ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 1 сентября 2013 г.

"თუ სირიაში ომი დაიწყება და ის რეგიონალურ ფორმას მიიღებს, საქართველო ომს თავს ვერ აარიდებს"

სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას აზრით, "თუ სირიაში ომი დაიწყება და შემდეგ რეგიონალურ ფორმას მიიღებს, საქართველო ომს თავს ვერ აარიდებს".

ამის შესახებ მაისაიამ "ჯორჯიან თაიმსის" პრესკლუბში სირიაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

"ჯერჯერობით ლოკალური ომის პარამეტრები იკვეთება, თუმცა თუ სირიის ფაქტორი რეგიონალური ომის ფარგლებში გადაიზარდა, ამ ომის ფორმატს საქართველო ვერ ასცდება და იგი საქართველოზე უშუალო გავლენას მოახდენს", - განაცხადა მაისაიამ.

აღნიშნულ საკითხზე ასევე სამხედრო ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ისაუბრა.

"ამ ომში შეიძლება, ჩათრეული იყოს ირანი. ამ ეტაპზე მე არ ვფიქრობ, რომ ეს ომი ჩვენ შეგვეხება რაღაცნაირად, თუმცა საუბედუროდ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუ ომი დაიწყება და ამ ომში ირანი იქნა ჩათრეული. ასე, რომ ამაზე ფიქრი და პრევენციაა საჭირო მთავრობის მხრიდან. თუ რაღაცა ჩვენსკენაც მოხდა, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ამაზე სერიოზული მუშაობაა საჭირო, სანამ ომი დაიწყება", - განაცხადა შარაშენიძემ.

ამ ეტაპზე სირიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყების საკითხზე გაერო-ს ინსპექტორების ჯგუფი მუშაობს. ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ერთსულოვანი უნდა იყოს და გაერო-ს უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს. გაერო-ს ინსპექტორებმა კი მუშაობა ნაწილობრივ უკვე დაასრულეს.

ამასთან, საფრანგეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ აშშ და მისი ზოგიერთი მოკავშირე სირიაზე დარტყმას 4 სექტემბრამდე განახორციელებენ. ცნობილია, რომ დიდმა ბრიტანეთმა სამხედრო ინტერვენციის დაწყებაზე უარი თქვა.

დავით ჯალაღონია


http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=5510&lang=ge&Title=%22%E1%83%97%E1%83%A3+%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98+%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0+%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1%2C+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D+%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A1+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0+%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1%22

Комментариев нет:

Отправить комментарий