ქართული ენის გრამატიკის ალბომი.
ფონეტიკა.
ბგერა.
წინადადება სიტყვის ან სიტყვებისაგან და სიტყვა ბგერებისაგან შედგება. ქართულ ენაში 33 ბგერაა. ბგერები ორ ჯგუფად იყოფა: ხმოვნებად და თანხმოვნებად.
თანხმოვანთა ჯგუფები წარმოქმნის ადგილის მიხედვით.
თანხმოვანთა წარმოქმნა ხდება ბაგეებთან , კბილებთან, წინა და უკანა ნუნებთან, ხახასთან, უკანა სასასთან , ხორხში,. ამის მიხედვით გვაქვს ბგერები:
ბაგისმიერი: ბ, პ, ფ, მ.
კბილისმიერი: დ, თ, ტ.
კბილ-ბაგისმიერი: ვ.
წინანუნისმიერი: ძ, ც, წ, ზ, ს,(სისინა)ნ ,რ, ლ, (ნარნარა).
უკანანუნისმიერი: ჟ, ც, ჭ, ჟ, შ.(შიშინა).
უკანასასისმიერი: გ ,ქ, კ, ღ, ხ.
ხახისმიერი: ყ.
ხორხისმიერი: ჰ.
მორფოლოგია.
მეტყველების ნაწილები.
ქართულში ათი მეტყველების ნაწილია:
არსებითი სახელი: სახლი, ბავშვი, ბაღი, სინათლე.....
ზედსართავი სახელი: მაღალი, წითელი, ქვიანი, საქუდე...
რიცხვითი სახელი: ორი ,ოცი, მესამე, ოცდამეერთე, ნახევარი,მეხუთედი...
ნაცვალსახელი: მე, შენ, ის, ეს, ჩემი, შენი, ვინ, რა.....
ზმნა: ვხატავ, დაწერა, წევს, დგას....
ზმნიზედა: აქ , გუშინ, ისე ამიტომ, იმისთვის...
თანდებული: ვით, თან, კენ, თვის, გან...
კავშირი: და, რომ, თუ, როცა, რომელიც...
ნაწილაკი: არ, ვერ, კი, ვე, ღა, ცა...
შორისდებული: ვიშ! ვაშა! აჰ!....
არსებითი სახელების ჯგუფები შინაარსის მიხედვით.
შინაარსის მიხედვით არსებით სახელებში გამოიყოფა:
სულიერთა და უსულოთა სახელები: ბავშვი, ძროხა... ხე, ქვა...
ვინ ჯგუფისა და რა ჯგუფის სახელები: მოსწავლე , მფრინავი.... მაგიდა, ცა....
კონკრეტული და აბსტრაქტული სახელები: ფანქარი, წიგნი.... ძმობა, ბედნიერება....
საკუთარი და საზოგადო სახელები: ლია, მცხეთა, მტკვარი.... გოგონა, ქალაქი, მდინარე....
კრებითი სახელები: ჯოგი, ფარა, გუნდი, ხალხი...
ნივთიერებათა სახელები: ოქრო, გოგირდი, წყალი....
მოქმედების სახელები: სწავლა, ხატვა, წრა, სიმღერა....
სინტაქსი.
წინადადება შინაარსის მიხედვით.
შინაარსის მიხედვით წინადადებები ხუთ ჯგუფს ქმნიან. ესენია:
თხრობითი.
კითხვითი.
ძახილისა.
კითხვით-ძახილისა.
ბრძანებითი.
თხრობითი წინადადება ისეთ რასმე მოგვითხრობს, რომელიც ხდება ახლა, მოხდა , ან მომავალში მოხდება. იგი არ შეიცავს კითხვას, გაკვირვებას, ან ბრაძანება-მოწოდებას.
მაგ:
ილევა ბინდი ღამისა. ცაზე ვარსკვლავნი ქრებიან.
სულკალმახს ნადირობაში შემოაღამდა.
ინათებს კიდეც და სოფელსაც გაეღვიძება.
კითხვითი წინადადება გამოხატავს კითხვას. იგი ორი სახისაა: კითხვისიტყვიანი და წინადადება რომელიც კითხვით სიტყვას არ შეიცავს.
მაგ:
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები?
გურამმა ტყეში დათვი ნახა?
ძახილის წინადადება დიდ გრძნობას გამოხატავს: ვიშ, რა ლამაზად იღვიძებს მიძინებული ბუნება!
კითხვა-ძახილის წინადადება ერთდროულად გამოხატავს კითხვასა და გაკვირვებას: რად გიკვირთ, როცა ჩვენს მფარველს ცხარე ცრემლითა ვტირითა?!
ბრძანებითი წინადადება გამოხატავს ან ბრძანებას, ან მოწოდებას.
მაგ:
,, კარში გამოდი, ჯოყოლავ!''
,,მეგობრებო, წინ, წინ, გასწით!"

Комментариев нет:
Отправить комментарий