понедельник, 2 апреля 2018 г.

აზროვნება.

 აზროვნება — კოგნიტური პროცესი, რომელიც წარმოადგენს ახალ სიტუაციაში ადამიანის ორიენტაციის, პრობლემის, ამოცანის გადაჭრის უნარს. ბარტლეტის თანახმად, აზროვნება ეხება ისეთ პროცესებს, რომლებიც უშუალო აღქმის გარეშე მიმდინარეობს. მაშინ, როდესაც თვალსაჩინო ინფორმაცია ხარვეზიანი და არასრულია, თავს იჩენს აზროვნება, რომელიც ამ ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება. აზროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია გაგების მოთხოვნილება, რომელიც განპირობებულია რაიმე ამოცანასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემცირების შინაგანი მოთხოვნილებით. პრობლემური სიტუაციის გადაჭრასთან ერთად აზროვნების პროცესიც მთავრდება. ის წარმოადგენს მიზანდასახულ, ნებისმიერ პროცესს. ამით კი ის ოცნებისგან განსხვავდება.


აზროვნების ფსიქოლოგიის საგანი

აზროვნების ფსიქოლოგიის საგანს შეადგენს:

აზროვნების სუბიექტი - პიროვნება მოტივაციურ-ემოციური სფეროთი, განწყობით.
აზროვნების ობიექტი - ამოცანა, პრობლემა, მისი სტრუქტურული მახასიათებლებით.
აზროვნების პროცესის ფსიქოლოგიური სტრუქტურა, მისი მიმდინარეობის მექანიზმი.


აზროვნების სახეები

თანამედროვე ფსიქოლოგიაში გამოიყოფა აზროვნების შემდეგი სახეები:

პრაქტიკული ანუ მოქმედებით-ხატოვანი აზროვნება - ამოცანის გადაწყვეტა ხდება უშუალოდ მოქმედების პროცესში.
ხატოვანი აზროვნება - პრობლემის გადაჭრა ხორციელდება ხატებზე დაყრდნობით.
ლოგიკური აზროვნება - ამოცანის გადაწყვეტა ცნებების მეშვეობით. ეყრდნობა ვერბალურ-ლოგიკურ მსჯელობას.

არსებობს დიქოტომიურ დაყოფაზე დაფუძნებული აზროვნების კლასიფიკაციაც:

თეორიული აზროვნება - გარკვეული კანონზომიერების შემეცნება აბსტრაქტული მიმართებების დამყარების საფუძველზე. თეორეტიკოს მეცნიერთა აღმოჩენები სწორედ ამ ფორმის აზროვნების შედეგია.პრაქტიკული აზროვნება - მიმართულია კონკრეტული, კერძო ამოცანების გადაჭრაზე. გადაწყვეტილება უშუალოდ მიმდინარე პროცესის სწრაფი ანალიზის შედეგად მიიღება.

ანალიტიკური (ლოგიკური) აზროვნება - პროცესი დროში გაშლილია, ეტაპობრივად მიმდინარეობს და შედარებით გაცნობიერებულია. ინტუიტური აზროვნება - პროცესი დროში შეკუმშულია და მინიმალურადაა გაცნობიერებული.

შემოქმედებითი აზროვნება - ემსახურება ახალი კანონზომიერებების აღმოჩენას. მიმართლია ახალი იდეების შექმნაზე. კრიტიკული აზროვნება - ორიენტირებულია უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შემოწმებაზე, არსებული ნაკლოვანებების გამოვლენაზე.

რეალისტური აზროვნება - მიმართულია გარე სამყაროზე. იგი ემყარება ლოგიკურ კანონებს და პრობლემის გადაჭრისას მიმართავს ანალიზსა და აბსტრაქციას. აუტისტური აზროვნება - მიმართულია შინაგან სამყაროზე, პიროვნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, სურვილების რეალიზაციაზე. პრობლემის გადაჭრისას ეყრდნობა არა რეალურად არსებულ მიმართებებს, არამედ საკუთარ სურვილებს.

პროდუქტული აზროვნება - მისი მეშვეობით მიიღება სრულიად ახალი ცოდნა, გამოცდილება. რეპროდუქტული აზროვნება - პრობლემის გადაჭრსას ეყრდნობა უკვე მზა ჩვევას, გამოცდილ სქემას.


აზროვნების ოპერაციები

ოპერაცია ისეთი გონებრივი მოქმედებაა, რომელიც სააზროვნო ამოცანის გადაჭრას ემსახურება. განასხვავებენ აზროვნების შემდეგ ოპერაციებს:

ანალიზი
აბსტრაქცია ანუ განყენება
სინთეზი

1. ანალიზის ოპერაცია ადამიანს საშუალებას აძლევს აღქმული მთლიანი მოვლენიდან სხვადასხვა მხარე გამოყოს. ის გულისხმობს ამოცანის ცალკეულ ნაწილად დაშლას და მის შემადგენელ ელემენტებზე მსჯელობის უნარს.

2. აბსტრაქცია, განყენება ისეთი ოპერაციაა, რომლის დროსაც ხდება საგანთა ერთობლიობისათვის დამახასიათებელი საერთო, ზოგადი ნიშნის, თვისების გამოყოფა და ამ ზოგადი ნიშნის გააზრება კონკრეტული საგნის გარეშე. აბსტრაქცია გულისხმობს ობიექტთა შედარებით ანალიზს, ამ ობიექტებისათვის დამახასიათებელი ზოგადი ნიშნების გამოყოფას და ამ ნიშნების საფუძველზე ობიექტთა კატეგორიაში გაერთიანებას.

3. სინთეზის ოპერაცია მოიაზრებს ცალკეული ელემენტების, საგანთა თვისებების ერთ მთლიანობაში გაერთიანებას, ერთ შინაარსად შეკვრას.


wikipedia.org

Комментариев нет:

Отправить комментарий