воскресенье, 3 марта 2013 г.

შენი მეგობარი შენი ცისარტყელაა.

,,ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბლებში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და დედამიწას შორის. როდესაც მიწას ღრუბლით დავღრუბლავ და გამოჩნდება ღრუბლებში ცისარტყელა, მაშინ გავიხსენებ აღთქმას ჩემსა და თქვენს შორის და არ გადაიქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპად. გამოჩნდება ცისარტყელა ღრუბლებში, დავინახავ მას და გავიხსენებ მარადიულ აღთქმას ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი არის ამ ქვეყნად.’’




მზე კვლავ გამოანათებს.

დედამიწა მრგვალია დაამტკიცეს ძველად.
მზის ირგვლივ რომ ტრიალებს , ესეც ვიცით ყველამ.
ჩემო კარგო მნათობი როცა იქეთ ელავს ,
აქეთ მხარეს რა ხდება?_ ბნელა. ბნელა . ბნელა.
თუკი შავი ღრუბლები დაფარავენ ზეცას,
ქარი ამოვარდება, მას მოჰყვება ელვა,
თუკი ხშირი წვიმებით შევწუხდებით მეტად,
მაშინ იმედებს ვკარგავთ , მოგვაკითხავს სევდა.
ეს ცხოვრებაც ასეა, დაუკვირდით ყველა,
ზოგჯერ მწარედ ვტირით და ზოგჯერ მეტად ბნელა.
მაგრამ თავი ავწიოთ ვცადოთ გაღიმება,
სევდა სადღაც გაქრება და გაიფანტება.

მზე კვლავ გამოანათებს და გამობრწყინდება.
პრობლემები ყველას გვაქვს, რატომ გვავიწყდება?
თუ მოვითმენთ ცოტას და რწმენას ჩავისახავთ,
გადარჩენის იმედს_ ცისარტყელას ვნახავთ.
ჰოდა მზე გამობრწყინდა, გავიღიმოთ ყველამ.
შენ კვლავ სწუხხარ ძვირფასო? მომიცია რჩევა;
თუკი შენი ფიქრები უსაშველო ხდება,
მეგობარი ეძებე_ შენი ცისარტყელა
შენს სადარდელს იდარდებს, სანთლად აგენთება.
შენთვის წყალში ჩადგება , ხიდად გაედება
და თუ იქნა მაღლიდან ღმერთის სრული ნება ,
მეგობრებს საოცრება ერთად აგიხდებათ.

Комментариев нет:

Отправить комментарий