воскресенье, 24 сентября 2017 г.

ჩვენ თაყვანი ვეცით სხვა ღმერთებს და ამას „წარმატება“დავარქვით.

ბერტ კლენდენენის ბოლო მიმართვა ეკლესიას

„როგორც მრავალი თქვენგანისთვის უკვე ცნობილია, ამჟამად, ჩემს ცხოვრებაში  ერთ-ერთი ურთულესი პერიოდია, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს თავისი მიზანი აქვს. გარკვეული დროის განმავლობაში ვევედრებოდი ღმერთს, რომ მანამ არ წავეყვანე ამქვეყნიდან, სანამ მისი დიადი ძალის შესახებ არ გავუმჟღავნებდი ამ საცოდავ და მოტყუებულ თაობას.

ვგრძნობ, რომ ეს ყოველივე ურთიერთკავშირშია. რატომ ვარ ასე დარწმუნებული? იმიტომ, რომ ვხედავ, რომ ჩემი ჯანმრთელობის გამო მორწმუნეები ლოცვასა და მარხვაში გაერთიანდნენ. მთელი მსოფლიოდან რეკავენ ჩემი მდგომარეობის შესატყობად. გულწრფელად მჯერა, რომ ამ ლოცვით მსახურებას შეუძლია წარმოშვას ის ძლიერი ტალღა, რომლისთვისაც ჩვენ ასე მხურვალედ ვლოცულობდით.

ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი ვაცნობიერებ, რომ, თუ უფალი არ მოახდენს სასწაულს (რომელიც, მჯერა, ლოცვის მეშვეობით მაინც მოხდება), სავსებით შესაძლებელია, ეს იყოს ჩემი ბოლო მიმართვა თქვენდამი. ამიტომ, სრულიად დარწმუნებულნი იყავით, რომ ახლა საგულდაგულოდ ვწონი ჩემ მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას.

უპირველეს ყოვლისა, ღვთის სული ძლიერ მიმოწმებს, რომ მომავალი გამოღვიძებისთვის საჭიროა მორწმუნეთა მიერ გულწრფელი სინანული და მონანიება. სულიწმიდის მდინარეს ჩვენი მეშვეობით დინების საშუალება უნდა. ამიტომ ჩვენში არაფერი არ უნდა იყოს ამ დინების დამაბრკოლებელი. მორჩილად უნდა წარვდგეთ ჩვენი ზეციერი მამის წინაშე და ვთხოვოთ პატიება და გულმოდგინედ ვეძიოთ გზა, რომლისკენაც უფალი მიგვითითებს. ჩვენ ვიცით, რას ამბობს მისი სიტყვა: „ვაი მას, ვინც ბოროტებას სიკეთეს უწოდებს,“ მაგრამ ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ იმით, რომ ხორცს დავუთმეთ ადგილი; ჩვენი თაყვანისცემა ხორციელი გახდა. უნდა ვაღიაროთ ღვთის წინაშე ის, რომ დავკარგეთ სულიერი წონასწორობის გრძნობა და დავამახინჯეთ ჩვენი ფასეულობები.

უნდა ვაღიაროთ ის, რომ ეჭვქვეშ დავაყენეთ ღვთის სიტყვის აბსოლუტური ჭეშმარიტება იმით, რომ ვქადაგებთ სხვა მრავალ უცხო რამეს. ღვთის სიტყვისადმი ჩვენი სიყვარულის შესახებ ვაცხადებდით და ამავდროულად უგულებელვყოფდით მას. ქედმაღლურად მივითვისეთ „ორმოცდაათიანელების“ ტიტული და ვაცხადებდით, რომ გვაქვს უფრო მეტი ძალა, ვიდრე დანარჩენებს, მაგრამ, ამავე დროს, იმის ძალაც არ გვყოფნის, რომ ღმერთის შესახებ დავუმოწმოთ ურწმუნოთ, წმინდა ცხოვრებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ჩვენ თაყვანი ვეცით სხვა ღმერთებს და ამას „წარმატება“დავარქვით.

ჩვენ ტელევიზიის რელიგიური სუპერვარსკვლავებისგან უფრო მეტი ვისწავლეთ, ვიდრე განთიადის კაშკაშა ვარსკვლავისგან.  ქუჩებში აღვირახსნილობის წინააღმდეგ გამოვდივართ, მაგრამ უარს ვაცხადებთ ვაღიაროთ ის, რომ ცოდვისადმი ჩვენმა შემწყნარებლურმა მიდგომამ გამოიწვია ეს აღვირახსნილობა (რომ.1:25-26). ვდუმდით და ამით მხარს ვუჭერდით კათედრასთან და საარჩევნო უბნებში გარყვნილებით მოვაჭრეთ და მაინც ვბედავთ ვუწოდოთ თავს წმინდები.

ჩვენ ჩვენი ფასეულობები პარტიებს, კავშირებს, ცრუწმენებსა და ტრადიციებს მივყიდეთ. ჩვენ  რასიზმის ცოდვას ჩავდიოდით წარსულისა და აწმყოს შეცდომების დაფარვით. სხვები რასიზმის ცოდვის თანაზიარნი გახდნენ თავიანთი უპატიებლობისა და შურისძიებისადმი ლტოლვის გამო. ჩვენ უგულებელვყავით ღარიბები, რაკი  უფრო „სულიერი მიზნებით“ ვიყავით დაკავებულნი. ჩვენ ბეჯითად არ ვემზადებით ქადაგებისათვის და ვკმაყოფილდებით იმით, თუ უფლის თანდასწრებას ჩავანაცვლებთ ხმაურიანი მსახურებით (გონებამახვილობითა და მჭერმეტყველებით). ჩვენ საკმარის ყურადღებასა და დროს არ ვუთმობთ ჩვენი შვილების აღზრდას და შემდეგ ყველაფერში ეშმაკს ვადანაშაულებთ. ჩვენ ვწუწუნებთ იმაზე, რომ ლოცვა აიკრძალა სკოლებში, ამავე დროს კი ეკლესიის წევრების უმრავლესობა საკუთარ სახლებშიც არ ლოცულობს. ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანთა შორის ძლიერებსა და დიდებულებს და არად ვაგდებთ, ერთი შეხედვით, „უმნიშვნელო“ ადამიანებს, თუმცა ისინი უფრო წმიდები არიან. ჩვენ არ გვინდა სიწმინდეზე ვიქადაგოთ იმის შიშით, რომ აღარ ვიქნებით მგრძნობიარენი და მიმზიდველნი ურწმუნოთათვის. მივეჩვიეთ ნიღბებით ცხოვრებას და არ გვინდა ამის აღირება. ჩვენ უარვყავით წარსული, რომელიც, თითქოსდა მერჯულეობის ეპოქა იყო, და ეკლესიაში „სიახლეები.“

განდიდების მსახურებაში ჩვენ უფრო „ტოპ ქრისტიანული სიმღერების“ ჰიტ-პარადით ვხელმძღვანელობთ, ვიდრე ჭეშმარიტად შთამაგონებელი ფსალმუნებით. ჩვენმა ქედმაღლობამ ჩაგვძირა ღრმა წყვდიადში და დაგვიბნელა თვალები, რომ არ დაგვენახა ჩვენი უმოქმედობა და ჩაგვეკლა ჩვენში სწავლის სურვილი. სხვებმა კი საკუთარი თავის განათლებას მიჰყვეს ხელი და დაივიწყეს პრაქტიკული ცხოვრება. ჩვენ ძალიან ადვილად ვკიცხავთ სხვა კონფესიებს იმის გამო, რომ საკუთარი თავი სრულყოფილი გვგონია. ჩვენი თვალსაწიერიდან გაქრა ღმერთი. შედეგად, ადამიანთა უმრავლესობაში ვერ ვამჩნევთ მიმდინარე დამანგრეველი პროცესის არსებობას.

ჩვენ არ ვუწყით რეალობასთან დასაბრუნებელი გზები იმიტომ, რომ ვეღარ ვხედავთ იმ სიმაღლეებს, საიდანაც ჩამოვცვივდით. ჩვენ ძლიერი ხმაური ღვთის ძალად აღვიქვით, მსახიობობა ცხებულებად და ქარიზმა − მოწოდებად. მხილება შევცვალეთ კონსულტაციებით და ცოდვისადმი შემწყნარებლური პოზიცია დავიკავეთ. ჩვენ ბიბლიიდან გავაქრეთ  ჯოჯოხეთის რეალობა იმისათვის, რომ მათ მოვაწონოთ თავი, ვისაც ღმერთი კიცხავს. ჩვენ ფურცლებზე დავხაზეთ მეორედ მოსვლის სქემა, მაგრამ არასოდეს ვქადაგებთ მეორედ მოსვლაზე და არ ვემზადებით მისთვის.

ჩვენ არხეინად მივდივართ წინ ჩვენ გამო დაღუპულთათვის გვერდის ავლით, კვირიდან კვირამდე ვუქადაგებთ მათ, ვინც უკვე მოისმინა სიტყვა. ჩვენ შევქმენით ატმოსფერო, სადაც უფრო პირადი და არა ეკლესიის საჭიროებების დაკმაყოფილება გვაინტერესებს. ჩვენ გვყავს ისეთი ხუცესები, რომლებიც ყველაფერს ისე აკეთებენ, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს. მათი ერთგულება არა უფლის დიადი დავალების აღსრულებაში გამოიხატება, არამედ საპირფარეშოების დასუფთავებაში, ბიულეტინების გამოცემასა და შთამბეჭდავი საღამოების ჩატარებაში.  ჩვენ გვყავს ახალგაზრდა ხუცესები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავენ სხვების ნამოქმედარის გამო, მაგრამ ვერ ხედავენ იმას, რაც თავად გააკეთეს. ჩვენ გვყავს ხუცესები, რომლებიც კმაყოფილდებიან მიღწეულით და თავს იმართლებენ იმით, რომ აკეთებენ ყველაფერს, რაც იციან, თუმცა სწავლის არავითარი სურვილი არ გააჩნიათ. ჩვენ ძალიან ბევრი ხალხი გვყავს, რომლებიც აღტაცებულები არიან რელიგიური ტელევარსკვლავებით, რომლებიც ფლანგავენ თქვენს ფულს ლიმუზინებში, ძვირფას სახლებსა და ფუფუნების სხვა საგნებში, მაშინ, როცა მახარებლობა ერთ ადგილზეა გაყინული. ჩვენში უფრო მეტია კეთილდღეობაზე მეოცნებე და ძალიან ცოტაა ისინი, რომლებიც დაღუპულ სულთათვის მოსთქვამენ. ცოდვისადმი შემწყნარებლურმა მიდგომამ ლამის ბოლო მოგვიღოს და ამას ტოლერანტობას ვუწოდებთ. ჩვენ ურჩობაში ვცხოვრობთ და ამას თავისუფლებას ვუწოდებთ. ჩვენ დავეშვით ცრურწმენამდე და ამას რწმენა დავარქვით. ჩვენ შევციცინებთ და ვუფრთხილდებით დაკარგული თავშეკავებულობის არადისციპლინირებულობას და ვუწოდებთ ამას დასვენებას და განტვირთვას. ჩვენ გავხდით თავქარიანები ლოცვასთან მიმართებაში და მოვიხიბლეთ იმით, რომ დავარწმუნეთ საკუთარი თავები იმაში, რომ ასეთნაირად მოვიშორეთ კანონიკურობა და რჯული.

ჩვენ უპატიოსნო ცხოვრებას მივყავით ხელი და საკუთარი თავი დავარწმუნეთ იმაში, რომ ეს თავისუფლებაა. ჩვენ გვყავს მისიონრები, რომლებიც უკან დაბრუნებისას გვიჩვენებენ ფოტოსურათებს, რომლებიც ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ჟურნალიდან ამოღებულ ფოტოს წააგავს, ვიდრე ნამდვილი მისონერული შრომის ამსახველ კადრებს.

ხშირად ჩვენ ისეთ ადამიანებად ვიქცევით, რომელთა პროგრამებიც ყველას მოსწონს, რომელთა გადაწყვეტილებებიც ყველასათვის მისაღებია, პროგრესს კი არავინ ხედავს. არსებობენ ლიდერები, რომლებიც ოდესღაც იყვნენ ცეცხლოვანი ლამპრებივით გიზგიზებდნენ ღმერთისათვის, მაგრამ ახლა სტრესსა და დაღლილობის გამო უმოქმედონი არიან. დღეს ჩვენ შორის არიან ისინი, ვისი ოჯახური და სულიერი ცხოვრება პორნოგრაფიის გამო დაინგრა.

ჩვენი ეკლესიების ახალგაზრდობა სექსუალურ ცოდვებშია ჩაძირული იმიტომ, რომ მათ არა ქრისტიანული, არამედ ხორციელი მოტივები ამოძრავებთ. ღმერთო, დაგვიბრუნე სუფთა გულები და გაურყვნელი გონება! მანკიერება თავს იჩენს უწესო ურთიერთობებში, პაექრობასა და შურში. გვაპატიე ეს საშინელი ცოდვები. გამოგვცადე, ო, ღმერთო, და გაიგე, შეიცანი ჩვენი გულები დღეს, გამოგვცადე და გაიგე არის, თუ არა ჩვენში რაიმე ურჯულოება, გაგვწმინდე ყოველგვარი ცოდვისაგან და გაგვათავისუფლე. ჩვენი გულები ისევ შენკენ მიმართე და გაგვხადე ღირსნი ვიწოდებოდეთ შენს წმიდებად და ვეზიაროთ შენს სიმართლეს (1 კორ.11:24-26).

ეს წერილი ბერტ კლენდენენმა დაწერა სიკვდილამდე რამოდენიმე დღით ადრე. ის, სახარების ერთ-ერთი გამოჩენილი მსახური, წავიდა უფალთან 2009 წლის 13 დეკემბერს. წავიდა საკმაოდ საპატიო ასაკში (87 წლის) და ამასთანავე ბოლო დღემდე ემსახურებოდა უფალს. მისი მსახურების მეშვეობით მრავალი შეხვდა ქრისტეს და მრავალი მსახური იყო მომზადებული მსახურებისთვის.

jesus.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий