„კამათში კი არ იბადება ჭეშმარიტება - ჭეშმარიტება ქრისტეს გზაა და ჩვენც ჭეშმარიტების ამ გაგებით უნდა ვიცხოვროთ...“
- ქალბატონო ნინო, რამდენად მართალია გამოთქმა „კამათში იბადება ჭეშმარიტება“, რადგან ხშირად კამათი ჩხუბში გადაიზრდება ხოლმე?
- უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტება არის ერთი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ჭეშმარიტებაზე საუბრისას ადამიანები ხშირად კამათობენ ხოლმე, ისინი შეიძლება სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა კუთხით შეეხონ ამ საკითხს, კერძოდ, ჭეშმარიტ სწავლებას ან თავად ჭეშმარიტი ცხოვრების არსს, ქმედებებს, მაგრამ როდესაც საუბარი ორივე მხრიდან ერთიმეორის მოსმენას გულისხმობს, ეს, რა თქმა უნდა, აღარ არის კამათი, ეს არის დიალოგი ორ ადამიანს შორის, რომლებიც საუბრობენ გარკვეულ თემაზე. კამათი ხდება მაშინ, როცა ერთი ადამიანი ცდილობს, მეორეს ისეთი რამ აუხსნას, რაც ამ უკანასკნელისთვის ჯერ კიდევ მიუღებელია და დაანახოს, რომ ჭეშმარიტება არის სხვაგან. თუ კამათი მართებულად და მშვიდად წარიმართება, შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობით, მაშინ, რა თქმა უნდა, დადებით შედეგს მივიღებთ. უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ერთ ადამიანს მეორე ჭეშმარიტების გზაზე დაუყენებია. ჭეშმარიტებაში ჩვენ შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოება, ასევე ცხოვრებაში გარკვეული სწორი გზის არჩევა, გადაწყვეტილების მიღება თუ საჭირო ნაბიჯის გადადგმა, ისეთი ნაბიჯისა, რომელიც კი არ დაგვაშორებს უფალს, პირიქით მიგვაახლებს მასთან. მაგრამ ადამიანს რომ შეეძლოს სიმშვიდით ფლობდეს საკუთარ ენას, ამისთვის აუცილებელია, იგი საკუთარ გულს ფლობდეს. წმიდა ნიკოლოზ სერბი გვასწავლის: „ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გულს ვერ ფლობენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ საკუთარი ენის ფლობა“. ეს საოცარი სიტყვებია, თუ მათ კარგად დავუკვირდებით, მივხვდებით, რას გვასწავლის წმიდანი: ჩვენი ენა პირდაპირ კავშირშია ჩვენს გულთან, თუ ჩვენ ვერაფერს ვუხერხებთ გულის ზრახვებს, რა თქმა უნდა, ვერ ვფლობთ ენასაც და იმის ნაცვლად, რომ ადამიანთან დიალოგის დროს დავამშვიდოთ ის, შევძლოთ მისი მოსმენა, შევძლოთ სხვა ადამიანმა ჩვენი აზრი გაიზიაროს, უკუშედეგს ვიღებთ, მეორე ადამიანი ღიზიანდება, იქმნება კონფლიქტური სიტუაცია, რასაც შედეგად შეიძლება დიდი წყენაც კი მოჰყვეს, ამიტომ ისევ და ისევ მთავარია, ადამიანმა მუდმივად იმუშაოს საკუთარ გულზე, რათა შინაგანი სიმშვიდე მოიპოვოს და უკვე შემდეგ მისცეს თავს უფლება, ეკამათოს სხვა ადამიანს.
წმინდა ანტონ ჭყონდიდელი ერთ ქადაგებაში ბრძანებს: „მთაზე ასულ მოსეს ესაუბნებოდა ღმერთი, ასევე სათნოების მთაზე ასული კაცი მოისმენს უფლის სიტყვებს“. ამ სიტყვებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ თუ ჩვენ იმ სათნოებებს მოვიპოვებთ, რომლის ყველაზე დიდი მაგალითიც თვითონ უფალმა მოგვცა, ჩვენი გული გახდება ისეთი, რომ მას შეეძლება ღვთის სიტყვის მოსმენა. თუ შენ თვითონ შეგიძლია ღვთის სიტყვის მოსმენა, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე შეგიძლია სხვასაც გადასცე იგი. ამიტომ მთავარი ალბათ არის თავად განიწმინდო გული და გონება, თავად ეცადო, მოიპოვო სულიერი სიმშვიდე და შემდეგ უკვე იოლად შესძლებ სხვა ადამიანის ჭეშმარიტების გზაზე დაყენებასაც.
- კამათის დროს ხშირად ერთი მხარე ვერ იგებს მოსაუბრის სიტყვებს, მიუხედავად იმისა, რომ ის თვითონ მცდარ აზრს გამოთქვამს, მაინც არ სურს სხვისი აზრის მიღება და პოზიციების დათმობა. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს?
- ისევ გავიხსენოთ წმინდა ნიკოლოზ სერბის გამონათქვამი: „ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში მშვიდობას ვერ ხედავენ, სამყაროში საკუთარ ადგილს ვერ დაინახავენ“. პირველ რიგში ჩვენ უნდა შეგვეძლოს, ჩვენს საკუთარ თავში შევაღწიოთ და ჩვენს თავში დავინახოთ მშვიდობა, უკვე შემდეგ ვიპოვოთ სამყაროში ჩვენს ადგილს. როდესაც ადამიანი გარკვეულ ქაოსშია, ის ვერ ხედავს თავის ადგილს სამყაროში და კარგად არ აქვს ჩამოყალიბებული ცხოვრების მიზანი, მთავარი მიზანი, თუ საით უნდა იაროს, რა ნაბიჯები გადადგას, რომ მიზანს მიაღწიოს. ასეთ დროს ადამიანი შინაგანად შფოთის მდგომარეობაშია, მას არა აქვს შინაგანი სიმშვიდე და ამიტომ ის ვერ ხედავს თავის ადგილს ამქვეყნად. ასეთი ადამიანი სხვასთან დიალოგის დროს ერთგვარად ჯიუტდება, კამათს უფრო ამწვავებს, ვერ იღებს და ვერ ისმენს სხვის მოწოდებულ აზრს. პირველ რიგში, ის ვერ ისმენს და შემდეგ უკვე ვერ იღებს, ძალიან უჭირს სხვისი რჩევების მიღება, რომელიც მას შემდეგ ძალიან დაეხმარებოდა ცხოვრებაში, ის თითქოს იკეტება, ეს ჩაკეტვა კი მისი მშფოთვარე შინაგანი მდგომარეობის ბრალია. გარეგნულად, ერთი შეხედვით, შეიძლება არც ემჩნეოდეს ასეთ პიროვნებას მსგავსი რამ, მაგრამ როგორც კი ასეთ ადამიანს შეეხები და მასთან დიალოგს გააბამ, მაშინვე იჩენს თავს მსგავსი პრობლემა, იგი თითქოს ყოველგვარი დიალოგისკენ წამოსულ ადამიანს ისხლეტს საკუთარი თავისგან. ასეთ ადამიანთან ძალიან ძნელია დიალოგი, თითქმის შეუძლებელია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები არ არიან თავის თავში გარკვეულნი, ანუ ასეთი ადამიანები თავის თავში მშვიდობას ვერ ხედავენ და ძალიან უჭირთ მოყვასის მოსმენა. ამიტომაც პიროვნებისათვის მთავარი მაინც შინაგანი სიმშვიდის მოპოვებაა.
- ჩხუბის შემდეგ დავშორდით ადამიანს, მაგრამ მისდამი სიყვარულის გამო გვინდა, ისევ შევურიგდეთ მას, თუმცა ის ადამიანი თავს გვარიდებს. როგორ მოვიქცეთ ასეთი შემთხვევის დროს?
- მსგავს სიტუაციაში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა მაინც მოხდეს შერიგება. აუცილებელია, ყველა ძალა მოვსინჯოთ, ჩავრთოთ მეგობრები, ვილოცოთ, უფალს მივმართოთ დახმარებისათვის და ყველანაირად ვეცადოთ, რომ ორ ადამიანს შორის ეს შერიგება მოხდეს. მაგრამ თუ ის ადამიანი მაინც უარზეა, მაშინ ეს საქმე მთლიანად უნდა მივანდოთ უფალს, ეს ადამიანი კი მუდმივად უნდა მოვიხსენიოთ ლოცვებში, როგორც პირად ლოცვებში, ასევე წირვა-ლოცვის დროსაც, რა თქმა უნდა, თუ მონათლულია. ეს საქმე უფალს მივანდოთ და ღვთის წინაშე ვთქვათ: „უფალო, მე ვაპატიე ამ ადამიანს, გულით მინდა, რომ შევურიგდე“. ამის შემდეგ როგორც ღვთის ნება იქნება, ისე წარიმართება საქმე. ჩვენი მხრიდან ყველა შესაძლებლობა უნდა ამოვწუროთ, რაც ადამიანურად შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ შემოვირიგოთ ნაწყენი ახლობელი, არაფერზე დავიხიოთ უკან, მაგრამ ეს შერიგებაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჩვენი მხრიდან სიამაყით სავსე. ყველაფერში შეიძლება შემოიპაროს ამპარტავნება და ამ შერიგებაშიც კი შეიძლება ეს მოხდეს. შესაძლებელია, ადამიანმა ეს ნაბიჯი საკუთარი თავის განდიდების მიზნითაც კი გადადგას და ამით წარმოაჩინოს, თუ რა დიდსულოვანია, მან ყველაფრის მიუხედავად მიუტევა სხვას. ასეთი აზრი ოდნავ მაინც თუ შეიპარა გულში, მაშინ უმჯობესია, თავი შევიკავოთ და მაშინ გამოვხატოთ მიმტევებლური გრძნობები, როდესაც ეს მართლა ღვთის გულისთვის მოხდება. საერთოდ, ქრისტიანული სათნოებები დაცლილი უნდა იყოს ადამიანური ემოციებისგან, მაგალითად, როდესაც ჩვენ გავიღებთ მოწყალებას და ვეხმარებით მათხოვარს. დავუკვირდეთ, ჩვენ მოწყალებას მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ვაძლევთ, როცა ის მათხოვარი გვეცოდება, შეიძლება ადამიანურად იმ წუთში ის არ გვეცოდებოდეს, მაგრამ ჩვენ გვახსენდება, რომ ეს არის ჩვენი ვალი ღვთის წინაშე, ჩვენი, როგორც ქრისტიანის მოვალეობაა და ყოველ გლახაკში უფალს უნდა ვხედავდეთ და გავცემდეთ ღვთის გულისთვის. ასე რომ, როდესაც ემოციური დამოკიდებულებაა ამ სათნოების მიმართ, ეს ფაქტიურად წარმართობაა, ანუ ჩვენ მხოლოდ მაშინ რომ გავცეთ მოწყალება, როცა ძალიან შეგვეცოდება ვინმე, ეს ნაკლებად იქნება ღვთის გულისთვის გაკეთებული, რადგან ასეთი ემოცია ყოველთვის არ არის ჩვენი მხრიდან, ყოველთვის კი არა, ძალიან იშვიათიც კია და თუ მხოლოდ ამ ემოციას დავუგდებთ ყურს, მაშინ ჩვენ სულიერად ვერ წავდგამთ წინ ნაბიჯებს. ასევე არის შერიგების დროსაც, შეიძლება ჩვენ ძალიან გვიჭირს, ჩვენს ნებას ძალიან უჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მიუხედავად ჩვენი ემოციური, ადამიანური დამოკიდებულებისა, არსებობს უფრო მაღალი სულიერი საფეხური და ამ საფეხურს ჰქვია ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ღვთის გულისათვის. ისევ წმინდა ნიკოლოზ სერბის სიტყვები მოვიშველიოთ: „ყოველგვარი მიღწევა სწავლასა და შრომაში, მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა, თუ ღვთის გარეშეა მოპოვებული, აძლიერებს მიღწევის წყურვილს, შესაძლოა შენს მიღწევებში ყველაზე გულმოდგინე შრომა გქონდეს ჩადებული, მაგრამ ღვთის გარეშე იგი მაინც ცოდვაა; ყოველი ცოდვა ახალი ცოდვის წყურვილს აძლიერებს; იგივე, მაგრამ უკვე უფლის სახელით ქმნილი, ადამიანს ბედნიერს ხდის, რამეთუ ჭეშმარიტ წყურვილს აკმაყოფილებს“. მართლაც, ასეთი ბედნიერება, რომელიც უცილობლად მოაქვს ქრისტიანულ ცხოვრებას, მოიპოვება მხოლოდ ასეთი მიდგომით. უნდა გვახსოვდეს, რასაც გავაკეთებთ, უნდა ვეცადოთ, ღვთის სახელით იყოს ქმნილი და ჩვენ მართლაც ბედნიერები ვიქნებით!
http://www.shemoqmedi.ge/index.php?option=com_content&view=article&id=3630&lang=en
http://www.shemoqmedi.ge/index.php?option=com_content&view=article&id=3611&Itemid=..

Комментариев нет:
Отправить комментарий