ღმერთი

ღმერთი

понедельник, 2 сентября 2013 г.

თურქი ინვესტორი კლინიკის პერსონალს უკრძალავს ჯვრის ტარებას და კედლებიდან ხატების ჩამოხსნას ითხოვს.

იაშვილის სახელობის ბავშთა კლინიკის მედპერსონალი სახელმწიფოს სთხოვს, რომ მფლობელობაში დაიბრუნოს როგორც იაშვილის სახელობის კლინიკა, ასევე ის ოთხი სამედიცინო დაწესებულება , რომლის მფლობელიც ახლა კომპანია " უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპია " .


იაშვილის სახელობის კლინიკასთან ამ დროისთვის ექიმების საპროტესტო გამაფრთხილებელი აქცია მიმდინარეობს.
როგორც მედიკოსები აცხადებენ, სახელმწიფომ ისევე უნდა დაიბრუნოს იაშვილის ბავშვთა კლინიკა, როგორც ონკოლოგიის ეროვნულ-ნაციონალური ცენტრი დაიბრუნა. როგორც ექიმები აცხადებენ, ახალი ინვესტორი ცდილობს იაშვილის კლინიკა და სხვა პედიატრიული კლინიკები თურქული ჯანდაცვის სისტემაზე გადაიყვანოს.
ექიმები აცხადებენ, რომ თურქეთში სამდეცინო მომსახურება ძვირია და შესაბამისად, ქართველი პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი არ იქნება.

ცოტა ხნის წინა საპროტესტო აქციაზე ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე მივიდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, ბიზნესინტერესები წინ სამედიცინო სისტემაზე წინ ვერ დადგება და თუკი კლინიკაში რაიმე დარღვევა არსებობს, ეს ყველაფერი განხილული უნდა იქნას არა საპროტესტო აქციებზე, არამედ შესაბამისი სტრუქტურების მიერ მრგვალ მაგიდასთან, მოლაპარაკებების საფუძველზე.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ის ფაქტები, რაც იაშვილის კლინიკაში ვითარდება და მედპერსონალი დაცული უნდა იყოს ყოველგვარი აგრესიისაგან და არაეთიკური ქმედებისაგან.
რაც შეეხება იაშვილის კლინიკაში განვითარებულ მოვლენებს, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აღნიშნული კლინიკა "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა" შეიძინა. ექიმების განცხადებით, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელი თექინ ატიკი, მედპერსონალს უდიერად და უხეშად ექცევა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ექიმები აცხადებს, ხშირად თექინ ატიკი იაშვილის კლინიკაში ნასვამ მდგომარეობაში მიდის, მედპერსონალს უკრძალავს ჯვრის ტარებას, ხოლო კედლებიდან ხატების ჩამოხსნას ითხოვს.
როგორც ექიმები აცხადებენ, თექინ ატეკმა რამდენიმე თანამშრომელი კაბინეტში დაიბარა და ინტიმური ურთიერთობის სანაცვლოდ ხელფასის გაორმაგება შესთავაზა.
როგორც ექიმები აცხადებენ, ნებისმიერმა უცხოელმა ინვესტორმა უნდა გაითვალისწონოს ქართული ტრადიციები და პატივი სცეს ქართულ მედიცინას.


http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=5529&lang=ge&Title=%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98+%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A1+%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1+%E1%83%AF%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%90++%E1%83%99%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C+%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1+%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A1++#.UiRd3yqH3cE.facebook

Комментариев нет:

Отправить комментарий