ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 1 сентября 2013 г.

"შენ გაიმარჯვე, გალილეველო!"

ქრისტიანთა გაძლიერებული დევნა იულიანე განდგომილის იმპერატორობისას ახალი სისასტიკით დაიწყო. მან დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა იესუ ქრისტეს. ქრისტიანობას ასეთი ძლიერი მტერი არ ჰყოლია. ამ მხრივ ვერც ნერონი, ვერც დომიციანე და ვერც დიოკლეტიანე იულიენეს ვერც შეედრებოდნენ, ამ ნამდვილ ანტიქრისტეს ქრისტიანებმა მძულვარებით აღსავსე ეპითეტით: "განდგომილი" შეარქვეს.
იულიანე ქრისტიანობას "მკვდრებისა და კუბოების რელიგიას უწოდებდა. იგი ქრისტიანობას ებრძოდა ცეცხლითა და მახვილით, იდეოლოგიით, ქრისტიანი მოწაფეების სკოლიდან დათხოვნით, ქრისტიანების ქონების ჩამორთმევა-დევნით.
დაიწყო შეტაკებები ქრისტიანთა და წარმართთა შორის. იმპერატორის ბრძანებით ქრისტიანი წამებულების საფლავები მოშალეს.

იულიანემ აღადგინა წარმართული კულტი. თავისივე სასახლეში ააგებინა ჰელიოსის სამლოცველო.

ქრისტიანობის დაუძინებელი მტერი საგარეო პოლიტიკითაც დაინტერესდა. იგი ხომ ალექსანდრე მაკედონელობაზე ოცნებობდა. ამ მიზნით სპარსეთისკენ ლაშქრობა გადაწყვიტა. მაგრამ ეს ბრძოლა მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. სიცხით გათანგულმა იმპერატორმა აბჯარი გაიძრო და მტერს, ასე შიშვლად, მახვილითა და დროშით ხელში, უტევდა. ბრძოლისას გვერდში მტრისგან ნატყორცნი სათხედი მოხვდა. დაჭრილი იულიანე ცხენიდან გადმოვარდა.

"განდგომილმა ანტიქრისტემ" სიკვდილის ჟამს მძულვარებით წამოიძახა:
"შენ გაიმარჯვე, გალილეველო!"

ეს იყო უკანასკნელი გაბრძოლება ძველი წარმართობისა, ახალი ძალმოსილებით აღზევებული ქრისტიანული სამყაროს წინააღმდეგ.

Комментариев нет:

Отправить комментарий