среда, 12 июля 2017 г.

ფიქრები ჟამსა და სამშობლოზე

წმ. ნიკოლოზ სერბის "საპყრობილის სარკმლიდან" და "მიუღწეველი ქვეყანა"-ს  მიხედვით


 წინათქმა


„ჟამსა მას ღვთივკურთხეულსა, ამასა და ამასოო.......“ - ასე იწყებდნენ ჟამთაღმწერლები „ქართლის ცხოვრების“ მართლაც იმ ღვთივ-კურთხეული ქრონიკების გადმოცემას , რომლებიც არც თუ ისე ხშირად დაუდგებოდა ხოლმე საქართველოს თავისი ჯვარცმული ისტორიის მანძილზე.

უდავოა, რომ იმ პერიოდს, რომელშიც დღევანდელ ქართველობას გვიწევს ცხოვრება, ღვთივკურთხეულს ვერც ერთი მემატიანე ვერ დაარქმევდა, რადგან ეს არის არა ღვთივკურთხეული, არამედ კაცობრივი ჟამი. უფალმა დაუშვა, ძალაუფლების ხელში ჩამგდებ ურწმუნო და უზნეო ადამიანებს ღვთისა კი არა, საკუთარი ნება აღესრულებინათ.

ჩვენს თვალწინ ხორციელდება მხოლოდ ადამიანური ნება, იქმნება მსოფლიო კაცობრივი საქმენი, მხოლოდ კაცთა გეგმები ისხამენ ხორცს და მხოლოდ ის ადამიანები“განდიდდებიან“, ვინც ტერორით, ძარცვით, კვლით, გარყვნილებითა და სატანური განურჩევლობით (პირველ რიგში რელიგიური განურჩევლობით) ცდილობენ, კაცობრივი ბედნიერება მოიპოვონ ღმერთის გვერდის ავლით და უფლის ნების წინააღმდეგ. მაგრამ ღვთის გვერდის ავლითა და მისი ნების საწინააღმდეგოდ მიწიერი სამოთხის შექმნა, რომელსაც ხალხს გამუდმებით აღუთქვამენ პოლიტიკოსები, შეუძლებელია!

ნებისმიერი ნათელღებული ერის ნებისმიერი ბელადი, რომელსაც სურს, საკუთარი ხალხი ქრისტეს მცნებების უარყოფით გააბედნიეროს, ამ ხალხს ბედნიერების აღთქმულ მიწაზე კი არ მიიყვანს, არამედ - მოჩვენებით მიუღწეველ ქვეყანაში, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ იარსებებს.

მაგ გზით ნუ მიდიხართ, ადამიანებო, ეგ გზა მიუღწეველ ქვეყანაში მიდის!


საპყრობილედან დანახული მიუღწეველი ქვეყანა

თავი I

მგზავრები, მწირები და სტუმრები

1

საღვთო წმინდა წერილში არაერთგზის მეორდება, რომ ამ ქვეყნად ჩვენ მგზავრები და სტუმრები ვართ.

ამ აშკარა ფაქტის გაცნობიერებისთანავე გონიერი ადამიანი მტკივნეულად ეძებს პასუხს სამ კითხვაზე: თუკი მგზავრები ვართ, რა არის ჩვენი მოგზაურობის მიზანი? თუკი მწირები ვართ, მაშ, სადღაა ჩვენი სამშობლო? თუკი სტუმრები ვართ, ვისთან ვიმყოფებით სტუმრად?

ქრისტიანი ერების პრივილეგია სწორედ ისაა, რომ უბრალო გლეხმაც კი იცის ყველაზე მთავარი რამ. და, აქედან გამომდინარე, საქართველოშიც, როგორც უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში, ყოველთვის და ყველგან შეგვიძლია მოვისმინოთ პასუხი ამ
სამ ცხოვრებისეულ კითხვაზე.

ამიტომ, პირველ შეკითხვაზე:“თუკი მგზავრები ვართ, რა არის ჩვენი მოგზაურობის მიზანი?“ - ხალხი მოგვიგებს: ჩვენ ამქვეყნისანი კი არა - იმ ქვეყნის შვილები ვართ. ანდა, სულაც, ასე გვიპასუხებენ - ზეცის შვილები ვართ.

მეორე კითხვაზე: თუკი მწირები ვართ, მაშ, სადღაა ჩვენი სამშობლო? - ხალხი გვიპასუხებს: ჩვენი მამული იქ არის, სადაც მამაზეციერია, შემოქმედი ჩვენი, ანდა, სულაც, გვეტყვის: აქ ჩვენ წუთისოფლის სტუმრები ვართ, იმ ქვეყნად კი შინ ვიქნებით.

ხოლო მესამე კითხვაზე: თუკი სტუმრები ვართ, ვისთან ვიმყოფებით სტუმრად?- ხალხი მოგვიგებს: დიდება უფალს, ჩვენ ამ ქვეყნად მისი სტუმრები ვართ.

საუკუნეებისა და თაობების განმავლობაში ხალხის მრავალმილიონიანი მასები ჩვენს წმინდა მიწა-წყალზე ამგვარ შეკითხვებზე სწორედ მსგავსად პასუხობდნენ. ესაა მთელი ცხოვრებისეული ფილოსოფია, რომელსაც არასოდეს მოსდევს იმედგაცრუება და სასოწარკვეთა. მასში საუკუნეების მანძილზე ერთმანეთს შეერწყა და შეეთვისა ადამიანთა პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრება.

ათას წელზე მეტი ხნის წინათ ქრისტიანულმა ევროპამ სამ ძირითად ცხოვრებისეულ კითხვაზე სწორი და გარკვეული პასუხი იცოდა და, ჭეშმარიტად, მისი პასუხი გაცილებით ნათელი და ლოგიკური იყო, ვიდრე წარმართული ელადის, ეგვიპტის, სპარსეთისა და ინდოეთისა, რამდენადაც ევროპა ხელმძღვანელობდა საღმრთო ლოგოსით, რომელიც განკაცდა, რათა მიწიერი მცდარი ლოგიკა ზეციური მართალი ლოგიკით შეეცვალა.

2

ასე იყო ძველ ქრისტიანულ ევროპაში , სადაც ფილოსოფოსები, მმართველები და სწავლულები ამ სამ კითხვაზე ზუსტად ისე პასუხობდნენ, როგორც ყველა ნათელღებული ერები და მათთან ერთად ერთ მართლმადიდებლურ მთლიანობას შეადგენდა.

თუმცაღა, ბოლო ასწლეულების განმავლობაში ისინი ნელ-ნელა წარმართულის ხანის მცდარ მიწიერ ლოგიკას დაუბრუნდნენ. და იყო ყოველივე სწორედ ამგვარად, როგორც წმინდა პეტრე მოციქული აღგვიწერდა თავისი მკვეთრი გამონათქვამით: „იყვნეს ცრუ წინასწარმეტყველნიცა ერსა შორის, ვითარცა - იგი თქვენ შორისცაყოფად არიან. ცრუ მოძღვარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაი წარწყმედისაი და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარყოფდნენ და მოიზიდავდნენ თავისა მათისათვის მსთუად წარწყმედასა და მრავალნი შეუდგნენ მათსა მას არაწმიდებასა, რომელთაგან გზა იგი ჭეშმარიტებისა იგმობოდის” (2პეტრ.1.22)

 უღალატა რა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, - მართლმადიდებლობას, ძალაუფლებასა და ოქრო-ვერცხლს დახარბებულმა პაპისტურ-ინკვიზიტორმა სასულიერო იერარქიამ და ინდულგენციებით მწვანეშუქანთებულმა „არისტოკრატიამ“, ქრისტიანობა გადააქცია იმ სახლად, „რომელი განკვთის თავსა თვისსა“ (მათ.12,25). აბა, ასეთ სახლში ცხოვრება როგორღა შეიძლებოდა? რაოდენ საშინელია სიტყვები მოციქულისა, წარმართების შესახებ რომ ამბობს:-როდესაც შეიტყვეს, რომ ბრძენნი იყვნენ, სწორედ მაშინ დაკარგეს გონებაო.

ევროპელი მატერიალისტები და ლიბერალი იდეალისტები, თავიანთ უგუნურებასა და უსულგულობას რომ მალავდნენ და საკუთარ უბედურებას თავისთვის იტოვებდნენ, ეს იმდენად მავნე არ იქნებოდა, მაგრამ ხასიათის თავისებურება, შეშლილობისა, განდიდების მანიით რომ არის შეპყრობილი, სხვების განსწავლის სურვილსაც აღძრავს. ამიტომაა, ბოროტება რომ იზრდება. ქედმაღლობის სულით დევნილნი, ისინი თავს ესხმიან სხვა ერების საზოგადოებებს თავიანთი ცრუმოძღვრებებითა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის აგრესიული პროზელიტიზმით და სულიერი სიკვდილი მოაქვთ ადამიანებისათვის.

ჩვეულებრივ, ბელეტრისტიკასა და მგზნებარე გამოსვლებში დახელოვნებულნი, ისინი ხიბლავენ უბრალო ხალხს (განსაკუთრებით, არაეკლესიურ, სულიერი ხედვის არმქონეთ) და წარმოუდგენენ მიუღწეველ ქვეყანას, მიწიერ კეთილდღეობას, რომელიც ზმანებასავით იზიდავს მათ. როდესაც ეს ცრუ მასწავლებლები თავისას მიაღწევენ, მათი დანაპირები ბედნიერება თანდათან ბუნდოვანი ხდება და ნელ-ნელა უჩინარდება. მაშინ უდაბნოს უხეში რეალობა უფრო სასოწარმკვეთად და გულისმომწყვლელი გამოჩნდება, ხოლო იმედგაცრუებული მასები სწყევლიან  თავიანთი გარდამაქცევლების ავადმყოფურ წარმოსახვას, რომელმაც ისინი არც აღთქმულ მიწაზე მიიყვანა და არც მიწიერ სამოთხეში, არამედ მიუღწეველ ქვეყანაში,ქვეყანაში, რომელიც მსახიობს ჰგავს, სამეფო სამოსითა და თავზე ყალბი თვლებით მოოჭვილი გვირგვინით. მას თავისი შიფრი აქვს: სიამაყეს - ადამიანურ ღირსებად ასაღებს, აღვირახსნილობას - თავისუფლებად, სისასტიკეს - სამართლიანობად, ავხორცობასა და გარყვნილებას - ბუნებრივ ზნედ, სიცრუეს - სიბრძნედ და
მოხერხებულობად, პირმოთნეობას - ჰუმანურობად და ტოლერანტობად, სიმხდალეს - მოკრძალებად, თავხედობას - პირდაპირობად და ა.შ.

ჭეშმარიტი სათნოება დაცინვისა და დამცირების საგნად არის ქცეული, ხოლო ყალბი ფასეულობების პროპაგანდა, რომლის რეკლამირებაც გამუდმებით ხდება ტელესივრციდან, დღევანდელ დღეთა დახვეწილი საცდურია. ამ მარკის ქვეშ საღდება პროგრესი, განათლების, ცივილიზაციისა და კულტურის ფალსიფიკაცია, რომელსაც ადამიანს ნელ-ნელა აჩვევენ. თავიდან იგი გრძნობს, რომ სიცრუე სიცრუეა, შემდეგ კი წინააღმდეგობა ღლის და გამუდმებით შემოთავაზებულ სიცრუეს სიმართლედ იღებს.

თუ ადამიანი ამ პროპაგანდის ტყვეობაში აღმოჩნდება, როგორ მძლავრ ინტელექტსაც არ უნდა ფლობდეს იგი, ბრძოლის შედეგი წინასწარ არის განსაზღვრული.

არის სიტყვა „უმსგავსობა“. ჩვეულებრივ მისი შინაარსი ესმით, როგორც ულამაზო ან აღმაშფოთებელი საქციელი, მაგრამ, სინამ-დვილეში, ამ სიტყვის აზრი გაცილებით საშინელი, შეიძლება ითქვას, ავისმომასწავებელია: ადამიანი ღვთის ხატია. უმსგავსობა ღვთის ხატის დაკარგვაა, რის შედეგაც ის სიცრუის მამის - დემონის - ხატი ხდება.


 თავი II

 ეთიკა და ტექნიკა


ბიბლია გადმოგვცემს, რომ უფალმა ხალხს მისცა კანონი სარწმუნოებისა, კანონი ტექნიკის ფლობისა და ცოდნისა.

თავდაპირველად რელიგია იყო საგანი, როგორც ეთიკის, ასევე ტექნიკისა, ანუ, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ (ჩემი რჩევა იქნება, ეს სიტყვები შეიცვალოს-ხატოვნად რომ ვთქვათ), რელიგია იყო საიდუმლო სიღრმეებიდან აღმომჩქეფარე წყალი. ეთიკა -
ცხოველმყოფელი წყარო, ხოლო ტექნიკა - დამხმარე არხების ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც წყალი ამ მდინარიდან ადამია-ნური ყოფის ყველა სფეროს ეფინებოდა. უფლის უშუალო ხელმძღვანელობით ნოემ ააგო კიდობანი, რომლითაც ნაოსნობის ისტორიაში დღემდე ზღვით ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობა განხორციელდა.

უფლის უშუალო შთაგონებით ბიბლიური ბესელიელი აღივსო ტექნიკის ფლობის,გამოგონების, ხელოვნებისა და ყოველი საქმის საღვთო ცოდნის სულით: „სულითა საღრმთოთა, სიბრძნისა და ხელოვნებისათა და ყოვლისა საქმისა განმგონებელად და ხუროთ-მოძღვრებად, მუშაკობად ოქროსა და ვერცხლისა და რვალისა და იაკინთსა, პორფირსა და ძოწეულსა, სთულსა და ბისონსა, გრეხილსა და ქვისმოქმედებათთა ნაქმართა მიმართ და ხუროვნობითთა მუშაკობად ძელთა ყოველთაებრ საქმეთა“ (გამოსვლა.31,2-5).

ამგვარად, დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა ჭეშმარიტი სარწმუნოების, ხალხის ნიჭიერებისა და ტექნიკური ცოდნის წყარო და მიზეზი უფალი იყო. ადამიანები ისევე გრძნობდნენ უფლის მყოფობას საკუთარ თავზე, თვალთა წინაშე და თვის შორის, როგორც - ჰაერსა და დღის ნათელს, მანამდე, ვიდრე ისინი ყველა ტექნიკურ მიღწევასა თუ საკუთარი შრომის ნაყოფს ყოვლის შთამაგონებელს და დიდ შემოქმედს - უფალს- მიაწერდნენ.

მაგრამ, როდესაც უკვე ღვთის თანამყოფობის განცდა დაიჩრდილა და სულიერი ხედვა დაიბინდა, მაშინ ოსტატებსა და სპეციალისტებს შორის გაჩნდა ამპარტავნება, სათავე ყოველგვარი ბოროტებისა. ახლა უკვე ისინი მათი ხელიდან გამოსულ ნაყოფს
საკუთარ თავს მიაწერენ და ბოროტად იყენებენ მას.

ძალიან ბევრი ადამიანი ყოველგვარ უბედურებაში თანამედროვე ტექნიკურ პროგრესს ადანაშაულებს. მაგრამ, განა, ტექნიკაა დამნაშავე, თუ დამნაშავენი არიან ისინი, ვინც ტექნიკას ქმნიან და მას ბოროტად იყენებენ?!

განა ხის ჯვარია დამნაშავე, თუკი მასზედ ვინმეს გააკრავენ?! ან, განა ჩაქუჩს, უნდა დავდოთ ბრალი, თუკი მისი საშუალებით მეზობლები ერთმანეთს თავებს გაუტეხენ?! ტექნიკა უგრძნობია, როგორც სიკეთის, ისე ბოროტების მიმართ.

ერთი და იმავე მილით შესაძლებელია წმინდა წყაროს წყლის გამოყვანაც და ტუალეტიდან კანალიზაციის სიბინძურის ქუჩაში გაშვებაც.

ბოროტებას მკვდარი ტექნიკა კი არ წარმოშობს , არამედ მკვდარი ადამიანური გული.

უფლის თანამყოფობის სრული შეგრძნებით, და ყოველგვარი ამპარტავნების გარეშე ააგო ნოემ სასწაულებრივი კიდობანი - საკუთარი თავისა და ახალი კაცობრიობის გადასარჩენად. უფლის თანამყოფობის სრული დავიწყებით ამპარტავანმა ადამიანებმა წამოიწყეს ბაბილონის გოდოლის შენება...

როდესაც ადამიანთა შორის ყველაზე ბრძენმა, ისრაელის დიდმა მეფე სოლომონმა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდებული ტაძრის მშენებლობა დაასრულა, ხელები ცისკენ აღაპყრო და მორჩილებით აღმოთქვა: „ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, და ისრაელის ღმერთის სახელზე ავაშენე სახლი“(3მეფ.8,20). და ეს საოცარი ნაგებობა თერთმეტი საუკუნის განმავლობაში ამშვენებდა მსოფლიოს, მაგრამ განადგურდა, მტვრად და ნაცრად გადაიქცა მაშინ, როდესაც სოლომონის უღმერთო შთამომავლობამ ღვთის სახლი სავაჭრო სახლად აქცია.

შესაბამისად, ამ ტაძარმა საუკუნეთა ქარტეხილს ტექნიკის საშუალებით კი არ გაუძლო, ან ტექნიკური შეცდომის გამო კი არ აღიგავა პირისაგან მიწისა. ტექნიკა ყრუ და ბრმაა და პასუხისმგებლობას ვერაფერზე აიღებს, ის მთლიანად ეთიკაზე, ეთიკა კი რწმენაზეა დამოკიდებული. ყველასთვის ცნობილია მეფე ნაბუქოდონოსორის ამბავი. სწორედ მან ააშენა ბაბილონი თავისი უზარმაზარი სასახლეებითა და დაკიდული ბაღებით, წყალგაყვანილობებითა და არხებით, ხელოვნებისა და ტექნიკის ყოველგვარი მიღწევის საშუალებითა და ისეთი სილამაზით , რომ მსოფლიო საოცრებადაა აღიარებული.

თავისი სასახლის სახურავიდან შეხედა მეფემ მის წინ განფენილ ქალაქს და თქვა - ეს ის დიდებული ბაბილონია, რომელიც მეფის სადიდებლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით, ჩემი სიდიადის საქებრად. მეფეს ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ზეციდან ხმა გაისმა: „შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, ხელიდან გეცლება სამეფო!“(დან.4,27-28) მაშინათვე, როგორც კი მან ეს მკრეხელური
სიტყვები დაასრულა, უფალმა შეშლილობით დასაჯა, იგი ჭკუიდან გადავიდა, ხოლო მისი დიდებული ბაბილონი იქცა ნანგრევებად, „ტურების ბუნაგად, უდაბურ და სასტვენელ ადგილად“ (იერ.51.37) და იქ აღარავინ ცხოვრობდა, სწორედ ისე, როგორც იერემია წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა. ყველგან, სადაც ადამიანები ღვთის შიშს დაკარგავდნენ და უფლის მიერ მოცემული მორალური კანონების საპირისპიროდ ქმედებას იწყებდნენ, იქ ადამიანის ტექნიკური მიღწევის ყველა პროდუქტი იმავე მტვრად იქცეოდა ხოლმე, რომლისგანაც თვითონ იყო შექმნილი.


სწორედ ასევე დაემართებათ ეიფელის კოშკებსა თუ ევროპელი ხალხისაგან დაცარიელებულ (ტურისტებს თუ არ ჩავთვლით) გოთიკურ ტაძრებს, ასევე, ამერიკულ ცათამბჯენებს, დღეს სამშენებლო ხელოვნების შედევრებს რომ წარმოადგენენ. ისინი დაირღვევიან და უფორმო მტვრად გარდაიქცევიან, თუკი მედიდურ ადამიანთა უღმერთობა და უზნეობა ყოველგვარ საზომს გადასცდება და თვით უფლის ყოვლის შემწყალებლობასაც კი თავს შეაწყენს. ეს წინასწარმეტყველება ჩვენს თვალწინ აღესრულება: ამ დღეებში იაპონიაში მომხდარი კატასტროფა ამის თვალნათელი მაგალითია. მან არ შიძლება არ გაგვახსენოს ბიბლიიდან ეზდრა მესამე,
რომელიც შესთხოვს უფალს, მაჩვენე ბოლო ჟამის ადამიანთა ცხოვრებაო, უფალი კი უცხადებს, ბოლო ჟამის ადამიანები შემეწინა-აღმდეგებიან, გაამაყებულნი იქნებიან, ჩემი კანონებით აღარ იცხოვრებენ და მათ წინააღმდეგ მაქვს სასჯელები - მიწისძვრებით, ხანძრებით, ქარიშხლებით, წყალდიდობებით დავსჯიო.

ტექნოლოგიური მიღწევებით იაპონია თანამედროვე მსოფლიოს ლიდერი იყო. მაგრამ არაფერი ყოფილა არც ტექნოლოგიური მიღწე- ვები, არც სუპერგანვითარებული ეკონომიკა, არც ფული, არც სამხედრო სიძლიერე. ათწლეულების განმავლობაში შენდებოდა იაპონია და ასწლეულებით უსწრებდა წინ მსოფლიოს უმრავლეს სახელმწიფოებს, მაგრამ უცბად, ერთ დღეში, დაინგრა. აი, ეს შეუძლია უფალს!

რად დაიღუპა ესოდენ ცნობილი ბრწყინვალე ცივილიზაციები და რად ჩაიმარხა მიწაში ბალბეკისა და ეგვიპტის ტიტანური ტაძრები, ასევე - ქალაქები - ეკბატანა, პერსეპოლისი, ტირი, სიდონი...? თანაც ჩაიმარხა იმდენად ღრმად, რომ ზოგიერთ მათგანზე მხვნელმა ყანა დათესა და აზრადაც არ მოსვლია, რომ მის ფეხთა ქვეშ უამრავი შენობა და ჩონჩხი იყო დაფლული; ხოლო ზოგიერთი ქალაქის თავზე ახლა მშვიდად ძოვენ ძროხები და ღრუტუნებენ ღორები, მწყემსები კი მარმარილოს ნარჩენებით პირუტყვისათვის თავშესაფარს აშენებენ?!

რატომაა, რომ კაცობრიობის ვერც ერთმა ცივილიზაციამ ვერ ჰპოვა განვითარება და განადგურდა?

ყოველივე ეს იმიტომ მოხდა, რომ უფალი ღმერთისათვის სათნო არ იყო ისინი. ყველა დაკარგული ცივილიზაცია დრომ დატექნიკურ-მა არასრულფასოვნებამ კი არ გაანადგურა, არამედ წმინდა სარწმუნოებისა და წმინდა ეთიკის წინააღმდეგ წასვლამ. ეს ეთიკურმა და არა ტექნიკურმა არასრულფასოვნებამ ჩამარხა ისინი უძირო წყვდიადში.

ქრისტეს ეს წინასწარმეტყველება იმ დღეებში წარმოითქვა, როდესაც კაპერნაუმი თავისი ტექნიკური კულტურით ტიბერიის ზღვის სანაპიროზე უმეტესი დიდებით ბრწყინავდა. დღეს იქ ჩასული მოგზაური აღმოჩნდება უდაბურ ადგილას , რომელიც გახროკილი ბირკავებითა და მოსისინე გველებითაა სავსე და შეშინებული იკითხავს: „ნუთუ შესაძლებელია, რომ ეს უდაბური ადგილი ოდესმე კაცთა სავანეებით ყოფილიყო სავსე და აქ მდიდარი და განვითარებული ქალაქი ყოფილიყო გაშენებული?!“

ბიბლიური ეთიკა უცვლელი და მარადიულია. ის ქალბატონია, ტექნიკა კი- მისი მსახური. ამიტომ ტექნიკაზე ეთიკა უნდა ბატონობდეს და აკონტროლებდეს. ის ფასეულობები, რომლებიც გადაფასებას არ ექვემდებარებიან, შედიან ეთიკის და არა ტექნიკის სფეროში. ძალიან უმძიმს იმ ხალხს, რომელიც ცხოვრების აზრს ტექნიკაში ხედავს და მთელ გარჯას - ოფლის დადენამდე ტექნიკის სრულყოფი-სათვის გაიღებს. ის ისე მიათრევს ეთიკას , როგორც აქილევსი ეტლზე მიბმულ მკვდარ ჰექტორს. ასეთმა ხალხმა, იქნებ, ისიც კი მოა-ხერხოს, რომ თავისი ქალაქები - ისრაელის სამეფო პალატების მსგავსად - სპილოს ძვლითა და ოქროთი შეამკოს, მაგრამ ამ ქალაქებში
აქაბი და იეზებელი იცხოვრებენ და ბოლო სიტყვას იქ ადამიანები კი არა - ძაღლები... დიახ, ძაღლები იტყვიან (3მეფ.22,38).

ვინც ყრუა, მას არ შეუძლია გაგონება იმისა, თუ როგორ უხმობს ტექნიკურ- ფასადური მედიახმაურით ჩახშული ეთიკა ჩვენს თაობას: მაგ გზით ნუ მიდიხართ, ადამიანებო, ეგ გზა მოჩვენებით, მიუღწეველ ქვეყანაში მიდის, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია.


 თავი III

 ჭეშმარიტება, თავისუფლება და ტირანია


შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლოთ თქვენ-გვასწავლის წმინდა წერილი, ამიტომ ძველად თავისუფლებაზე არ მსჯელობდნენ. ადამიანებს მიაჩნდათ , რომ თავისუფლება ისეთივე სუნთქვასავით ბუნებრივი რამ იყო, როგორც ღვთის რწმენა, რომელიც აზრს სძენს, მიზანს უსახავს და ტირანიისაგან იცავს მას.

ჩვენს დღეებში კი არაფერზე საუბრობენ ისე ხშირად, როგორც - თავისუფლებაზე. საუბედუროდ, თავისუფლების იდეას დღეს მხო-   ლოდ სხეულის სიამოვნების მისაღებად იყენებენ, მაგრამ მხოლოდ უვიცობა აიგივებს თავისუფლებას ეგოისტურ თვითნებობასთან, უზნეობასა და უღმერთობასთან.

სიცრუე , ძალაუფლებით მანიაკალური ტკბობა და გაუმაძღარი მომხვეჭელობა - აი, ის სამი მიზეზი, რომელიც დღეს განსაკუთრებით ესხმის თავს თავისუფლებას.

ჩვენს დროში ეს თავდასხმა, მართლაც, რომ განსაკუთრებულად იზრდება და იზრდება იმდენად, რამდენადაც მატულობს თავდასხმა სხვის პურზე, სხვის ქონებაზე, ცალკეული ადამიანისა თუ მთელი ხალხის რწმენაზე, ღირსებასა და თავისუფლებაზე.

როდესაც ერთი მომეტებულად ითვისებს, ამ დროს სხვა ულუკმაპუროდ, უთავშესაფროდ, კერის გარეშე რჩება. ასეთივე ვითარებაა ბედნიერებასთან, პატივთან, ხელისუფლებასთან დაკავშირებითაც.

თავისუფლების დაკარგვა ნიშნავს მრავალი ადამიანის თავისუფალი ნების ერთი პირის ან პირთა ჯგუფის ხელში ჩაგდებას. რაც უფრო უსაზღვროა ტირანია, მით უფრო მოკლებულია ხალხი თავისუფლებას. ჭეშმარიტება კი განიცდის დევნას.

ასეთი ვითარების ატანას, ლეგალურად იქნება ის გასაღებული თუ არა ტირანიის მფარველ „ამა სოფლის ძლიერთაგან“, ხალხი დიდხანს ვერ მოითმენს. ჭეშმარიტი ქრისტიანი, თავისი დიდსულოვნებიდან გამომდინარე, ყოველგვარ შევიწროებას შეიძლება შეურიგდეს, მაგრამ იგი ისტორიულად ვერ ურიგდებოდა ორ რამეს: მართლმადიდებელი სარწმუნოების დევნას და კაცის მონობას. აქედან მოდიოდა ნებისმიერი დიქტატორების მკვლელობები, ამბოხებები და სისხლიანი დაპირისპირებები, მთელი ისტორიის განმავლობაში რომ გრძელდებოდა.

სარწმუნოებისა და ღმერთის გარეშე არც მონობის გადაგდებაა შესაძლებელი და არც თავისუფლების შენარჩუნება.

ეკლესიის სწავლებით, თავისუფლების მიზანი ღვთის ნებაყოფლობითი და მოყვასის სიყვარულით მსახურებაა.

მონობაც ბატონის მსახურებაა, მაგრამ არა ნებაყოფლობითი, არამედ იძულებითი, სრულიად მოკლებული პირად ღირსებასა და პასუხისმგებლობას. აქ პირველ ადგილზეა შიში კაცთა, ერთგვარი სიმხდალე.

იქ, სადაც ვაჟკაცობა არ არის , ადამიანები მზაკვრობასა და გაქნილობას მიმართავენ. პიროვნების ყველაზე აღმატებული ღირსება კი ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს მის მიერ ჭეშმარიტების შეცნობა, ჭეშმარიტების დამოწმება და ჭეშმარიტების დაცვაა. ჩვენმა ხალხმა ყოველთვის იცოდა ეს მთავარი რამ: ის, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს, ქრისტიანს კი - ქრისტიანად. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ერმა ნათლისღება მიიღო და ქრისტეს პიროვნებაში ჭეშმარიტება დაინახა, ამ ჭეშმარიტების ანარეკლს ხედავდა ის წმინდა მეფეებში, პატრიარქებში, მღვდელმსახურებში, სარწმუნოების დამცველ რაინდებსა და რწმენისათვის წამებულ პიროვნებებში, რომლებსაც სიკვდილის შემდეგ ისევე მიაგებდა პატივს, როგორც ცოცხლებსა და უკვდავებს. ხალხი მათ ადიდებს, როგორც ჭეშმარიტების შემმეცნებლებს, ჭეშმარიტების დამმოწმებლებს და დამცველებს. ეს ხალხი ქრისტეთი ცხოვრობდა, მისით განმტკიცდებოდა და
განიკურნებოდა. მთელი ქვეყნიერების წინაშე სიტყვით, საქმით და მკლავით მის შესახებ მოწმობდა, მას ამკობდა საოცარი ტაძრებით, ტრადიციებით, მას უგალობდა, მის წინაშე ცრემლს ღვრიდა, მისთვის იბრძოდა და მისთვის კვდებოდა.


ჭეშმარიტებისა და თავისუფლების ამგვარი გაგების წყალობით ჩვენმა ერმა ისწავლა, ადამიანის პიროვნება შეუდარებლად ძვირად დაეფასებინა, ვიდრე უსულო საგანი -ნივთი ან ნებისმიერი მატერიალური ფასეულობის ფლობა. აქედან გამომდინარე, არც მდიდარი, არც სწავლული, არც მბრძანებელი... არამედ წმინდანია ქართველი კაცის იდეალი.

ჩვენ თქვენს „მაღალ ევროპულ კულტურას“ ქრისტეს ჭეშმარიტებასთან შედარებით არარაობად მივიჩნევთ. და სწორედ ასეთი ხალხი , ბატონებო, და სწორედ ამისთვის „ვიმსახურებთ“ თქვენს რისხვას და მერე -ვისი ან რისი სახელით?! თავისუფლების,
დემოკრატიის და კულტურის სახელით?!

თუკი სათნოების გამო ასე გვსჯით, საკითხავია, ცოდვებისათვის რაღას გვიზამდით?! განა სამარცხვინო არ იქნება ჩვენი დიდებული ხალხისათვის, რომ გახელილი თვალებით მისდევდეს ბრმა კულტურასა და დემო(ნო)კრატიულ „კეთილდღეობას“, რომელიც თრგუ-ნავს ღმერთს და განადიდებს სტომაქს?! განა ქართველების რწმენას შეარყევს მიწაზე ზოოლოგიურში სამოთხის შესახებ ფუჭი დაპირებები?! დაპირებები იმ უბედურთა, რომელნიც, საკუთარი ხალხის უდიდეს სულს მოწყვეტილნი, 30 ვერცხლის ფასად გამოემ-გზავრნენ თქვენთან დასავლეთში, რათა უსულოთათვის სული მიეყიდათ? თქვენ იყიდეთ მათი სულები, ოღონდ - მკვდარი. ნუთუ ცოცხლები შეუშინდებიან მკვდრებს? რა თქმა უნდა, არა. თანამედროვე საუნივერსიტეტო ევროპისათვის, ღმერთი, რომლის შიში უნდა გვქონდეს, და ადამიანები, რომელთა წინაშე უნდა გვრცხვენოდეს უკვე შორეულ წარსულს განეკუთვნებიან. საუნივერსიტეტო ევროპამ თავისი „ღმერთი“ ქვასანაყში მოათავსა და აურაცხელატომად, პროტონად და ელექტრონად დააქუცმაცა, რომელთა ფეხიდან ჩამო-ფერთხვას ვეღარ ახერხებს. ვინ შეუშინდება ასეთ დაუმთავრებელ ღმერთს?! ხოლო წმინდანების ნაცვლად ტელეეკრანის, წიგნებისა და სასახლეების წინაპლანზე ბანკირები, სექსვარსკვლავები, პოლიტიკოსები, უზნეო ფარისევლები და სადუკეველები დააყენა, მაგრამ არც ერთი - წმინდანი. ევროპა ვეღარ შობს წმინდანებს. იგი, თითქოს, საგანგებოდ ბადებს იმ უგვანებას , რომელთა წინაშე სირცხვილი „კომპლექსია“. თუ არ იცით ევროპის ასეთ სრულ არარაობამდე დაცემის მიზეზი, ახლა იცოდეთ: ევროპამ საშინელი ღმერთისა და წმინდა ადამიანების შესახებ სწორი წარმოდგენა დაკარგა. ის ევროპა, რომელიც ახლა ჩვენ წინაშეა, გაცილებით ადვილად წარმოიდგენს დიდ ადამიანთა შორის ამალეკსა და ნაბუქოდონოსორს ვიდრე -პეტრეს, მათეს, ლუკას, მარკოზს, იოანესა და პავლეს.
ევროპამ უარყო ჰაგიოგრაფია და გრანდომანიას მიეცა. ვინ განკურნავს მას?! ვერავინ, დიახ, ვერავინ! იმიტომ, რომ ვინც თავს ჯანმრთე-ლად თვლის, ის მკურნალობას არც დაიწყებს. ევროპისთვის არც წამალი და არც მკურნალი არ არსებობს, რამდენადაც ის თავს ჯან-მრთელად მიიჩნევს.


თქვენ კი, ქართველებო, სად ხართ?! მილიონობით ქართველს ეშინია ღვთისა, ხოლო წმინდანების წინაშე სირცხვილის გრძნობა არ სტოვებს. სად იმყოფებით თქვენც - ის რამდენიმე ასეული, ვინც ქართველ ხალხს წინ აღდგომიხართ?! ევროპასთან ხართ თუ საკუთარ ხალხთან?! და, განა, ჩვენთვის ეს ცხადი არ არის? სულ ახლახან ხომ სრულიად შეუძლებელი იყო ჩვენი წინაპრების სისხლით მოტანილი მართლმადიდებელი სარწმუნოების მწვალებლობებსა და სექტებთან გათანაბრება. რაც დღეს ჩვენს თვალწინ ხდება, აშკარა დევნაა ჩვენი ეკლესიისა, იმ სულგაყიდული ხელისუფლის და კანონმდებლის მხრიდან, ვისზეც წმინდა იოანე ოქროპირი ასე ღვთისმეტყველე-ბდა: „მე ვამჯობინებდი, საქმე მქონოდა ათასობით ეშმაკეულთან, ვიდრე, თუნდაც, ერთ ვერცხლის-მოყვარესთან, რამეთუ არც ერთ ეშმაკეულს არ ეყოფა კადნიერება იმისათვის, რაც იუდამ ჩაიდინა“.

აი, რატომ ხორციელდება დასავლური გრანტებისა და „30 ვერცხლის ექვივალენტი“ „შემოწირულობების“ მომლოდინე სახელისუფ-ლებო თუ, ვითომ, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან („თავისუფლების ინსტიტუტი“, ომბუდსმენის აპარატი,ტოლერანტობის ცენტრი და სხვ.) და მათი უშუალო კონტროლქვეშ მყოფი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების სასტიკი ზეწოლა და ცილისწამებ-ლური კამპანია ივერიის წმინდა ეკლესიაზე, საქართველოს პატრიარქზე, ეკლესიის წიაღში მოღვაწე დასავლური ლიბერალიზმისა და ეკუმენიზმის უარმყოფელ სასულიერო პირებსა და მრევლზე.

საუკუნეების მანძილზე ტანჯვის ცეცხლში აწრთობდა ქრისტე ქართველ ხალხს, რათა ის დღეს, ამ საყოველთაო განდგომილების ჟამს, მოციქულთა მსგავსად, მთელ ქვეყანაზე მზესავით გაბრწყინებულიყო, ზღვასავით აღვსებულიყო და გაძლიერებულიყო, რათა დახმარებოდა სულიერად დაუძლურებულ ევროპელ უბრალო ხალხს. ჩვენ კი მცირე ხნის განმავლობაში ისე დავჟანგდით, რომ უფალი
ვაიძულეთ კვლავ ცეცხლში ჩაეგდო ჩვენი ერი, რათა ხელახლა გამოეწრთო იგი - დიდება მის სახელს!! ჩვენ შევცოდეთ და დავისაჯეთ. გარყვნილებით შევიბილწეთ და სისხლითა და ცრემლით ვზღავთ.

ფეხქვეშ გავთელეთ ყოველივე, რაც წმინდა იყო წინაპრებისთვის და, ამიტომაა, რომ თავადაც ვითელებით.

ჩვენ ვაშენებდით სკოლას - სარწმუნოების გარეშე, პოლიტიკას პატიოსნების გარეშე, ტელესივრცეს - ობიექტურობისა და სიმართლის გარეშე, სახელმწიფოს - ღვთის კურთხევის გარეშე...

ოცი წელი გულმოდგინედ ვცდილობდით, რომ ჩვენ ჩვენ აღარ ვყოფილიყავით, ამიტომაც უცხოტომელებმა თავიანთი წყვდიადით გადაგვფარეს.

დავცინოდით ტრადიციებს წინაპრებისა, რომლებიც ზეციური სამეფოსკენ ისწრაფოდნენ!.. - ამის გამო ახლა მიწიერ სამეფოს ვკარგავთ. რა საზომითაც მივაგებდით ღმერთსა და წინაპრებს, იმავე საზომით მოგვეზღო ჩვენ.

რომელ გზას დავადგეთ ახლა? ოღონდაც იმას არა, რომელიც მიუღწეველ ქვეყანაში მიდის...

დაე, თითოეული ჩვენგანი დაუბრუნდეს ღმერთსა და საკუთარ თავს; დაე, არავინ დარჩეს ღვთისა და საკუთარი თავის გარეშე, რათა ჩვენი ქვეყანა არ გადაფაროს უცხოტომელების საშინელმა წყვდიადმა, რომელსაც ლამაზ სახელს დაარქმევენ და ჭრელაჭრულად მორთავენ.

დაე, ყველა, ვინც საკუთარ თავს მართლმადიდებლად და თავისი მიწა-წყლის პატრიოტად მიიჩნევს, ზეციური სამშობლოს მოპოვების-თვის იბრძოდეს, რომელსაც ერთადერთს შეუძლია ხანგრძლივი დროით მიწიერი სამშობლოს შენარჩუნება - შინაურ უღმერთოთაგან დაგვიცავი, უფალო, და გარეულ მხეცთაგან თავს თვითონვე დავიცავთ.

ყოვლით კიდითგან გარემოგვადგა მტერი და ესწრაფვის დანთქმას ჩვენსას, რამეთუ ჩვენი წარწყმედა სურს!

ისინი შენ დაგცინიან. შეურაცხგყოფენ შენც და ჩვენს ყოვლადწმინდა დედასაც, წმინდანებსაც. შენ გამო გვდევნიან ჩვენც, ნუთუ ვერ ხედავ?

ისინი პურს ართმევენ შენს შვილებს, რათა ეს პური საკუთარ ძაღლებს დაუყარონ.

ისინი შენს მიერ ნათელღებულ ხალხს ფეხქვეშ თელავენ.

ჩვენ მათგან ვმალავთ მწუხარებას, რათა ლაჩრების დაცინვა არ დავიმსახუროთ, და საიდუმლოდ ვინახავთ ჩვენს ცრემლებს, რათა „შინაურმა“ უღმრთოებმა აბუჩად არ აგვიგდონ.

მაგრამ ჩვენ ვტირით და ვოხრავთ შენ წინაშე, შენ ხომ ყველაფერს ხედავ და სამართლიანად განსჯი. შეგვიწყალე, უფალო, დაგვიცავ ჩვენ, ერი შენი, სახელისა შენისათვის და დიდებისათვის შენისა!


 ამინ!


 ბოლოთქმა

დინების საწინააღმდეგო მიმართულებით...

ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე თანამედროვეობის დიდი მამა და მღვდელმთავარი,წმინდა ნიკოლოზ სერბი, კითხვაზე თუ როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე ერი, როცა ასე გამალებით მიმდინარეობს ეროვნული ქრისტიანული ცნობიერების ნგრევა და ანტიქრისტეს სტანდარტების დანერგვა, ასევე, იმ ნიჰილისტური, მცდარი მოსაზრებების დამკვიდრება, თითქოს, ჩვენ ბოლო ჟამის ქრისტიანებს, მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ვილოცოთ, რადგან ეკლესიისა და ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლას აზრი აქვს დაკარგული -გვპასუხობს:

„ჯოჯოხეთს ჩვენს დროში ქრისტეს წინააღმდეგ კიდეც რომ აღეძრა მთელი თავისი მხედრობა, ჭეშმარიტი ქრისტიანები ვალდებულნი არიან, უშიშრად იცქირონ პირდაპირ, დაუმარცხებლის მიმართ მტკიცე რწმენით. 

ყველა ეპოქაში ქრისტეს რწმენის წინააღმდეგ იმ დროის გველი წამოყოფდა თავს, მაგრამ საბოლოოდ ქრისტე ყველა აპოკალიფსურ ურჩხულზე გამარჯვებული გამოდიოდა. ასე იყო ყველა საუკუნეში, ასევე იქნება უკანასკნელშიც - უფლის მეორედ მოსვლისას.

ყველა მხეცი და გველი, ყველა ცრუ აღდგება კრავის (იგულისხმება ქრისტე-ავტ.) წინააღმდეგ და კრავი დაამარცხებს მათ. ამას ამბობს აპოკალიფსის წინასწარმჭვრეტელი. ქრისტეს გამარჯვების ამ საწინდარის გარდა კიდევ რა გსურთ? მიწიერ ომებში, ქონებისა და ძალა-უფლებისთვის რომ იმართება, წინასწარ არასდროსაა ცნობილი, ვინ გაიმარჯვებს, და მაინც მრავალი მებრძოლი ორივე დაპირისპირე-ბული მხრიდან იბრძვის ვაჟკაცურად და გამარჯვების იმედით. ჩვენ კი სულიერ ომს ვეწევით, რომელშიც გამარჯვება წინასწარ თვით ღმერთის მიერ გვაქვს ნაწინასწარმეტყველები.

უკანასკნელია კი ახლანდელი საუკუნე? უკანასკნელია კი ეს ბრძოლა ქრისტეს წინააღმდეგ?ვინ უწყის? და, მართლაც, რომ უკანასკნელი იყოს! ზუსტად ამიტომ გავიხაროთ და ვიმარხულოთ! ეს უკანასკნელი ომი იყოს, თუნდაც, ყველაზე სასტიკი, ის კრავის უკანასკნელი, საბოლოო და დიდებული გამარჯვების მომასწავებელი იქნება. რომელ ჭეშმარიტ ქრისტიანს არ ჰქონია სურვილი, გამხდარიყო გამარჯვებათა შორის ამ უდიდესი გამარჯვების მონაწილე?!

ნუ გეშინიათ! ქრისტეს სჯულის გამარჯვება უფრო მტკიცეა, ვიდრე სამყაროს საფუძველი. უფალი თავისი ნებით გადასწევს საბოლოო გამარჯვების დღეს, იქნებ იმისთვის, რომ, რაც შეიძლება, ბევრმა ადამიანმა შეძლოს მისი ხილვა და მეტმა გულმა ზეცასა და მიწაზე გაიხაროს მისით.“

აღსანიშნავია, რომ კაცობრიობის ისტორიაში მრავალი მაგალითია, როდესაც უსჯულოების გამრავლებით გამოწვეული ღვთის სამარ-თლიანი რისხვა ჭეშმარიტი სარწმუნოების დამცველთა და აღმსარებელთა შეწყალების გამო შეჩერებულა ან დროში გადაწეულა. ასევე მოხდება მომავალშიც - თუ თანამედროვე ქრისტიანები სახარებისეული მცნებებით იცხოვრებენ, ჩადენილ ცოდვათა გამო სინანული
ექნებათ და შეძლებისდაგვარად დაიცავენ მართლმადიდებლურ სწავლებას, ანტიქრისტეს მოსვლის ვადა, ნინევიის სასჯელის მსგავსად, დროში გადაიწევს.

ამას გვმოძღვრავს ჩვენი პატრიარქიც: „საქართველო კვლავაც აუცილებლად გადარჩება და გაბრწყინდება, მაგრამ ამას განახორციელებს ის თაობა, რომელიც ღვთის მცნების დამცველი და მისი ნების აღმსრულებელი იქნება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მაშ, გავხ-დეთ უფლის ნების თანაზიარნი და დიდი საქართველოს თანაშემოქმედნი!“(საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II).

ამ მოწოდებამ ერთ განუწყვეტელ ჯაჭვად უნდა შეკრას მთელი ერი და მოგვცეს უნარი შინაური თუ გარეული მტრებისგან თავის დაცვისა, უნარი მომავლის შენებისა, ჩაგვაღრმავოს ქართულ სულიერ თვითშეგნებაში და, ამავდროულად , განსაზღვროს ჩვენი ისტორიული მისია და ღირსეული ადგილი თანამედროვე მსოფლიოში. მხოლოდ ეკლესიური, ქრისტესმიერი ერთობით არის შესაძ-ლებელი ამ მისიის განხორციელება და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვმადლებს ღმერთი თავდადებულ ხელისუფალსაც, რომელიც, ბუნებრივია, ჯერ არ ჩანს, რადგან ქართული პოლიტიკური ელიტის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიუღწეველი ქვეყნის იდეოლოგთა სულიერი მემკვიდრეობა გაიზიარა და ავაზაკი ბარაბას გზით სვლა ამჯობინა ქრისტეს გზას!

„წინასწარმეტყველი ამბობს: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მისცეს“. სულ ამას მივტირით მთელი ისტორიის მანძილზე, ძალა ჰქონდეს საქართველოს, რომ შინაურ თუ გარეულ მტერს გაუძლოსო. იმისთვის, რომ ძალი ღვთისა მივიღოთ, ერი უფლისა უნდა ვიყოთ; რადგან უფალი თავის ერს აძლევს ძალას. ჩვენმა ერმა უნდა იგრძნოს, რომ სხვა მშველელი, გარდა უფლისა, არ არსებობს და რომ ძალის მომცე-მიც მხოლოდ იგია “ - უწმინდესის ეს სიტყვები ისტორიულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. ჩვენს ერს უფლის გარდა მართლაც არასდროს არავინ მიშველებია, პირიქით, სხვისი მოიმედე ქართველობა ყოველთვის ღალატის მსხვერპლი ხდებოდა. ამას ვერ ხედავს ამერიკის, „ნატოს“, ევროპის, რუსეთის... და სხვისი ამაოდ მოიმედე და მიუღწეველ ქვეყანაზე მეოცნებე ბრბო. დაუმონეს რა თავი ამა სოფლის საცდურებს, სოფლისა, რომელიც მოციქულის თქმით-„ბოროტსა ზედა დგას“(1იოან.5,19), მათ დაკარგეს სულიერი ხედვა. ამიტომ, ის რაც დღეს ხდება ბუნებრივად, ნორმალურად მიაჩნიათ და ფიქრობენ, ამას უნდა შეეგუოს კაციო. ასეთები ძალიან ღიზიანდებიან მათზე, ვინც ცდილობს, თვალი აუხილოს, რადგან ეს ცოდნა ხელს უშლის მათ „მშვიდად ცხოვრებაში“.

სიმშვიდის მოპოვება ცხონების გზის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია. ჩვენ, მართლმორწმუნე ქრისტიანები, ყოველდღე ვლოცულობთ ყოველთა ერთობისა და მშვიდობისათვის.

მაგრამ წმინდა დიდი მღვდელმთავარი გრიგოლი, ეკლესიის მიერ ღვთისმეტყველად შერაცხილი, ასე გვარიგებს: ყოველგვარი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი, რადგან, როცა საქმე აშკარა უკეთურებასთან გვაქვს, მაშინ ცეცხლსა და მახვილსაც არ უნდა ვერიდოთ, არც დროსა და ხელმწიფის მოთხოვნას დავემორჩილოთ, მით უმეტეს, არამც და არამც არ უნდა ვეზიაროთ მზაკვრულ დვრიტას, არ უნდა მივემთხვიოთ სენშეყრილს.ყველაზე დიდი ცოდვაა, ღმერთზე მეტად გვეშინოდეს რამესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას.

ტოლერანტობისა და ერებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების არასწორმა გაგებამ თანამედროვე გულგრილი თაობა სატანურ-რელიგიურ განურჩევლობამდე მიიყვანა. წმინდა ეკლესია კი თავის ჭეშმარიტ შვილებს, სარწმუნოებრივი გულმხურვალობისა და მოშურნეობიდან გამომდინარე, კაცთმოყვარეობისაკენ მოგვიწოდებს (ჭეშმარიტი ტოლერანტობა-ავტ.) და არა რჯულთმოყვარეო-ბისაკენ. იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან კაცთშემწყნარებლობა და რჯულთშემწყნარებლობა, ეკლესია გვმოძღვრავს: „ყველაფრის ერთმანეთთან შერწყმისა და გათანაბრების პროცესი ერეტიკოსი თეოლოგების მიერ ჯერ კიდევ დასავლე-თის აღმოსავლეთისაგან განდგომის დროიდან დაიწყო, განსაკუთრებული აქტივობით კი ამ ბოლო 150 წლის მანძილზე მიმდინარეობს. ეს თეოლოგები თითქოსდა „ტოლერანტობისა“ და „ერებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების“ იდეებით განმსჭვალულნი, ცდილობენ ზეცა შეურწყონ მიწას, ქრისტე - სხვადასხვა აღმსარებლობის ფუძემდებლებს და სახარება - დანარჩენ იუდაურ, ისლამურ, წარმართულ რელიგიებს. მაგრამ სწორედ ასეთ მცდელობაშია დღემდე არნახული ომებისა და რევოლუციების ჩასახვის მიზეზი, რადგან შეუძლებე-ლია, ჭეშმარიტება შეეგუოს ნახევრადჭეშმარიტებას, სიცრუეს, გათანაბრებას. სამოქალაქო უფლება- მოვალეობათა თანასწორობა - ეს ერთია, ხოლო რელიგიათა თანასწორობა - სხვა. ქრისტიანებს მკაცრად გვაქვს ნაქადაგები სხვა ადამიანების მიმართ მოწყალება, მიუ-ხედავად მათი აღმსარებლობისა (ჭეშმარიტი ტოლერანტობა-ავტ.), მაგრამ, ამასთანვე, გვევალება მკაცრი დაცვაც ქრისტეს ჭეშმარი-ტებისა. როგორც ქრისტიანს, თქვენ შეგიძლიათ, ურწმუნოს გამო ქონება და სიცოცხლეც კი მსხვერპლად გაიღოთ, მაგრამ ჭეშმარიტება-არასოდეს, რადგან იგი თქვენგან დამოუკიდებლად არსებობს, იგი თქვენ არ გეკუთვნით.

„ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მოფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა; არა მოვედ მოფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“(მათ.10,34),- ასე ბრძანა უფალმა. წაიკითხე ეს ამგვარად: „იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება და სიცრუე სიბრძნე და უგუნურება, სიკეთე და ბოროტება, სიმართლე და ძალადობა, ზნეობა და უხამსობა, კეთილგონიერება და გარყვნილება, ღმერთი და ბომონი შევარიგო; არა, მე მოვიტანე მახვილი, რომ ერთი მეორისაგან განვკვეთო და გავაცალკევო, რათა აღრევა არ მოხდეს.“

ამრიგად, სიტყვა მიწაზე მოტანილი მახვილის შესახებ სრულიად შეესაბამება ქრისტეს, როგორც მშვიდობის შემოქმედსა და მომნიჭებელს. იგი თავის ზეციურ ზეთს აძლევს ყველას, ვისაც გულწრფელად სწამს მისი. მაგრამ ის იმისათვის არ მოვიდა, რომ სინათლის შვილები ბნელეთის შვილებთან შეარიგოს.

თუ გწამთ ქრისტე, მაშინ როგორღა შეგიძლიათ ჭეშმარიტება სიცრუესთან გაათანაბროთ და გააიგივოთ? ნუთუ ქრისტემ ამგვარი გზა გიჩვენათ? განა იგი თავის სწავლებას ათანაბრებდა რომაელ კერპთაყვანისმცემლობასთან, აფრიკულ ფეტიშიზმთან, ინდურ ნიჰილიზ-მსა და მომაკვდავ იუდაურ ფარისევლობასთან? რა თქმა უნდა, არა. იცოდეთ, სოფელი ჯვარს არ აცვამს მას, ვინც ჭეშმარიტებას
სიცრუესთან არიგებს, სინათლეს - წყვდიადთან და სიკეთეს - კი ბოროტებასთან. სოფელმა ჯვარს აცვა ქრისტე, რადგან იგი არ ათანა-ბრებდა და არ ურევდა ერთმანეთში სიცრუესა და ჭეშმარიტებას, არ კამათობდა ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით.

წმინდა წერილი პირველიდან უკანასკნელ ფურცლამდე ასწავლის ხალხს, თუ როგორ უნდა გაარჩიონ ერთმანეთისაგან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტების შესახებ საკუთარი შეხედულებები.“

 (წმ. ნიკოლოზ სერბი)



 დასასრული

ამა სოფლის დინება უსულგულო „ტოლერანტებს“ მკვდარი თევზებივით მიაქანებს მორევისაკენ, რომლის ფსკერზეც ჯოჯოხეთია; მაგრამ ჩვენში ჯერ კიდევ მრავლად არიან ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები (ქრისტეს სიყვარულითა და სწავლებით გაერთია-ნებულნი), რომლებიც დინების საწინააღმდეგო მიმართულებით სათავისაკენ მიილტვიან და ამა სოფლის ძლიერთა მხრიდან ყოველგვარ დაბრკოლებასა და ხიფათს აწყდებიან.

მაგრამ ამას არ უნდა შეუშინდეს მორწმუნე მამულიშვილი. უკომპრომისო ბრძოლისკენ მოწოდებასთან ერთად, ეკლესია და მისი ღირსეული მამები ასე გვამხნევებენ: „მაშ, დაე, ყველა მართლმადიდებელი გამხნევდეს მომავალი ბრძოლის მოლოდინში და ნუ დაივიწყებს, რომ ქრისტესმიერი გამარჯვება მუდამ ჩვენ დაგვრჩება. მან აღგვითქვა, რომ ქრისტეს ეკლესიას „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან“ (მათ.16,18), და, მართლაც, „უკეთუ ღმერთი ჩვენ კერძო არს, ვინ არს ძვირისმყოფელ ჩვენდა?“ (რომ.8,31) (ამერიკელი მართლმადიდებელი მღვდელმონაზონი, სერაფიმ როუზი)

„ჰოი, ძმანნო, ამ ბოროტსა და გამრუდებულ მოდგმაში ვიყოთ, როგორც მნათობნი, მწვალებლობის წყვდიადში მანათობელნი, რამეთუ ქრისტემ გამოგვირჩია ჩვენ თავისი დღესასწაულისათვის მართლმადიდებლობის სადიდებლად, რათა, როგორც ძველები ჩვენთვის, ასევე ჩვენც მომავალ თაობათათვის აღმოვჩნდეთ სიმტკიცედ და მაგალითის მიმცემად და ქრისტეს მოსვლის დღეს ვდღესასწაულობ-დეთ“ ( წმ.თეოდორე სტუდიელი)


მაშ, მივდიოთ ეკლესიის წმინდა მამათა და ჩვენი უწმინდესის მიერ დასახულ გზას, მისი მოწოდებისამებრ - „გავხდეთ უფლის ნების თანაზიარნი და დიდი საქართველოს თანაშემოქმედნი!“ და მუდამ გვახსოვდეს, რომ ჩვენთან არს ღმერთი და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა! ამინ!


 ლ.ჩ.
2011 წლის ივლისი


Комментариев нет:

Отправить комментарий