სამი ჰეროდე - სამთავე სიძულვილით და სისასტიკით სავსე. მაგრამ მათგან პირველი, თავისი არაადამიანურობით ყველასგან იყო გამორჩეული. ეს მან დაახოცინა ბეთლემსა და მის გარემო დაბა-სოფლებში ყრმანი ორი წლისანი და უმრწმესნი...
საშინელი სიკვდილით მოკვდა ეს პირსისხლიანი მეფე - იგი მატლებმა ცოცხლადვე შეჭამეს.
იწვა ბრწყინვალე სასახლეში უმძიმესი სენით დაავადებული, იწვოდა შინაგანი ცეცხლით, იტანჯებოდა წყურვილით. იწვა სიკვდილამდე გახრწნილი, მატლებდასეული, ღვთისგან ხილულად დასჯილი. ყველა, მათ შორის მისი ძენიც, ნატრობდნენ ყველასაგან მოძულებული და ყველას მიმართ სიძულვილით სავსე ურჩხულის სიკვდილს.
ჰეროდემ თავისი სიცოფე, საშინელ ყოფაშიც გამოამჟღავნა. როცა დაინახა, რომ მის გამო არავინ ტიროდა, გადაწყვიტა, ისინი ეიძულებინა, რათა სხვათა გამო ეტირათ: ბრძანა, რომ სამეფოს ყველა წარჩინებული გვარის წარმომადგენლები, ტომების წინამძღვრები ქალაქ იერიქონში შეკრებილიყვნენ, ხოლო თავის დას - სოლომონიას უბრძანა, რომ მისი (ჰეროდეს) სიკვდილის ჟამს ყველანი მოეკლათ.
სიცოცხლეშიც ხომ სხვათა სისხლში (უმწეო ყრმათა სისხლშიც) ცურავდა და აგონიაში მყოფმაც სისხლის მდინარეში ბანაობა ისურვა.
ასეთი სისასტიკისთვის უფალმა ჰეროდე საშინლად დასაჯა - მატლებისგან ცოცხლად შეჭმულის სული ჯოჯოხეთის წყვდიადში შთახდა.
სამთავე ჰეროდე (მეორე - ჰეროდე ანტიპას ბრძანებით თავი მოჰკვეთეს იოანე წინასწარმეტყველს, მესმე - ჰეროდეს ბრძანებით თავი მოციქულ იაკობს მოჰკვეთეს, მანვე ჩაასმევინა საპყრობილეში მოციქული პეტრე. მესამე ჰეროდე უფლის ანგელოზმა განგმირა), რადგან შურს, სისასტიკეს, სიძულვილს, მზაკვრობას, უკეთურობას, სიკვდილს თესავდა... „იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ და სულნი წარჰხდეს“ (საქმე მოციქულთა, 12, 23).

Комментариев нет:
Отправить комментарий