სამწუხაროდ იმ დროს, როდესაცქრისტიანული კონფესიები ერთი შეხედვითგანიცდიან შინაგან კრიზისს, მთელმსოფლიოში სწრაფად იზრდება ინტერესი (თანაგრძნობა და შიშიც) რელიგიურიფუნდამენტალიზმისადმი. თუმცა მე მტკიცედმჯერა,თუ როგორ ღიად ამბობს ყურანი (2:256) „არ არსებობს იძულება რელიგიის“; რელიგიური არჩევანი დამოკიდებულიაინდივიდის თავისუფალ ნებასთან. „თავისუფალი ინდივიდი“-ს გაგებას ჩვენ ვუკავშირებთ XVIII ს–ის დასავლურ აზროვნებას. თავისუფალი ნების კონცეფცია მართლმადიდებელ ეკლესიაში აღიქმება სხვაგვარად, ვიდრეორგანულ საზოგადოებაში. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესია მუდმივად უსვამს ხაზს ადამიანის თავისუფალი ნების პატივისცემის მნიშვნელობას და მის თავისუფალ არჩევანს–რელიგიის არჩევანის საკითხზე.
ჩვენ მართლმადიდებლები, კატეგორიულად უარვყოფთ პროზელიტიზმის ნებისმიერ ფორმას – იქნება ეს სხვების რელიგიური აზროვნების ცვლილება ზეწოლისა და დაშინების გზით. ჩვენთვის თანაბრად მიუღებელია, როგორც პროზელიტების მაძიებლები ტრადიციულმართლმადიდებლურ ქვეყნებში, აგრეთვე ის მართლმადიდებლები, რომლებიც თავს ახვევენსაკუთარ რწმენას სხვებს. ჩვენ არ გვაქვს დიალოგი მუსლიმებთან და იუდეველებთან იმისგამო, რათა მოვაქციოთ ისინი ჩვენს სარწმუნოებაზე. ასეთი სურვილები იქნებოდა რაღაცამპარტავნული და შეუწყნარებელი, წინააღმდეგობრივი თავად შეხვედრისა და დიალოგისიდეისა. უფრო მეტიც; ამ ორმხრივ დისკუსიებში ჩვენ არ ვგრძნობთ ასეთ სურვილს, ასევე არვგრძნობთ მსგავსს ჩვენი მუსლიმი და იუდეველი კოლეგებისგანაც.
ჩვენ შეშლილ საუკუნეში მოვუწოდებთ ქრისტიანებს მოსალაპარაკეებელ მაგიდასთანდაჯდნენ მუსლიმებთან და იუდეველებთან – ეს სურვილი და მიზანია, რათა დაანახო დადაამტკიცო, რომ რელიგიური განსხვავებანი არ წარმოქმნიან კონფლიქტს ადამინებს შორის. ბოლოსდაბოლოს, თუ კონფლიქტების მიზეზი არის რელიგიებს შორის განსხვავებანი– ერთირელიგიის მიმდევრებს შორის მაინც იმეფებდა მშვიდობა და კეთილდღეობა. მაგრამცნობილია რომ ძალიან ხშირად კამათი, კონფლიქტები და ომებიც კი ხდება ბარიკადებისსხვადასხვა მხარეს მდგომ ერთი რელიგიის მიმდევრებს შორის, ხშირად ერთი რეგიონისმაცხოვრებლებს შორისაც კი. ამ დაძაბულ დროში ბევრი დასავლეთში მცხოვრები დასეკულარულად მოაზროვნე ადამიანები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ისწრაფვისგადააქციოს რელიგია განტევების ვაცად, დასდონ ბრალი სხვადასხვა პრობლემებისწარმოშობაში, რომლითაც მოცულია ჩვენი მსოფლიო. რაც უფრო მატულობს დაძაბულობამსოფლიოში, მით უფრო მეტად გაჰყვირიან თითქოსდა რელიგია – სათავეა ყველაბოროტების, მოითხოვენ სუფთა საერო მიდგომას საერთაშორისო ურთიერთობებში, თუმცაშესაძლებელია ეს კრიტიკა გარკვეულწილად სწორია. საერთო ჯამში კი რელიგია არაფერშუაშია, ასე მაგალითად: რელიგია არ არის წყარო სოციალური უთანასწორობის დანამდვილად არ არის მთავარი მიზეზი მსოფლიოში ზრდადი ეთნიკური დაძაბულობის.
მაგრამ ხდება ხოლმე რომ არასწორი ინტერპრეტაცია წმინდა ტექსტების ნებისმიერრელიგიაში გამოიყენება ადამიანის ეგოისტური ინტერესების გასამართლებლად ან რათაუზრუნველყონ მორწმუნეების მხარდაჭერა ამა თუ იმ ლიდერისადმი. მიუხედავად იმისარომ ფუნდამენტალიზმმა შეიმუშავა გარშემო ბევრი უარყოფითი გამოვლინება, ერთინამდვილად მართალია–ის უდავოდ გამოიყენება პირადი მიზნებისათვის ან პოლიტიკურიამოცანების გადასაწყვეტად. თუმცა პატიოსანმა ხალხმა ყველა რელიგიაში უნდა იბრძოლონიმისათვის, რათა პატივისცენ ღმერთს და არ ჩავარდნენ ეგოისტურ სატყუარაში, დარჩნენმტკიცენი წყალობაში, მიტევებასა და თანაგრძნობაში. რათქმა უნდა ჩემთვის ცნობილია, რომყველა ქრისტიანულ დენომინაციებს შორის, იუდეველების ყველა თემში, ისლამისმიმდევრებში ყოველთვის არსებობენ უმცირესობები, განსხვავებული შეხედულებებისმატარებლები, მათ შორის ძალიან უკიდურესები. თუმცა, როგორც ქრისტიანი ლიდერი, მევიტოვებ იმედს, საბოლოოდ იქნება მიღწეული სახარებისეული თანხმობა, შერიგება და კარგითანამშრომლობა. რა თქმა უნდა ამას გულისხმობდა პავლე მოციქული როდესაც წერდა: „თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ « (რომ 12:18)
თარგმანი/ შოთა კინწურაშვილი
ნაწყვეტი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წიგნიდან „მიახლება საიდუმლოებასთან; მართლმადიდებლობა თანამედროვე სამყაროში.“
Комментариев нет:
Отправить комментарий