воскресенье, 3 марта 2013 г.

დელია, აბა დელია.

დელია, აბა დელია.
ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო,
ყველა შენი სამშობლოა საყვარელი საქართველო.
შენი ქვეყნის კუთხეები ერთნაირად შეიყვარე,
ერთმანეთს არ გამოაკლო, მტერი რომ არ გაახარო.
თავის ერის მოღალატეს ხელს ნურასდროს გაუწოდებ.
ავ კაცს ავს თუ არ დაარქმევ,კარგს სახელად რას უწოდებ?
სიკეთეს სულ სხვა ფასი აქვს ლაჩრობას ნუ გაუტოლებ.
მოყვარეს თუ გაამწარებ, თვალს ვერავის გაუსწორებ.

დელია,დელია,დელია, გზა მივცეთ სიყვარულს დელია.
ნუ გაყოფ ნუ იტყვი ჩემია, დაგცინებს, დაგცინებს მტერია.
გჯეროდეს იმარჯვებს სიკეთე, იხარებს სამშობლო ერია.
გზა მივცეთ , გზა მივცეთ სიყვარულს. დელია, აბა დელია.

ძნელი არის გასაჭირში ჩავარდნილი კაცის შველა.
მეგობარი თუ არა გყავს იმედს სხვა ვინ მოგცემს ნეტა?
რწყილის იმედი რომ ჰქონდა ამან იხსნა ჭიანჭველა,
რწყილმაც თავი არ დაზოგა, ჭინჭველისთვის გაიმეტა.
საქართველოს პრინცებო და საქართველოს პრინცესებო,
ზღაპრის გმირი შეიბრალეთ, უნაკლოა განა ვინმე?
თუ მას ძალუძს დამარცხება ცხრათავიან ბაყბაყ დევის,
ვაპატიოთ ერთი ცოდვა და დრო მივცეთ ნაცრისქექვის.

დელია, დელია, დელია, მეგობარი ტკბილია დელია.
თუ იტყვი ვერ ვიხსნი, ძნელია, დაგცინებს რწყილი-ჭინჭველია.
ნუ ერჩით ნაცარისქექიას, ბაყბაყ დევს ხათრი აქვს ჩვენია.
ჩვენთან არს ღმერთი და ვიმღეროთ დელია , აბა დელია.



Комментариев нет:

Отправить комментарий