среда, 16 января 2013 г.

ქართული თაფლი, ეგვიპტურზე, 14 საუკუნით ძველია.

ქართული თაფლი, ეგვიპტურზე, 14 საუკუნით ძველია.

მსოფლიომ, საქართველო შესაძლოა თაფლის სამშობლოდ აღიაროს. საქმე იმაშია, რომ ქართველმა არქეოლოგებმა, ბორჯომის რაიონის სოფელ საკირესთან, კოდიანის მთის ძირში, ყორღანი აღმოაჩინეს, რომელიც მესამე ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, თაფლის ორი ჭურჭელი იქნა აღმოჩენილი, რომელიც ტუტანჰამონის სამარხში არსებულ ცნობილ თაფლზე, თითქმის 14 საუკუნით უფრო ძველია.

საუბრობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიეროკვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ირინა ღამბაშიძე.

- სად აღმოაჩინეთ თაფლის უძველესი ჭურჭელი?

- ბორჯომის რაიონის სოფელ საკირესთან, კოდიანის მთის ძირში, 2003 წელს, სამცხე-ჯავახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ყორღანი აღმოაჩინა, რომელიც მესამე ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება. ეს ყორღანი, სადღაც 5500 წლის არის. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ორი ცალი ჭურჭელი იქნა აღმოჩენილი, მაგრამ სამარხი გაძარცვული იყო და ამიტომ, მიცვალებულის მცირე ნაშთები იქნა დადასტურებული. შემდგომი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამ ჭურჭლებში, მიცვალებულს ჩატანებული თან თაფლი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ არქეოლოგიური სამუშაოები კომპანია – ბრიტით-პეტროლიუმმა დააფინანსა, რადგან ამ ყორღანის აღმოჩენა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გაყვანის დროს მოხდა.

- აღმოჩენილ ნივთებს კვლევები საქართველოში ჩაუტარდა და რა დადგინდა?

- აღმოჩენილ ორივე ჭურჭელს, პალინოლოგიური კვლევები, თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში ჩაუტარდა და ელისო ყვავაძემ კვლევების შედეგად აღმოაჩინა, რომ ჭურჭელში თაფლი იყო. ამასთან კვლევით დადგინდა, რომ აქ, არის ის მრავალფეროვანი მცენარეული მტვერი, რომელიც ამ შემოგარენში, მცენარეებს აქვთ. ამის გამო, 2004 წელს, პირველად, სრული ანგარიში გავაკეთეთ და დასკვნა დაიდო, რომ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი თაფლი აქვს. მართალია, თაფლი ტუტანჰამონის სამსარხშიც იქნა აღმოჩენილი, მაგრამ ტუტანჰამონის თაფლზე, ქართული თაფლი გაცილებით უფრო ძველია, სადღაც 14 საუკუნით უძველესი. ზოგადად, თაფლი ისეთი პროდუქტია, რომელიც ადამიანის შექმნილი არ არის და არც მის განვითარებაზე არის დამოკიდებული. აქ, მეფუტკრეობაზეა საუბარი. ვთვლით, რომ ეს ჭურჭელი მეფუტკრეობის არსებობის პირველი დადასტურებაა. აღსანიშნავია, რომ ჯერ, რიტუალია შესრულებული და სამარხში, ისეა თაფლი გატენებული. ამ აღმოჩენას, სამეცნიერი წრეებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან თაფლი – როგორც სამარხეული თანმხლები, ისე იყო ჭურჭელში. სამარხში აღმოჩენილი ნარჩენები ყოველთვის საინტერესოა, რადგან ამით დგინდება, ადრე, საგზალს რა ფორმით ატანდნენ.

- ამჟამად, სად ინახება აღნიშნული ჭურჭელი?

- ეს ჭურჭელი, ადრე, ახალციხის მუზეუმში იყო გამოფენილი, მაგრამ ამ ეტაპზე, ევაკუირებულია, რადგან რეგიონში, ახალი მუზეუმი შენდება და ნივთები სხვაგან არის გადატანილი და შეფუთული.

- როგორ ფიქრობთ, ამ აღმოჩენას მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესი მოჰყვება?

- ამ საკითხთან დაკავშირებით, სამეცნიერო წრეებში, მოხენებებს ვკითხულობთ და ეს მონაცემები, ყველასთვის ცნობილია. ფაქტია, რომ ეს ჭურჭელი, მსოფლიოში ყველაზე ძველია და ეს სამეცნიერო წრეებშიც კარგადაა ცნობილია.

რა არის ქორონიკონი?

ქორონიკონი იგივე დიდი ინდიკტიონი.

ქორონიკონი (ბერძ.) ნიშნავს წელთაღრიცხვას და შეადგენს 532 წლიან ციკლს, იგი პირველად გამოთვალა მღვდელმონაზონმა დიონისემ 516 წელს. მისი ყოველი ციკლი (მოქცევა) შეიცავს 532 წელს, რომელიც 28 მზის მოქცევის და 19 მთვარის მოქცევის წლების ნამრავლითაა მიღებული (28x19=532). ყოველ ახალ მოქცევაში მეორდება მთვარის ასაკი, თვისა და კვირის დღეთა თანამიმდევრობა. წელთაღრიცხვის ქორონიკონული სისტემით სარგებლობის მიზანი პასექის (აღდგომის) და მოძრავი დღესასწაულების (აღდგომასთან მიმართებაში მყოფი დღესასწაულები) წინასწარი გამოთვლაა და ამდენად მასში წლის დასაწყისად მარტია მიღებული. ქორონიკონის განმეორებისას, პასექისა (აღდგომა) და პასექის მიმართებაში მყოფი დღესასწაულების თვეები, რიცხვები და დღეები მეორდება. ანუ, თუ 2004 წელს აღდგომა იყო ძველი სტილით 29 მარტს, იგივე 29 მარტს ყოფილა 1472 წელს (2004-532=1472), 940 წელს (2004-532-532=940) და 408 წელს (2004-532-532-532=408).

ქორონიკონი საქართველოში პირველად მე-VIII საუკუნეში 781 წელს გამოიყენეს და შეათანხმეს პონტოს ერასთან (ქ. შ. 284 წელი). რაც შეეხება ბერძნულ ქორონიკონს, მას საფუძვლად უდევს ქვეყნის, სამყაროს დასაბამი და მისი ათვლა იწყება სამყაროს დასაბამიდან. სწორედ ამიტომ არის სხვაობა ქართულსა და ბერძნულ ქორონიკონებს შორის და ეს სხვაობა შეადგენს 10 სრულ მოქცევას და 96 წელიწადს.

თუ გვსურს ქართული ქორონიკონით გამოვთვალოთ თუ მერამდენე ქორონიკონის (მოქცევის) წელიწადში ვდგევართ, ამისათვის არსებულ წელიწადს, მაგ 2005-ს უნდა დავუმატოთ 284 და გავყოთ 532-ზე. მივიღებთ 4-ს და ნაშთი დაგვრჩება 161. ეს იმას ნიშნავს, რომ შესრულებულა 4 სრული ქორონიკონი, ანუ მოქცევა და მე-5 მოქცევის 161-ე წელი დამდგარა, ანუ მე-5 ქორონიკონის (მოქცევის) 161-ე წელი ყოფილა. ბერძნული ქორონიკონის გამოთვლისას კი ქვეყნის დასაბამიდან გასული დრო 7513 უნდა გავყოთ 532-ზე, მივიღებთ 14-ს და ნაშთი დაგვრჩება 65, რაც ნიშნავს იმას, რომ ბერძნული ქორონიკონით მე-15 მოქცევის 65-ე წელი ყოფილა. როგორც ხედავთ სხვაობა ქართულსა და ბერძნულ ქორონიკონებს შორის 96 წელი (161-65=96) და 10 სრული მოქცევაა. ეს სხვაობა განაპირობა ათვლის თარიღების სხვადასხვაობამ.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით საქართველოში ქორონიკონის შემოღებისას - 781 წელს, შესრულებულა მე-XII მოქცევა და დაწყებულა მე-XIII. რაც ნიშნავს იმას, რომ გასულა 6384 წელი, რაც არ შეესაბამება სამყაროს შექმნის თარიღს. თუ მოცემულ მოსაზრებას დავეყრდნობით, ასეთ შემთხვევაში ამჟამად ყოფილა მე-XV მოქცევის 161-ე წელი, ანუ სამყაროს შექმნიდან 7608 წელი, რაც ჩემი აზრით არასწორია. საქართველოში ქორონიკონით ათვლა შემოიღეს 781 წელს, მაგრამ ეს იყო რიგით მე-II მოქცევა და არა მე-XII, რადგან ქართულ ქორონიკონს საფუძვლად დაედო პონტოს ერა, ანუ ქ. შ. 284 წელი და სწორედ II მოქცევა იყო შესრულებული 781 წელს, ანუ 532+532=1064, 781+284=1064.
28 წლიანი - მზის მოქცევის ციკლი ზემოთ ↑

28 წლიანი - მზის მოქცევის ციკლი, ანუ ყოველი 28 წლის შემდეგ ყოველი თვის შვიდეულის (კვირის 7 დღე) დღეები მეორდება. ე. ი. თუ ძველი სტილით 1 იანვარი 2004 წელს იყო ოთხშაბათი, 1976 წელსაც 1 იანვარი ყოფილა ოთხშაბათი (2004-28=1976).
19 წლიანი - მთვარის მოქცევის ციკლი ზემოთ ↑

19 წლიანი, ანუ მთვარის მოქცევის ციკლი. ყოველი 19 წლის შემდეგ მთვარის განახლების დღეები მეორდება, ანუ თუ 2004 წლის ძველი სტილით 20 იანვარს მთვარე იყო 2 დღის, იგივე 2 დღის ყოფილა 1985 წლის 20 იანვარს (2004-19=1985).


http://tveni.ge/?gverdi=2&svla=qoronikoni

вторник, 15 января 2013 г.

ქართველი მეზღვაურები ძმები მოლაშხიები...

ქართველი მეზღვაურები ძმები მოლაშხიები ამერიკის კონტინენტის პირველაღმომჩენთა ექსპედიციაში.


http://megrelia.ge/chao_ge.htmlhttp://megrelia.ge/chao_ge.html


ქართველმა კაცმა ეს უნდა იცოდეს. 



ეს ამბავი, ქვემოთმოთხრობილ მონაკვლევში მკითხველს საინტერესო მოვლენას – ქრისტეფორე კოლუმბის მეზღვაურთა შორის ქართველთა ყოფნას რომ აუწყებს, 15 წლის წინათ ჩვენთვის ცნობილი იყო. მაშინ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის თანამშრომელი გახლდით და ამის შესახებ ჩემს მიერ მომზადებული ინფორმაცია გადაიცა რადიოს უკანასკნელ ცნობებში, ხოლო პრესისათვის ვიცოდი, რომ სხვა ჟურნალისტი ამზადებდა მასალას და აღარ ჩავრეულვარ. რადიოში გადაცემულ ინფორმაციას არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია, ჟურნალ-გაზეთებში კი რატომღაც არც არაფერი დაბეჭდილა. ასე ჩაიკარგა მნიშვნელოვანი ამბავი უმნიშვნელო ზღვა ინფორმაციაში. არა და ქართველმა კაცმა თავისი ვაჟკაცი წინაპრების სახელოვანი ისტორია უთუოდ უნდა იცოდეს, მით უმეტეს, რომ იგი უკავშირდება კაცობრიობის უდიდეს აღმოჩენას და ქართველებისათვის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებსაც!

კოლუმბის საკაცობრიო მნიშვნელობის ექსპედიციები

ევროპასა და აზიას შორის უმოკლესი საზღვაო გზის მოსაძებნად, წარმოშობით იტალიელმა და მოღვაწეობით ესპანელმა სახელგანთქმულმა მეზღვაურმა ქრისტეფორე კოლუმბმა (1451-1506წწ) განახორციელა პირველი მოგზაურობა. მას უნდა მიეღწია კეთილსურნელოვანი მცენარეებით, ძვირფასი ქვებითა და ოქროთი მდიდარ ინდოეთამდე.

ქრისტეფორე კოლუმბს აღნიშნული მისიის შესასრულებლად ესპანეთის მტავრობამ გადასცა სამი ხომალდი: “სანტა მარია”, (100 ტონა წყალწყვის), “პინტა”, (60 ტონა წყალწყვის, კაპიტანი მარტინ ალონსი) და “ნინია”, (50 ტონა წყალწყვის, კაპიტანი ვისენტე იანესი). ეკიპაჟი შეირჩა ესპანეთის საზღვაოსნო ქალაქებიდან.

1492 წლის 3 აგვისტოს, დიდი ადმირალის, კოლუმბის მეთაურობით 90 კაცისაგან შემდგარი ფლოტილია დაიძრა ანდალუზიის ნავსადგურ პალოსიდან. სამივე ხომალდის ეკიპაჟმა გადალახა ატლანტიკის ოკეანე და ამავე წლის 12 ოქტომბერს მიაღწეს კუნძულ სანსალვადორს (ბაჰამის არქიპელაგი). შემდეგ მოინახულეს აღნიშნული არქიპელაგის სხვა კუნძულები, აღმოაჩინეს და შეისწავლეს კუბა და ჰაიტი.

კოლუმბის ამ და სხვა ექსპედიციათა (ოტხჯერ მოაწყო) აღმოჩენებს საყოველტაო ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენადაც ამერიკის მიწებიგეოგრაფიულ წარმოდგენათა სფეროში მხოლოდ მისი ნაოსნობის შემდეგ შევიდა. ამ აღმოჩენებმა ხელი შეუწყო შუა საუკუნეთა გეოგრაფიულ მსოფლმხედველობის გადასინჯვასა და კოლონიური იმპერიების წარმოქმნას.

1992 წლის 12 ოქტომბერს მთელმა ცივილიზებულმა კაცობრიობამ დიდი ზეიმით აღნიშნა ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციის მიერ ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის 500 წლისთავი (ქართველებს ამისთვის არ გვეცალა, ერთმანეთში ბრძოლის გამო!) ცხადია, კოლუმბის საყოველთაო დიდებას იზიარებენ ის მამაცი მეზღვაურების, დიდ ადმირალს ექსპედიციებში რომ ახლდნენ.

CHAO GEORGIO MOLASCHCHIA

1972 წლის სექტემბერში, მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ყოფნისას, ნევროლოგიის ცნობილმა სპეციალისტმა, პროფესორმა იური მოლაშხიამ (ამჟამად მრავალი აკადემიის აკადემიკოსმა) “ნუევო ლეონის” შენობათა კომპლექსის დათვალიერებისას ყურადღება მიაპყრო ფოტოატელიეს ლამაზად გაფარმებულ აბრაზე “ფოტოგრაფი მოლაშხია”.

უმჯობესია სიტყვა თვით აკადემიკოს იური მოლაშხიას დავუთმოთ:

“ცხადია, დავინტერესდი და გიდს ვთხოვე შემყოლოდა ფოტოატელიეში. იქ მითხრეს, რომ ბატონი მოლაშხია ატელიეს მფლობელია, რომ ამ ფოტოატელიეს ფილიალები ნიუ იორკსა და მონრეალშიც აქვს. საბედნიეროდ, ამჟამად მექსიკელი მოლაშხია მეხიკოში აღმოჩნდა. მას ჩვენი თხოვნით დაუკავშირდნენ ტელეფონით და მალე წარმოსადეგი გარეგნობის ორმოცი ორმოცდახუთი წლის ვაჟკაცს ვესაუბრებოდი.

_ მე საბჭოტა კავშირიდან ვარ, ვეუბნები. _ მიკვირს, საიდან გაჩნდა ჩემი მოგვარე მექსიკაში?

_ კავკასია თუ იცით? _ მეკითხება.

_მე ხომ კავკასიელი ვარ, ქართველი...

_ჩვენ ნამდვილად ერთი სისხლისა ვყოფილვართ! _ აღტაცებას ვერ ფარავს მექსიკელი. – ჩემი შორეული წინაპრები ქართველები იყვნენ. მათ შესახებ აი, რა გადმოცემაა ჩვენს ოჯახში: მთის სოფელში სამი ძმა მოლაშხია ცხოვრობდა. მათ ვიღაც დიდი ფეოდალი შემოაკვდათ, რომელსაც აუარებელი ქვეშევრდომი და ნათესაობა ჰყავდა. ძმების სოფელში დარჩენა არ შეიძლებოდა. გამოიქცნენ. მდევრებმა უფროსი ძმა დასჭრეს. ის შორეულ ნათესაობასთან დაიმალა. ორი ძმა კი დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ ესპანეთში – ბასკონიაში მოხვდა. ამის შემდეგ ჩვენი გვარის ისტორია დაწვრილებით ვიცი გენეალოგიური რუკიდან. ქრისტეფორე მამაც და ჯანმთელ ადამიანებს ეძებდა თავისი ექსპედიციისათვის. ძმები მოლაშხიები “სანტა მარიას” (რომლის კაპიტანი თვით კოლუმბი იყო) აკიპაჟში მოხვდნენ, კოლუმბთან ერთად ეძებდნენ ინდოეთის გზას დასავლეთისაკენ და ამერიკაში ამოყვეს თავი. უმცროსი ძმა აქვე დარჩა. მე მისი პირდაპირი შთამომავალი ვარ. შუათანა ძმა კი ბასკეთში დაბრუნდა და მისი შთამომავლობა დღესაც იქ ცხოვრობს. მამა-პაპისაგან მსმენია, რომ ჩვენი წინაპრების ქვეყანაში მოლაშხიები ბლომად არიან,

_ იმ დაჭრილი და სამშობლოში დარჩენილ მოლაშხიას შთამომავლები.

მექსიკელმა მოლაშხიამ ოჯახში მიმიწვია, მაგრამ დროის უქონლობა მოვიმიზეზე, რადგან მოგეხსენებათ კგბ-ს იმ დროს რანაირი კუდი შეეძლო გამოება თუნდაც ამგვარი ურთიერთობისათვის. შემდეგაც, ამ მიზეზით, არ ვაქტიურობდი მასალის გამოსაქვეყნებლად. როცა გადავწყვიტე, მაშინ ვერ ვიგრძენი დიდი ენთუზიაზმი პრესისაგან.

_რატომ არ დაიბეჭდა?! ვკითხე ბატონ იურს

_”კომუნისტის“ რედაქციაში ჩემს მიერ მოწოდებული მასალები თვით რედაქტორთან, გიორგი ბედინეიშვილთან ინახებოდა იგი მპირდებოდა, რომ აუცილებლად დაბეჭდავდა, მაგრამ ეს პროცესი რატომღაც გაჭიანურდა. ამასობაში იგი გარდაიცვალა და მასალებიც გაიბნა. ჩემი არაერთგზის თხოვნის შედეგად, მხოლოდ ახლახან აღმოაჩინეს...

ბატონ იურისთან საუბარში დავინტერესდი თუ რა ერქვა ფოტოატელიების მფლობელ მექსიკელ მოლაშხიას.

_ცნობილია, ესპანელებს ბევრი სახელი ჰქვიათ. ჩემმა თანამოგვარემ სახელების ისეთი გრძელი რიგი წარმოსთქვა, რადგან არ ჩამიწერია, დამახსოვრება შეუძლებელი იყო. ოღონდ, ეს არის, ამ სახელებში გიორგიც ერია...

_მეზღვაურ მოლაშხიასაც ხომ გიორგი ერქვა?

_დიახ. ეგ თქვენ უკვე იცით. ჩვენი საუბრის დასასრულს , მექსიკელმა მოლაშხიამ მოიტანა გაყვითლებული და გაცვეთილი საოჯახო წიგნი, სადაც ეს ისტორია იყო მოთხრობილი და რომელშიც ჩართული იყოკოლუმბის მეზღვაურთა სიაც, სადაც რიგში მეექვსე ეწერა CHAO GEORGIO MOLASCHCHIA. სიის ეს მონაკვეთი მან ფოტოზე გადააღებინდა და გადმომცა. ასე, რომ მექსიკელი მოლაშხია თავის სახელებში მეზრვაურ წინაპარსაც ასახელებდა უთუოდ.

ვფიქრობ, რომ ჩემს მიერ ქ. მეხიკოში ნანახი და მოსმენილი შუქსა ფენს დღემდე გამოუკვლევ საკითხსაც თუ რა გზით აღმოჩნდა პირველი ბასკი ამერიკაში. ამასთან დაკავშირებით ცნობილი ამერიკელი მწერალიერსკინ კოლდუელი თავის წიგნში “ამერიკა სიგრძე სიგანით” (Erskin Calwell –Aroun about America, New – York, 1964. გვ. 133-134) აღნიშნავს, რომ: “არ ვიცი როგორ მოხდა პირველი ბასკი ამერიკაში – შესაძლოა ეს იყო ქრისტეფორე კოლუმბის ქარავნის მეზღვაური, რომელიც დარჩა იქ, გაამარიკანელდა და გამდიდრდა”.

“სანტა მარიას” ეკიპაჟის სიაში ინტერესს იწვევს მეზღვაურთა შორის თითქოსდა ქართული წარმომავლობის ლიპუსკუას გვარის დასახელებაც... (სიაში იგი მეოთხეა) თუმცა, დროა შევეშვათ ვარაუდებს... მთავარი ისაა, რომ ეს სია, რომელიც ფოტოზეც არის აღბეჭდილი, ისტორიის ქარტეხილებს არის გამოღწეული. როგორც ცნობილია, არსებობდა ქრ. კოლუმბის პირველი ექსპედიციის დღიური, რომლის ზუსტი ასლი გადააღებინა ესპანეთის მაშინდელმა დედოფალმა, მაგრამ ამ უძვირფასესი დოკუმენტის ორივე პირი 1550 წელს უკვალოდ დაიკარგა. ისტორიას შემორჩა მხოლოდ დედნის კონსპექტი, რომელიც კოლუმბის დღიურის გაცნობის საფუძველზე შეადგინა ესპანელმა ისტორიკოსმა ბართლომე ლას კასასმა (1474-1566). ამ დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენათა ეპოქის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი-ლას კასაასის “ინდოეთის ისტორია” ძვირფას რელიკვიად ჰქონდა მექსიკელ მოლაშხიას. მეზღვაურთა სია სწორედ იქიდან გახდა ცნობილი.

ბატონი იურის მონათხრობს დავუმატებდით, რომ საუკუნეთა ჟამთა სვლის შემდეგ, წარმოუდგენლად ძნელია დადგენა იმისა, თუ რატომ არ წერია სიაში მეორე ძმა მოლაშხია, რომელთა შთამომავალნიც თურმე ბასკეთში ცხოვრობენ, მაგრამ თვით მთელი ეს ისტორია სარწმუნოც არის და ძალზე საინტერესოც. ცხადია, კარგი იქნება თუ მოხერხდება ამ ისტორიის უფრო გამოწვლილვით შესწავლა, ძმები მოლაშხიების ნაკვალევზე შთამომავალთა ძიება, ამერიკელ, ბასკ და ქართველ მოლაშხიათა ურთიერთობის ხიდების გადება, მაგრამ ეს ალბათ უკეთეს დროთათვის უნდა გადაიდოს, ხოლო იმ დღეებამდე მეხსიერებამ უნდა შემოინახოს ამ საინტერესო მოვლენის ნათელი ხსოვნა.

пятница, 11 января 2013 г.

ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი.

მამა გიორგი ბასილაძე (5 წიგნი)

ფეხით მოსიარულე 1,2 . ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი . თავნი და ბოლონი იტყვიან გიორგი .ძალა და თავისუფლება.


http://asketi.you.ge/forum/31-22-1#84







პატრიოტული კლიპები.

პატრიოტული კლიპები.

http://www.useug.com/patriot.html
Georgian Heroes - ღიმილის ბიჭები.



მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,

ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა.

მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...




აგვისტოს ომის სამაგალითო ქართველი გმირი .
ლაშა ბერულავა.


„მნიშვნელობა არა აქვს, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგანაც ბოლო მაინც ეგ არის. მთავარია თუ – როგორ მოკვდები. და რის ჩადენას მოასწრებ...“ – გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“.


დღეს საქართველოში თითქმის ყველამ იცის, ვინ იყო გიორგი ანწუხელიძე. იციან, რომ საქართველოს ერთგულმა ჯარისკაცმა, 2008 წელს, რუსეთ–საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილმა, ოსური ბანდფორმირებებისა და რუსი ოკუპანტების მხრიდან სასტიკი წამების მიუხედავად, არც დაიჩოქა, არც საქართველოს დროშას დააბიჯა ფეხი და არც მიწას აკოცა, რასაც ასე დაჟინებით ითხოვდნენ მისგან. მისი წამების დროს, როცა ვერ გატეხეს, რამდენიმე გაოცდა კიდეც. „რა მაგარი ვინმეა, უყურებ?“, – ისმის ვიდეოში, რომელიც ერთ–ერთმა ჯალათმა გადაიღო. მტრები გააოცა ქართველი ჯარისკაცის სიმტკიცემ, მაგრამ ისინი მე–13 საუკუნის მონღოლებზე დაბალი შეგნებისანი აღმოჩნდნენ – გორგი ანწუხელიძეს ცოტნე დადიანის მსგავსად კი არ მოექცნენ, ჯერ წიხლებით შესდგნენ, მერე კი დახვრიტეს. როცა გიორგის ცხედარი, ბოლოს და ბოლოს, იპოვეს, მას არცერთი კბილი არ ჰქონდა შერჩენილი... სახეში ურტყამდნენ, ეკითხებოდნენ, გუშინ რა ადგილას იყავით პოზიციებზეო, თავზე ფეხს ადგამდნენ და ზურგსუკან ხელებშეკრული ჯარისკაცის ქედის მოდრეკას ცდილობდნენ, რათა მას მიწისთვის ეკოცნა, მაგრამ გიორგი, როგორც კი ჩექმას კისრიდან მოაცილებდნენ, თავს მაღლა სწევდა და მხოლოდ სისხლს აფურთხებდა. ყველა კითხვაზე ერთსა და იმავეს ლუღლუღებდა: „აზრზე არ ვარ...“

გიორგი ანწუხელიძე ალვანელი თუში იყო და ომამდე და ჯარისკაცობამდე ისევე ცხოვრობდა, როგორც ჩვეულებრივი, მთის მოყვარული და მთის შვილი ბიჭები ცხოვრობენ. მერე იყო ჯარისკაცობა, ერაყი და 2008 წლის აგვისტო. იგი 41–ე ბატალიონის ჯარისკაცი გახლდათ...

9 აგვისტოს გაუჩინარებული გიორგის ასავალ–დასავალი არავინ იცოდა. 5 თვის განმავლობაში არ ჩანდა. 5 თვის განმავლობაში, მისი ოჯახის წევრებს მისი გამოჩენის იმედი არ დაუკარგავთ. მერე კი საზარელი ამბავი შეიტყვეს. მაგრამ მთავარი გამოცდა წინ ელოდათ. ომის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში ინტერნეტით გავრცელდა გიორგი ანწუხელიძის წამების კადრები. დაუდგენელია, ვინ ატვირთა ეს კადრები ინტერნეტში, მაგრამ ფაქტია, რომ ჯალათებმა, მათდაუნებურად, დიდი სამსახური გაუწიეს გიორგის გმირობის პოპულარიზაციას: მისი გმირობის შესახებ უკვე არამარტო საქართველოში იციან. გიორგის მეუღლემ, მაკამ ამ საზარელი კადრების მხოლოდ დასაწყისი ნახა... დღემდე ვერ სძლია თავს, რომ დანარჩენს უყუროს...

სხვათა შორის, 2009 წელს შსს–ს თანამშრომლებმა ოსი ბოევიკი, ცხინვალის მილიციის ერთ–ერთი შეფი, სოსლან პუხაევი დააკავეს, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში აქტიურად მონაწილეობდა. იგი კადრებში არ ჩანს, მაგრამ ისმის ხმა, როგორ აგინებს ქართველ ჯარისკაცს და ეუბნება: „მიწას იკოცე!“. ალბათ, ქართველი ჯარისკაცის წამების დროს პუხაევი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში მას მოუწევდა ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა.

*********************************************************************

რუსეთ-საქართველოს ომის გმირები (2008)
http://ka.wikipedia.org/wiki/რუსეთ-საქართველოს_ომის_გმირები_(2008)

ნიკო გომელაური.

ნიკო გომელაური.
ნიკოლოზ (ნიკო) გომელაური (დ. 12 ივლისი, 1970, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 13 აპრილი, 2010, თბილისი, საქართველო), ქართველი მსახიობი და პოეტი.

1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა გრიბოედოვის თეატრში. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი.

2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო. გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ

 
ნიკო გომელაურის ლექსების კრებული.

.ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
 ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა.
***
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
***
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა…
***
http://laliko.com/bookhouse/poezia/5330-niko-gomelauris-lesebis-krebuli.html

ტურინის სუდარა.

ტურინის სუდარა.
ინო ჭელიძე.

წმ. სუდარის გამოკვლევა დღესაც გრძელდება. მას იკვლევენ განსხვავებული აღმსარებლობის და სხვადასხვა მეცნიერების წამყვანი სპეციალისტები. რადგანაც, მეცნიერებს ზოგჯერ კონკრეტული საკითხის მიმართ განსხვავებული შეხედულებები გააჩნიათ, ამიტომ ამ ნაშრომში თქვენ შეხვდებით ურთიერთ გამომრიცხავ ინფორმაციას, მაგრამ ის, რომ ეს ნამდვილად უფლის წმიდა სუდარაა ამის შესახებ მეცნიერები დიდი ხანია რაც აღარ დაობენ.
ტურინის სუდარა არის ასახვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ვნებათა და მისი დიდებით მოსილი აღდგომის დამამტკიცებელი საბუთი. ერთ-ერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი მას უწოდებს „მეხუთე სახარებას„, იმდენად დაწვრილებით არის აღბეჭდილი ის ვნებები, რომლებიც მასში გახვეულ ღრმერთკაცს მიაყენეს.

ისტორიული წყაროები მოწმობენ სუდარის არსებობას. ჯერ კიდევ მე-7 ს-ში ეპისკოპოსი ბროლიონის ტექსტიდან ვხვდებით, რომ მის ეპოქაში იცოდნენ სუდარის შესახებ, რომელსაც ინახავდა ეკლესია. მე-12 საუკუნეში იმპერატორი ემანუელ კომნენი უჩვენებდა სუდარას იერუსალიმის მეფე ამოსს. რობერტ დე კლარი, მე-4 ჯვაროსნული ლაშქრობის მემატიანე, მოგვითხრობს, რომ ვლაქერნის ღვისმშობლის ტაძარში სუდარას გამოასვენებდნენ პარასკევობით. მასზე „ნათლად ჩანდა უფლის სახე„. ბიზანტიური წყაროები მოწმობენ ნათებაზე სუდარისა. 1204 წ. ჯვაროსნებმა დაარბიეს ბიზანტია. სუდარა საუკუნენახევრის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა.

1355 წ. სუდარა გახდა საკუთრება გრაფ გოტფრიდ დერმანი I-სა. 1452 წ. 22 მარტს გაურკვეველი მიზეზების გამო გოტფრიდ I-ის შვილიშვილმა სუდარა გადასცა ლუდოვიკო სავოელის მეუღლეს. ამადეი მეცხრემ, ლუდოვიკოს ძემ ბრძანა შამბერისეულ ციხე-კოშკში ეკვდერის აგება სუდარის შესანახად. 1532 წ-ის 4 დეკემბერს ღამით ეკვდერში გაჩნდა ხანძარი. მონასტრის ორმა ძმამ და ერთმა მჭედელმა ძლივს მოახერხეს სუდარის ცეცხლის ალიდან გამოხსნა. კიდობანი, რომელშიც ინახებოდა იგი, ნაწილობრივ დადნა და გააფუჭა გადაკეცილი სუდარა. 1534 წ. იგი გადასცეს შამბერის მონაზვნებს, რათა გაემაგრებინათ დაზიანებული ადგილები.

1578 წ. სავოის ჰერცოგმა ემანუელ ფილიბერტმა და მისმა მეუღლემ გადაიტანეს სუდარა თავიანთ ციხე-კოშკში, ტურინში, იტალიის ჩრდილო დასავლეთით. 1694 წ. ემანუელ ფილიბერტის მემკვიდრეებმა აღაგეს შავი მარმარილოს ეკვდერი, რომელიც მიუერთეს წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარს. იქ გადაასვენეს სუდარა და დაასვენეს ტრაპეზე, გუმბათის ქვეშ. სუდარა სავოის ჰერცოგთა სასახლის საკუთრებაა. იგი ინახებოდა ვერცხლის ზანდუკში. ზანდუკს ჰქონდა სამი კლიტე. ერთი გასაღები სავოის ჰერცოგის შთამომავლის იყო, მეორე ტურინის მთავარეპისკოპოსის, მესამე კი ეკვდერში მომსახურერ სამღვდელოებას ჰქონდა. (დღეს სუდარას იცავს ტყვიაგაუმტარი შუშა და აპარატი, რომელიც ქმნის ყველა საჭირო პირობას სუდარის შესანახად).

მიუხედავად ზემოდ თქმულისა, მეცნიერები დიდხანს დაობდნენ სუდარის ასაკთან დაკავშირებით. 1978 წ გამოკვლევებს სათავეში ჩაუდგა ლაზერული ოპტიკის სპეციალისტი, აშშ-ს სამხედრო ძალების აკადემიის ფიზიკის დ-რი ჯონ ჯექსონი. 1987 წ რომის პაპმა ნება დართო ქსოვილიდან მოეჭრათ მცირე ნაწილი, რათა მეცნიერებს დაედგინათ ქსოვილის ასაკი რადიონახშირბადული მეთოდით, რომელსაც ტრადიციულად იყენებენ არქეოლოგები. გამოკვლევები ჩაატარეს ოქსფორდის, არიზონის და შვეიცარიის ინსტიტუტების ლაბორატორიებში. აქ აჩვენა, რომ სუდარა არის შექმნილი 1260-1390 წლებში. რატომ არის ეს მოსაზრება მცდარი? ჯერ ერთი ზემოდ თქმული ისტორიული ცნობები საპირისპიროს გვიჩვენებს, მეორეც სამივე ლაბორატორიაში კვლევის ერთნაირი მეთოდი ჰქონდათ. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა დიმიტრი კუზნეცოვმა განმარტა: „ჩვენ აღმოვაჩინეთ პროცესები, რომლებიც „ამატებენ" ნახშირბადს ქსოვილში, რაც დიდ ცდომილებას იწვევს ქსოვილის ასაკის დადგენაში. მაგ. ზედმეტი ნახშირბადი შეიძლება გაჩენილიყო ძლიერი გახურების გამო." რუს მეცნიერს მხარი აუბეს იტალიელებმაც.

სუდარა სამჯერ იყო ხანძარში მოხვედრილი, როგორც ავღნიშნეთ პირველი ხანძარი მოხდა 1532 წ. მეორე ხანძრის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს, ამის შესახებ თავად სუდარა მოგვითხრობს. 1977 წ. რეი როჯერსმა, რომელიც „თერმული მოქმედებების" სპეციალისტი იყო, პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე ყურადღება შეაჩერა სუდარაზე შემორჩენილ ხანძრის ნაკვალებზე. მისმა კვლევებმა ცხადყო, რომ სუდარაზე გარდა შამბერის ხანძრის ანბეჭდებისა სხვა ხანძრის კვალიც ჩანს. ბოლო ხანძარი მოხდა 1997 წ. აპრილში საბედნიეროდ სუდარა არ დაზიანებულა. (არსებობს ვარაუდი, რომ ხანძრები სპეციალურად იყო გაჩენილი, რათა სუდარა განადგურებულიყო).

უნგრეთში არის მანუსკრიპტი, რომელიც თარიღდება 1190 წ-ით მასზე არის გამოსახულება ქრისტეს დასაფლავებისა და აღდგომისა. ნახატი შეიცავს ისეთ დეტალებს, რომლებიც მხატვარს შეეძლო ენახა მხოლოდ სუდარაზე.

1982 წ. პროფესორმა ვანგერმა შენიშნა 46 საერთო შტრიხი სუდარაზე აღბეჭდილ სახესა და წმ. სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში არსებულ მე-6 ს-ის მაცხოვრის მოზაიკას შორის. მანვე იპოვა 63 საერთო შტრიხი სუდარაზე აღბეჭდილ მაცხოვრის სახესა და მე-7 ს-ში გამოშვებულ იუსტინიანე მეორის (692-695) ოქროს მონეტაზე.

1898 წ. 26 მაისს ტურინში რელიგიურ ხელოვნების გამოფენასთან დაკავშირებით სუდარა გამოასვენეს ხალხის წინაშე. იტალიელმა არქეოლოგმა, ადვოკატმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა სეკონდო პიამ სუდარას გადაუღო პირველი ფოტო 50x60-ზე. სუდარა გამოისახა ფოტოგრაფიული ნეგატივის სახით, რომელიც არსებობდა 19 ს-ით ადრე იქამდე სანამ კაცობრიობამ გაიგო რა არის ფოტოგრაფია. ფირფიტაზე გამოისახა უფლის მთელი სხეული სახის ნეტარი იერით. ამ სურათის გამო პიას 30 წ. განმავლობაში არაერთი უსიამოვნება შეემთხვა. ზოგს ეს უბრალო სასწაული ეგონა, ზოგს კი დაზიანებული ფირფიტის შედეგი. მოგვიანებით ანატომ პათოლოგმა ივეს დელაგმა უცნაური ნეგატივები გამოიკვლია და დაადგინა, რომ ეს გვამის ანაბეჭდი იყო. მეცნიერი ფიქრობდა, რომ ეს მაცხოვრის ჯვარცმული სხეულია, მაგრამ ეს მოსაზრება დელაგს ცრურწმენაში ჩაუთვლეს და ნაშრომი არ გამოუქვეყნეს.

1931 წლის 3 მაისს ფოტოგრაფმა ჯუზეპე ენრიმ მეორედ გადაუღო ფოტო სუდარას. მეცნიერების გასაკვირად ნეგატივზე კვლავ აისახა გვამის ანაბეჭდი. იმ დროისთვის ევროპის მრავალ ეკლესიებში ინახებოდა სუდარები ადამიანის სხეულის გამოსახულებით. ენრიმ მათაც გადაუღო სურათები, მაგრამ ნეგატივებზე გადასული გამოსახულება არ იკითხებოდა.

1973 წ. სუდარას შემოაკრიჭეს ძაფის ნაჭრები, რომლებიც ცნობილ ფეიქარ-ექსპერტს ჯილბერ რიზს გადასცეს. მისი გამოკვლების თანახმად წმ. სუდარის სიგრძე არის 4,1 მ-დან 4,36 მ-მდე. სიგანე 1,1მ. სუდარად გამოყენებულია სელის ტილო. იგი პალესტინელებისათვის დამახასიათებელი წესითაა დამზადებული. ძაფი თითისტარზეა დახვეული და ძველი წესისამებრ გათეთრებული. ნაქსოვია ნაძვისებურად. მის ბოჭკოებში შეინიშნება ბამბა. ეს გვიჩვენებს, რომ სუდარა დამზადებული იყო ახლო აღმოსავლეთში.

1993 წ. რებეკა ჯექსონმა გააკეთა სენსაციური განცხადება, რომ ტურინის სუდარად გამოყენებულია ტილო, რიმელიც თავდაპირველად იყო გადაფარებული იმ მაგიდაზე სადაც „საიდუმლო სერობა" გაიმართა. იუდეველები პასექისათვის იყენებენ მხოლოდ ახალ სუფრას. რებეკა ჯექსონის აზრით იოსებ არიმათიელი იყო წევრი ოფიციალური ებრაული დამკრძალავი საზოგადოების (CHEVRAH KIDUSHA) ამ გზით მას შეეძლო ფორმალურად მოეთხოვა უფლის სხეული პილატესაგან, მაგრამ არ ჰქონდათ საკმარისი დრო, რათა მზის ჩასვლამდე ეშოვა ასე ვთქვათ „კანონიკური" ტილო და გამოიყენა ის სუფრა, რომელიც საიდუმლო სერობისას მაგიდაზე იყო გადაფარებული. ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ სუდარა პასუხობს ყველა იმ მოთხოვნებს, რომლებიც საჭიროა ებრაული დასაფლავების რიტუალისათვის და აქვს ზუსტი ზომები, რათა გამოეყენებინათ გადასაფარაბლად პასექის მაგიდისთვის 13 კაცზე. (საპირისპიროა მოთხრობილი მარკოზის სახარებაში (15, 46) „მან (იოსებ არიმათიელმა) იყიდა ტილო, გარდამოხსნა იგი, შემოახვია ტილო და დაასვანა სამარხში, რომელიც კლდეში იყო ნაკვეთი, და ლოდი მიაგორა სამარხის კარზე").

წმ. სუდარაზე არსებულ ადამიანის სხეულის ანაბეჭდის სიმაღლე დაახლოებით 178-80 სმ-ია წონა 75-80 კგ ასაკი 30-45 წ. იმიტომაა მიახლოებითი ზომები, რომ მაცხოვარს ფეხები მოკეცილი ქონდა მუხლებში, თავი ედო ქვის შემაღლებულ ბალიშზე. იერუსალიმის ახლოს აღმოჩენილი I ს-ის საფლავებში დასაფლავებული მამაკაცების საშუალო სიმაღლე 178 სმ-ია. სუდარის მფლობელი იუდაური წესითაა დაკრძალული. ცხედარს სუდარის ერთ ნახევარზე აწვენდნენ, მეორე ნახევარს თავის ზემოდ გადაატარებდნენ, ამის შემდეგ ტილოებს შემოახვევდნენ. ასევე იყო გახვეული ლაზარე რომელიც უფალმა მკვდრეთით აღადგინა.

1973 წ. შვეიცარიელ კრიმინოლოგს მაქს ფრეის ნება დართეს ლაბორატორიული ანალიზისათვის სუდარიდან მტვერი და სხვა ნაწილები აეღო. წმ. სუდარაზე აღმოჩნდა 58 ტიპის ყვავილის მტვერი. თავდაპირველად მან ვერ ამოიცნო ისინი, რადგანაც ასეთი მცენარეები არ ხარობენ ევროპაში. ფრეიმ 7-ჯერ იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში და 1978 წ. დაადგინა, რომ 58 ტიპის ყვავილის მტვრიდან 13 იზრდება პალესტინის უდაბნოში და მკვდარი ზღვის მიდამოებში, 20 - სამხრეთ-დასავლეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში. 16 სახეობა ეკუთვნის ისეთ მცენარეებს, რომლებიც იზრდებიან სხვადასხვა ადგილებში, ევროპის ჩათვლით. დ-რ ფრეის აზრით სუდარა იმყოფებოდა პირდაპირ კონტაქტში გარემოცვასთან ძველ პალესტინაში, ძველი ედესის ტერიტორიაზე და კონსტანტინეპოლში. ეს ყოველივე ადასტურებს ინფორმაციას ტურინის სუდარის გადაადგილებასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით ფრანგმა პროფ. ვანგერმა სუდარაზე სხეულის გარშემო იპოვა 28 სახეობის ყვავილის ანაბეჭი. 20 მათგანი ხარობს იერუსალიმში, ხოლო 8 იერუსალიმიდან 12 მილის შემოგარანში. ისინი იშლებიან მარტსა და აპრილში. ეს ზუსტად აღდგომის პერიოდს ემთხვევა. 1995 წ. ყოველივე ზემოდ თქმული დაადასტურა იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორ ბოტანიკოსმა კოსმა დენინმა.

1931 წ. ფრენცის ფილასმა სუდარაზე თვალების არეში დააფიქსირა ორი ჭიკარტის მაგვარი საგანი. ეს მონეტებია. ებრაული ტრადიციით მიცვალებულს თვალებზე ადებდნენ მონეტებს, რათა არ გახელოდათ. მონეტები მოჭრილია იუდეის პრეფექტის პონტოელი პილატეს დროს 29-30 ან 30-31 წლებში. ამიტომ ამ მონეტებს „პილატეს ლეპტა" ეწოდებათ. მონეტებზე წარწერებში დაშვებულია გრამატიკული შეცდომები. სიტყვებში „ტიბერიუსში" და „იმპერატორში" ლათინური და ბერძნული ასოებია აღრეული. თავდაპირველად ეს მეცნიერებს აბსურდული ეგონათ, მაგრან კერძო კოლექციებში მოძიებულ მონეტებზე იგივე შეცდომები იპოვეს. მეცნიერების აზრით ამის მიზეზი ისაა, რომ მონეტების უმრავლესობა იჭრებოდა პროვინციებში და საკმაოდ დაბალი ხარისხის იყო. 1979 წ. გათხრებისას ერთ-ერთ ებრაულ საფლავში თავის ქალაში იპოვეს ორი მონეტა მოჭრილი 44-45 წლებში. მათზეც აღმოჩნდა იგივე გრამატიკული შეცდომები.

წმ. სუდარაზე აღბეჭდილი უფლის სხეული დაზიანებულია მათრახების ცემით, რომლებსაც ბოლოებში ჰქონდათ სიმძიმეები ძვლის ან ტყვიის სახით. რომაულ მათრახს „ფლაგრუმს" უწოდებენ. მას აკეთებდნენ მშრალი ტყავის ღვედებისაგან. ბიოლოგმა პოლ ჯოზეფ ვინიონმა სუდარის შესწავლისას აღადგინა ეს მათრახები. ისინი ერთმანეთისაგან 3 სმ-ით დაშორებულ 2-3 წვრილი ღვედებისაგან შედგებოდა და მოკლე ტარაზე იყო მიმაგრებული. ჯარისკაცები უფალს სცემდნენ 3 სახის მათრახით. სუდარაზე აღბეჭდილია არანაკლებ 98-100 დარტყმა, რომლებიც მთელი სიძლიერით არის მიყენებული. 59 დარტყმა მიყენებულია 3 წვერა მათრახით, 18 - 2 წვერიანით და 21 ერთ წვერა მათრახით. ებრაელთა კანონის მიხედვით მათრახების დარტყმის რაოდენობა არ უნდა გასცილებოდა 39-ს. ამ ზღვარს არ იცნობდნენ რომაელები, რადგანაც გვემა ყოველთვის წინ უსწრებდა ჯვარცმას, ისინი არ თვლიდნენ საჭიროდ სასიკვდილოდ განწირული ადამიანის დაზოგვას.

მაცხოვრის ჭრილობათა ფორმა გავს ციფრ „8", ვინაიდან კანი დაგლეჯილი იყო მათრახის ბურთულებისაგან. დარტყმები ყველაზე მეტად ამჩნევია მხრებს, ზურგს და წელს. რადგანაც დასჯილს აშიშვლებდნენ და აბამდნენ 70-სმ. სვეტზე, რის შედეგადაც მკერდი იყო დაფარული. ამასთანავე, დარტყმები იმდენად ძლიერი იყო, რომ გულის მხარეს არ ურტყამდნენ, რათა გული არ გახეთქოდა. გასათვალისწინებელია, რომ ჯარისკაცებს პილატესაგან იესოს მოკვლა არ ჰქონდათ ნაბრძანები. ღვედები გვემის დროს გარს ერტყმოდნენ წვივებს, განსაკუთრებით მარცხენა ფეხისას. ისიც კი არის დადასტურებული, რომ ერთი ჯალათი მაღალი იყო, მეორე დაბალი და მარცხნივ და მარჯვნივ იდგნენ.

პირველი შეურაცხება უფლისა გაცილებით ადრე მოხდა, სინედრიონის მიერ დაკითხვის შემდეგ: „მაშინ ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა და ხურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს" (მათე 26, 67). სუდარაზე სახის ანაბეჭდები ატარებენ კვალს სახეში გაწნული სილებისა და შემოკრული მუშტებისა.

კარლეტო კუნი აღწერს ეთნიკურ წარმომავლობას: გარდაცვლილი ეკუთვნის სემიტურ ტიპს. თმა გრძელია. წვერი მოკლე, ორივე შუაზეა გაყოფილი. ასეთი ვარცხნილობა ახასიათებდათ ანტიკური დროის ებრაელებს. ერთმა მეცნიერ ანთროპოლოგმა უთხრა ა.ლეგრანს, რომელიც ასევე სუდარას იკვლევდა, რომ მას არა აქვს არავითარი საფუძველი უარყოს სემიტური სახის ანაბეჭდი და რომ სუდარა ერთადერთი სანდო ძეგლია, რომლის მიხედვით შესაძლებელია ანროპოლოგიური შესწავლა ებრაელებისა განთესვამდე.

წმ. სუდარა გვიდასტურებს მაცხოვრის გოლგოთის გზაზე მსვლელობისას, დაცემის შედეგად მიღებულ დაზიანებებსაც. „ ხოლო მათ აღჰკიდეს ჯვარი და, ვითარცა დასჯილსა, რამეთუ ძელსა მისცა შეხებად იზმინდეს, ამისთვისცა თავადსა აჰკიდეს, და ვითარცა წარვლესრე, პოვეს სვიმონ კვირინელი...და მერმე აღიღეს უფლისაგან და მას ზედა დადვეს იგი." მაცხოვრის ორივე მუხლზე ჩანს წაქცევის კვალი. მარცხენა ფეხის მუხლი გაყვლეფილია კვლავწაქცევებისაგან. დაცემის შედეგად ჯვარი ძლიერ ტრამვას აყენებდა მარცხენა ბეჭზე. ცხვირის წვერის და მუხლების სისხლთან შერეულია მტვერი. საბოლოო ანალიზებმა აჩვენეს, რომ ეს მტვერი ერთნაირი სახეობისაა.

რომაელი ჯარისკაცები სიკვდილმისჯილს ხშირად თამაშის საგნად აქცევდნენ. მაცხოვარსაც ამგვარად მოექცნენ. მათ შეუცვალეს ზედა სამოსი მეწამული მატერიის ნაჭრით ან ძველი წითელი ჯარისკაცული მოსასხამით. შეთხზეს ეკლის გვირგვინი და მარჯვენა ხელში დააჭერინეს ჯოხი. იჩოქებდნენ მის წინაშე, ვითომდაც თაყვანს სცემდნენ. შემდეგ გამოსტაცებდნენ ჯოხს, ურტყამდნენ ეკლის გვირგვინიან თავში და სახეში. (იოანე 19, 2-3). უფალს გამსკდარი ჰქონდა წარბი, მარჯვენა ქუთუთო გახეული, ცხვირი და მარჯვენა ლოყა ძლიერ გასიებული. დარტყმები მიყენებულია სავარაუდოდ 4-5 სმ. სისქის ჯოხით. სუდარაზე აღბეჭდილი თავი დაფარულია სისხლის მდინარეებით. გვირგვინს ჰქონდა არა სალტის არამედ მიტრის ფორმა, რაც აღმოსავლეთში ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა. ეკლის გვირგვინზე ყოველი დარტყმის შედეგად ეკლები თავს ესობოდნენ სულ უფრო ღრმად. აღნიშნულია 30 ღრმა ჭრილობა თავსა და თხემზე.

იმ დროისათვის ჯვარზე სიკვდილი ითვლებოდა ყველაზე მძიმედ და სამარცხვინოდ. ჯვარცმის წინ გვემის გამო სიკვდილმისჯილები განიცდიდნენ საზარელ წყურვილს. ბუზები და კოღოები ღრუბლად გროვდებოდნენ დაწყლულებულ სხეულზე. სისხლის სუნზე ძაღლები მიდიოდნენ და გლეჯდნენ მათ ფეხებს.

გასული საუკუნის 30-ან წლებში ჯუზეპე ენრის მიერ გადაღებულ ფოტო სურათზე დაკვირვებისას, სამხედრო ქირურგმა პიერ ბარბემ (იგი ათეისტი იყო და სუდარაზე ჩატარებული კვლევების შემდეგ აღიარა ღმერთის არსებობა) შენიშნა, რომ სამსჭვალები ხელის სახსრის ზედა ნაწილზეა მოთავსებული. რომაელმა ჯარისკაცებმა გამოცდილებით უკვე იცოდნენ თუ რა ადგილას უნდა მოხვედრილიყო სამსჭვალი, კერძოდ ხელის სახსრის ორ დიდ ძვალს შორის. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლო სხეულს ჯვარზე გაჩერება. თუმცა ეს აუტანელ ტკივილთან იყო დაკავშირებული. ჯვარზე აღსრულების სისასტიკე ბევრად იყო დამოკიდებული იმაზე თუ რა სახით აცვამდნენ ჯვარს. ჯვარზე გაკვრის რამდენიმე ვარიანტი არსებობდა. პირველი ვერსიით ჯვარცმულს ხშირად კიდურებს უმაგრებდნენ თოკით. მეორე ვერსიით მარტო ხელებით აცვამდნენ ჯვარს. ამ დროს ხელები საოცრად დაჭიმული იყო და ჯვარცმულს უჭირდა ჰაერის ჩასუნთქვა. მესამე ვერსიით სიკვდილ მისჯილი ქვედა და ზედა კიდურებით იყო მიმსჭვალული. ხშირად ფეხების ქვემოთ საყრდენ ფიცარს აჭედებდნენ. მეოთხე ვარიანტი გულისხმობდა ჯვარცმას ყოველგვარი საყრდენის გარეშე. იმ დროს ჯვარცმისთვის გათვალისწინებული იყო მაღალი და დაბალი ჯვრები. ჯვრის სიმდაბლის გამო ჯვარცმულს ხშირად მხეცები გლეჯდნენ. მაცხოვრის ჯვარცმისთვის მაღალი ჯვარი შეარჩიეს, რათა ამ სასჯელისთვის ყველას ეცქირა მაღალი ადგილიდან და მაღალი ჯვრიდან.

მაცხოვრის მაჯიდან სისხლი ორი კუთხით მოედინებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯვარცმული მდგომარეობას იცვლიდა. სუდარაზე აღბეჭდილ ადამიანს ორივე ცერა თითი აქვს მოკეცილი. როცა სამსჭვალით მაჯა იხვრიტება ზიანდება მაჯაში გამავალი ცენტრალური ნერვი და თითი აღარ იშლება. 1968 წ. იერუსალიმის ახლოს იპოვეს სამარხი, რომელშიც 35 კაცი იყო დასაფლავებული. ერთ-ერთ გარდაცვლილს იოაქანაანი ერქვა. მას წვივები ჰქონდა გადამტვრეული, აქედან ჩანს, რომ ჯვარს უცვიათ. ლურსმანი ზედ ჯვრიდან შერჩენილი, ზეთისხილის ხის ნაფოტით ქუსლში ჰქონდა გაჩრილი. ლურსმანმა, რომელიც მას მკლავში ჩაასვეს მაჯასთან ახლოს დატოვა ადვილად გასარჩევი ნაკაწრი. ამ სამსჭვალის სიგრძე 11 სანტიმეტრია.

მაცხოვრის გარდაცვალების შესახებ არსებობს 2 თეორია: გაგუდვა და გულის გაჩერება სისხლის წნევის უეცარი დავარდნით. ანთროპოლ ანატომების აზრით ჯვარცმის დროს ადამიანს იმგვარი მდგომარეობა უკავია, რომ მის კუნთებს აღარ აქვს უნარი ფილტვები გააფართოოს. იმისთვის, რომ ადამიანმა ეს მოახერხოს, საჭიროა დაეყრდნოს ფეხებს, წამოიწიოს ოდნავ და ჰაერი ჩაისუნთქოს, მაგრამ წამოწევა შეუძლებელია, რადგან ორივე ფეხი მილურსმულია. ამიტომ ხან ერთი მხარი უნდა წამოსწიოს და ოდნავ ზევით აიწიოს, ხან მეორე, წმ. სუდარაზე ჩანს, რომ უფალს ორივე მხარი ჰქონდა გახეხილი ე.ი რაღაც საგანს ეხახუნებოდა ხანგრძლივად. გავიხსენოთ, სისხლის ნაკადი ორ კუთხად ჩამოდიოდა მაჯიდან, იმიტომ, რომ ხელი ტრიალებდა სამსჭვალის გარშემო.

ჯვარცმულის სიკვდილის დასაჩქარებლად მიღებული იყო წვივების გადამტვრევა, რის გარეშეც მათ უნდა ეტანჯათ კიდევ ორი დღე. ჯარისკაცებმა წვივები გადაუმტვრიეს ორ ავაზაკს. „ხოლო მო-რაი-ვიდეს იესუისა და იხილეს იგი, რამეთუ მომკვდარი იყო, არა განუტეხნეს წვივნი მისნი" (იოანე 19, 33). „...არამედ ჰურიათა მომადლებისათვის ლახურითა უგუმირეს გვერდსა და მკვდარსა მას გვამსა ჰგვემდესვე" (წმ. იოანე ოქროპირი). „...და მეყვსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი" (იოანე 19, 34). მეცხრამეტე საუკუნის უღმერთო კრიტიკოსები (შტრაუსი, ბაუერი, შლაიერმარხელი) უარყოფდნენ იოანე მოციქულის ამ მოწმობას. ამტკიცებდნენ, რომ სისხლი გვამში რჩება თხევად მდგომარეობაში არა უმეტეს 1 საათისა. მათი აზრით წყალი გამოეყოფა სისხლს მხოლოდ გვამის სრული გახრწნის შემდეგ ან იმ შემთხვევაში როცა სიკვდილი გამოწვეულია ტიფით ან წყალმანკით. რუსი მღვდელი ბუტკევიჩი თავის წიგნში „ცხოვრება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი" აღნიშნავდა, რომ შუბით განგმირვა მოხდა სიკვდილის შემდეგ ძალიან მალე. რომაელები შუბს იმგვარად უმიზნებდნენ, რომ გვერდიდან გულისაკენ მიდიოდა რაც გარდაუვალ სიკვდილს იწვევდა. დოქტორი ბარბე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუბმა გაიარა მეექვსე ნეკნი, განგმირა მეხუთე ნეკთაშორისი პლევრა და ფილტვი. შემდეგ პერიკარდიუმი, რომელშიც გულია მოთავსებული, როგორც პარკში და უწია გულის მარჯვენა წინაგულს. სიკვდილის შემდეგ სისხლი გროვდება წინაგულში. თუ შუბით განგმირვა მოხდებოდა მარცხენა მხრიდან, მაშინ შუბი გაივლიდა ფილტვებში, ის შეიკუმშებოდა და აღარ მისცემდა სისხლს გამოდენის საშუალებას. სისხლი გულიდან გამოვიდა „ფილტვის ღრუს" მეშვეობით, რომელის გვამში ღიად მოჩანს.

ებრაელები ხმარობდნენ დიდი რაოდენობით ნელსაცხებლებს, რომლითაც გარდაცვლილ სხეულს ფარავდნენ განბანვის შემდეგ. ამ შემთხვევაში დროის სიმცირის გამო ეს ჩვეულება ვერ აღასრულეს. გოლგოთის მთიდამ 50 ნაბიჯზე იოსებ არიმათიელს თავისთვის განმზადებული ჰქონდა საფლავი. პასექის მზადებისა და სიჩქარის გამო გადაწყვიტეს იქ დაესაფლავებინათ მაცხოვრის სხეული. განბანილი სხეული სუდარაზე არ დატოვებდა ისეთ კვალს როგორსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ნიკოდიმოსმა და იოსებ არიმათიელმა იუდეველთა ჩვეულებისამებრ იესოს სხეული ნელსაცხებლიანი ტილოებით შეგრაგნეს. ნელსაცხებელი იყო გრანულების სახით მურისა და ალოეს ნაზავი. ამ რაოდენობის არომატები შეაფერხებდნენ გვამის ხრწნას და შეაძლებინებდნენ შაბათის შემდეგ რიტუალის გაგრძელებას. შაბათის გამო ვაჭრობა აკრძალული იყო, ამიტომ მენელსაცხებლე დედანი კვირა დილით მივიდნენ, რათა დაემთავრებინათ დაკრძალვის რიტუალი.

„მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი, და სუდარა იგი, რომელი იყო თავსა მისსა არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თვისაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა"(იოანე 20, 6-7). ვინინის აზრით „სახვევი შემოკრული იყო სუდარაზე. ამრიგად ცალკე საგანგებოდ მოკეცილი სახვევი იყო ვიწრო ნაჭერი, რომელსაც ბოლოები განასკული ჰქონდა ე.ი სახვევი, რომელზეც გვესაუბრება იოანე მოციქული იყო გამიზნული ნიკაპის შესახვევად (ძველი იუდაური ტრადიციის თანახმად)" (იხ. ვინინი „წმ. სუდარა" გვ. 67). იოანე მოციქულმა ირწმუნა, ვინაიდან იხილა ტილოები იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი იყვნენ მისი მოძღვრის სხეულზე. თანაც მათზე იყო ის ანაბეჭდი, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ.

სუდარა ნივთმტკიცებაა უფლის აღდგომისა. უფლის სხეული, რომ მოეპარათ, მას სიჩქარის გამო ტილოებთან ერთად მოიპარავდნენ. ვის შეეძლო ასეთი სიმარდით მოეცალა სხეულისთვის 5 მ-მდე ქსოვილი, რომელიც მიმხმარი იყო სხეულზე სისხლთან ერთად? როცა ამ დროს გარდაუვალი იქნებოდა ხახუნი და ახალი ლაქების წარმოქმნა.

მეცნიერები, წმ. სუდარაზე აღბეჭდილ სისხლის ლაქებზე ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო ძველად მხატვრობაში ხშირად გამოყენებული ფერადი სუბსტანცია, რომელიც რკინის ოქსიდისაგან მზადდებოდა. 1980 წ. ორის შვალბერის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, სუდარაზე შემხმარ სისხლში აღმოჩნდა ისეთი რკინები, რომელსაც სისხლის ჰემოგლობინი შეიცავს. 1981 წ. ბოლნე და მასარო მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ სისხლი არის მეოთხე ჯგუფის.

უფლის სხეული საფლავში იმყოფებოდა არა უმცირეს 30 და არა უმეტეს 40 საათისა. მეცნიერთა აზრით ეს დრო სავსებით საკმარისია, რომ სხეულის ანაბეჭდი დარჩენილიყო სუდარაზე, რადგანაც ამ დროის გასვლის შემდეგ დაწყებული გვამის ხრწნა წაშლიდა მათ. მეცნიერთა დაკვირვებით 40 საათის გასვლის შემდეგ წმიდა სუდარაზე არსებულ გამოსახულებაში მიმდინარე პროცესები უეცრად წყდება.

სუდარაზე მაცხოვრის სხეულის ანაბეჭდის გადასვლის შესახებ არსებობოს რამდენიმე ჰიპოტეზა:

I მეცნიერებს თავდაპირველად სუდარა ეგონათ პროფესიონალი მხატვრის მიერ შესრულებული ტილო. გაჩნდა მოსაზრება თითქოს ლეონარდო და ვინჩის მიერ იყო სუდარა მოხატული მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილმა გამოკვლელებმა ცხადყო, რომ სუდარაზე საღებავის კვალი არსად შეინიშნება. რაც აღიარა თვით საბჭოთა ათეისტურმა ჟურნალმა 1984 წელს (№ 9).

II ვერსიით ქრისტეს სხეული განბანეს თხის რძით და რძემ სუდარაზე დატოვა სხეულის უხილავი ანაბეჭდი, რომელიც ხანძრის დროს გამომჟღავნდა.

III წინა სასიკვდილო აგონიის დროს სხეული დიდი რაოდენობით გამოყოფს ამიაკურ ორთქლს, ამასთანავე სუდარაზე არსებული ნელსაცხებლები შეიცავდნენ ალოეტინს, რამაც ხელი შეუწყო მაცხოვრის გამოსახულების აღბეჭვდას.

IV ვერსიას მეცნიერები უწოდებენ „ცეცხლოვან სხეულს". 1978 წ გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ სისხლის ლაქები გაჩნდა სუდარაზე უფრო ადრე ვიდრე სხეული გამოისახებოდა. სხეული ისეა გამქრალი, რომ სისხლის წვეთების ფორმა შეცვლილი არ არის. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის წვეთები კონტაქტში იმყოფებოდნენ სხეულთანაც და სუდარასთანაც. რეალური იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ გამოსახულება გაჩნდა სასწაულის შედეგად. კონკრეტულად უფლის აღდგომისას. მეცნიერთა აზრით აღდგომა მოხდა ცეცხლოვანი სხეულით, ღვთაებრივი ძალით და ენერგიით და ამ სხეულმა დატოვა ხელთუქმნელი გამოსახულება სუდარაზე. ცეცხლის შეხებამ გამოიწვია ქიმიური ცვლილებები მის ბოჭკოებში და გამოიწვია მათი გამუქება, მაგრამ ეს ცეცხლი არ განივრცო ფიზიკის კანონის თანახმად. მეცნიერები ამ ცეცხლს უკავშირებენ მაცხოვრის საფლავზე გარდამომავალ „ზეციურ ცეცხლს". არგუმენტად მოაქვთ ის ფაქტი, რომ ზეციური ცეცხლი თავდაპირველად იწვევს მხოლოდ ფიტილის წვას და არ ემორჩილება ფიზიკის კანონებს. გასათვალისწინებელია, რომ მეცნიერებს უხდებათ შეისწავლონ ისეთი მოვლენები, რომელთა გამეორებაც არ შეუძლიათ თავიანთ ლაბორატორიებში.

 „სუდარაზე აღბეჭდილია გეთსიმანიის ტანჯვაც, გვემაც, ჯვარცმაც და მიუხედავად ამისა, მიცვალებული მაცხოვრის სახე ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიდიადეს და ღვთაებრივი ბუნება ვლინდება ჯვარცმულ ადამიანურ სხეულში." (ლოტი. „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს პორტრეტი" გვ. 39).


სად ინახება მაცხოვრის სუდარა.
ცნობილია, რომ ქალაქ ტურინში მაცხოვრის სუდარა ინახება, რომელშიც მოციქულებმა ჯვრიდან გარდმოხსნის შემდეგ იესო შესუდრეს და კლდეში დაასვენეს. ქრისტეს ამაღლების შემდეგ, სუდარაზე მაცხოვრის სახის ანარეკლი და ჭრილობების კვალი დარჩა - ღვთიური საიდუმლოს ერთ-ერთი მატერიალური დასტური მოციქულთათვის.

ტურინის მაცხოვრის სუდარა და კვართი, რომელიც სვეტიცხოველში ინახება, ქრისტიანთათვის უძვირაფესესი სიწმინდეებია. ტურინის სუდარის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის, სვეტიცხოვლის კვართი კი - ნაკლებადაა ცნობილი.
25 წელიწადში ერთხელ ტურინის ტაძარში მაცხოვრის სუდარა გამოაქვთ მომლოცველთათვის და 25 წელიწადში ერთხელ მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს და ტურისტებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი თვალით იხილონ და მოილოცონ ეს სიწმინდე.
წელს სწორედ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი იყო და ტურინს უამრავი მომლოცველი და ტურისტი ეწვია, მათ შორის იყო ჩვენი თანამემამულე, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ექსპერტი ტურიზმის დარგში მარინა მეტრეველი.


- ქალბატონო მარინა, სუდარაზე, მართლაც, ჩანს მაცხოვრის სახე?
- რასაკვირველია, ჩანს, ჩანს უფლის სახის ანარეკლი და წამების სისხლიანი კვალი. სანამ მაცხოვრის სუდარის სანახავად შევიდოდით, გვაჩვენეს ვიდეოფილმი; ამასთან, გიდი გვიყვება მაცხოვრის სუდარის ისტორიას და გვაჩვენებს სუდარას, გვითითებს იმ აგილებზე, სადაც ქრისტეს სახეა, სისსლიანი ჭრილობების კვალი - ეკლიანი გვირგვინის გასწვრივ, მაჯებზე, ფეხებზე, ფერდზე, სადაც შუბი ატაკა რომაელმა ლეგიონერმა, რათა გაეგო ცოცხალი იყო თუ არა. ამ ფილმის ნახვის შემდეგ გვაჩვენებენ შუშის სარკოფაგში გაშლილი სუდარას, რომელზეც მაცხოვრის სახე და სისხლიანი ჭრილობებია.
http://faith.ge/index.php?newsid=616


ენათა ოჯახები.ანბანი.

ენათა ოჯახები.
დედამიწაზე გავრცელებულ ენებს აჯგუფებენ ე. წ. ენათა ოჯახებად მათი ისტორიული ნათესაობის მიხედვით: ენები, რომლებიც ერთი საერთო წინარე ენიდან არიან წარმოქმნილნი, ერთ ოჯახში არიან გაერთიანებულნი. ენათა ოჯახები თავის მხრივ იყოფიან ჯგუფებად და ქვეჯგუფებად და ამგვარად იქმნება ენათა ხისებრი სტრუქტურა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ენათა კლასიფიკაციის შესახებ ერთი აზრი არ არსებობს, ამიტომ ნებისმიერი სტრუქტურა გარკვეულ პირობითობას გულისხმობს.

ქვემოთ მოტანილი კლასიფიკაცია ცოტა კონსერვატიულია, ვინაიდან იგი ასახავს ენათა დაყოფას ისეთ ოჯახებად, რომელთა ნათესაობა დიდი ხნის დამტკიცებულია. ამასთან ერთად, ზოგიერთი ოჯახები გაერთიანებულია გეოგრაფიული პრინციპით, მაგალითად „ინდიელთა ენები“, რომელიც ფაქტობრივად ოჯახების გაერთიანებაა. ასევე პირობითია „კავკასიური ენების“ ოჯახი, ვინაიდან საბოლოოდ არაა გარკვეული ჩრდილოკავკასიური (აფხაზურ-ადიღური, ნახურ-დაღესტნური) და სამხრეთკავკასიური (ქართველური) ენების გენეტიკური ნათესაობა.

http://ka.wikipedia.org/wiki/ენათა_ოჯახები

ანბანი.

ანბანი (შედგენილია პირველი "ან" და მეორე "ბან" ასოების სახელწოდებათაგან, როგორც ლათინური alphabetum ბერძნ. alpha და beta–სგან), ერთობლიობა ასოებისა, ან რაიმე სხვა სიმბოლოებისა, რომელთაგან თითოეული ცალკეულ ფონემას, ამა თუ იმ ენის შემადგენელ ბგერით ერთეულს, წარმოადგენს. ანბანის გამოყენებით შესაძლებელია ენაში შემავალი ყოველი სიტყვის ჩაწერა. ანბანის ასოებს, როგორც წესი გააჩნიათ დასახელება და კანონიკური თანადობა. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში გამოყენებულდამწერლობის სისტემებს შორის ანბანი დამწერლობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მხოლოდ რამდენიმე, დღესდღეობით შემორჩენილი დამწერლობა არ იყენებს ანბანს, მათ შორის ჩინური და იაპონური.

პირველი ანბანი დაახლოებით 3500 წლის წინ შეიქმნა იმ ხალხთა მიერ, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სახლობდნენ და სემიტური ენების წარმომადგენელ ენაზე ლაპარაკობდნენ. პირველი ჩვენამდე მოღწეული ანბანი ფინიკიელებმა შექმნეს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლის წინ ფინიკიური ანბანი ორი მიმართულებით გავრცელდა: აღმოსავლეთით – სხვა სემიტური ტომების წარმომადგენელ ხალხებში (არაბული და ებრაული ანბანი) და დასავლეთით – ძველ საბერძნეთში. ძველი ბერძნული ანბანი საფუძვლად დაედო ეტრუსკულ, ლათინურ, გოთურ, სლავურ ანბანებს.

დღესდღეობით მთელ მსოფლიოში დაახლოებით 50 ანბანია გავრცელებული. ისინი განსხვავდებიან გრაფიკული იერ–სახით, ისტორიული წარმომავლობით და იდეალური ანბანისაგან დაშორების ხარისხით. ანბანური დამწერლობა მით უფრო იდეალურად ითვლება, რამდენადაც თითოეული ასო (გრაფემა) ზუსტად შეესატყვისება ფონემას. ამ მხრივ არსებულ ანბანთა შორის, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სრულყოფილი ანბანია. აქ თითოეული ფონემა სათანადო გრაფემით აღინიშნება. ქართულ ანბანში არ არის შემთხვევა, რომ რამდენიმე ნიშანი ერთ ფონემას გადმოსცემდეს, ერთი და იგივე გრაფემა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ფონემას აღნიშნავდეს, ან კიდევ – გამოყენებული იყოს ფონემათა ჯგუფის აღსანიშნავად (როგორც ამას ადგილი აქვს სხვა ენებში, მაგალითად ფრანგულში, გერმანულში, ინგლისურში).

ასოების რაოდენობა ანბანში საშუალოდ 20–დან 30–მდე მერყეობს. ძველ ფინიკიურ კონსონანტურ ანბანში 22 ასო იყო. ძველ ბერძნულში 24, ქართულ ანბანში კი – 33 ასოა, მათ შორის 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანი. ჰავაის კუნძულებზე გავრცელებულ ანბანში მაგალითად 12 ასოა, რომელიც დღესდღეობით ყველაზე ნაკლებასოიან ანბანს წარმოადგენს, სინჰალურ ანბანი კი, რომელსაც კუნძულ შრი–ლანკას მაცხოვრებლები იყენებენ, 50–ზე მეტ ასოს შეიცავს.




http://ka.wikipedia.org/wiki/ანბანი

შუმერები.აღმოჩენილია შუმერების ანბანი.

   შუმერები.

შუმერები არიან უძველესი და უპირველესი დედამიწის ცივილიზებული ხალხი, რომლებმაც გაანათლეს კაცობრიობა, ისინი არიან ცივილიზაციის სათავე.

მათ ასწავლეს კაცობრიობას:

წერა-კითხვა, ჯერ ლურსმული და შემდეგ ანბანური.

ხაზი და ხაზობრივი ცივილიზაცია (გეომეტრია)

რიცხვები – მათი აზრი და შინაარსი (მათემატიკა)

ასტრონომია

კაცობრიობის პირველი ღვთაებათა პანთეონი, სამყაროს ატსრონომიული სალოცავები, რომელთაგანაც ისწავლა ლოცვა დედამიწის ხალხმა.

დიდი ღმერთის, ერთის, სამყაროს შემოქმედის ხატება, აზრი და შინაარსი.
მზისა და მთვარის კალენდარი წამების სიზუსტით, რა სიზუსტის კალენდარიც თანამედროვე მსოფლიომ არ იცის და არცა აქვს, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ.
ისინი წერენ და იწყებენ სამყაროს და კაცობრიობის ისტორიას:

- “სამყაროს გაჩენა” – აღწერენ პირველად ხმელეთის ამოსვლას პირველქმნილი ოკეანედან დედამიწაზე.
- “წარღვნა”
- “მეორედ მოსვლა”
- “კაცობრიობის ახალი წლის პირველი დღე”.
მსოფლიოს შუმეროლოგებმა ეს ყველაფერი წაიკითხეს შუმერული თიხის წიგნებზე.

შუმერები ისტორიას ცისა და მიწის გაჩენით იწყებენ. გასაოცარია საიდან იცოდნენ ეს ისტორია? რა თვალი უყურებდა მაშინ დედამიწას, როცა ცა და მიწა ნაწილდებოდა? როცა სულ წყლით იყო დაფარული მიწა და ხმელეთი ჯერ არ იყო?
ასევე საოცარია, აუხსნელია, ქართული ასომთავრულის – შუმერების ანბანის შექმნაც, საიდან? როგორ? რისი ნაწილია ანბანში შეფარული ეს უზარმაზარი სიბრძნე – სამყარო!

დედამიწის დაბადების ისტორია და ანბანის შინაარსი ერთი ფუძისანი არიან, ერთ საძირკველზე დგანან. საოცარია ისიც, რომ ამ ორ შემთხვევას – დედამიწის შექმნის ისტორიას და ანბანს ერთი და იგივე ღვთაებები ჰყავთ.

მსოფლიოს მეცნიერებმა შუმერების გზა-კვალს დედამიწაზე ვერ მიაგნეს და გამოაცხადეს, რომ ენა მკვდარია და ხალხი გადაშენებული. ასე დაასრულა მსოფლიოს უდიდესმა შუმეროლოგიის კოჰორტამ კვლევა შუმერების შესახებ – ფრანსუა ტიურო-დანაუენმა, არნო პიობელმა, ადამ ფოლკენშტეინმა და ფრანსუა ნოას კრამერმა – მიუხედავად მათგან ბრწყინვალედ წაკითხული შუმერული ისტორიისა.
1996 წლის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან დაარსებულმა “მსოფლიო ანბანური კვლევის სამეცნიერო ცენტრი ‘შუმერი” თავისი ახალი მეცნიერული აღმოჩენებით აცხადებს, რომ ენაც ცოცხალია და ხალხიც, რაც დაადასტურა სამყაროსეული შინაარსის მქონე, კაცობრიობის პირველმა საოცრებამ – ანბანმა. რაც ანბანმა გააცხადა ამის გაცხადება არ შეეძლოთ რაც კი მეცნიერები ყოფილან დასაბამიდან დღემდე დედამიწაზე და ეს ანბანი ქართული ასომთავრული, რომელიც შუმერების ანბანად აცხადებს თავს, რომელიც ოცდათხუთმეტნიშნაა და ოცდათხუთმეტივე ასო ნიშანს შუმერული სახელები ჰქვია, რომელიც შუმერების ყველა ცივილიზაციის სათავეა. ეს კი არ იცის მსოფლიომ.


ესაა ის ანბანი, რომელშიც შეფარულია ყველა ის სიბრძნე, რითაც მოძღვრავდნენ შუმერები მსოფლიოს, ყველა ცივილიზაციის სათავე, სამყაროს ცივილიზაციის პირველი მემკვიდრე დედამიწაზე.
ეს ანბანი კი ქართველი ხალხის დედა ენაა და ეს დედობა კი ამტკიცებს შუმერებისა და ქართველების მამა-შვილობას, ეს შვილები კი დღევანდელი ქართველი ხალხი და საქართველოა – თავისი ენით, ანბანით, მთელი თავისი კულტურული მემკვიდრეობით – პირდაპირი შვილები შუმერებისა.

რადგანაც მსოფლიოს მეცნიერებმა, შუმეროლოგებმა, აღმოსავლეთმცოდნეებმა, სემიტოლოგებმა, ძველი მსოფლიოს ისტორიკოსებმა ვერ მიაგნეს და არ იციან სათავე შუმერების ცივილიზაციისა. მინდა საქართველოში დავაარსო მსოფლიო განათლების ცენტრი, უნივერსიტეტი – მეცნიერებათა აკადემიით, რადგანაც ანბანში ის ცივილიზაციაა, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა სწავლობდეს და არკვევდეს, ხოლო დედამიწის ამ დაკარგული ისტორიის მიგნება და აღდგენა სულ სხვა გზაზე აყენებს კაცობრიობის აზროვნებასა და ისტორიას!
საუკუნეები ეძებდა მთელი მსოფლიო ამ ცივილიზაციას და ვერ მიაგნეს. დაინტერესებული ხალხი აქ მოვა სასწავლებლად – ძირითადად მეცნიერები.

რაც მთავარია:

ეს აღმოჩენა ქართველი ხალხის მილიონობით – ერთთესლა, ერთსისხლა და ერთხორცა ნათესავებს ნახულობს მცირე აზიაში – ხეთები, კაბადოკიელები, ჭანები, ლაზები, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში - საფრანგეთიასა და ესპანეთის ბასკები, რელიგიური ომიდან ამოყავს საქართველო, რაც ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზაკვალია!

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული

მსოფლიო ანბანური კვლევის სამეცნიერო ცენტრი “სუმერის”

პრეზიდენტი ზურაბ ქაფიანიძე

ვიცე-პრეზიდენტი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

 დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ მიბჩუანი.


https://iberiana.wordpress.com/about/shumerebi/



კაცობრიობის პირველი დამწერლობა, შუმერების ანბანი – ქართული ასომთავრული
(ძველი აღმოსავლეთის სამყაროსეულ ცივილიზაციათა სათავე)

მიმართვა მსოფლიოს
მეცნიერებს, აღმოსავლეთმცოდნეებს, მკვლევარებს, არქეოლოგებს,
ანბანთმცოდნეებს, იუნესკოს

აღმოჩენილია შუმერების ანბანი,

დედამიწაზე სამყაროსეული ცივილიზაციის პირველი მკვიდრი, აღმოსავლეთის უძველეს ცივილიზაციათა სათავე.

აღმოჩენილია ანბანის რიცხვითი ფორმულა, რომელიც საოცარი ზეწესრიგით განაგებს ასოთა მოხაზულობას, რიცხვებს, მათემატიკას, გეომეტრიას, ასტრონომიას.

ანბანის ხაზობრივი სისტემის შესახებ პირდაპირ მოუწოდებდა დიდი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი:
“ჯერ ქართული ანბანის უძველესი მოხაზულობა და მისი თანდათანი განვითარება შესწავლილიარ იყო და მაინც ისეთი რთული საკითხების გადაწყვეტას ლამობდნენ, როგორიც ქართული ანბანის სადაურობაა … ვისაც ქართული ანბანის წარმოშობისა და სადაურობის საკითხი საგანგებოდ განხილული ჰქონდა, ამ საკითხის გადასაწყვეტად ან შესაფერისად აღჭურვილი არ იყოარც ქართულისა და არც სხვა ერთა დამწერლობის გრაფიკული განვითარების ცოდნით”. ჩვენმა მიგნებულმა ფორმულამ ჩვენი ანბანის ხაზობრივი სისტემა – ამოცნობილია მსოფლიო შუმეროლოგიისათვის ამოუცნობი ძვ.წ. 5000 წლის შუმერული თიხის ფირფიტები და ბეჭდები.

ამ ანბანშია სამყაროსეული ღვთაებათა პანთეონი – საკრებულო, რომლისგანაც შეიქმნა დედამიწაზე კაცთა მოდგმის ყველა რელიგიური მიმდინარეობა.

ქართული ასომთავრული ანბანი შუმერების ანბანია!

შუმერების ანბანში მთვარე და მზე ასო-ნიშნებადაა: ა – ასო-ნიშანს “ანი”, მთვარის უძველესი სახელი ჰქვია, დ – ასონიშანს “დონი” ჰქვია, მზეა, ოღონდ უწიგნურმა უძველესმა ხალხებმა სიტყვებად გადაიღეს, სიტყვა “მთვარეს” კი ვერ წერდნენ, პირდაპირ მთვარეს ხატავდნენ, ასევე – მზეს, ასოები არ იცოდნენ. ვერ წერდნენ და ხატავდნენ. ასე შექმნა გაუნათლებელმა მსოფლიომ ხატოვანი დამწერლობა, რომელსაც დღევანდელი კაცობრიობა და მისი მეცნიერები დასაწყის პირველდამწერლობად მიიჩნევენ. ეს რომ ასე
არ არის და ჩვენი აღმოჩენაა სწორი, ამას ადასტურებენ ძვ.წ. 5600 წლის შუმერული თიხის ფირფიტები, ჭურჭელი, თიხის და რკინის ბეჭდები, სარკოფაგთა წარწერები, ამავე დროს შუმერული ანბანის ასო-ნიშნები, რომლებიც მსოფლიოს მეცნიერებს ასოებად კი არა, სიტყვებად მიაჩნიათ.

ჩვენი აღმოჩენები საოცარი სიზუსტით ეუღლება უდიდესი ამერიკელი მეცნიერის სემიუელ ნ. კრამერის კვლევას, მის ნააზრევს, რომელიც გადმოცემულია წიგნში “ისტორია იწყება შუმერიდან“, ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ ანბანი იწყება შუმერიდან და დღემდე ვერც
ერთმა მეცნიერმა მსოფლიოში ვერ შეძლო დაემტკიცებინა ეს, იმიტომ, რომ ქართული ასომთავრულით, იგივე შუმერების ანბანით, არავის არასოდეს არ გადაუსინჯავს შუმერთა სიძველეები; მათ მიწაზე გაჩენისთანავე ჩამოჰყვათ ანბანი, იმ რკინასავით, რომელიც დედამიწაზე არ მოიპოვება, სამყაროსეული ლითონია, სახელად “ამუთუმ” ჰქვია და 5-ჯერ ოქროზე და 40-ჯერ ვერცხლზე ძვირია.

შუმერების ანბანი უნდა აღმდგარიყო და აღსდგა იმ ხაზობრივი ფორმულით, რომელიც შეინახეს საკართველოს კავკასიონის მთის საცავებმა და ანკარის სიძველეთა მუზეუმში დაცულმა ხეთების უძველესმა ფერადმა თიხამ, რომელსაც ინგლისელი მეცნიერი
მელარტი ძვ.წ. 6500-5600 წლებით ათარიღებს და 900 წლით ასწრებს ჩვენეულ დათარიღებას, 5600 წელს, მაგრამ ეს ჩვენს მიგნებას უფრო აძლიერებს, 5600 წელი კი ზუსტად ემთხვევა.

მსოფლიოს მეცნიერთაგან ასაკობრივ და ხაზობრივ ასეთ დამთხვევას ვერავინ დაიქადნის.

აქ, კავკასიონის მთის საცავებში, გადარჩა სამყაროსეული ცივილიზაციის ის უდიდესი კულტურა, რაც მთელ აღმოსავლეთში რელიგიამ დამარხა. ეს უძველესი კულტურა საქართველოში ქრისტიანობამ გაანადგურა, მთელ მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში კი მაჰმადიანურმა მოსპო იგი.

თავდაპირველ უძველეს შუმერულ სიტყვებს საოცარი სიზუსტით ხსნის საქართველოში შემონახული ენები: მეგრული, სვანური და თავად ქართული (ეს ენები და ხალხი, მკვდარი და წაშლილი რომ ჰგონიათ მსოფლიოს მეცნიერებს, აქ, საქართველოში, შემონახული და ცოცხალია).

ჩვენი გამოკვლევების მიხედვით სულ სხვა სახეს იღებს მსოფლიოს ხალხთა ანბანური გავრცელების ცხრილი.

ანბანში რომ სამყაროსეული ცივილიზაციაა, მტკიცდება მისი მზისა და მთვარის კალენდარით, რომელიც დედამიწის ოთხ
დროს წამების სიზუსტით ანგარიშობს და ისეთი სიზუსტითაა გააწიებული, რომლის მსგავსი თანამედროვე კაცობრიობამაც არ იცის.

და ბოლოს: შუმერების ანბანი – ქართული ასომთავრული, მზისა და მთვარის ანბანად წოდებული, სამყაროსეული ცივილიზაციის ფორმულით არის შედგენილი და დედამიწაზე ადამის მოდგმის განათლების სათავეა. ამ ანბანური განათლების საიდუმლოებათა
ამოცნობა, გაგება და მიგნება სულ სხვა გზაზე აყენებს კაცობრიობის ისტორიას და აზროვნებას.

შუმერების – იგივე ქართული ასომთავრული – ანბანი აღმოსავლეთის ყველა უძველეს ცივილიზაციათა სათავეა, რომლის გაცნობა მსოფლიოს აღმოსავლეთმცოდნეებს აძლევს საშუალებას ახსნან ჯერ ამოუხსნელი ყველა საიდუმლოება, რითაც სავსეა კაცთა მოდგმის დღემდე ბოლომდე ამოუცნობი პირველი სიძველეები.

ჩვენი აღმოჩენები ითხოვს თავიდან გადავხედოთ მთელ არქეოლოგიურ მასალას, რაც კი კაცობრიობას დედამიწის სიღრმეებში უპოვნია შუმერების შესახებ.

ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი

თეიმურაზ მიბჩუანი

http://iberiana.wordpress.com/alphabet/geoalphabet/

четверг, 10 января 2013 г.

7.მხეცი საიდან შეიძლება მოვიდეს.

თუ ლომი ბაბილონის სამეფო იყო.

თუ დათვი მიდია სპარსეთის იმპერია იყო.

 თუ ავაზა საბერძნეთის იმპერია იყო.
რომელთაც ძალაუფლება წაერთვათ(სუპერიმპერიები არ იქნებოდნენ) და სიცოცხლე დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ,ანუ, თუ ისინი კვლავ გაბატონდებოდნენ
რასაც მე ჩემი აზრით იმპერიების განმეორებას ვუწოდებ, ოღონდ იმპერიები უკვე სხვადასხვა რელიგიების მატარებლები იყვნენ,ლომი და დათვი მუსულმანური იმპერიები  იყვნენ და ავაზა_ათეისტი სსრკ  მოვიდა მართლმადიდებელ იმპერიაში, რადგან საბერძნეთის იმპერიის განმეორება უნდა მომხდარიყო. ხოლო, ის რომ ავაზა ქრისტიანულ, მართლმადიდებელ იმპერიაში მოვიდა, ეს იმიტომ ,რომ  საბერძნეთი იყო ქრისტეშობის შემდეგ ქრისტიანული მართლმადიდებელი ქვეყანა და სწორედ, ქრისტესწინააღმდეგი ქმედება უნდა მომხდარიყო ქრისტიანულმართლმადიდებელ ქვეყანაში , რაც მოხდა კიდეც.

ისლამური ლომი და დათვი.ანუ ისლამური იმპერიები.
ავაზა _ათეისტური სსრკ.

 მხეცები რომლებიც თითქმის ყველანი ხმელთაშუაზღვიდან ამოვიდნენ.


დღესდღეობით არცერთი ზემოთჩამოთვლილი  იმპერია არ არსებობს, მაგრამ

იოანე ხედვას მხეცს, რომელიც  ,,ჯიქს(ავაზა) მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას’’ ერთი მხეცი სამი მხეცის ფიზიკური ნიშნით. სამი მხეცის ნიშანი ერთ მხეცშია თავმოყრილი.
ვიცით რომ ყოფილი ლომისა და დათვის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს აერთიანებთ ერთი რელიგია ისლამი, ხოლო საბერძნეთის ყოფილი ავაზის მხარე იყო როგორც ყოფილი ლომისა და დათვის ტერიტორია, ასევე განმეორებული ავაზის მხარე არის  ქრისტიანული მართლმადიდებელი ქვეყნების ტერიტორია.

ბოლო მხეცი არის ავაზ-დათვ-ლომის, უფრო ალბათ ავაზ-დათვის. აქედან გამომდინარე
მგონი გასაგებია და ნათელი ვინ იქნება ბოლო მხეცი.


დღეისათვის, უიმპერიო მსოფლიოში,  ამ რუკაზე კარგად სჩანს მხეცი საიდან შეიძლება მოვიდეს,  ბოლო მხეციც ალბათ ხმელთშუაზღვიდან ამოვა .



........................................................................................................................................



1.იოანეს აპოკალიფსის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი.

http://elasevenia.blogspot.com/2012/03/blog-post_14.html


2.წრე. შვიდი მხეცის წრე.

http://elasevenia.blogspot.com/2012/04/blog-post_21.html


3.ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს.......

http://elasevenia.blogspot.com/2012/07/blog-post.html


4.წარმართობიდან წარმართობისკენ და ერთღმერთიანობიდან ერთღმერთიანობისაკენ.

http://elasevenia.blogspot.com/2012/12/blog-post_4915.html


5.შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9400.html



6.ერთი ენა და ერთი აზრი. მრავალი ენა და ერთი აზრი...

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_449.html


7.მხეცი საიდან შეიძლება მოვიდეს.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9744.html








ვაზის ძირში დარწეული აკვანი.

ვაზის ძირში დარწეული აკვანი.


ვაზის ძირში დარწეული აკვანი,
სალამურის საამური კვნესა,
გმირობის და უკვდავების ზღაპარი,
ხალხში თქმული რუსთაველის ლექსად.

მამა-პაპის წმინდა სისხლით ნაბანი,
მზის სხივებით ანთებული მარად,
უფსკრულებში ჩანჩქერების ჩქაფანი,
მთებზე თოვლი,ბულბულები-ბარად.

ზოგან ირმების ჯოგია,
ზოგან არწივნი ჰქრიან,
არის ასეთი ქვეყანა,-
მას საქართველო ჰქვია!

თვალტანადი ქალ-ვაჟების ნათქვამი
იავნანა,ურმული და რერო,
სიცოცხლით და სიყვარულით გამთბარი
ვენახები,ყანები და მდელო.

ერთ თხილის გულს ცხრა ძმას ძმურად გაუყოფს,
მას თავისთვის განა მეტი უნდა!..
სურს მოყვარეს გულის კარი გაუღოს,
სახლის კარი ღია არის მუდამ.

"ერი პურადი,გულადი,"
სტუმარს ღვთის კაცად სთვლიან...
არის ასეთი ქვეყანა,-
მას საქართველო ჰქვია!..

ივრის ჭალებს შესეული ბავშვები,
ივრის ჭალებს-კაკაბი და გნოლი.
ჩვენს იმედად,მტერთა რისხვად ნაშენი
ძველთაძველი თბილისი და გორი.

დეკემბერში ვარდის გამოშუქება,
ნოემბერში-ნარინჯების ეშხი,
წყალვარდნილებს ელსადგური უხდებათ
და ქარხების გუგუნია მთებში.

მისი დიდების ამბავი
საუკუნეებს მიაქვს.
არის ასეთი ქვეყანა,-
მას საქართველო ჰქვია!..

აბა ვინა თქვას:თავის მთით და ბარითა
პატარაა საქართველოს მიწა...
მზეს ეხება,ისე მაღლა ავიდა,
იალბუზით მეშვიდე ცას მისწვდა.

აუვსია,რომ დაუხვდეს გაზაფხულს,
ღვინით თასი,ყვავილებით კალათა;
სხვა ოცნება,სხვა დიდება არა სურს,
მშობელ ხალხი დღეგრძელობის გარდა.

ღამით ვარსკვლავებს უღიმის,
დღისით მზეს ცეცხლისფრთიანს.
არის ასეთი ქვეყანა,-
მას საქართველო ჰქვია!

იოსებ ნონეშვილი.

среда, 9 января 2013 г.

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!

ეს ჩემი ლექსი, ბავშვებო,
არც შემოდგომას ეხება,
არც სურათია ზამთრისა,
არც გაზაფხულის შექება;

ეს ლექსი გახლავთ აუგი _
მე გამოვდივარ ძაგებით
იმ თქვენი თანატოლების,
იმ თქვენი ამხანაგების, _
საუბედუროდ, რომელნიც
ისე აღზრდილნი არიან,
ქართულად ხმას ვერ იღებენ,
რუსულად - გაგიხარია!

რუსულის ცოდნა, იცოცხლე,
სახარბიელო რამ არი,
მაგრამ ეს უნდა იცოდე, _
მშობლიურია მთავარი!

ენა არ გაწყენს არც ერთი,
უნდა იცოდე რამდენიც;
ოღონდ არ უნდა დაჰკარგო
ქართული სიტყვის ნათელი!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს!

ვინც არც იცის და არც უნდა
იცოდეს ჩვენი წარსული;
ვინც ვერც ხმას იღებს ქართულად,
არც სხვისი ესმის ქართული!

განა იმისთვის იბრძოდნენ
წარსულში მამა-პაპანი, _
დღეს შვილმა აღარ იცოდეს
სისხლით დაცული ანბანი?!

თუკი წინაპარს შანთებით
ვერ დაავიწყეს ქართული,
თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით, _
შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა,
ვინ იყო შენი გამზრდელი,
შენი გულისთვის დამიწდა
როცა ამდენი ქართველი?!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს!

  მუხრან მაჭავარიანი.

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ...ლადო ასათიანი.

ლადო ასათიანი.
ლადო (ვლადიმერ) მელქისედექის ძე ასათიანი დაიბადა ქუთაისში 14 იანვარი, 1917.
1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1938). პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“.

1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940—1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა 1943 პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი. 1943 წლის  ივლისში(23) იგი გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მხოლოდ 1968 წელს გადმოასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ქართული ენა .

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!
მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა
შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხლტომა,
მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,
ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,
გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება
და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!
უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,
მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,
სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,
ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,
როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ
და სიზმრები როცა თვლემენ სასთუმალთან…
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!



საქართველოში 

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.

საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
1939



საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი  

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები,
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, —
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.

ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, —
საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.

სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ —
სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.
სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, —
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.

შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით:
თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ედემი!
ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.
1939

ლალის მამალი

პატარა ლალი დევიძეს

ლალის მამალს ვინ არ იცნობს –
დადის, როგორც ბედაური,
ქათმებს მარჯვედ ხელმძღვანელობს,
არის მათი მეთაური.

ამაყი და ყოყოჩაა,
არ იკარებს არვის ახლოს
და ვერავინ ვერც გაბედავს
უბატონოდ ხელი ახლოს.

მუდამ ჩხუბობს, არ ისვენებს,
მამაცი და მხიარული,
უყვარს კარგი საკენკისთვის
ეზო-ეზო სიარული.

მხოლოდ ერთი მწუხარება
გულს უღონებს ლალის მამალს,
ყველა თავის ტოლ-ამხანაგს
ეუბნება იგი ამას:

რომ ყიყლიყო აღარ ისმის,
დაურჩრდილავს ქარხნის მილებს,
რომ მის ნაცვლად გათენებას
ხალხს საყვირი ატყობინებს.

და წუხს ლალი. რა ქნას ლალიმ,
სურს მამალი ანუგეშოს,
ნაირ-ნაირ საკენკს უყრის
უნდა, ხმა რომ გაუკეთოს.

და მამალიც, ოქროსფერი,
წაიგრძელებს კისერს კვნესით.
ყივის, მაგრამ ეს ყივილი
დღეს არავის აღარ ესმის...

ხალხს შრომისკენ მოუწოდებს
საყვირების მწყობრი ბანი,
ლალის მამალს მაინც არ სურს
გაიტეხოს იხტიბარი.

ასე ამბობს: მე ყიყლიყოს
ვერავინ ვერ დამავიწყებს,
ყოველ დილით – სხვებს თუ არა –
ლალის მაინც გავაღვიძებ!

1941


ჩემი სამშობლო  

ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.

ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.

ტკბილია, როგორც ბეღელი, ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:
— ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული, მხარე მეორე სად არი?

ჩემი სამშობლო ქვეყანა რა ლამაზია, რა კარგი,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი, ნაირფერებით ნაქარგი!
ტკბილია, როგორც რუსთველი, ტკბილია, როგორც აკაკი,
ხალხი, შრომაში გართული, ამღერებული ფანდური,
იადონების გალობა და იავნანა ქართული.

როგორც კრიალა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები
და იის წყალით ფერილი ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები,
ტკბილია, როგორც ხალხისთვის თავდადებული ლომგული,
ტკბილია, როგორც ურმული, ტკბილია, როგორც ჩონგური.

საამო არის, ვით რთველი, მწიფე მტევნების ნაჟური,
დილისკენ ხოხბის ყივილი, სიმღერა გარიჟრაჟული,
იალაღებზე ღრუბლებად მიმოფანტული ნახირი
და გაზაფხულის პირზედა ტყიდან გუგულის ძახილი.

ტკბილია, როგორც წიქვილში მთვარიან ღამის გათევა,
ტკბილია, როგორც აპრილში ტყემლების შემონათება.
ტკბილია, როგორც მტევანი, ვაზზე ასხმული შავადა,
და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა.

ხალხია ენამზიანი, გმირი და არამკვეხარა, —
დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა.
ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?
1936


არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!  

ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.

ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.

ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა…
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
1939


კრწანისის ყაყაჩოები

სამასი არაგველის ხსოვნას

ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღიალა?!
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
1940