განვითარებულ ქვეყნებში შეზღუდული ომების გზით, ხოლო მსოფლიოს მესამე ქვეყნებში – შიმშილისა და დაავადებების მეშვეობით, მილიარდობით ადამიანის განადგურების განხორციელებასთან დაკავშირებით «300-თა კომიტეტმა» საირუს ვენსს დაავალა ანგარიშის მომზადება, თუ როგორი გზაა საუკეთესო ამ გენოციდის განსახორციელებლად. 2050 წლისთვის აშშ-ის მოსახლეობა 100 მილიონი ადამიანით უნდა შემცირდეს.
«რომის კლუბის» მიერ გატარებული ნულოვანი სამრეწველო ზრდის პოლიტიკის შედეგად სამუშაო ადგილების შემცირების გამო, დემორალიზირებული და იმედგაცრუებული მუშები ალკოჰოლსა და ნარკოტიკს მიეძალებიან. ქვეყნის ახალგაზრდობას როკმუსიკისა და ნარკოტიკების დახმარებით არსებული წესრიგის წინააღმდეგ ბუნტისკენ უბიძგებენ, რის შედეგადაც ძირი გამოეთხრება და საბოლოო ჯამში დაინგრევა ოჯახების საფუძვლები. «300-თა კომიტეტმა» ტავისტოკის ინსტიტუტს დაავალა ამ მიზნების მისაღწევი გეგმის მომზადება. ტავისტოკმა, თავის მხრივ, ეს სამუშაო სტენფორდის უნივერსიტეტს დაავალა, სადაც პროფესორ უილის ჰარმონის ხელმძღვანელობით შედგა ეს გეგმა, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც «მერწყულის ხანის შეთქმულება».
არ დაუშვან ის, რომ ერებმა თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი, ამ მიზნით ხელოვნურად შექმნან სხვადასხვა კრიზისული სიტუაციები, ამ კრიზისების შემდგომი «მართვით». ეს მოსახლეობის შესუსტებას და დემორალიზაციას მოახდენს იმ დონემდე, რომ მეტად ფართო არჩევანის შესაძლებლობათა პირობებში ადამიანთა მასებს, უბრალოდ, აპათია მოიცავს. აშშ-ში შექმნილია კრიზისების მართვის სპეციალური სააგენტო. მას ჰქვია «საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო» (FEMA), მის შესახებ მე პირველად საჯაროდ 1980 წელს განვაცხადე. შემდგომში წიგნში FEMA-ს შესახებ უფრო ფართო ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი.
ახალი კულტების შექმნა და უკვე არსებულთა მხარდაჭერა, რომლებშიც შედიან როკმუსიკის ისეთი განგსტერები, როგორიცაა ბინძური დეგენერატის, მიკ ჯაგერის, «როლინგ სტოუნზი» (ჯგუფი, რომელიც ევროპული «შავი არისტოკრატიის» განსაკუთრებული თაყვანისცემით სარგებლობს), აგრეთვე, ტავისტოკის მიერ შექმნილი ყველა როკჯგუფის მხარდაჭერა, «ბითლზ»-ისგან მოყოლებული. «ბრიტანული ოსტ-ინდური კომპანიის» მსახური დარბის მიერ შექმნილი ქრისტიანული ფუნდამენტალიზმის კულტის გავრცელების გაგრძელება. სინამდვილეში ეს კულტი ისრაელის სიონისტური სახელმწიფოს გაძლიერებისკენ იქნება მიმართული, «ღვთის მიერ რჩეული ერის» მითის დახმარებით კულტის მიმდევრების ებრაელებთან იდენტიფიკაციის საშუალებით და ასევე მნიშვნელოვანი ფულადი შემოწირულობებით იმისთვის, რასაც კულტის მიმდევრები შეცდომით ქრისტიანობის გაძლიერებაზე მიმართულ საქმედ მიიჩნევენ.
ისეთი რელიგიური კულტების გავრცელებისთვის ხელშეწყობა, როგორიცაა «ძმები-მუსლიმანები», სხვადასხვა სახის მუსლიმანი ფუნდამენტალისტები, სიკჰიზმი და ასევე ჯიმ ჯონსის «სემის შვილების» მაგალითზე მკვლელობებით ექსპერიმენტირება. უნდა აღინიშნოს, რომ აწ განსვენებული აიათოლა ჰომეინი მი-6-ის სახელით ცნობილი ბრიტანული სამხედრო დაზვერვის სამსახურის მეექვსე განყოფილების კრეატურა იყო, რის შესახებაც ჩემს 1985 წლის ნაშრომში «რა მოხდა სინამდვილეში ირანში» ვწერდი.
«რელიგიური გათავისუფლების» იდეების გავრცელება მთელ მსოფლიოში არსებული რელიგიებისა და, განსაკუთრებით, ქრისტიანობისთვის ძირის გამოსათხრელად «გათავისუფლების იეზუიტური იდეოლოგიიდან» დაიწყო, რომელმაც ნიკარაგუაში სომოსას რეჟიმის დამხობა გამოიწვია, ხოლო დღეს 25 წლის მანძილზე «სამოქალაქო ომის» მდგომარეობაში მყოფი სალვადორის, კოსტა რიკისა და ჰონდურასის ნგრევა მიმდინარეობს. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაცია, რომელიც ე. წ. გათავისუფლების თეოლოგიას ავრცელებს, გახლავთ პროკომუნისტური «მარია კნოლის მისია» (Mary Knoll Mission). ამით აიხსნება მედიის განსაკუთრებული ყურადღება სალვადორში რამდენიმე წლის წინ ე. წ. მარია კნოლის 4 მონაზვნის მკვლელობის მიმართ.
ეს ოთხი მონაზონი კომუნისტების დივერსიული აგენტები იყვნენ და მათი საქმიანობა სალვადორის ხელისუფლების დოკუმენტებში დეტალურად იყო აღწერილი. ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტოებმა და პრესამ კატეგორიული უარი განაცხადეს სალვადორის ხელისუფლების ხელთ არსებული მრავალრიცხოვანი საბუთების გამოქვეყნებაზე ან კომენტირებაზე, რომლებშიც იყო იმის მტკიცებულება, თუ რას საქმიანობდნენ სინამდვილეში «მარია კნოლის მისიის» მონაზვნები ქვეყანაში. მარია კნოლი ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, როდეზიაში, მოზამბიკში, ანგოლასა და სამხრეთ აფრიკაში კომუნიზმის გავრცელებაში მას დიდი წვლილი აქვს:
მსოფლიო ეკონომიკაში საყოველთაო კრიზისის შექმნა და საყოველთაო პოლიტიკური ქაოსის წარმოქმნა;
შეერთებული შტატების საგარეო და საშინაო პოლიტიკის კონტროლზე აყვანა;
სრული მხარდაჭერის გაწევა ისეთი ზეეროვნული ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო), საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ), საერთაშორისო საანგარიშო ბანკი, მსოფლიო სასამართლო და ასევე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ადგილობრივი დაწესებულებების გავლენის გარეშე დატოვება, თანდათანობით მათი როლის ნულზე დაყვანა ან გაეროს ეგიდის ქვეშ გადაცემა;
ძირგამომთხრელი აგენტების ჩანერგვა ყველა ხელისუფლებაში და ქვეყნების სუვერენული მთლიანობის რღვევაზე მიმართული საქმიანობის განხორციელება, ამ ხელისუფლებების შიგნიდან;
მსოფლიო ტერორისტული აპარატის ორგანიზაცია და ტერორისტებთან მოლაპარაკებების გამართვა ყველგან, სადაც ადგილი აქვს ტერორისტულ საქმიანობას.
უნდა გავიხსენოთ, რომ სწორედ ბენიტო კრაკსიმ დაარწმუნა იტალიისა და აშშ-ის ხელისუფლებები, დაეწყოთ მოლაპარაკებები «წითელ ბრიგადებთან», რომლებმაც პრემიერ-მინისტრი მორო და გენერალი დოციერი (Gენერალ Dოზიერ) გაიტაცეს. სხვათაშორის, გენერალმა დოციერმა მიიღო ბრძანება, არ გაემჟღავნებინა ის, რაც შეემთხვა. თუ იგი სიჩუმეს დაარღვევს, მისგან უდავოდ «საშინელ, ჭკუის სასწავლებელ მაგალითს» შექმნიან, იმის მსგავსს, რაც კისინჯერმა ალდო მოროსგან, ალი ბხუტოსგან და გენერალ ზია ულ ჰაკისგან შექმნა;
აშშ-ში განათლებაზე კონტროლის დაწესება მისი სრული და საბოლოო განადგურების მიზნით;
ბევრი ამ მიზნებიდან, რომლებიც მე პირველად 1969 წელს ჩამოვთვალე, ან უკვე იყო, ან მალე იქნება მიღწეული. განსაკუთრებულ ინტერესს «300-თა კომიტეტის» პროგრამაში წარმოადგენს მისი ეკონომიკური პოლიტიკის არსი, რომელიც სრულად ეფუძნება მალთუსის, ინგლისელი სოფლის მღვდლის შვილის სწავლებას, რომელიც დაწინაურდა და ცნობილი გახდა «ბრიტანული ოსტ-ინდური კომპანიის» წყალობით, რაც მოდელად იქცა «300-თა კომიტეტის» შექმნისას.
მალთუსი ამტკიცებდა, რომ კაცობრიობის პროგრესი განისაზღვრება დედამიწის ბუნებრივი უნარით, უზრუნველყოს ადამიანების გარკვეული რაოდენობის არსებობა, ამასთან, ამ ზღურბლის გადალახვის შემდეგ დედამიწის შეზღუდული ბუნებრივი რესურსები სწრაფად ამოიწურება. თუ ეს ბუნებრივი რესურსები გამოყენებული იქნება, მათი შეცვლა ან აღდგენა შეუძლებელი გახდება. აქედან, აღნიშნავს მალთუსი, წარმოიშობა მოსახლეობის ზრდის შემცირების აუცილებლობა შემცირებადი ბუნებრივი რესურსების საკმარისობის ფარგლებში. არაა აუცილებელი, ვისაუბროთ იმაზე, რომ ელიტა არ დაუშვებს საკუთარი არსებობის კითხვის ქვეშ დაყენებას «უსარგებლო მჭამელთა» რიცხვის მძაფრი მომატების საფრთხის გამო. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, შერჩევის პრაქტიკა დაინერგოს. როგორც ზემოთ აღვნიშნავდი, «შერჩევის» პროცესი უკვე დაიწყო და «ანგარიშ გლობალ 2000»-ში გაწერილი მეთოდებით იწარმოება.
კომიტეტის ეკონომიკური გეგმის ყველა მიმართულებას მალთუსისა და ფრედერიკ ფონ ჰაიეკის გზაჯვარედინთან მივყავართ. ფონ ჰაიეკი კიდევ ერთი პირქუში ეკონომისტია, რომელსაც «რომის კლუბი» ასპონსორებდა. ავსტრიაში დაბადებული ფონ ჰაიეკი დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა დევიდ როკფელერის მფარველობის ქვეშ და ახლა ფონ ჰაიეკის თეორიებმა საკმაოდ ფართო გავრცელება ჰპოვა აშშ-ში. ფონ ჰაიეკის თანახმად, აშშ-ის ეკონომიკას საფუძვლად უნდა დაედოს _ ა) ქალაქების შავი ბაზრები; ბ) ჰონგკონგის ტიპის მცირე სამრეწველო კომპანიები, რომლებიც მონური შრომის სისტემას იყენებენ; გ) ტურისტული ვაჭრობა; დ) თავისუფალი მეწარმეობის ზონები, სადაც სპეკულანტებისთვის მოქმედების სრული თავისუფლებაა და სადაც შესაძლებელია ნარკოტიკებით ვაჭრობის აყვავება; ე) სამრეწველო მეწარმეობის შეჩერება და ვ) ყველა ატომური ელექტროსადგურის დახურვა.
ფონ ჰაიეკის იდეები სრულიად შეესაბამება «რომის კლუბის» იდეებს, რომელიც, როგორც ჩანს, არის კიდეც ამერიკულ წრეებში მისი გაძლიერებული მხარდაჭერის მიზეზი. ფონ ჰაიეკის მანტიას ახლა ახალი, უფრო ახალგაზრდა ეკონომისტი ჯეფრი საკსი იხდენს, რომელიც პოლონეთში ფონ ჰაიეკის მიერ დაწყებული საქმის გასაგრძელებლად იქნა მივლინებული. უნდა გავიხსენოთ, რომ «რომის კლუბმა» პოლონეთში ორგანიზება გაუწია ეკონომიკურ კრიზისს, რომელმაც ქვეყანა პოლიტიკურ დესტაბილიზაციამდე მიიყვანა. ზუსტად ასეთივე, ეგრეთ წოდებული ეკონომიკური დაგეგმარება იქნება თავსმოხვეული რუსეთისთვის, მაგრამ თუ მას ძლიერი ოპოზიცია ეყოლება, ფასების დოტაციის ძველი სისტემა მალე აღდგება.
«300-თა კომიტეტმა» უბრძანა «რომის კლუბს», გამოეყენებინა პოლონური ნაციონალიზმი, როგორც კათოლიკური ეკლესიის ნგრევის ხელსაწყო და საბჭოთა ოკუპაციური ჯარებისთვის გზის გამწმენდი საშუალება.
მოძრაობა «სოლიდარობა» «300-თა კომიტეტის» წევრის, ზბიგნევ ბჟეზინსკის, მიერ იყო შექმნილი, რომელმაც თავად აირჩია სახელი ამ «პროფკავშირისთვის» და მისი წევრები და ორგანიზატორები თავად დანიშნა. «სოლიდარობა» არ წარმოადგენს «პროფკავშირულ» მოძრაობას, თუმცა გდანსკის გემთმშენებელი ქარხნის მუშები გამოიყენეს ასეთი შთაბეჭდილების შექმნისთვის. ეს უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც შეიქმნა ერთიანი მსოფლიო მთავრობის მოსასვლელად გარკვეული მოსამზადებელი ღონისძიებების განსახორციელებლად.
«სოლიდარობის» ლიდერების უმრავლესობა ოდესელი ებრაელი ბოლშევიკების შთამომავლები იყვნენ და თავს კომუნიზმის მოწინააღმდეგეებად არ აჩენდნენ. ეს ფაქტი გვაძლევს უფლებას, გავიგოთ, თუ რატომ უთმობდნენ ამდენ ყურადღებას ამ მოძრაობას ამერიკის მედიასაშუალებები. პროფესორმა საკსმა ეს პროცესი ნაბიჯით წინ გადასწია, რითაც პოლონეთი, რომელიც ახლახან გათავისუფლდა სსრკ-ის დიქტატისგან, ახალი ეკონომიკური დამონებით უზრუნველყო. ახლა პოლონეთი შეერთებული შტატების ეკონომიკური მონა გახდება _ მხოლოდ პატრონი შეიცვალა.
ბჟეზინსკი გახლავთ წიგნის ავტორი, რომელიც თავისი ქვეყნის მომავლით შეშფოთებულმა ყველა ამერიკელმა უნდა წაიკითხოს. მას «ტექნოტრონული ხანა» ეწოდება და იგი «რომის კლუბის» შეკვეთით დაიწერა. წიგნი იმ ხერხებისა და მეთოდების დაუფარავ აღწერას წარმოადგენს, რომლებიც შეერთებული შტატების მართვისთვის იქნება გამოყენებული. მასში ასევე ნახსენებია კლონირება და «რობოტოიდები», ანუ ქმნილებები, რომლებიც ადამიანებივით მოქმედებენ და გარეგნულად ადამიანებს გვანან, თუმცა ადამიანებს არ წარმოადგენენ. «300-თა კომიტეტის» სახელით ბჟეზინსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შედის «ხანაში, რომელიც არც ერთ წინას არ ჰგავს; ჩვენ მივდივართ ტექნოტრონული ხანისკენ, რომელიც ადვილად შეიძლება დიქტატურაში გადაიზარდოს». მე გამოვაქვეყნე სრული ანგარიში «ტექნოტრონული ხანის» შესახებ 1981 წელს და არა ერთხელ მიხსენებია ეს წიგნი ჩემს საინფორმაციო ბიულეტენებში.
ბჟეზინსკი შემდეგ ამბობს, რომ ჩვენი საზოგადოება «ინფორმაციულ რევოლუციას განიცდის, რომელიც გართობასა და მასობრივ სანახაობებს (გაუთავებელი ტელეგადაცემები სპორტული შეჯიბრებების შესახებ) ეფუძნება. ეს ნარკოტიკის კიდევ ერთ სახეობას წარმოადგენს ადამიანებისთვის, რომლებიც სულ უფრო უსარგებლონი ხდებიან». იყო თუ არა ბჟეზინსკი მორიგი ნათელმხილველი და წინასწარმეტყველი? შეეძლო თუ არა დაენახა მომავალი? რა თქმა უნდა, არა; ის რაც მან დაწერა თავის წიგნში, მხოლოდ «300-თა კომიტეტის» გეგმის ასლია, რომელიც «რომის კლუბს» გადაეცა განსახორციელებლად. მართალია თუ არა, რომ 1991 წელს ჩვენ უკვე გვყავდა მოსახლეობის უსარგებლო მასა? შეიძლება ითქვას, რომ 30 მილიონი უმუშევარი და 4 მილიონი უსახლკარო ადამიანი «უსარგებლო მასას» ან, ყოველ შემთხვევაში, მის ბირთვს წარმოადგენენ.
რელიგიასთან, «ხალხის ოპიუმთან» ერთად, რომელიც ლენინისა და მარქსის აღიარებით აუცილებელი იყო, ახლა დამატებით ახალი «ოპიატებია» მასობრივი სპორტული სანახაობების, აღვირახსნილი სექსუალური მიდრეკილებებისა და როკმუსიკის სახით. ნარკომანების მთელი თაობა აღიზარდა. აღვირახსნილი სექსის პროპაგანდა და ნარკომანიის ეპიდემია მიმდინარე მოვლენებისგან ხალხის ყურადღების გადატანას ემსახურება. «ტექნოტრონულ ხანაში» ბჟეზინსკი საუბრობს ხალხის «მასებზე», როგორც უსულო საგნებზე – შესაძლებელია, «300-თა კომიტეტი» ასეც გვხედავს. ბჟეზინსკი მუდამ საუბრობს ჩვენი, «მასების», კონტროლის აუცილებლობაზე.
ერთ ადგილას მას წამოსცდა:
«ამავე დროს, პიროვნებაზე სოციალური და პოლიტიკური კონტროლის შესაძლებლობები გაიზრდება. მალე შესაძლებელი გახდება თითქმის უწყვეტი კონტროლის განხორციელება ყველა მოქალაქეზე და მუდმივად განახლებადი კომპიუტერული ფაილ-დოსიეების მართვა, რომლებიც, ჩვეულებრივი ინფორმაციის გარდა, ყველაზე კონფიდენციალურ დეტალებს შეიცავს ყველა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ქცევაზე».
«შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ექნებათ მყისიერი წვდომა ამ ფაილებზე. ხელისუფლება იქნება ფოკუსირებული მათ ხელში, ვინც ინფორმაციას აკონტროლებს. ხელისუფლების არსებულ ორგანოებს კრიზისის წინა სიტუაციების მართვის დაწესებულებები ჩაანაცვლებს, რომელთა ამოცანაც იქნება შესაძლო სოციალური კრიზისების წინმსწრები გამოვლენა და ამ კრიზისების მართვის პროგრამების შემუშავება» (აქ სააგენტო FEMA-ს სტრუქტურის აღწერილობაა მოცემული, რომელიც ბევრად გვიან გამოჩნდა).
«ეს შექმნის ტენდენციებს შემდგომი რამდენიმე ათწლეულისთვის, რომლებიც მიგვიყვანს ტექნოტრონულ ხანამდე _ დიქტატურამდე, რომლის დროსაც თითქმის ბოლომდე გაუქმდება არსებული პოლიტიკური პროცედურები. საბოლოოდ, თუ საუკუნის ბოლოსკენ გავიხედავთ, ცნობიერებაზე ბიოქიმიური კონტროლისა და ადამიანებზე ჩატარებული გენეტიკური მანიპულაციების შესაძლებლობა, მათ შორის, ისეთი არსებების შექმნა, რომლებიც არა მხოლოდ იმოქმედებენ, არამედ იფიქრებენ კიდეც, როგორც ადამიანები, შესაძლოა, სერიოზული კითხვები გამოიწვიოს».
ბჟეზინსკი წერდა ამ ყველაფერს არა როგორც კერძო პირი, არამედ როგორც პრეზიდენტ კარტერის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, «რომის კლუბის» წამყვანი წევრი, «300-თა კომიტეტის», «საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს» წევრი და ასევე ძველი პოლონური «შავი არისტოკრატიის» წარმომადგენელი. მის წიგნში ახსნილია, როგორი გზით უნდა თქვას უარი ამერიკამ თავის სამრეწველო ბაზაზე და შეაბიჯოს იქ, როგორც მან უწოდა, «სრულიად ახალ ისტორიულ ხანაში».
«ის, რაც გახდის ამერიკას უნიკალურს _ ესაა მისი სწრაფვა, გამოსცადოს საკუთარ თავზე მომავალი, იქნება ეს პოპარტი თუ ლსდ (ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი). დღეს ამერიკა შემოქმედებითი საზოგადოებაა, როდესაც დანარჩენები შეგნებულად თუ შეუგნებლად მიმბაძველები არიან». მას ერჩივნა ეთქვა, რომ არსებითად ამერიკა «300-თა კომიტეტის» პოლიტიკისა და მეთოდების გამოსაცდელი პოლიგონია, რომელსაც პირდაპირ მიჰყავს არსებული წესრიგი განადგურებისკენ და ერთიანი მსოფლიო მთავრობის _ ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებისკენ.
«ტექნოტრონული ხანის» ერთ-ერთ თავში ახსნილია, თუ როგორ გამოიწვევს ახალი ტექნოლოგიების განვითარება ინტენსიურ კონფრონტაციას და ასევე სოციალური და საერთაშორისო დაძაბულობის ზრდას. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩვენ უკვე განვიცდით ძლიერ დაძაბულობას მუდმივი თვალთვალის გამო. ასეთი თვალთვალის ერთ-ერთი ცენტრია კუბაზე ლურდესის ბაზა. კიდევ ერთი ასეთი ცენტრია ნატოს შტაბ-ბინა ბრიუსელში, ბელგიაში, სადაც დგას გიგანტური კომპიუტერი კოდური ნომრით «666», რომელსაც შეუძლია ბჟეზინსკის წიგნში ნახსენები ყველა ტიპის მონაცემის შენახვა და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფლობს მონაცემთა ბაზის გაფართოების შესაძლებლობას კიდევ რამდენიმე მილიარდ ადამიანზე.
აშშ-ში ამგვარი მონაცემთა ბაზის გამოყენება ძალიან ადვილი იქნება – საკმარისია მხოლოდ შეიყვანოთ კომპიუტერ «666»-ში მართვის მოწმობის ან სოციალური დაზღვევის ნომერი და თვალთვალი, რომლის შესახებაც ბჟეზინსკი და მისი კოლეგები «300-თა კომიტეტიდან» საუბრობენ, უზრუნველყოფილი იქნება. კომიტეტმა ჯერ კიდევ 1991 წელს გააფრთხილა ყველა მთავრობა, მათ შორის სსრკ-ის მთავრობაც იმის შესახებ, რომ «თუ «300-თა კომიტეტი» თავის თავზე არ აიღებს სრულ კონტროლს ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების სამზადისზე, შეიქმნება ქაოსი. კონტროლი განხორციელდება ჩვენი კომიტეტისგან და ასევე, გლობალური დაგეგმარებისა და კრიზისების მართვის მეშვეობით». მე ამ ფაქტების შესახებ განვაცხადე რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც 1981 წელს მათ შესახებ ინფორმაცია მივიღე. კიდევ ერთი ფაქტი, რომლის შესახებაც მე მაშინ განვაცხადე, მდგომარეობდა იმაში, რომ რუსეთი მიწვეული იყო ერთიანი მსოფლიო მთავრობის დამყარების სამზადისში მონაწილეობის მისაღებად.
როდესაც 1981 წელს ამ ყველაფრის შესახებ ვწერდი, შეთქმულთა გლობალური გეგმები მზადყოფნის წინწასულ სტადიაზე იმყოფებოდა. გასული 10 წლის გადახედვისას ადვილად შეამჩნევთ, თუ რამდენად სწრაფად ხორციელდება ეს გეგმები. თუ ამ ინფორმაციას შეეძლო 1981 წელს მღელვარება გამოეწვია, დღეს იგი მეტ მღელვარებას იწვევს, როდესაც ჩვენ იმ შეერთებული შტატების ნგრევის საბოლოო ეტაპებს ვუახლოვდებით, რომელშიც ვცხოვრობთ. თუ გავითვალისწინებთ ფინანსირების შეუზღუდავ შესაძლებლობებს, საინფორმაციო მონაცემთა ბანკების შექმნასა და მსოფლიოს მთავრობების უმრავლესობაზე კონტროლის დაწესებას, ჩვენ წინაშე არნახული მასშტაბების პრობლემა დგება, რომელთან გამკლავებასაც დღეს ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვერ შეძლებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий