ქართული თაფლი, ეგვიპტურზე, 14 საუკუნით ძველია.
მსოფლიომ, საქართველო შესაძლოა თაფლის სამშობლოდ აღიაროს. საქმე იმაშია, რომ ქართველმა არქეოლოგებმა, ბორჯომის რაიონის სოფელ საკირესთან, კოდიანის მთის ძირში, ყორღანი აღმოაჩინეს, რომელიც მესამე ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, თაფლის ორი ჭურჭელი იქნა აღმოჩენილი, რომელიც ტუტანჰამონის სამარხში არსებულ ცნობილ თაფლზე, თითქმის 14 საუკუნით უფრო ძველია.
საუბრობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიეროკვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ირინა ღამბაშიძე.
- სად აღმოაჩინეთ თაფლის უძველესი ჭურჭელი?
- ბორჯომის რაიონის სოფელ საკირესთან, კოდიანის მთის ძირში, 2003 წელს, სამცხე-ჯავახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ყორღანი აღმოაჩინა, რომელიც მესამე ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება. ეს ყორღანი, სადღაც 5500 წლის არის. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ორი ცალი ჭურჭელი იქნა აღმოჩენილი, მაგრამ სამარხი გაძარცვული იყო და ამიტომ, მიცვალებულის მცირე ნაშთები იქნა დადასტურებული. შემდგომი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამ ჭურჭლებში, მიცვალებულს ჩატანებული თან თაფლი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ არქეოლოგიური სამუშაოები კომპანია – ბრიტით-პეტროლიუმმა დააფინანსა, რადგან ამ ყორღანის აღმოჩენა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გაყვანის დროს მოხდა.
- აღმოჩენილ ნივთებს კვლევები საქართველოში ჩაუტარდა და რა დადგინდა?
- აღმოჩენილ ორივე ჭურჭელს, პალინოლოგიური კვლევები, თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში ჩაუტარდა და ელისო ყვავაძემ კვლევების შედეგად აღმოაჩინა, რომ ჭურჭელში თაფლი იყო. ამასთან კვლევით დადგინდა, რომ აქ, არის ის მრავალფეროვანი მცენარეული მტვერი, რომელიც ამ შემოგარენში, მცენარეებს აქვთ. ამის გამო, 2004 წელს, პირველად, სრული ანგარიში გავაკეთეთ და დასკვნა დაიდო, რომ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი თაფლი აქვს. მართალია, თაფლი ტუტანჰამონის სამსარხშიც იქნა აღმოჩენილი, მაგრამ ტუტანჰამონის თაფლზე, ქართული თაფლი გაცილებით უფრო ძველია, სადღაც 14 საუკუნით უძველესი. ზოგადად, თაფლი ისეთი პროდუქტია, რომელიც ადამიანის შექმნილი არ არის და არც მის განვითარებაზე არის დამოკიდებული. აქ, მეფუტკრეობაზეა საუბარი. ვთვლით, რომ ეს ჭურჭელი მეფუტკრეობის არსებობის პირველი დადასტურებაა. აღსანიშნავია, რომ ჯერ, რიტუალია შესრულებული და სამარხში, ისეა თაფლი გატენებული. ამ აღმოჩენას, სამეცნიერი წრეებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან თაფლი – როგორც სამარხეული თანმხლები, ისე იყო ჭურჭელში. სამარხში აღმოჩენილი ნარჩენები ყოველთვის საინტერესოა, რადგან ამით დგინდება, ადრე, საგზალს რა ფორმით ატანდნენ.
- ამჟამად, სად ინახება აღნიშნული ჭურჭელი?
- ეს ჭურჭელი, ადრე, ახალციხის მუზეუმში იყო გამოფენილი, მაგრამ ამ ეტაპზე, ევაკუირებულია, რადგან რეგიონში, ახალი მუზეუმი შენდება და ნივთები სხვაგან არის გადატანილი და შეფუთული.
- როგორ ფიქრობთ, ამ აღმოჩენას მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესი მოჰყვება?
- ამ საკითხთან დაკავშირებით, სამეცნიერო წრეებში, მოხენებებს ვკითხულობთ და ეს მონაცემები, ყველასთვის ცნობილია. ფაქტია, რომ ეს ჭურჭელი, მსოფლიოში ყველაზე ძველია და ეს სამეცნიერო წრეებშიც კარგადაა ცნობილია.

Комментариев нет:
Отправить комментарий