თავისი მწვალებლობის გავრცელების ფართო შესაძლებლობა ანტიოქიელ ხუცეს - ნესტორს 428 წელს მიეცა, როცა კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა. მისი ერესი მიმართული იყო ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატის წინააღმდეგ. ის ამტკიცებდა, რომ მარიამი არის არა უფლის, არამედ, ქრისტეს მშობელიო.
ერესის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ალექსანდრიის პატრიარქი კირილე ალექსანდრიელი ჩაუდგა. წმიდა კირილემ, წერილობით, არაერთხელ მიმართა ნესტორს და შეცდომებზე მიუთითა.
ნესტორმა მართლმადიდებლებს აშკარა დევნა გამოუცხადა. ანათემას გადასცეს ყველა, ვინც ყოვლადწმიდა ქალწულს ღვთისმშობელს უწოდებდა.
ეფესოს მსოფლიო საეკლესიო კრებამ, ნესტორი და ნესტორიანობა ერესად გამოაცხადა.
მართლმადიდებელთა სასტიკი მდევნელი უფლის სასჯელს ვერ ასცდა - იგი მღვდელმსახურებიდან განკვეთეს, ლიბიის უდაბნოში გადაასახლეს. ღმრთისმშობლის მაგინებელი საშინელი სატანჯველით აღესრულა - მისი ენა მატლებმა დაჭამეს.

Комментариев нет:
Отправить комментарий