вторник, 17 октября 2017 г.

შურის მიზანი ისაა, რომ ის, ვისიც გვშურს,

ცუდ დღეში ვიხილოთ. შური მაშინ ჩნდება, როცა სხვისი კეთილდღეობა იწყება, და ქრება, როცა მთავრდება სხვისი კეთილდღეობა და იწყება უბედურება. ასე, ჩვენი პირველმშობლები შურით იქნენ ჩამოგდებულნი მაღალი ნეტარებიდან საცოდავ მდგომარეობაში. შურმა ასწავლა კაენს, თავს დასხმოდა და მოეკლა აბელი. შურის მოქმედებით გაიყიდა იოსები ეგვიპტეში. შურს უნდა მიეწეროს, რომ იუდეველებმა ჯვარს აცვეს ქრისტე, თავიანთი უფალი და კეთილისმყოფელი. ამგვარად, ამპარტავნებისგან იწყება შური, შურისგან სიძულვილი, სიძულვილისგან სიბოროტე; სიბოროტეს მიჰყავს ყველაზე არასასიკეთო დასასრულამდე. ამიტომ ამბობს წმიდა ოქროპირი: „მკვლელობის ძირი შურია“.

წმ. მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი




Комментариев нет:

Отправить комментарий