სტატიის სახელწოდება არ არის შემთხვევითი.
ასე დაემთხვა, არამარტო სიტყვები, არამედ არსიც. დღევანდელი ქართული პოლიტიკა მსოფლიო გეოპოლიტიკურ პროცესებთან მჭიდრო კავშირშია და სულ რაღაც შვიდი წლის მანძილზე მისი ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი და კონსტანტა გახდა. რუკას თუ დავხედავთ და ცოტაოდენ ფანტაზიასაც მოვიხმართ, დავინახავთ როგორ ვიწროვდება აღმოსავლეთის ქვეყნების არეალის ”ყელი" კავკასიასთან. კავკასიის შემდეგ კი არეალი ისევ ფართოვდება უკვე ევროპისკენ. ამას შევადარებდი ქვიშის საათს. ევროპული პროცესების ”გადადინება" კავკასიურ ”ყელში" უკვე დაიწყო და გაგრძელდება.
რა თქმა უნდა, ეს უხეში შედარებაა, მაგრამ საკმაოდ კარგად აჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ”დინების" თავისუფლება. ორი საუკუნე ეს გზა დაკეტილი იყო. ორი საუკუნე ორი ცივილიზაცია მხოლოდ თანაარსებობდა, უშუალო ”შეხება" და ურთიერთგადადინება შეზღუდული იყო და ამ კავშირს ძალადობრივად იყენებდა მხოლოდ ერთი სახელმწიფო, რაც მას საშუალებას აძლევდა, ორივე ცივილიზაციისთვის ეკარნახა თავისი ნება.
თავზე მოეხვია თავისი ანტიადამიანური მსოფლმხედველობა და ორივე სამყარო მუდმივი შიშის, დაპირისპირებისა და ომის საშიშროების განცდაში ჰყოლოდა. გზა, რომლის დანიშნულება გაერთიანება და დაკავშირებაა, არსებობდა როგორც გამყოფი და დამაშორებელი საზღვარი.
”დასავლეთი" შიშით უყურებს ”აღმოსავლეთს". ტერორიზმის ძირითადი საშიშროება იქიდან მოდის, რაც თავის მხრივ უკვე ”აღმოსავლეთის" შიშის გამოხატულებაა. ასე, ორი შეშინებული სამყარო დგას ერთმანეთის პირისპირ და არავინ იცის რა, როდის და სად ამოხეთქავს. რამდენად გადაულახავი არ უნდა გვეჩვენებოდეს ამ ორი სამყაროს წინააღმდეგობებები, მაინც საერთო უფრო მეტია. მითუმეტეს, რომ დღეს ”აღმოსავლეთში" ძირითადად მაინც ისლამური სამყარო მოიაზრება. იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური უკვე დასავლური ფასეულობების ქვეყნებია. ფრთხილად და მაინც შიშით უყურებენ ჩინეთს, მაგრამ ამ ქვეყანამ თავისებური სიბრძნით ”დასავლეთისკენ" არაერთი ნაბიჯი გადადგა და კიდევაც გადადგამს. ინდოეთიც ცივილიზაციისკენ ვითარდება.
რამდენიმე წლის წინ ერთი უცხოელი ანალიტიკოსის აზრს დავეთანხმე, რომელმაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ძირითად წინააღმდეგობად, მამაკაცის ქალისადმი დამოკიდებულება დაასახელა. მართლაც და მუსულმანურ საქმყაროში მრავალცოლიანობა არაერთი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიცია არის. თუმცა არც ევროპელ ლიდერებს აკლდათ ფავორიტი ქალბატონები. აღმოსავლურ იდეოლოგიაში ამ თემას ზოოლოგიურ-ფიზიოლოგიური ახსნა აქვს - საქათმეში ერთი მამალი არისო. ჰოდა ქათმებივით წირავდნენ და წირავენ ადამიანებს. თან საიქიოში ჰპირდებიან მრავალცოლიან ჰარამხანებს. ამ ტრადიციის საწინააღმდეგო არგუმენტაცია თითქმის არ არსებობს. ტრადიციაა და მორჩა, მაგრამ კარგად დავაკვირდეთ თავად მუსულმანური სამყაროს კულტურას, გავიხსენოთ ლეგენდარული ”ათას ერთი ღამე". რით მთავრდება ეს გენიალური ნაწარმოები? ქორწილით, დიახ, ქორწილით. საცოდავ შეჰერეზადას თითქმის სამი წელიწადი დასჭირდა, ყოველ ღამე ახალ-ახალი ზღაპრების მეშვეობით რომ დაერწმუნებინა არანაკლებ საცოდავი სულთანი, რომ ქალი ყველანაირი არსებობს, ისევე როგორც კაცი, და არსებობს იმისი შანსი, რომ ერთმა კაცმა თავისი ერთგული და მოსიყვარულე ქალი იპოვოს. საბოლოო ჯამში სულთანმა იპოვა თავისი შეჰერეზადა. გამოდის, რომ თავად მუსულმანურ კულტურაში დევს მონოგამია და ადამიანი სულაც არ არის ქათამი. ახლა გავწმინდოთ მორწმუნე მუსულმანი ყოველგვარი იდეოლოგიური და რელიგიური დოგმებისგან და მივიღებთ ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც იგივე მისწრაფებები და თვითრეალიზების სურვილები გააჩნია, რაც ახასიათებს ნებისმიერ ცივილიზებულ ადამიანს.
თავისუფლება ნებისმიერი ადამიანის თანდაყოლილი მოთხოვნილებაა, დემოკრატია კი ამ თავისუფლების მიღწევის საშუალება. ამ თეზისს ალტერნატივა არ გააჩნია. საბოლოო ჯამში დაპირისპირების უმთავრესი მიზეზი სახელმწიფოების მოწყობისა და მართვის პრინნციპების დაპირისპირებაში გამოიხატება. ტოტალიტარული სისტემების დრო საბოლოოდ მთავრდება. ადამიანს ისედაც უჭირს დედამიწაზე საკუთარი ადგილისა და დანიშნულების მოძიება, ამიტომ მისი გათავისუფლება ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებისაგან, ავტორიტარული რეჟიმებისა და დამთრგუნველი იდეოლოგიური და რელიგიური ფუნდამენტალისტური თეორიებისგან, სავსებით შესაძლებელია.
ლიბერალურ ეკონომიკას, კონკურენციას, კერძო საკუთრებისა და ადამიანის უფლებების დაცვასაც არ გააჩნია ალტერნატივა, მაგრამ კაპიტალიზმი არ არის თავისუფლების გარანტია, სოციალიზმი - მითუმეტეს. ეგვიპტის ამბებმა მსოფლიო დაზაფრა. გაჩნდა უამრავი კითხვა. ვინ დგას ამის უკან? რა იქნება? ვინ ჩაანაცვლებს დღევანდელ მმართველობას? ყველაზე მეტად ვემხრობი არაბი მიმომხილველის საად მახიოს აზრს, რომელმაც ამ მოვლენებს ”პირდაპირი დემოკრატია" უწოდა. ინტერნეტის მეშვეობით ადამიანები შეიკრიბნენ და გამოვიდენ ქუჩაში, ქვეყნის მმართველობის შესაცვლელად. ინტერნეტმომხმარებელი, როგორც წესი, საზოგადოების ყველაზე პროგრესული და ცივილიზებული წარმომადგენელია. ეგვიპტეში დემოკრატიის მოთხოვნილება, უბრალოდ, მომწიფდა.
ძალიან სიმბოლურია, რომ ეს ხდება ეგვიპტეში, უძველესი ცივილიზაციისა და ფარაონების ქვეყანაში, სადაც ლეგენდარული პირამიდები - ძალაუფლების სიმბოლოები აღმართეს და მრავალი საუკუნით განსაზღვრეს ძალაუფლების სტრუქტურა დედამიწაზე. ტოტალიტარული რეჟიმები ფარაონისებურია. თანამედროვე მმართველობა კი გადმოტრიალებული პირამიდა (”სააკაშვილმა ყველაფერი ყირაზე დააყენა" - გამწარებული ოპოზიციონერის რეპლიკა). დემოკრატიულ სისტემაში ხელისუფლების კონტროლის უამრავი ინსტიტუტი არსებობს.
ეგვიპტეში კაპიტალიზმი განვითარდა, მაგრამ თავისუფლების მოთხოვნილება ამან მხოლოდ გაზარდა. კაპიტალი ბუნებრივად ისწრაფის მონოპოლიისკენ; ფარაონული მმართველობის სისტემაში ძალაუფლებასთან შერწყმას ცდილობს და ოლიგარქიული ხდება. ამას მოჰყვება სოციალური დაძაბულობის ზრდა და ერთ მშვენიერ დღეს რევოლუცია იწყება. ეგვიპტეში კაპიტალის კრიზისია, მიუხედავად კარგად განვითარებული მრეწველობისა და ტურისტული პოტენციალის რეალიზებისა. ეგვიპტის კაპიტალის მონოპოლურ-ოლიგარქიული არსი გახდა დღევანდელი რევოლუციის ძირითადი მიზეზი. ეგვიპტეში საკმაოდ ბევრი განათლებული და ევროპულ ცივილიზაციას ნაზიარები ადამიანი ცხოვრობს და ბუნებრივია, რომ მათ თვითრეალიზების გარემოს ანუ დემოკრატიის მოთხოვნილება გაუჩნდათ.
ცივილიზებულ ფასეულობებთან ზიარება უმთავრესია. დემოკრატიული აზროვნების ჩამოყალიბებას რეალური მაგალითის ნახვა, მისი გაცნობა, ”თვალებში ჩახედვა" სჭირდება. აღმოსავლური სიბრძნეა: ”რამდენჯერაც არ უნდა თქვა სიტყვა ხალვა, გემოს მაინც ვერ გაიგებ, სანამ არ შეჭამ". მუსულმანური სამყაროსთვის დემოკრატიას ”შეუჭმელი ხალვის" ეფექტი აქვს. ამ თემაზე ტომები იწერება, საუბრობენ, კამათობენ. მყარად ზის აზრი, რომ მუსულმანებს უბრალოდ არ შეუძლიათ დემოკრატიაში არსებობა, რაც, ჩემი აზრით, მცდარი იდეოლოგიური პოსტულატია, რომელიც სწორედ მუსულმანური სამყაროს მმართველი ელიტის წყალობით დამკვიდრდა. დემოკრატიის ”დაგემოვნების" საშუალება მუსულმანურ სამყაროს აქამდე არც კი ჰქონია. შეიძლება ადამიანს ასწავლო დემოკრატიული უნარ-ჩვევები, აუხსნა, მაგრამ არავითარი ეფექტი არ იქნება, თუ რეალურ ცხოვრებაში ამ ნასწავლს ვერ დაინახავს. მასწავლებელი თავად უნდა ცხოვრობდეს ამ უნარ-ჩვევებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის სწავლებისა და გაზიარების შანსი.
მაშ ასე, რატომ არ ჰქონდა აქამდე მუსულმანურ სამყაროს დემოკრატიასთან ზიარების საშუალება? იმიტომ, რომ საქართველოში, ანუ გურჯისტანში არ იყო დემოკრატია. მესმის, ”ხმამაღალი" ნათქვამია, მაგრამ მაინც. ვაღიაროთ, ჩვენმა წინაპრებმა აღმოსავლეთში საქართველოსადმი უდიდესი პატივისცემა დანერგეს. გარდა მამელუქებისა, რომლებიც ეგვიპტესა და ეთიოპიას მართავდნენ, ქართველებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს სხვა მეზობელი ქვეყნების განვითარებაშიც. ქართული შეუპოვარი ხასიათი მტრის პატივისცემას იმსახურებდა და დღემდე ეს ისტორიული მეხსიერება წარუშლელია. ქართველების მოწყობა და ცხოვრების წესი ყოველთვის იყო ინტერესის საგანი და სამაგალითო კოპირების თვალსაზრისით - იმის შემდეგაც, როდესაც საქართველო აღარ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენც ვითმენდით და ისინიც. ძალიან მინდა, სწორად გამიგოთ. არავითარი მისიანიზმი, არავითარი ქედმაღლობა ან ამპარტავნობა. საქართველოს გავლენა აღმოსავლეთზე მისდამი პატივისცემის შედეგია და არა შიშის. ქართული დამოკიდებულება, რელიგიური ტოლერანტობა, რომელიც ამტანობას, მომთმენლობას და არა უპრინციპობას ნიშნავს და რომელიც 1995 წელს პოლიტიკურ ცნებად გადაიქცა, სწორედ საქართველოშია დაბადებული. თბილისის მეიდანი ტოლერანტობის მონუმენტია, მაგრამ ვიმეორებ, ეს არ გამორიცხავს პრინციპულობას. პირიქით, ტოლერანტული მაშინ შეგიძლია იყო, როდესაც საკუთარის სიყვარული გაგაჩნია, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია დააფასო სხვისი. ამ ყველაფრის შედეგია, რომ ქართული დემოკრატიული მიღწევები სამაგალითო ხდება აღმოსავლური სამყაროსთვის. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქართული დემოკრატიული მოდელი და ქართული ევრაზიული ფუნქცია რეალურად ამუშავდა.
ქართული მენტალობა ყალიბდებოდა ამ გზაგასაყარზე. ევრაზიულობის იდეა რუსეთმა მიითვისა და პრინციპულად განსხვავდება ქართულისაგან. რამდენიმე წლის წინ, ლუჟკოვმა, მოსკოვში, ერთ-ერთი გარეუბნის მეტროს სადგურთან, სახელად ”ვლადიკონო", მეჩეთი, სინაგოგა და მართლმადიმლური ტაძარი ააშენა. მეტროს სახელწოდებაც ალბათ სიმბოლურად არის შერჩეული, სიტყვიდან ”ვლადეტ"(ფლობა). თბილისის მეიდანის ასლი სასწრაფოდ და ჩინოვნიკური დეგენარიტიზმით ქვაში აღსრულდა.
ჩვენი ქვეყნის დანიშნულება არ შემოიფარგლება ”ენერგოდერეფნის" ფუნქციით. თუმცა ენერგოუსაფრთხოება უკვე ნიშნავს ქვეყნის უსაფრთხოებას. ქართული ფუნქცია უფრო მრავალწახნაგოვანია. დამაახლოვებელი როლი უმნიშვნელოვანესია ცივილიზაციების დაახლოვების საქმეში. უმძიმესი და ურთულესი პასუხისმგებლობა გვაკისრია. რა დროს მესიანობაა? უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ეს არის ჩვენი ადგილი და ჩვენი წვლილი კაცობრიობის განვითარებაში. ამ ფუნქციის ღირსეულად შესრულებას უმაღლესი ხარისხის განათლება, პროფესიონალობა და ცივილიზებულობა სჭირდება..
აღმოსავლეთი ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით უყურებდა ჩვენს ქვეყანას, უშუალოდ ესმით ჩვენი და ჩვენ მათი. ჩვენ უფრო მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე საპირისპირო. იმ ყველაფერს, რაც ჩვენთან ხდება, აუცილებლად ”მოიზომავენ" საკუთარ თავზე, მეზობლობის ამბავია. მეზობლებიც სხვადასხვანაირი არსებობობენ. რუსეთივით საქართველოს ”ჩაყლაპვაზე" ბევრი სხვა მეზობელიც ოცნებობდა და ალბათ არც ახლა იტყოდა უარს. მხოლოდ დავით აღმაშენებლის დროს შედგა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და აღმოჩნდა, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაზე მომგებიანი სწორედ ტოლერანტობა და გახსნილობა იყო. იმიტომაც გაშენდა მეიდანი.
არაფერი განსაკუთრებული ნიჭი ამაში ალბათ არ არის, უბრალოდ, ასეთი ადგილი მოგვეცა, ასეთი გეოპოლიტიკური დანიშნულება. ორ სამყაროს შორის მოთავსებული სახმელეთო ”ყელი" ამ ადგილას ვიწროვდება. ამ ადგილის გავლით კი უმოკლესი გზები გადის, სავაჭრო, ”აბრეშუმის", მილსადენების თუ სხვა. უმთავრესი კი ალბათ ისაა, რომ ამ ხიდის ორივე მხარეზე მყოფებისთვის ქართული ერის ბუნება გასაგები და მისაღებია. ის, რაც საქართველოში ხდება, ორივე მხარისთვის რეალური მაგალითია. საქართველო თავისუფლებისთვის იბრძვის და, ამავე დროს, სახელმწიფოს აშენებს. ეს იმდენად თვალშისაცემია, რომ უკვე შეუძლებელია, მაგალითი არ იყოს.
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა სტრასბურგში იყო იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც ევროპული, ცივილიზებული, დემოკრატიული ფასეულობების ბირთვი და ცივილიზებული სამყაროს დასაყრდენი ამ რეგიონში. მისი დემოკრატიული მოდელი, რეფორმატორული პირველობა, ეკონომიკის განვითარების მექანიზმები, ეს ყველაფერი უკვე ახდენს რეალურ გავლენას მეზობელი ქვეყნების ერებზე. ადამიანები თვალნათლივ ხედავენ ცვლილებებს. ეს არ არის პროპაგანდის ან იდეოლოგიის ნაყოფი. ეს რეალური შეხების, ”თვალებში ჩახედვის" შედეგია. ასეთი ირიბი ზემოქმედება ყველაზე ქმედითია. არავინ არავის არ აძალებს ბედნიერებას. ცხოვრობ და საქმიანობ, როგორც შეგიძლია და თუ კარგი რამე გამოგივიდა, უკვე მაგალითი ხარ. იგივე ემართება საქართველოს. უმოკლეს დროში ქართულმა სახელმწიფომ იმდენად შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია, რომ შეუძლებელია ამის უგულვებელყოფა.
პრობლემა და უმთავრესი საშიშროება ის არის, რომ ”ფარაონები" ძალაუფლებას იოლად არ თმობენ. კარგთან ერთად, საფრთხეების რაოდენობაც მატულობს. მატულობს ომების საშიშროებაც, მაგრამ სერიოზულად იკლებს ომის წარმოების საბაბი და საშუალება. ექსტენსიური, ანუ გაფართოებადი ეკონომიკების დღეები დათვლილია. ლიბერალურ, ინტენსიურ ეკონომიკას ალტერნატივა არ გააჩნია. პრობლემას ის წარმოადგენს, რომ კაპიტალის განვითარების რომელიმე ფაზის გამოტოვება შეუძლებელია. ამ ფაზების გავლა შეიძლება ან ნელა, ან ჩქარა, მაგრამ გამოტოვება არ გამოდის. ეს ფაზებია: წვრილი ბურჟუა, კაპიტალისტი, ოლიგარქი. შემდეგ კრიზისი, რასაც დღეს ვხედავთ ეგვიპტეში, კრიზისის შემდეგ, წესით, უნდა დაიწყოს დემოკრატიული რეფორმები და ეკონომიკის ლიბერალიზაცია, რის შედეგად უკვე წარმოიქმნება კორპორატიული კაპიტალი და საშუალო კლასი. მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებზე საუბარი. მონოპოლიისკენ მსწრაფი კაპიტალი აუცილებლად ცდილობს თავისი გავლენის პოლიტიკურად გამყარებას. ანალოგიური მაგალითები ჩვენს უახლეს ისტორიაში უკვე გავიარეთ.
დღემდე არსებული დასავლური თეორიები ან პრაქტიკული მაგალითები უკვე კატასტროფულად მოძველდა და არა იმიტომ, რომ არასწორია ან არაეფექტური. უბრალოდ აღმოსავლეთთან მიმართებაში აშკარად გამოჩნდა სრულიად ახალი, აქამდე გაუთვალისწინებელი ფაქტორები. უპირველესად კი ინდივიდუალიზმის სასტიკი დეფიციტი. კოლექტიურ აზროვნებაში გაზრდილი ადამიანებისთვის ინდივიდუალური უნარ-ჩვევების შეძენა დღევანდელი ცივილიზაციის პრობლემათა პრობლემაა. ინდივიდუალიზმის ჩახშობასა და კოლექტიური აზროვნების ჩამოყალიბებას ემსახურება ”ფარაონული" იდეოლოგია, თან სულაც არა აქვს მნიშვნელობა, რომელი სახის ”ფარაონიზმთან" გვაქვს საქმე - პოლიტიკურ სოციალიზმთან თუ მონოპოლურ კაპიტალიზმთან. ინდივიდუალიზმს ორივე ებრძვის, პირველ შემთხვევაში - პოლიტიკურად, მეორე შემთხვევაში - ეკონომიკურად. ანუ მეცნიერულად ამ ფენას საშუალო კლასი ეწოდება, რომელიც შედგება ეკონომიკურად და ამის შემდეგ პოლიტიკურად დამოუკიდებელი, თავისუფალი ინდივიდებისგან. ინდივიდუალიზმის გარეშე კი დემოკრატიის მსვლელობა, უბრალოდ, შეუძლებელია.
ქიმიურ-პოლიტიკური პროცესები, რომელიც დღეს მიმდინარეობს ქართულ პოლიტიკაში, ნორმალური ამბავია და ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოსთვის. ჩვენს ქვეყანაში ყალიბდება პოლიტიკური და ეკონომიკური მოდელი, რომელიც, დასავლურ-აღმოსავლური ფაქტორების გათვალისწინებით, ახალ ხედვებს ჩამოაყალიბებს. მსოფლიო გამოცდილება ქართული განვითარების წყაროს წარმოადგენს, მაგრამ ამ ყველაფრს ქართულ ნიადაგზე ადაპტირება და ”გადახარშვა" სჭირდება. ჩხუბი, ლანძღვა და ომი მხოლოდ იდეური უსუსურობისა და სისუსტის ნიშანია, ამიტომ აჯობებდა, პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა საკუთარი პოზიციების არგუმენტაციით იყოს დაკავებული და გონებრივი ტოლერანტობა, რომელიც ასევე კომპრომისებს გულისხმობს, გაქვავებული კი არა, ცოცხლად გვეხილა რეალურ ცხოვრებაში. ეს იქნება ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების გარანტია. დღევანდელ შეურიგებელ ოპოზიციას არგუმენტები აღარ გააჩნია და, სამწუხაროდ, სწორედ ჩხუბისა და იარაღის ჟღარუნის ბოლო არგუმენტის იმედითღა დარჩა. ძალიან უნდათ, იდეოლოგიურად ეგვიპტის ამბები როგორმე საქართველოს დაუკავშირონ. კავშირი, რა თქმა უნდა, არსებობს, ოღონდ სრულიად საპირისპირო. ეგვიპტელებმა ქართველებივით გადაწყვიტეს ”თავისი შევარდნაძის" პენსიაზე გასტუმრება.
ორიოდე სიტყვა საქართველოს პრეზიდენტზე, რომლის მიმართაც ასე მტრულად არის განწყობილი ოპოზიცია, თან იმდენს მიაღწიეს, რომ სააკაშვილზე კეთილი სიტყვის თქმა ”ცუდი პონტია": საქართველოს დღევანდელი მდგომარეობისა და მიღწევების მთავარი შემომქმედი სწორედ მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც შეძლო ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება. პიროვნების როლი ისტორიაში არავის გაუუქმებია. ამ შვიდი წლის მანძილზე პოლიტიკოსი სააკაშვილი ჩამოყალიბდა არამარტო სახელმწიფო მოღვაწედ, რაც ბევრისთვის უკვე დიდი მიღწევა იქნებოდა, არამედ ის გახდა თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრენდი, ისეთივე, როგორებიც არიან გენერალი შარლ დე გოლი ან მაჰათმა განდი. სააკაშვილის პრინციპულობის შედეგია დღევანდელი საქართველოს წარმატებები. მიხეილ სააკაშვილს, განსხვავებით მისი ოპონენტებისგან, ეროვნული ლიდერის უმთავრესი თვისება გააჩნია - ის ყოველთვის იბრძვის პასუხისმგებლობისთვის, რის შედეგად ავტომატურად და სავსებით სამართლიანად იმსახურებს ამ პასუხისმგებლობის ტოლფას უფლებებს.
საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი გვაფრთხილებს, ავტორიტარიზმი ცუდად მთავრდებაო. ნამდვილად ცუდად მთავრდება, ოღონდ ერთი განსხვავებით, ომისა და ოკუპაციის პირობებში მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალიზებულ ხელისუფლებას შეუძლია ბრძოლისუნარიანი მოქმედება. იგივე დე გოლის ხელში თავმოყრილი იყო აბსოლუტური ძალაუფლება. საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ, მან თავისი ნებით დათმო ეს ძალაუფლება და გაანაწილა ხელისუფლების სამივე შტოზე. ასეთი ადამიანები ისტორიის მსვლელობას განსაზღვრავენ. რა თქმა უნდა, იგივე საფრანგეთში არის ნაპოლეონის მაგალითი, რომელიც რევოლუციის ტალღაზე, უბრალოდ გამეფდა. ასეთი ანალოგია ისტორიაში ბევრი მოიძებნება, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში არსებობს სავსებით ობიექტური მიზეზები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დიქტატურას სრულიად გამორიცხავს.
როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს გეოპოლიტიკური დანიშნულება გამორიცხავს ჩაკეტილობას. ქვეყნის გახსნილობა კი დიქტატურის უპირველესი მტერია. ამ პირობებში ვახერხებთ გახსნილობას და სრული თავისუფლების პირობებში - მით უმეტეს. მეორე: ჩვენ ვერ ვიქნებით არატოლერანტულები, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველო მრავალკონფესიური და მრავალეთნიკური ქვეყანაა, გარდა იმისა, რომ თავად ქართველები ვართ მრავალკონფესიურები. ეს ორი მიზეზი სავსებით საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ დიქტატურა ვერ განვითარდეს. ასევე არ გაგვაჩნია მონოპოლური კაპიტალიზმის განვითარების ფუფუნება, თან ამის გარკვეული ფაზა უკვე გავიარეთ. გარდა ამ ყველაფრისა, აღარაფერს ვამბობ ცივილიზებული სამყაროს რეაქციებზე და ა.შ. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ეროვნული ლიდერი და უახლესი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურაა, რომლის მაგალითს უკვე ბევრი სწავლობს, ბაძავს და კიდევაც მიბაძავს.
დღევანდელი საქართველო ისეთივე გავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე, როგორც პარიზის ან მილანის მოდის კვირეულები მსოფლიო მოდის ტენდენციებზე. ქართული პოლიტიკა განსაკუთრებულად ზემოქმედებს აღმოსავლეთზე, მაგრამ არანაკლები გავლენა აქვს დასავლეთის პოლიტიკურ ხედვებზე. დასავლეთსაც აქვს თავისი პრობლემები, მაგრამ ყველა პრობლემას ეშველება მშვიდობის პირობებში. მსოფლიოს მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული განვითარება სჭირდება. საქართველოში, ცივილიზაციების გზაგასაყარზე, დემოკრატიული და ცივილიზებული ფასეულობების დანერგვის საქმეში პოლიტიკური წინააღმდეგობების გადალახვა იმის ნიშანი იქნება, რომ მსოფლიოშიც შესაძლებელი იქნება ამის დაძლევა.
თეიმურაზ ზაქრაძე .
24 საათი .
14.02.11

Комментариев нет:
Отправить комментарий