..ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეორე
31. აჰა, ხედავდი, მეფეო, ერთ დიდ კერპს; უზარმაზარი იყო ეს კერპი და უცხოდ გაბრწყინებული იდგა შენს წინაშე; საშინელი შესახედავი იყო. დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეორე
32. ამ კერპს თავი წმინდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები - ვერცხლისა, მუცელი და ბარძაყები - სპილენძისა,
33. წვივები - რკინისა, ფეხები ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ - თიხისა.
34. შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს, და შემუსრა იგი.
35. მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა, რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი ნატამალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა.
36. სიზმარი ეს იყო. ახლა კი მის ახსნასაც ვიტყვი მეფის წინაშე.
37. მეფეო, შენ ის მეფეთა მეფე ხარ, რომელსაც ზეციერმა ღმერთმა ხელმწიფება, ძალა და დიდება უბოძა.
38. ყველგან, სადაც კი ადამიანები ცხოვრობენ, მან შენ ჩაგაბარა მიწის მხეცები, ცის ფრინველები და მათ ბატონ-პატრონად დაგაყენა. შენა ხარ ის ოქროს თავი.
39. შენს შემდეგ სხვა სამეფო აღდგება, შენზე უდარესი; შემდეგ მესამე სამეფო იქნება - სპილენძისა, რომელიც მთელს ქვეყანაზე იბატონებს.
40. მეოთხე სამეფო რკინასავით მტკიცე იქნება. როგორც რკინა ყველაფერს ამსხვრევს და აქუცმაცებს, ასევე ისიც ყოვლისშემმუსრავ რკინასავით დააქუცმაცებს და შემუსრავს.
41. როგორც იხილე, მას ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ - რკინისა. ასევე ის სამეფოც გაყოფილი იქნება. მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხას შერეული რკინა.
42. როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ - მყიფე.
43. შენ რომ მეთუნის თიხაში შერეული რკინა დაინახე, ნიშნავს, რომ ისინი კაცის მოდგმის ძალით შეერევიან ერთმანეთს; მაგრამ ვერ შეერწყმიან, რადგან რკინა თიხას არ ერწყმის.
44. იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება.
45. როგორც დაინახე, ის ლოდი მთას ხელისკვრის გარეშე მოსწყდა და ნამსხვრევებად აქცია თიხა, ვერცხლი და ოქრო. დიდმა ღმერთმა აუწყა მეფეს, თუ რა იქნება მის შემდეგ. ჭეშმარიტია ეს სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა.
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-2.htm
ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეშვიდე
1. ბელშაცარის, ბაბილონის მეფის, პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და თავისი გონების ხილვა თავისავე სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი აზრი.
2. ალაპარაკდა დანიელი და თქვა: ღამით ჩემს ხილვაში ვიხილე: აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა;
3. ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა.
4. პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვნახე, ბოლოს როგორ დააგლიჯეს ეს ფრთები. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა.
5. აჰა, ის მეორე მხეცი დათვსა ჰგავდა და ისე იდგა, რომ პირველს ეყუდებოდა პირში, კბილებს შორის, სამი ეშვი ჰქონდა. უთხრეს მას: ადექ და ჭამე ბევრი ხორცი!
6. შემდეგ დავინახე: აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა; ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას.
7. ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა.
8. მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.
9. ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.
10. მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები.
11. მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად.
12. დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.
ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა.
ის ოთხი ვეება მხეცი ოთხი მეფეა, რომელიც მიწიდან აღდგება.
ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეცხრე
26. სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული მაგრამ ბრალი არ ექნება. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება; ომის ბოლომდეა გადაწყვეტილი გატიალებანი.
27. იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს.
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-9.htm
მათეს სახარება
თავი ოცდამეოთხე.
15. ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს),
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-24.htm
დანარჩენ მხეცებს(I_ლომი,II_დათვი,III_ავაზა.) ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეშვიდე
11. მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის მხეცი;(IV) მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად.
12. დანარჩენ მხეცებს(I,II,III) ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-7.htm
ისლამის დაბადება და გავრცელება აზიაში და ისლამური იმპერიები.= სიცოცხლეგახანგრძლივებული ლომი და დათვი.
როგორც ვხედავთ ტერიტორიული მოცულობა იზრდება. საინტერესოა, ოსმალეთის იმპერიის დაცემა და სსრკს(?) შექმნა თითქმის ერთ პერიოდში მოხდა.
შემდგომი რიგი ავაზასი იყო.ანუ, უნდა განმეორებულიყო საბერძნეთის იმპერია_ავაზა.
საბერძნეთი ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ გახდა ქრისტიანული სახელმწიფო.(მართლმადიდებელი ქრისტიანი). ესეიგი საბერძნეთს უნდა შეექმნა მართლმადიდებელი ქრისტიანული იმპერია, ყოფილ ორ მხეცზე_ლომზე და დათვზე ძლიერი. შექმნა ?
ოსმალეთის იმპერიის პარალელურად არსებობდა რუსეთის ქრისტიანული იმპერია. მაგრამ რუსეთის ქრისტიანული იმპერია რატომ უნდა მოიხსენოს უფალმა მხეცად. თუმცა რუსეთის იმპერია უცოდველი ნამდვილად არ იყო, ის მაინც ვერ იქნებოდა მხეცი უფლის თვალში, რადგან ქრისტეს უარმყოფელი არ იყო.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რასაც მსოფლიოში უძლიერესი იმპერიების დაშლა მოჰყვა და რუსეთის რევოლუციის შემდეგ არენაზე გამოჩნდა ახალი, ქრისტეს უარმყოფელი, იმპერია _სსრკ_ავაზა.საბერძნეთის მემკვიდრეს ვუწოდებ მე მას.(ჩემი აზრია)
მხეცების ტერიტორიული მოცულობა გაიზარდა .
იოანეს გამოცხადება
თავი მეცამეტე
1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი.
2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს(ავაზა) მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება.
3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ.
4. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?
5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-13.htm
იოანეს გამოცხადება
თავი მეჩვიდმეტე
1. მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;
2. რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა.
3. და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა.
4. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი.
5. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა.
6. და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება.
.http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm
მაგრამ, ქანდაკებას გადავხედოთ .
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-2.htm
მოცემულია მსოფლიოში გამორჩეული 5 იმპერია. ანუ იმპერია რომელსაც პრეტენდენტი არ ჰყავს.
,, თავი წმინდა ოქროსი ჰქონდა,(პირევლი_ლომი, ბაბილონის იმპერია.)
მკერდი და ხელები - ვერცხლისა,(მეორე_დათვი , მიდია-სპარსეთის იმპერია.)
მუცელი და ბარძაყები - სპილენძისა, (მესამე_ავაზა, საბერძნეთის იმპერია.)წვივები - რკინისა,(მეოთხე_საშინელი მხეცი, რომის იმპერია)
ფეხები ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ - თიხისა.’’(მეხუთე ?)
აქვე, სიცოცხლე გახანგრძლივებული(ანუ, განმეორებული) ლომი , დათვი და ავაზა რათქმაუნდა იყვნენ თავისი დროის ძლიერი იმპერიები, მაგრამ არა ყველაზე ძლიერები.
ბოლო მხეცი რომელიც იოანემ იხილა( ჯიქს(ავაზა) მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: ) არის ქანდაკების ფეხები ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ - თიხისა. ანუ, ეს იმპერია იქნება თავისი დროის უძლიერესი იმპერია, ისეთი როგორებიც თავის დროზე იყვნენ:ბაბილონის სამეფო, სპარსეთის იმპერია, საბერძნეთის იმპერია და რომის იმპერია, ამ იმპერიებს პრეტენდენტი არ ჰყავდათ. და დასკვნა ეს იმპერია არის ლომის, დათვისა, ავაზას და რომის იმპერიის ნარჩენის(თუმცა საკმაოდ გავლენიანის, ის რკინაა ამ კავშირში) ნაერთით , კავშირით შექმნილი იმპერია .
ორი მხარის ნაერთი წარმართული იმპერია.
ვინ არის ეს ორი მხარე?
დანიელ წინასწარმეტყველი ამბობს;
41. როგორც იხილე, მას ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ - რკინისა. ასევე ის სამეფოც გაყოფილი იქნება. მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხას შერეული რკინა.
42. როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ - მყიფე.
43. შენ რომ მეთუნის თიხაში შერეული რკინა დაინახე, ნიშნავს, რომ ისინი კაცის მოდგმის ძალით შეერევიან ერთმანეთს; მაგრამ ვერ შეერწყმიან, რადგან რკინა თიხას არ ერწყმის.
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-2.htm
რადგან რომის იმპერიის შემადგენლობაში იყო საბერძნეთი, რომელიც ასევე გაქრისტიანდა და შემდგომი ავაზა რუსეთის მართლმადიდებელ იმპერიაში მოვიდა, შეიძლება ჩავთავლოთ რომ რკინა ამ იმპერიაში იქნება ქრისტიანული სახელმწიფოები, ხოლო თიხა _ისლამური სახემწიფოები. თუმცა რელიგიების გარეშე. (ან რელიგიას ამოფარებული ფარისევლების კავშირი.)
რადგან ეს კავშირი (წერია) იქნება ღვთის მგმობელი, ეს ნიშნავს რომ ის იქნება ათეისტურ-წარმართულ იმპერია.
იოანე სამი მხეცის ნაერთ მხეცს ხედვას. სამი მხეცი გასაგებია , მაგრამ სად არის აქ რომის ნარჩენი? სამ მხეცში არ არის მეოთხე მხეცის _საშინელი მხეცის_ნიშნები. ის ხომ დაიწვა დანიელის ხილვაში. ანუ რომის იმპერია განადგურდა სამუდამოდ.
გამოცხადებაში არის მხეცი , რომელსაც კრავისრქები აქვს და ლაპარაკობს როგორც ურჩხული.(ურჩხული, რომელმაც თავისი ძალაუფლება მისცა მხეცს რომელსაც ტანი მიუგავს ჯიქს, ფეხები აქვს დათვის და ხახა ლომის).
იოანეს გამოცხადება
თავი მეცამეტე
11. მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.
12. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა.
13. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.
14. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა.
15. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას.
16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.
17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.
18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-13.htm
რომის იმპერიის გამგრძელებელი კათოლიკური(უპირატესად) და პროტესტანტული სამყაროს ქვეყნებია და ასევე მართლმადიდებელი ქვეყნები. ვგულისხმობ ამ ქვეყნებში ურწმუნოების(ათეიზმი) , ფარისევლი ვითომმორწმუნეობის, მცირედ მორწმუნეობის გაძლიერებას.(და ალბათ დამკვიდრებასაც) .
ჭეშმარიტად მორწმუნეების რიცხვი იქნება ძალიან მცირე.
ლუკას სახარება
თავი მეთვრამეტე
6. თქვა უფალმა: გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული?
7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ?
8. გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/luka-18.htm
იოანეს გამოცხადება
თავი მეჩვიდმეტე
7. მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა.
8. მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.
9. აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე,
10. რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს.
11. ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის.
12. ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით.
13. ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს.
14. ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან.
15. კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი.
16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას.
17. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა.
18. ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm
მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან.
ანუ,
ყოფილი შვიდი იმპერიის ნაერთით შექმნილი მერვე.
ყოფილი და გაფართოებული ტერიტორიები = ?
=
მსოფლიოს ერთიან იმპერიას, რომელსაც ათი მეფე გადასცემს მმართველობას.
ამ იმპერიაში იქნება იუდეველების(?) ძლიერებაც.
საბოლაო ჯამში ეს არის ქრისტეს უარმყოფელი, ქრისტეს და ქრისტიანების წინააღმდეგ მებრძოლი სამეფო.
.
ბაბილონის დაცემა.
იოანეს გამოცხადება
თავი მეთვრამეტე
4. და მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით.
5. რადგანაც უწიეს მისმა ცოდვებმა ზეცას, და გაიხსენა ღმერთმა უსამართლობა მისი.
20. ხარობდეთ მასზე, ცაო, წმიდაო მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგანაც ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას.
24. და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-18.htm
,,ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის’’.
იოანეს გამოცხადება
თავი მეცხრამეტე
20. შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-19.htm
........................................................................................
სავარაუდო უკანასკნელი სცენა))
’’ეხლა ერთი ასეთი სცენა მინდა მოვიყვანო; მხეცი შექმნილია, ტაძარი აღდგენილია, მსოფლიო მეფე მეფობს და ეს მეფე დგას სცენაზე მას უსმენ აუდიტორია მისი ხალხი. სცენაზე დგას ბუდას ქანდაკება ის მიდი ამ ქანდაკებასთან და ამბობს სად არის ბუდა ? არ არის ბუდა! და ის ამტვრევს მას. შემდეგ კრიშნასთან იგივე ხდება. შემდეგ ადგილი ცარიელია არც ქანდაკება დგას არც სურათი . ეს მუჰამედია ამბობს ის და აუდიტორიას, ყველას ეცინება.(მუჰამედის სახე არ არსებობს არც გამოსახავენ მუსულმანები სასტიკად აკრაძალულია). მუჰამედიც არ არსებობს ამბობს ის. შემდეგ მოდის ჯვარზე გაკრული ქრისტეს ქანდაკება. იქვე კუთხეში იატაკზე ზიან ტყვე ჭეშმარიტი ქრისტიანები და მათთან მიდის სად არის თქვენი მხსნელი და მესია??? არ არსებობს თქვენი ქრისტე. ამტვრევს ქანდაკებას და ამბობს მე ვარ მესია და მხსნელი.მე ვარ ღმერთი! იუდეველებიც კი გაოგნებულნი არიან რადგან ირკვევა ჭეშმარიტება. ყველა მიხვდება თავის შეცდომას, მაგრამ ....
შემდეგში კი ბოლო ბრძოლა უფლის ჯართან.’’
ჩემი ნააზრევი შვიდიდან მერვე სამეფოზე.
1.იოანეს აპოკალიფსის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი.
http://elasevenia.blogspot.com/2012/03/blog-post_14.html
2.წრე. შვიდი მხეცის წრე.
http://elasevenia.blogspot.com/2012/04/blog-post_21.html
3.ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს.......
http://elasevenia.blogspot.com/2012/07/blog-post.html
4.წარმართობიდან წარმართობისკენ და ერთღმერთიანობიდან ერთღმერთიანობისაკენ.
http://elasevenia.blogspot.com/2012/12/blog-post_4915.html
5.შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.
http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9400.html
6.ერთი ენა და ერთი აზრი. მრავალი ენა და ერთი აზრი...
http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_449.html
7.მხეცი საიდან შეიძლება მოვიდეს.
http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9744.html
Комментариев нет:
Отправить комментарий