вторник, 1 августа 2017 г.

მემარჯვენეობა.

მემარჯვენეობა Right-wing Politics

როგორც პოლიტიკური პლატფორმის აღმნიშვნელი ტერმინის წარმოშობა სრულიად შემთხვევით გარემოებებს, საფრანგეთის პირველ რევოლუციურ პარლამენტში (1789) დეპუტატთა მიერ დაკავებულ ადგილებს მიეწერება (იგივე ითქმის მემარცხენეობის შესახებაც). უკიდურესად მარცხენა ადგილები დაკავებული ჰქონდათ იაკობინელებს, რომელიც ყველაზე რევოლუციურად განწყობილი პარტიული დაჯგუფება იყო. ცენტრში ზომიერები, ხოლო უკიდურეს მარჯვენა ადგილებზე კლერიკალები და როიალისტები განთავსდნენ. ეს უკანასკნელნი ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ მონარქია და პრივილეგიები მაშინ, როდესაც მემარცხენეები ქვეყანაში სახალხო სუვერენიტეტის და რადიკალური გარდაქმნების მომხრეები იყვნენ. იმავე მნიშვნელობით ტერმინები მემარჯვენე, მემარცხენე დღეს, რა თქმა უნდა, აღარ გამოიყენება. ერთ–ერთი გავრცელებული კრიტერიუმი, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა თუ ცალკეული მოღვაწეების პლატფორმას მეარჯვენეობა/ მემარცხენეობის სპექტრზე გაანაწილებდა, არის მათი დამოკიდებულება სახელმწიფოს, ინდივიდისა და ეკნომიკის მიმართ. მემარჯვენე პოლიტიკა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ინდივიდის ეკონომიკურ და სხვა სახის აქტივობაში ჩარევის მინიმალიზაციას. მ., როგორც წესი, ელიტისტური თუ სხვა მოსაზრებებით, ეწინააღმდეგება მოსახლეობის ფართო ფენების ქვეყნის მართვაში მონაწილეობას, რადიკალურ რეფორმებსა და ცდილობს არსებული პოლიტიკური წესრიგის შენარჩუნებას. 

Комментариев нет:

Отправить комментарий