воскресенье, 3 марта 2013 г.

ნუ ჩაიქნევ ხელს.

ვიგონებთ ჩვენ ბავშვობის წლებს
ოცნებათა ფერს.
არ ვკითხულობთ ზღაპრებს, არ მოველით მათ_
პრინცებს, პრინცესებს,
მაგრამ გულით მაინც დავეძებთ მას_
იდეალურს, ერთს.
შევხვდებით სხვას , შევეჩვევით და
შეშურდება ბევრს.

თუ სიცოცხლე შენი ადარდებს სხვებს
რად ენდური ბედს?
თუ ღიმილი ჩემი გაგახარებს შენ
არც ვინატრებს მეტს.
თუ ამ ქუჩებს ისევ მიუყვები მარტო
ნუ ჩაიქნევ ხელს.
ხვალ შეხვდები ხვალ, დამიჯერე ხვალ,
იქნებ სულაც დღეს.

წუთისოფლის გზაზე ვიღაცა მათხოვრობს,
ვიღაც ბატონებს.
ვიღაც გაგიმეტებს, ვიღაც  ჭირში უმალ
ხელს გაგიწოდებს.
რა გაათბობს სულს და რა მოარჩენს ამდენ
ნაიარევს.
სიყვარული მხოლოდ, მხოლოდ სიყვარული.
დაგვბედებოდეს.


თუ სიცოცხლე შენი ადარდებს სხვებს
რად ენდური ბედს?
თუ ღიმილი ჩემი გაგახარებს შენ
არც ვინატრებს მეტს.
თუ ამ ქუჩებს ისევ მიუყვები მარტო
ნუ ჩაიქნევ ხელს.
ხვალ შეხვდები, დამიჯერე ხვალ,
იქნებ სულაც დღეს.


Комментариев нет:

Отправить комментарий