четверг, 11 апреля 2013 г.

დავითის ვარსკვლავის მნიშვნელობა.




დღესდღეისობით ადამიანისათვის „დავითის ვარსკვლავის“ სიმბოლო რაიმე ცუდთან ასოცირდება, რაც არასწორია! ეს სიმბოლო ისრაელის ერის როგორც სულიერი აგრეთვე, ასევე სახელმწიფოებრივი სიმბოლოა. ექვსქიმიანი ვარსკვლავი შედგება ორი ერთმანეთთან შეერთებული სამკუთხედისაგან. ზევით მიმართული სამკუთხედი გამოხატავს ღმერთის სიყვარულს, ხოლო ქვევით მიმართული სამკუთხედი გამოხატავს „ისრაელიანის“ ამაში იგულისხმება არა ეთნიკურად ებრაელის სიყვარული, არამედ ყველა იმ ადამიანის პატივისცემა, რომელიც იცავს მოსეს რჯულს, ანუ ბიბლიური ხელმწიფის სიმბოლოში გამოხატულია უფლისადმი და ისრაელიანისადმი სიყვარული. ამ სახით წმინდა დავით მეფსალმუნის ვარსკვლავი სახესიმბოლოა ჯვრის სიმბოლოსი, რომელიც ასევე მოგვიწოდებს სიყვარულისაკენ, ვერტიკალური-ღმერთის სიყვარული; ჰორიზონტალური-მოყვასის სიყვარული, ამიტომაც უამრავ ეკლესიაში შეხვდებით დავითის სიმბოლოს. მაგალითად ქაშუეთში, რუსეთის მაცხოვრის ტაძარში და სხვა.

სტატიის ავტორი: გიორგი გველესიანი

Комментариев нет:

Отправить комментарий