вторник, 1 августа 2017 г.

ლიბერტარიანიზმი.

იდეურ–პოლიტიკური მიმართულება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახელმწიფოს როლისა და ფუნქციების აბსოლუტურ მინიმუმამდე დაყვანა. ამ რწმენას საფუძვლად უდევს კერძო საკუთრებისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ჯანსაღი სოციალური ცხოვრების ბაზისურ პრინციპებად გამოცხადება. ლ–ის თავდაპირველი მნიშვნელობის მეორე ძირითადი ნიშანი იყო თავისუფალი ნების კულტივირება: ლიბერტარიანელები გამოდიოდნენ ადამიანის ბუნებრივი მოტივაციით ნაკარნახევი ქცევის ნებისმიერი შეზღუდვის წინააღმდეგ, სულერთია, საქმე ეხებოდა ოჯახს, რელიგიას თუ სახელმწიფოს. ტერმინის თანამედროვე გაგებაში ამგვარი მნიშვნელობები იშვიათად გვხვდება, თუმცა, შემორჩენილია რწმენა, რომ ადამიანებს, რიგ უფლებებთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, აქვთ კერძო საკუთრების უფლება. რაც შეეხება თანამედროვე ლ–ის დამოკიდებულებას სახელმწიფოსთან, ითვლება, რომ ადამიანი უნდა ემორჩილებოდეს სახელმწიფოს იმდენად, რამდენადაც ეს განხორციელდება თავად ადამიანის სურვილის საფუძველზე ან, ყოველ შემთხვევაში, ამით არ დაირღვევა ადამიანის ბაზისური თავისუფლებები. ლიბერტარიანული იდეების შეიცავს ანარქისტული იდეოლოგიის ელემენტებს, თუმცა მათი გაიგივება ანარქიზმთან, რომელიც საერთოდ სახელმწიფოს მოსპობის მომხრეა, არასწორი იქნებოდა. ლიბერტარიანელები სულაც არ უარყოფენ სახელმწიფოს საჭიროებას თანამედროვე საზოგადოებისათვის. პირიქით, ისინი ქადაგებენ სახელმწიფოსა და მმართველობის როლის მინიმუმზე დაყვანის, „ღამის დარაჯი“ სახელმწიფოს (რომელიც ასრულებს მხოლოდ პიროვნების უსაფრთხოების, ხელშეკრულებების შესრულების გარანტის და ქვეყნის საგარეო საფრთხისაგან დაცვის ფუნქციებს) რეანიმაციის იდეას.

nplg.gov.ge


(ლიბერტალიზმი libertarian

რადიკალური იდეოლოგია, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამი ძირითადი პრინციპიდან - თავისუფლება, წესრიგი, თანასწორობა, უპირატესობას მხოლოდ თავისუფლებას ანიჭებს.)

Комментариев нет:

Отправить комментарий