среда, 10 апреля 2013 г.

მოვუსმინოთ ზოგიერთ "ათეისტს":

მოვუსმინოთ ზოგიერთ "ათეისტს":

ღვთის წინააღმდეგ მებრძოლმა ნიცშემ, რომელმაც განაცხადა, რომ "ღმერთი მოკვდა", ერთხელ თქვა: "...ჩემი ცრემლების წყარონი შენთვის იღვრებიან!... ჩემი გულის ალი შენთვის გიზგიზებს... ოჰ! შემოდი ჩემში უცნობო ღმერთო ჩემო!, ჩემო ტკივილო და ჩემო უკიდურესო ბედნიერებავ... ნურასდროს მიატოვებთ ღმერთის იდეას... რომელიც მე უარვყავი და ამიტომ ჩავეფალი საკუთარი ვნებების მორევში...

...ყველაზე ცუდი ისაა, რომ აღარ მესმის რა მიზნისათვის ვცოცხლობ... ეჰ! რაოდენ მახარებდა სახლის სითბო და სიმშვიდე... ოჰ! ეს საუკუნო და მარადიული სიცარიელე! (და ბოლოს თავი მოიკლა!...)



"...მივატოვე ზეცა და მანაც მიმატოვა მე... ვიცი, რომ ახლა არასწორ გზაზე ვდგავარ... სიცარიელემ, რომელიც უღმერთოდ ყოფნამ დამიტოვა, ველურ ნადირად მაქცია... ერთ ჭიქა ვისკის მთავაზობენ, მე კი ათს ვიღებ, რათა ყოველივე დავივიწყო..."

(ეჟენ იონესკო)



"...მომისმინეთ! თქვენ ღმერთის მოწინააღმდეგე მოგმართავთ... თქვენ – მე – ათეისტი ვოლტერი გელაპარაკებით... ღმერთი რომც არ არსებობდეს, იგი უნდა შევქმნათ!... ამას ფაქტები და ჩემი პირადი გამოცდილება მეუბნება..." (!)



"მე ათეისტი ვარ... ათეიზმის დრამა მრავალ ფსიქიურ დაავადებასთან არის დაკავშირებული, რადგან ათეიზმის სიღრმეში მშობლიური მიწა-წყლიდან მოწყვეტილი, გახრწნილი ადამიანის უიმედობა იმალება..."

(ა.მ. ჰენრი)



"ვქმნით ათეისტს, მაგრამ ერთი პეპლის თვალი და ფრთაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი ურწმუნოება დაიმსხვრეს..."

(დიდრო)

თავად ათეისტმა და უზნეობით სახელგატეხილმა ფროიდმაც, ერთ ქრისტიანთან გულწრფელ საუბარში თქვა: "შენ ბედნიერი ხარ, ვინაიდან ადამიანები ღმერთთან მიგყავს, რადგან რელიგიური ღვთისმოსაობა ნევროზებს ამარცხებს..."



საქვეყნოდ ცნობილი ჟურნალისტი გრეტა პალმერი, ორმოცწლიანი ათეისტური ცხოვრების შემდეგ წერდა: "ბედნიერი ვყოფილვარ, რადგან ორმოცი წლის შემდეგ ათეიზმის კელიიდან გავიქეცი... ახალი სამყარო, რომელშიც მე შევედი, ღვთის სიყვარულითაა სავსე... მთელი ბუნება მის შესახებ ღაღადებს... ქრისტიანი გავხდი! ჭეშმარიტებას ვეძებდი და იგი ქრისტიანობაში ვიპოვე, რადგან იგი მხოლოდ მასში არსებობს... ღვთისადმი რწმენაში ჩვენს წინსვლას გაცილებით მეტი რამ ესაჭიროება, ვიდრე წინსვლას მეცნიერებასა და ხელოვნებაში... ქრისტიანობაში ყველა ჩემი პრობლემის გადაწყვეტის საოცარი გასაღები ვიპოვე... და ეს, რწმენის "საოცარი გასაღები", აღებს კარს, საიდანაც ჩვენს ცხოვრებაში ღვთის უშრეტი ნათელი იღვრება..."



ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლი რუსო ერთხელ იძულებული გახდა ეღიარებინა: "...თუკი სოკრატეს სიცოცხლე და სიკვდილი ბრძენის სიცოცხლე და სიკვდილია, მაშინ იესო ქრისტეს სიცოცხლე და სიკვდილიც ღმერთის სიცოცხლე და სიკვდილია..."



ერთხელ იულიანე განდგომილმა ქრისტიანებს ირონიით ჰკითხა:

– ახლა რას აკეთებს გალილეველი, დურგლის შვილი?

– დურგლის შვილი ახლა კუბოს ამზადებს, – წინასწარმეტყველურად უპასუხა ერთმა ქრისტიანმა, და მართლაც, ცოტა ხანში სპარსელებთან ბრძოლაში იულიანე განდგომილი სასიკვდილოდ დაიჭრა და სანამ სული ამოხდებოდა, დაიბღავლა: "დამამარცხე, გალილეველო!"



ოდესღაც სამედიცინო ინსტიტუტის ახალგაზრდა ლექტორი რიგას ნიკოლაიდისი თავის სტუდენტებს ათეისტური იდეებით უტენიდა თავს... გავიდა მრავალი წელი, დიდ პარასკევს სინტაგმას (კონსტიტუციის) მოედანზე გარდამოხსნის გამოსვენების დროს ერთი ასაკოვანი კაცი, ლამპრით ხელში, ხალხის მასაში წინ მიიწევდა... იქ დამსწრეებმა მასში მათი ყოფილი ლექტორი – ნიკოლაიდისი შეიცნეს...

– პატივცემულო ლექტორო!... ბატონო ნიკოლაიდი! იცით, გვიკვირს, როგორ ეხამება ის, რასაც უწინ გვიყვებოდით, თქვენს დღევანდელ მდგომარეობას?

– ბატონებო, ჩემო შვილებო! ჭეშმარიტი სიცოცხლე მხოლოდ უფლის ტანჯვასა და მის შემდგომ აღდგომაშია! – უპასუხა ლექტორმა...

...შემდგომში მან აღსარება თქვა, ეზიარა და სიმშვიდითა და პატივით გადავიდა მარადისობაში...



...ნახეთ ვინ არიან ისინი, რომლებიც ღმერთს უარყოფენ, რომლებმაც ღვთის ჭეშმარიტება ათასნაირი კერპთაყვანისმცემლური სიცრუით შეცვალეს და ნამდვილი შემომქმედის ნაცვლად უსულო მატერიას დაუწყეს თაყვანისცემა. ასეთებს მოციქული პავლე ამხელს და ჩვენც ყოველდღე ვხედავთ მათ, ვინც საკუთარი სული და ხორცი ყოველგვარი უმსგავსოებით, მრუშობით, ცბიერებით, სიხარბით, შურით, მკვლელობით, დაუნდობლობით, მზაკვრობით აავსეს, რომლებიც ფარულ ბრალმდებლებად და თავხედ ცილისმწამებლებად იქცნენ. ისინი ღვთისადმი სიძულვილით, ბილწსიტყვაობით, პატივმოყვარული ტრაბახით, მოჩვენებითობით, უპატივცემულობით არიან აღვსილნი. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ კეთილგონიერება, მათ უსირცხვილოდ შეუძლიათ საკუთარი სიტყვა და შეთანხმება დაარღვიონ. ისინი ჯიუტნი, შურისძიების მოყვარულნი, სხვათა უბედურების მიმართ უგრძნობნი და შეუბრალებელნი არიან, და თანაც, სხვებს – მათივენაირებსაც ტაშს უკრავენ!

განა ყოველ დღე არ ვუძლებთ მათ?



"...აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა..." რომელ მკუდართა? ვინ არიან მკუდარნი?

მკვდრები არიან:

– ისინი, რომლებიც თავიანთ გარშემო სიკვდილს თესავენ, რათა საკუთარი მმართველობა განამტკიცონ...

– ისინი, რომლებიც პიროვნებების განდიდებისათვის ადამიანებს მკაცრი კანონების შესრულებას აიძულებენ და ყველას, ვინც ამ საქმეში მათ არ ეთანხმება – ანადგურებენ...

– ისინი, რომლებმაც ანგარება აბსოლუტურ ღირსებად აქციეს,…

– ისინი, რომლებმაც მოყვასისადმი ყოველგვარი თანაგრძნობა ჩაკლეს და სიყვარულის მცნება უგულებელყვეს...

– ისინი, რომლებმაც ცხოვრებისეულ კანონად აქციეს მცნება: მრავალთა სიკვდილი მცირედთა სიცოცხლედ ღირს (ეს მცირედნი კი ისინი არიან, რომლებმაც "ეგოიზმი" გააღმერთეს და ისე ცხოვრობენ, თითქოს ჭკვიანები, ძლიერები, მოხერხებულები იყვნენ, მაგრამ სინამდვილეში სულიერად მკვდრები არიან).

– ისინი, რომლებმაც ცხოვრებისეულ "დოგმად" დევიზი –

"შენი სიკვდილი – ჩემი სიცოცხლე!" აქციეს

– ისინი, რომლებიც იესო ქრისტესგან, რომელმაც ბრძანა: "მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ", მოშორებით ცხოვრობენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий