკეთისათვის. ვინც ეძებს ასეთ შემთხვევას, ის ყოველთვის იპოვის.

ბასილი დიდი

—————————————————————————

როგორადაც ძალგიძს, ისე შეეწიე მოყვასს. თუკი სასწაულთმოქმედი სიტყვით არ შეგიძლია ადამიანთა უძლურება განკურნო, კეთილი სიტყვით გაამხნევე და ანუგეშე შეჭირვებული! და თუკი მოყვასს დაეხმარები, მაშინ, ჰოი, საკვირველებავ, თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაგიდგება მსახურად… ოდეს მოყვასს შეეწევი და მეოხ-ექმნები, თადავ დაეუფლები საღმრთო საგანძურს, ქრისტეს სამეუფოს; მოყვასის შემმოსველი და დამპურებელი თავად იგემებ უკვდავებას და სამეფო ძოწეულით შეიმოსები…

წმ. გრიგოლ პალამა

—————————————————————————

როცა… ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო… სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!..

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

—————————————————————————

მხოლოდ ერთი საზრუნავი გქონდეს: სათნო ეყო უფალს.

აბბა პიმენი

—————————————————————————

უმოწყალო სული სიბრძნეს განშორდება, ხოლო მოწყალე სული სულიწმიდის მიერ მიიღებს სიბრძნეს.

წმ. ისააკ ასური

—————————————————————————

რადგან ღმერთია შემოქმედი ყოველი სიკეთისა, ამიტომ ვერანაირი სიკეთე ვერ აღესრულება მის გარეშე.

მღვდელთმთავარი ტიხონ ზადონელი

—————————————————————————

“ჩემი მხოლოდ ის არის, რაც გავეცი”.

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი

—————————————————————————-

ვინც ეს ცხოვრება სიმდიდრის შეძენას შეალია… წაიღო კი ის მარადისობაში?

მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი

—————————————————————————–

ღმერთის შესაცნობად ადამიანისათვის ერთადერთი საშუალება – სიკეთეა.

ანტონი დიდი

—————————————————————————–

ყოველი საქმე ღმერთის სახელის მოხმობით უნდა იწყებოდეს.

ღირსი ილარიონ ოპტინელი

——————————————————————————

ვერეფრით ისე ვერ შესძლებ ქრისტეს მიბაძო, როგორც მოყვასზე ზრუნვით.

წმ. თეოფანე დაყუდებული

——————————————————————————-

მოწყალება არის დედოფალი სათნოებათა, ფრიად მსწრაფლ აღმყვანებელი ზეცად.

იოანე ოქროპირი

——————————————————————————-

მოწყალების ძალა განა იმაშია, რომ გავცეთ ცოტა ან ბევრი, არამედ – არ გავცეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე შეგვიძლია.

იოანე ოქროპირი
——————————————————————————–

მიმღების მადლობა, მიმცემს კიდევ მეტი ძღვენის გასაღებად აღძრავს.

ღირსი ისააკ ასური

——————————————————————————–

გულითადი მადლიერება კეთილისმყოფელ ღმერთს კიდევ უფრო მეტი წყალობისათვის აღძრავს.

გრიგოლ ნოსელი






Комментариев нет:

Отправить комментарий