როგორიც იყო მეურნეობა და ცხოვრების წესი, საარსებო სახსრის მოპოვების წესი იმდროინდელ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში , ისეთივე იყო ამ კუთხეში საზოგადოებრივი წყობილება.
მ თ ი ლ ე ბ ს უფრო ჩამორჩენილი საზოგადოებრივი წყობა ჰქონდათ. მთაში ბუნება ძალიან მკაცრი იყო; მიწის დამუშავება იქ ძნელი ხდებოდა, რაკი შრომის იარაღიც პრიმიტიული იყო. სიმდიდრის დაგროვებაც უჭირდათ. საარსებო სახსრის მოსაპოვებლად ხალხს ერთად უნდა ებრძოლა გარემო პირობების წინააღმდეგ. ამიტომ ერთი გვარისა და თემის შვილები მეტნაკლებად თანასწორნი იყვნენ როგორც ქონებრივად, ისე უფლებრივადაც.
სვანებს თუმცა მთავარი ჰყავდათ, მაგრამ ის თავის ნებაზე ვერ მართავდა ხალხს.ხალხის სათავეში საბჭო იდგა, 300 კაცისაგან შემდგარი. ეს 300 კაცი ცალკე სვანური გვარებისა თუ თემების წარმომადგენლები იყვნენ. მათ ყველას თანასწორი ხმა ჰქონდათ საბჭოში. ცალკე გამოყოფილი ჯარი სვანებს არ ჰყავდათ,_ როცა სვანებს სამხედრო გასაჭირი დაადგებოდა, მთავარი და საბჭო ქუდზე კაცს დაუძახებდნენ. ყველა ხალისით გადიოდა ბრძოლის ველზე, რადგან ყველა საერთო სახალხო საქმისთვის იბრძოდა. ხალხი და ჯარი ერთი იყო. იარაღიც თითქმის ყველას ერთნაირი ჰქონდა. ისეთივე წყობა ჰქონდათ იმ დროს სხვა ქართველ ტომებსაც, ვინც სვანებსავით მაღლა მთაში ცხოვრობდა.
ბარში საზოგადოებრივი თანასწორობა აღარ არსებობდა. აღარ არსებობდა საზოგადო საკუთრებაც. ან რა ტოლები იქნებოდნენ მდიდრები და ღარიბები, თავისუფალი და არათავისუფალი ადამიანები, მონათმფლობელები და მონები. სტრაბონი მოგვითხრობს და სხვა ცნობებითაც ვიცით, რომ ამ დროს ქართლში ხალხი ოთხ წოდებად იყოფოდა.
პირველი წოდებიდან მეფეები გამოდიოდნენ. მეფის ამ საგვარეულოს,, ს ე ფ ე'' ეწოდებოდა , მის წევრებს ,, ს ე ფ ე წ უ ლ ე ბ ი'', ხოლო მეთაურს ,,მ ე ფ ე''. მეფე იყო სახელმწიფოს მეთაური.
მეორე წოდებას ქ უ რ უ მ ე ბ ი შეადგენდნენ, რომლებიც წარმართულ ტაძრებს ემსახურებოდნენ და ამავე დროს მეზობელ ხალხებთან სადავო საქმეებს განაგებდნენ. ტაძრებს იმ დროს ქართლში დიდი მამულები და განძები ჰქონდათ. მესხეთში, მაგალითად, იყო ლევკოთეას ტაძარი, ისეთი მდიდარი , რომ მეზობლი ქვეყნის მეფეები მას გასაძარცვად თავს ესხმოდნენ ხოლმე.
მესამე წოდებაში თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ხ ა ლ ხ ი შედიოდა, ისინი მიწასაც ამუშავებდნენ და ომშიაც გადიოდნენ, როცა მეფე დაუძახებდა. ამ წოდებას ძველებურად ,,ე რ ი'' ერქვა, მაგრამ ამ ერს უკვე ის ძალა აღარ ჰქონდა , რაც პირველყოფილი თემური წყობილების დროს.
მეოთხე წოდებაში მ დ ა ბ ი ო ხ ა ლ ხ ი შედიოდა . ისინი სეფე-სახლს ანუ სამეფო საგვარეულოს ემსახურებოდნენ ყმურად. ამ მდაბიო ხალხს მაშინ ,, გ ლ ე ხ ე ბ ს'' ეძახდნენ. გლეხები ადრე მხოლოდ სეფე-სახლს ჰყავდა და ამიტომ ისინი
,, მ ე ს ე ფ ე გ ლ ე ხ ე ბ ა დ '' იწოდებოდნენ. იმ ბეგარასაც, რომელსაც გლეხები სეფე-სახლს უხდიდნენ ,, სეფობა '' ერქვა. მესეფე გლეხები მიწის მუშა სოფლელები იყვნენ, პირად თავისუფლებას მოკლებულნი.
იყვენენ მაშინ საქართველოში მონებიც, მაგრამ მონებს საზოგადოების წევრებად არ სთვლიდნენ. მონები ჰყავდათ მეფის საგვარეულოს, სხვა მდიდარ ხალხსაც. მონებს სხავადასხვა საქმეზე ამუშავებდნენ, საშენ ქვას ათლევინებდნენ, თიხას აზელინებდნენ, მადანს ათხრევინებდნენ.
საქართველოს ისტორია.
შემდეგი თავები:
ქართლის სამეფოს გაძლიერება ჩვ.წ. აღ-ით I -II საუკუნეში.
კულტურული ვითარება ძველ საქართველოში.
დასავლეთ საქართველო ჩვ.წ.აღ-ით პირველ საუკუნეში. ლაზიკის სამეფოს გაძლიერება.
ქართლის სამეფო III-IV საუკუნეში. ქრისტიანული რელიგიის დამკვიდრება ქართლში.

Комментариев нет:
Отправить комментарий