08.06.2017
ათონელი ბერები ამბობენ, რომ დღეს მსოფლიო ბეწვზე კიდია - გვიამბობს მინსკის სასულიერო სემინარიის რქეტორი, ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ნოვოგრუდსკისა და სლონიმსკის არქიეპისკოპოსი - გური.
"სრული პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან შეიარაღების ზრდაში, დედამიწის ერთ სულ მოსახლეზე იმდენი იარაღი მოდის, რომ მეცნიერული გათვლებით იგი დედამიწაზე სიცოცხლის 20-ჯერ მოსასპობად იქნებოდა საკმარისი", - ციტირებს იერარქი ათონელი ბერების ნათქვამს.
"საბედნიეროდ, დედამიწაზე არის ადგილები, სადაც ბერები დღედაღამ ევედრებიან უფალს შეწყალებას, ლოცვა ცას სწვდება და უფალი ჯერჯერობით ყველას გვითმენს. ათონი დედამიწის ის დაფარული ადგილია, სადაც არ დაკარგულა ჭეშმარიტი მონასტრული ცხოვრების გამოცდილება, გონისმიერი ლოცვა.
წმინდა მთის ღვთით სავსე ცხოვრება იყო და არის იდუმალი, ამიტომაც მიისწრაფიან მისკენ მომლოცველები - დიდია ქრისტიანთა სურვილი, მცირედით მაინც მიუახლოვდნენ ათონს: ბერ-მონაზვნობა ხომ ქრისტეს მცნებების ხორცშესხმა და შესრულებაა და კეთილი მაგალითია ერისკაცთათვის. იქ ყველაფერი გავიწყდება, ლოცვის გარდა", - გვიზიარებს თავის შტაბეჭდილებებს არქიეპისკოპოსი გური.
"სწორი სულიერი ცხოვრება თავის თავში გულისხმობს ყოველმხრივ ჯანსაღ ფიზიკურ ცხოვრებასაც, იგი არის წყარო კეთილდღეობის, ბედნიერების, სიხარულისა და მშვიდობისა, რომლისკენაც მიისწრაფის ყოველი ადამიანი და ყოველი საზოგადოება. და პირიქით, სულიერი კანონების დარღვევა შეუქცევადად არღვევს ცხოვრების წესრიგს - როგორც პირად, ისე ოჯახურ და საზოგადოებრივ დონეზე" - ბრძანა მეუფემ.
წყარო: http://uoj.org.ua/
karibche.ambebi.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий