ღმერთი

ღმერთი

пятница, 4 января 2013 г.

6.ერთი ენა და ერთი აზრი. მრავალი ენა და ერთი აზრი.

ძველი აღთქმა
დაბადება
თავი მეთერთმეტე

1. ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი.

2. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ.

3. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი.

4. თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.

5. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ.

6. თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.

7. აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს.

8. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება.

9. ამიტომაც ეწოდა სახელად
ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე.

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-11.htm


ბაბილონი — ანტიკური იმპერიის, მესოპოტამიის დედაქალაქი, რომლის ნანგრევები დღესაც არის შემორჩენილი ერაყში, ქალაქ ჰილის მახლობლად, ბაღდადიდან სამხრეთით, 85 კილომეტრში. ერთადერთი, რაც დღეს ამ ქალაქს გვახსენებს, ეს არის ტიგრსა და ევფრატს შორის მესოპოტამიის ნოყიერ მიწაზე მდგარი ტალახის აგურებით ნაშენი შენობების ნანგრევები. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ბაბილონი, დაარსებული ძვ. წ-ით მე-3 ათასწლეულის დასაწყისში, თავიდან პატარა ქალაქი იყო, რომელიც აყვავდა პირველი დინასტიის აღზევების დროს. ძვ. წ-ით 2300 წელს ის ხდება წმინდა ქალაქი, ძვ. წ-ით 612 წელს კი სატახტო ქალაქი. ბაბილონის კიდული ბაღები შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. ქალაქის სახელი ბაბილონი არის ბერძნული ვარიანტი აქადური ბაბილუსი, რაც ნიშნავს „ღმერთების კარიბჭეს“.

*************

ბაბილონის გოდოლი, ძველი ებრაული მითის თანახმად, მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანებმა განიზრახეს სენაარის მიწაზე (მესოპოტამია) ქალაქისა და ისეთი კოშკის აშენება, რომელიც ცას მისწვდებოდა. ადამიანის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა აურია მათ ენა და გაფანტა მთელ დედამიწაზე. დაუმთავრებელ ქალაქს ეწოდა ბაბილონი (სახელწოდებას ლეგენდა უკავშირებს ძველ ებრაულ სიტყვას ბალალ — არევას). მითში თავისებურად აისახა ბაბილონის ზიქურათების (სატაძრო-რელიგიური დანიშნულების გიგანტური შენობები) მშენებლობა და მასში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მონაწილეობა. გადატანით — უწესრიგოდ მოფუსფუსე ბრბო, აურზაური, არეულობა.
***********************



ხალხი იყო ერთ ენაზე მეტყველი .

თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.


აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს.


ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე.



******************

იოანეს გამოცხადება
თავი მეჩვიდმეტე

1. მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;




15. კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm




ბაბილონი თუ თავისი მნიშვნელობით ნიშნავს არევას, აღრევას ანუ ერთი ენის არევით (რის შემდეგაც ადამიანებმა ვერ გაუგეს ერთმანეთს, რადგან ენა აერიათ და გაჩნდა სხვადასხვა ენები) გაჩნდა მრავალი ენები და  ერები,  ხალხმა უკვე მრავალი ენით (აზრით)(აურია) იწყო იგივე საქმის კეთება რაც იმ დროის ხალხმა გადაწყვიტა, როცა ქვეყანა ერთ ენაზე მეტყველებდა.  


თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.



*რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.


საინტერესოა , რა და  ვინ გაფანტავდა ადამიანებს, თუ მათთან ღმერთი იყო.


ანუ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ადამიანები უკვე თავიანთი აზრით შორდებოდნენ ღმერთს, რწმენას უზენაესის მიმართ და სურდათ ის ეკეთებინათ რაც მათ უნდოდათ,  საკუთარი სახელის დიდება, მე-ს მტკიცება. 

შემდგომში მრავალ ერში იჩინა თავი იგივე სურვილმა. იგივე სურვილმა ყველა ერი აცთუნა.ერთი ენით მეტყველი  ადამიანების  ღვთის საწინააღმდეგო საქმის კეთებამ_ ეშენებინათ ქალაქები(საქმეები) სახელის დიდებისათვის და ჭეშმარიტი ღმერთის უზენაესობა დაეიგნორირებინათ(დაშორდნენ ჭეშმარიტ ღმერთს)  მომავლაში ყველა ერში იჩინა თავი.  


*მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი, ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით.


ბაბილონი ყველგან არის.შესაძლებელია, ჩვენს საკუთარ სახლებშიც იყოს-არის.



*შენი ვაჭრები დედამიწის მთავრები იყვნენ და შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.


ამ მეძავის დევიზია: აკეთე რაც შენ გინდა, , დიდებისთვის, ფულისთვის.
ის უბრალოდ გზას აცდენილი ადამიანი არ არის. ის არის ადამიანი რომელიც სხვებს აცთუნებს. ის მოქმედებს აბსოლუტურად შეგნებულად. ის არ ცდება, მან იცის რა უნდა და ყველაფერს იზამს მიზნის მისაღწევად. ის გრძნეულია_მან იცის როგორ გააღვიძოს დიდების სურვილი ადამიანში ან მან იცის რომ ეს სურვილი უმრავლეს ადამიანში ცთუნების გზაა.  მას რომ გავლენა აქვს მსოფლიოს მეფეებზე , რაც მას მსოფლიოს მეფეების მეფეთა ტიტულს აძლევს, ეს იმას ნიშნავს რომ  ყველა ერში ყველა ენით საკუთარი სურვილი უფრო მაღლა დააყენეს ადამიანებმა. მასთან ყველა ერმა იმეძავა. ანუ ყველა ერში უკვე ყველა ენაზე ხდება ვითომ შიშის-წინდახედულების  გამოხატვა ( რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.) თანდათან გამრავლებულ, უკვე სხვადასხვა ენაზე მეტყველ ხალხებში რა მხრივ  გამოვლინდა იგივე სურვილი ? მხოლოდ ყველაზე ლამაზი ქალაქების შენებით? ყველაზე მაღალი შენობების აგებით? თუ, უკვე საკუთარი თავის, (ქალაქების), გაღმერთებით ან სხვადასხვა ღმერთიანობით, კერპთაყვანისმცემლობით და სხვადასხვა რელიგიებით?

თუ ერთი ენა იყო და ღმერთმა ეს ერთი ენა აურია , გაჩნდა მრავალენიანობა. მრავალენიანობას მოჰყვა მრავალღმერთიანობა. ანუ, ადამიანებმა თუ ერთ დროს ერთ ენაზე აურიეს სწორ გზას, მომავალში ადამიანები მრავალ ენით( მრავალ ერში) ურევდნენ ჭეშმარიტ გზას. ურწმუნოების შეგნებულად დანერგვა არის  მეძაობა. მაგრამ  ეს მეძავი მხოლოდ მეძავი არ არის, ის მკვლელია ჭეშმარიტი მორწმუნეების. ესეიგი, სურვილის მიღწევის საშუალებად მოკვლაც გამოიყენეს . ვინც შეეწინაარმდეგება მას კლავს, რადგან კვლავ გააგრძელოს სხვებისათვის გზის არევა, ცთუნება. ურცხვი მკვლელი მეძავი, რომელიც არასოდეს მოინანიებს. 



* და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას.

ბოლო იმპერია ყველა ენაზე და ერზე ბატონობს, როგორც სჩანს  დედამიწის მრავალენოვან მცხოვრებლებს  კვლავ ერთი-საერთო  აზრი უჩნდებათ . 



* ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგორც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით.

*ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს.


მაგრამ ბოლო მხეცს უკვე ბაბილონი არ სჭირდება, რადგან  მსოფლიო ცთუნებულია , მაცდურმა ამოწურა მისია.
რით გამოჩინონ ადამიანებმა თავი?

მხეცი უკვე თვითონ ბატონობს ყველა ენასა და ერზე. მის ხელშია სადავეები. მრავალი ერების(ენების) თავის გამოჩენის სურვილი ერთიანდება ერთ აზრში , ერთ სურვილში, ამიტომ, მთავრდება  დრო სხვადსხვა ერებში თავის გამოჩენის  სურვილის. მთავრდება დრო მრავალენიანობის ანუ სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა ღმერთების აღიარების, მრავალღმერთიანობის. მეძავი ბაბილონის სიკვდილის დროა. 
დრო მოდის მრავალენაზე ერთღმერთიანობის აღიარების. მაგრამ ვინ იქნება ის ერთი ღმერთი , ახალი ღმერთი , ახალი ხატი? ვის აქვს სურვილი დედამიწაზე იყოს ღმერთი  და ვინ არის ის წინასწარმეტყველი ვინც ამ მიწიერი ღმერთის(სამეფოს) ,,სასუფეველს’’ იქადაგებს.


იესომ იქადაგა ჭეშმარიტი ღმერთი და ცათა სასუფეველი.



ცრუწინასწარმეტყველი მოვა და იქადაგებს დედამიწის მებატონის, ღმერთის, სამეფოს კეთილდღეობას. სწორედ ამ მებატონისაგან  ზურგგამაგრებული გაბედავს  ის ატყუოს ადამიანები იწამონ ახალი ერთი ღმერთი და ახალი  ერთი ხატი, თუმცა მას სასწაულების მოხდენის ნიჭიც აქვს. გიპნოზი? ფოკუსი?

..............


1.იოანეს აპოკალიფსის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი.

http://elasevenia.blogspot.com/2012/03/blog-post_14.html


2.წრე. შვიდი მხეცის წრე.

http://elasevenia.blogspot.com/2012/04/blog-post_21.html


3.ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს.......

http://elasevenia.blogspot.com/2012/07/blog-post.html


4.წარმართობიდან წარმართობისკენ და ერთღმერთიანობიდან ერთღმერთიანობისაკენ.

http://elasevenia.blogspot.com/2012/12/blog-post_4915.html


5.შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9400.html



6.ერთი ენა და ერთი აზრი. მრავალი ენა და ერთი აზრი...

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_449.html


7.მხეცი საიდან შეიძლება მოვიდეს.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9744.html





Комментариев нет:

Отправить комментарий