ორშაბათი
მთავარანგელოზი მიქაელი - შემწე და მძლეველი ყოველთა ზედა ბრძოლასა მტერისასა
და მფარველი ყოვლისაგან ჭირისა, მწუხარებისა და ბოროტებისაგან
წმიდაო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ! მსახურო საღმრთოჲსა მის ნათლისაო და თჳთ-მხილველო საიდუმლოჲსაო, რომელმან დათრგუნე ეშმაკთა სიბოროტჱ და ჴელმწიფებაჲ გაქუს განთავისუფლებად ჩუენდა ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისაჲთა, აწ გარე წარაქციენ აღძრვანი წარმართთანი, რომელნი კადნიერად მოვლენან ჩუენ ზედა, დაარღვიე მწვალებელთა მანქანებანი და მტკიცედ დაცულ ჰყავ ეკლესიანი ქრისტჱსნი ძალითა ღმრთისაჲთა.
ჵ, დიდო მთავარო ზეცისა მჴედრობათაო მიქაელ! მთავართა ბნელისაჲთა წარმწყმედელო და ბოროტთა მძლეველო, აწ ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა იღუწიან სავნებელად ჩუენდა, და შეუხებელად დაგვიცევ მტერთა წყობათა და ზედა მოსლვისაგან, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან; ევედრე ქრისტესა მეუფესა ჩუენსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა, მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა გუაქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისსა, და ყოველთაგან თესლთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გჳჴსნნეს და დაგჳფარნეს ჩუენ ყოველთა ურვათაგან, სენთა და სალმობათაგან, ვნებათა წყლულებისაგან და ამაოჲსაგან სიკუდილისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
სამშაბათი
მთავარანგელოზი გაბრიელი - სიტკიცჱ ღმრთისაჲ
და კეთილი მაცნჱ საღმრთოჲსა საიდუმლოჲსა
წმიდაო დიდო მთავარანგელოზო გაბრიელ! წინა-მძღუარო და პირველ-მდგომარეო უჴორცოთა წესთაო, საშინელისა საიდუმლოჲსა და მიუწვთომელისა ჯერ-ჩინებისა ღმრთისა განმაცხადებელო და უბიწოჲსა ქალწულისა მიმართ მარიამისა ზეცითგან გამოუთქუმელისა სიხარულისა მაუწყებელო, აწცა განანათლე სული ჩემი და სიხარულითა აღავსე გული ჩემი, რაჲთა ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა აღვიმსთოთ დიდებისმეტყუელებად და მადლობისა შეწირვად ღმრთისა.
ჵ, ზეცისა წესთა დიდო წინამძღუარო და საყდართა მათ მაღალთა და შესაძრწუნებელთა საღმრთოჲსა დიდებისა წინაშე მდგომელო გაბრიელ! ვითარცა მცველსა და შემწესა მორწმუნეთასა, და ზედა მდგომელსა ჩუენსა და მოსწრაფედ მსმენელსა გევედრებით: მაუწყე მეცა ცოდვილსა დღჱ საშინელისა სიკუდილისაჲ; ევედრე უფალსა ღმერთსა ცოდვილსათჳს სულისა ჩემისა, რაჲთა ბრალთა მიტევებაჲ მომმადლოს და საღმრთოსა მას ბანაკსა მას ზეცისაჲთა მკჳდრ მყოს წმიდათა თანა. ჵ, საღმრთოჲსა განკაცებისა მსახურო გაბრიელ! დამიცევ მე ყოვლისა ჭირისა და მწუხარებისა, ძვირთა სალმობათა და ცოდვათაგან და მიჴსენ სასჯელისა მისგან ულხინებელისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ოთხშაბათი
მთავარანგელოზი რაფაელი - ავადმყოფობის განმკურვნელი
და გზასა ზედა ჭეშმარიტებისასა დამაყენებელი
წმიდაო დიდო მთავარანგელოზო რაფაელ! უფლისა მიერ შენდამი ბოძებულითა მადლითა ძალთა და ნიშთა აღასრულებ სოფელსა შინა და სნეულთა განჰკურნებ უძლურებასა და ვნებათა, აწ განხადე საეშმაკონი ვნებანი ჩუენგან და გჳჴსენ სენთა და სალმობათაგან, და დაგვიცევ ყოვლისაგან ჭირისა და კუეთებისა.
ჵ, უხრწნელითა ნიჭითა და მადლითა შუენიერად განკეთილებულო საღმრთოო მთავარანგელოზო რაფაელ! ვითარცა შენ ხარ მეოხი და მკურნალი მომწოდებელთა შენთაჲ სნეულებათა შინა, და უჩუენებ კაცთა გზასაჲ მართალსა და საცხოვნებელსა, ეგრეთვე აწ წარმიძეღუ ჭეშმარიტისა მიმართ ნათლისა და მეყავნ მე შემწედ ყოველთა განსაცდელთა, ურვათა და მწუხარებათა შინა, რაჲთა ღირს-ვიქმნე კეთილითა მოქალაქობითა სრულ-ყოფად და სიწმიდითა მიწევნად და ხილვად და ღირსად თაყუანისცემად ერთარსსა წმიდასა სამებასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ხუთშაბათი
მთავარანგელოზი ურიელი - აღმძვრელი ლოცვათა სურვილისაჲ
და განმანათლებელი ღმრთისა მიმართ უგუნურ-ქმნილთა
წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო ურიელ! მსგავსად მზისა განბრწყინდა ძალნი იგი სასწაულთანი, შენ მიერ აღსრულებულნი, აწ განჰკურნე გულისა ჩემისა უკურნებელნი წყლულებანი და ჴორცთა ჩემთა მრავალფერნი სნეულებანი, წარმწყმედელთა გზათაგან განგვარინე და გუასწავე გზაჲ უცთომელი, ზეცად აღმყუანებელი.
ჵ, დიდო მთავარო ანგელოზთა ძალთაო ურიელ! ვითარცა ხარ შენ ნათელი ღმრეებრივისა ცეცხლისაჲ და განმანათლებელი ცოდვილთაჲ, ეგრეთვე აწ გონებაჲ ჩემი ცთომილი ეშმაკთა სიბოროტითა, განამტკიცე უვნებელობითა და გულის სიტყუაჲ ჩემი განანათლე შუამდგომლობითა ძალთა შენთაჲთა, დამაყენე მე გზასა ზედა სინანულისასა და შემეწიე ყოვლითა ძჳრითა საქმითა და სიტყვითა შეგინებულითა აღსავსესა, რაჲთა შემინდვნეს ბრალნი ქრისტემან ღმერთმან და განწმედილნი ჴორცითა მარხვისა მიერ და განბრწყინვებულნი სულითა ლოცვისა მიერ ღირს-მყუნეს უოხჭნოთა კეთილთა და დაუღამებელსა ბრწყინვალებასა ზეცათა შინა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
პარასკევი
მთავარანგელოზი სელაფიელი - მკურნალი ამაკანკალებელთა სენთა
(მალარია და ეპილეფსია) და მორწმუნეთათჳს დაუცხრომელი მეოხი წინაშე ღმრთისა
წმიდაო მთავარანგელოზო უფლისაო სელაფიელ! რომელმან მადლი კურნებათაჲ მიიხუენ და მიფენ ჭირვეულთა სიმრთელესა, აწ დაჴსნენ სულთა ჩუენთა ვნებანი აღძრულნი, და ჴორცთა სალმობანი უკურნებელნი მჴურვალედ ვედრებითა შენითა.
ჵ, ანგელოზთ-მთავარო უჴორცოთა გუნდთაო სელაფიელ! მადლითა ელვარებისა ღმრთეებისაჲთა განათლებული მოიწევი რაჲ კიდეთა ქუეყანისაჲთა, მორწმუნეთა ერსა მიჰმადლებ წყალობათა ღმრთისათა და გარე შეზღუდავ მათ, აწ ევედრე სახიერებასა მისსა, რაჲთა მიჴსნეს მე ცოდვილი ყოვლისაგან მწუხარებისა, ურვისა, სნეულებისა და ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა და დამიმკჳდროს სასუფეველი ცათაჲ ყოველთა წმიდათა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
შაბათი
მთავარანგელოზი იეგუდიელი - მგზავრობასა შინა
დამფარველი და შემწჱ შეჭირვებულთაჲ
წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო იეგუდიელ! ქრისტჱს გზასა ზედა შედგომილთათჳს მარადის მსწრაფლშემწეო, შეიწრებითთა განსაცდელთა მიერ შეპყრობილნი შენდამი, ვითარცა შუა-მდგომელისა მიმართ მოჳვლტით და სალმობიერითა გულითა გევედრებით: მარადღე თანამავალ გუექმენ და მრავალთა მათგან საფრჴეთა მტერისაჲთა გჳჴსენ სასოებითა მოქენენი შენნი.
ჵ, ზეცისა უსხეულოთა წინამძღუარო და განწყობილთა ზეცისაჲთა დიდო მთავარო იეგუდიელ! თჳთ-მხილველო საღმრთოჲსა დიდებისაო, ტკბილითა მაგით მეოხებითა შენითა ყოვლისა ჭირისა და მწუხარებისა, ძვირთა სალმობათა და ცოდვათაგან განმათავისუფლე და აღმავსე მე სიყუარულითა საღმრთოჲთა, რაჲთა განწმედილითა გულითა, მძრწოლვარითა გონებითა და სულითა შემუსრვილითა ვადიდებდე ერთსა არსებასა დაუსაბამოჲსა ღმრთეებისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
კვირა
მთავარანგელოზი ვარაქიელი - მომცემელი და შუამდგომელი საღმრთოჲსა
სიკეთისაჲ და მფარველი სულიერისა და ჴორციელისა სიწმიდისაჲ
წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო ვარაქიელ! საყდრისა მის საშინელისა წინაშე მიუდრეკელად დგომად ღირს-ქმნილო, მხედველო ღმრთისაო და ცისკრითა წმიდისა სამებისაჲთა შუებულო, მიფენითა მადლისა შენისაჲთა განმწმიდე და განმანათლე და ძღუნად მიმიპყარ ზეცათა მეუფესა.
ჵ, უნივთოჲსა გუნდისა ანგელოსთ-მთავარო ვარაქიელ! საღმრთოჲთა ბრწყინვალებითა განბრწყინვებულო და წინაშე სამებისა მდგომარეო, მიეახლები რაჲ გამოუთქუმელსა დიდებასა მისსა, სიყუარულითა მარადის უგალობ მას, აწ ცოდვათა მოტევებაჲ და კეთილი ცხორებაჲ ითხოვე ჩუენთჳს, რაჲთა სათნო ვეყვნეთ მეუფესა ძალთასა და უგალობდეთ სახიერებასა მისსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

Комментариев нет:
Отправить комментарий