среда, 5 июня 2013 г.

ჰომოსექსუალიზმის ისტერიული პროპაგანდა ანუ შეშლილი მსოფლიო.

ჰომოსექსუალიზმი გლობალისტურ ეპოქაში

ვიდრე, უშუალოდ თანამდროვე მსოფლიოში მიმდინარე სექსუალური რევოლუციისა და მის მიერ გამოწვეული მორალური კრიზის შესახებ ვისაუბრებდეთ, უპრიანი იქნება განვმარტოთ ესა თუ ის ტერმინოლოგიური დეფინიცია. (ბერძ. Homos - მსგავსი; ლათ. Sexsualis - სქესობრივი)- მამაკაცის სექსუალური ლტოლვა მამრობითი სქესის წარმომადგენლის მიმართ. მამაკაცთა ჰომოსექსუალიზმთან ერთად არსებობს ქალთა ჰომოსექსუალიზმიც – ლესბიანიზმი (საბერძნეთის კუნძულ „ლესბოსის“ სახელწოდების მიხედვით.

სექსუალური სუბკულტურის შექმნა დღეისათვის წარმოადგენს არა მარტო ამ ორიენტაციის პარტნიორების ურთიერთმოძიების მცდელობას, არამედ გარკვეული ნიშან-თვისებებისა და მემკვიდრეობის მქონე კულტურული კონსტრუქტის ჩამოყალიბების პროცესს.


გამოჩენილ მეცნიერთა მონაცემების მიხვედვით, ცვლილებები თავის ტვინის ქერქში, რომლებიც სექსუალურ ორიენტაციაზე არიან პასუხისმგებელნი, ალკოჰოლიზმზე ბევრად უფრო ადვილად განკურნებადია, მაგრამ მათ ჯიუტად არ სურთ გამოჯანმრთელება და ცრუოებენ, როცა გვიმტკიცებენ, რომ მათი სენი უკურნებელია.


მკვლევართა უმრავლესობის აზრით,სტატისტიკურად, ჰომოსექსუალიზმი მოიცავს მთელი კაცობრიობის 1-5% -ს, ხოლო ზოგიერთი მონაცემებით კი იგი ვრცელდება მამაკაცთა რაოდენობის 6%-ზე და ქალთა რაოდენობის 3%-ზე მთელი პლანეტის მაშტაბით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პედოფილთა 55% ჰომოსექსუალებზე მოდის.


რაც შეეხება კონკრეტულად პედოფილიას, ნიდერლანდებში ჰომოსექსუალების ლობიმ უკვე მიაღებინა მთავრობას კანონი, რომელიც ნებას რთავს ზრდასრული ადამიანის სექსს 12 წლის ბავშვთან, თუ ეს უკანასკნელი თანახმაა. მზაობის სახით, სამომავლო პერსპექტივაში მსგავსი ტენდენციები შეინიშნება, რამდენიმე წამყვან ევროპულ სახელმწიფოშიც.


ზემოთ ჩამოთვლილ გაუკუღმართებულობას, თან ერთვის ზოოფილიის დაკანონების ღია მცდელობები სხვადასხვა წამყვან სახელმწიფოებში. მაგალითად, დანიაში ეს არ ითვლება კანონგარეშე ქმედებად. ბელგიასა და გერმანიაშიც ცხოველებთან სექსი აკრძალული არ არის, თუმცა აკრძალულია მათი პორნო მასალის სახით გავრცელება.





* * *


ამერიკელი ფსიქიატრების 70% მიიჩნევს ჰომოსექსუალიზმს ავადმყოფობად. სავარაუდოდ დანარჩენ 30%-შიც ბევრს ესმის ეს, მაგრამ გამოკითხვებშიც კი ვერ ბედავენ ე.წ. „პოლიტ-კორექტულობის“ წინააღმდეგ გალაშქრებას.


1969 წელს ამერიკელმა ფსიქიატრმა-სექსოლოგმა დევიდ როიბენმა გამოაქვეყნა წიგნი „ყველაფერი, რაც გინდოდათ გცოდნოდათ სექსის შესახებ,მაგრამ გერიდებოდათ გეკითხათ“. ყოველგვარი ზიზღისა და ჰომოფობიური განწყობების გარეშე, ისე როგორც ეს ნამდვილ ექიმს შეეფერება,როიბენი ობიექტურად, ნეიტრალური პოზიციიდან აღწერს ყოველივეს, რაც ხდება ჰომოსექსუალებს შორის. იგი ხაზს უსვამს ჰომოსექსუალიზმით დაავადებულთა ტრაგიკულ მდგომარეობას. ასეთი ადამიანები ფიზიკურად ილტვიან ერთმანეთისაკენ, მაგრამ შესაბამისი სასქესო ორგანოების უქონლობის გამო სიამოვნების ნაცვლად ტანჯვას პოულობენ. ეს გაწბილება და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება უბიძგებს ავადმყოფს მოძებნოს ახალი პარტნიორი (სწორედ ამიტომ მათი უმრავლესობა განუწყვეტლად იცვლის პარტნიორებს) და შემდეგ ისევ იმედგაცრუებული დარჩეს. „ჰომოსექსუალი არის სექსის დიოგენე, რომელიც მუდამ ეძებს იმ პენისს, რომელიც მას სიამოვნებას მიანიჭებს. ამიტომაა, რომ დაუსრულებლად იცვლის პარტნიორებს. ის მიყოლებით სინჯავს ყველა ფალოსს და მერე გაწბილებული ეუბნება თავის თავს „არა, ეს ის არ ყოფილა, რაც მჭირდება.“ ის მძიმე მდგომარეობაშია - მას მიესაჯა დაუსრულებლად ეძიებდეს იმას, რაც არ არსებობს და არასდროს უარსებია“, - წერს როიბენი.


მეტად საინტერესო მოსაზრებას აჟღერებს საყოველთაოდ აღიარებული იტალიელი ფსიქიატრი, პროფესორი, სალერნოსა და რომში, La Sapienza-ს უნივერსიტეტების ლექტორი ფრაჩესკო ბრუნო. „კონცეპტუალური მოსაზრებით, ჰომოსექსუალისტი იმავე მდგომარეობაშია, რომელშიც ინვალიდია, ყრუ და ბრმა... გეები სექუალური ხასიათის ქმედებებზე არიან ორიენტირებულები და ეს არის ნორმიდან გადახრა“, - ირწმუნება ფსიქიატრი. იგი წინააღმდეგია გეების მიმართ ზღვარგადასული ტოლერანტობის გამოვლენისა: „ზღვარგადასული ტოლერანტობის გამოჩენა გადახრის მიმართ გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები ვერ გაარჩევენ, თუ რა არის ცუდი და რა კარგი“.


დასავლეთის ლიბერტარიანულ საზოგადოებებში დომინირებს ყალბი აზრი, თითქოს ჰომოსექსუალების მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა იმით არის განპირობებული, რომ საზოგადოების ნაწილი, ე.წ. ჰომოფობები, ჩაგრავენ მათ; რომ ამის დასაძლევად საჭიროა ყველა პირობის შექმნა, რათა ამ ადამიანებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ. ასეთი აზრი კი ყოვლად მცდარია: სულ ხელისგულზე, რომ ატარონ ჰომოსექსუალი და მრავალი პრივილეგიაც, რომ მისცენ (რაც ხდება კიდევაც დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში), ეს ვერ გამოდგება პანაცეად, ვერც გაუკუღმართებულობის პრევენციად, რამეთუ ავადმყოფისათვის მოუსვენარი ბორგვა და დაუოკებელი ფსიქო-პათოლოგიური თავაშვებულობა მაინც გრძელდება. ამგვარი ლოიალობის გამო კი საბოლოო ჯამში, საზოგადოების ჯანმრთელი ნაწილიც ზიანდება და საგრძნობლად ზარალდება, რადგან სექსუალური პერვერსიების საჯარო პროპაგანდა პირდაპირ ანგრევს ოჯახის ინსტიტუტს, მის სტაბილურობასა და ღირსებას, რაც თავისთავად დემოგრაფიული პრობლემების გამომწვევი მიზეზიც ხდება და სამყაროს მოსახლეობას გარდაუვალ დეპოპულაციას უქადის.


ცალკე საუბრის თემაა თანამედროვე შვედეთის ზნეობრივი დაცემულობა, სადაც ოჯახის ინსტიტუტი უმძიმეს კრიზისს განიცდის. ეს არის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მმართველობის მრავალწლიანი პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანიც იყო საზოგადოებაზე სრული კონტროლის მოპოვება, რომელმაც შექმნა კიდეც უზრუნველყოფილი მასა, რომელიც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა მარტოობაში სასიკვდილოდაა განწირული. შვედური სექსუალური თანასწორობის ასოციაციის მონაცემებით, შვედეთში 45 ათას ბავშვზე მეტს ჰყავს ჰომოსექსუალისტი მშობლები (ან მშობელი). როცა 1995 წელს ქვეყანაში დაკანონდა ჰომოსექსუალური ქორწინებები, პარლამენტმა დაამტკიცა, რომ ეს იქნებოდა მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებადა მას ეკლესია არ აკურთხებდა. მაგრამ ჰომოსექსუალებს სურდათ სრული ცერემონია. 1998 წელს შვედეთში ჩატარდა სრულიად ევროპის გეიაღლუმი.სენსაციად იქცა ასევე ფოტოგრაფ ელიზაბეტ ოლსონის ნამუშევარი, სადაც ქრისტე და მისი მოციქულები ჰომოსექსუალებად ჰყავს გამოყვანილი. გამოფენა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ერთ-ერთი ადგილი, სადაცეს გამოფენა მოეწყო, გახლდათ ლუთერანული ეკლესიის კათედრა. „მიმდინარეობს მენტალობის ცვლა და ეს ტრადიციების შეცვლას ითხოვს. ოჯახის ტრადიციული ფორმა არ შეესაბამება თანამედროვე რეალიებს. აუცილებელია ახალი ოჯახური ურთიერთობები“, - ამონარიდი შვედეთის მწვანეთა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ელენე აბერგის მიერ პოლონეთის გამომცემლობა wprost-ისთვის მიცემული ინტერვიუდან.


შვედეთთან დაკავშირებით, არსებობს სხვა სტატისტიკაც. დედაქალაქ სტოკჰოლმში მიცვალებულთა 90% კრემაციას უკეთებენ, კრემირებულთა ურნების 45%-ი ნათესავებს არ მიაქვთ. უმრავლეს შემთხვევაში დაკრძალვა მიმდინარეობს „უცერემონიოდ“. კრემატორიუმის მუშაკებმა არ იციან, კონკრეტულად ვის ნეშტს წვავენ, რადგან ურნებზე მხოლოდ საიდენტიფიკაციო ნომერია მითითებული. ეკონომიკური მოსაზრებით, დამწვარი ურნებისგან მიღებულ ენერგიას რთავენ ქალაქის თბოსისტემაში. უდაოა, რომ ამგვარი რობოტიზმი დროთა განმავლობაში უმძიმეს პრობლემებს უქადის სკანდინავიურ საზოგადოებას.


მსოფლიოში მიმდინარე ფსიქო-პათოლოგიურ აშლილობასთან დაკავშირებით, ძალზე შემაშფოთებელ დასკვნებს აქვეყნებს მარკ რეგნერუსი, რომელიც პროფესიით სოციოლოგი და ტეხასის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გახლავთ.


2010 წელს მარკ რეგნერუსმაერთსქესიან ქორწინებაში მყოფთა ოჯახში აღზრდილ 3 ათას რესპოდენტის მონაცემებზე დაყრდნობითდაწერა თავისი შესანიშნავი გამოკვლევა, სახელწოდებით: „რით გამოირჩევიან მოზარდები,რომლებიც ერთსქესიან ოჯახებში აღიზარდნენ“. ნაშრომი მან დაასრულა 2012 წელს და შოკისმომგვრელიშედეგები გამოაქვეყნა ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემაში „Social ScienceResearch“.


გთავაზობთ მის მიერ აღმოჩენილთავისებურებებს, რაც მან ერთსქესიანი „ოჯახების“ შვილებზე დაკვირვებისას შენიშნა:


1. ვენერიული ინფიცირების მაღალი დონე – ასეთ ოჯახებში აღზრდილი ბავშვების 25% -ს აღენიშნება ვენერიული დაავადებები (ცხოვრების სპეციფიკური პირობების გამო);


2. ოჯახური ერთგულების შენარჩუნების უუნარობა – 40% ცოლ-ქმრული ღალატის მიმართ ლოიალურია;


3. ფსიქოლოგიური პრობლემები – მოზარდების 25% ახლო წარსულში გეგმავდა თვითმკვლელობას;


4. სოციალურ-ეკონომიკური უმწეობა – ლესბოსელთა შვილების 28% არის უმუშევარი,ხოლო ლესბოსელთა ბავშვების 69%-სა და გეების ბავშვების 57%-ის ცნობით, მათი ოჯახები იღებდნენ სახელმწიფო დახმარებას;


5. სექსუალური თვითიდენტიფიკაციის აღრევა – ერთსქესიან ოჯახებში აღზრდილი ბავშვების მხოლოდ 60-65% რაცხდა თავს სრულ ჰეტეროსექსუალად.


2012 წელს მარკმა გამოაქვეყნა 15 ათას პირზე ჩატარებული კვლევის შედეგები,რომელმაც აჩვენა, რომ ბავშვების აღზრდისთვის საუკეთესოა ოჯახი, სადაც დედა და მამა არიან დაქორწინებულები.


ამ კვლევამ გამოიწვია აგრესიული პროტესტის ცუნამი. ჰომოსექსუალისტი ადვოკატები მოითხოვდნენ მისი ნაშრომების აკრძალვას.გააფთრებული მოწინააღმდეგები თავს ესხმოდნენ მეცნიერს, უნივერსიტეტს, სადაც ის მოღვაწეობს და ჟურნალს, სადაც გამოაქვეყნა ნაშრომი.


საგულისხმოა, რომ მრავალი მედიკოსის დაკვირვებით,ჰომოსექსუალები 20-30 წლით მალე ამთავრებენ სიცოცხლეს, ვიდრე ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები.


ყოვლადდაცემულ და კატასტროფულ მოვლენებს ვაწყდებით შუაგულ ევროპაში, სადაც დაჩქარებული დინამიკით მკვიდრდება არაბუნებრივი ორიენტაციის ცხოვრება. წამყვან დონორებს დიდი ფინანსური კაპიტალი და სექს-ინდუსტრია გააჩნიათ. როგორც ყოველთვის, დიდი ბრიტანეთი ამ მოძრაობის ავანგარდშია. აქ ახალი სასწავლო გეგმით გვთავაზობენ ჰომოსექსუალიზმის თემების შეტანას სასკოლო პროგრამის ყველა საგანში. პროგრამა შეიცავს ჩანართებს ჰომოსექსუალიზმსა და ტრანსსექსუალიზმზე მათემატკის, დიზაინისა და ტექნოლოგიის, ენების, გეოგრაფიისა და ბუნების სახელმძღვანელოებში.


მსგავსი და კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა ნორვეგიაში. როგორც ჩანს იქაურ გეებს, ლესბოსელებსა და ტრანსგენდერებს აღარ აკმაყოფილებთ მხოლოდ საკუთარი არატრადიციული ფასეულობების წარმოჩენა მრავალრიცხოვან გეიაღლუმებზე, რომლებიც რეგულარულად ტარდება სხვადასხვა ქალაქებში. ამისთვის გეი–მოძრაობის აქტივისტებმა დაიწყეს ამგვარ ღონისძიებებში საკუთარი ბავშვების მოწვევა. ამაში დარწმუნება მოუწიათ ქალაქ ბერგენის მაცხოვრებლებს, როდესაც ქალაქის ქუჩებში ჩაიარა სატვირთო მანქანამ ბავშვებით, მათ ხელში ეჭირათ ერთსქესიანი ქორწინებების წამახალისებელი ტრანსპარანტები.


ერთსქესიანი ქორწინებები ნორვეგიაში ლეგალიზებული იყო 2009 წლის 1 იანვარს. ამრიგად, იმ დროისათვის ნორვეგია გახდა მსოფლიოში მეექვსე ქვეყანა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. საყურადრებოა, რომ დღეს-დღეობით მსოფლიოს 14 ქვეყანაში ერთსქესიანთა სამოქალაქო ქორწინება და მათ მიერ ბავშვის აყვანის უფლება კანონით არის ნებადართული.


ცალსახად უნდა აღინიშნოს,რომ ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონება შემზარავი ფაქტია, რადგან ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჰომოსექსუალური გადახრების საყოველთაო შემწყნარებლური ხარისხიდან, საზოგადო და იურიდიულ ნორმის ხარისხში გადაყვანაში. ამასთან დაკავშიორებით ძალზე საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობს, მსოფლიოში აღიარებული მკვლევარ-მეცნიერი, გამოჩენილი ამერიკელი პროფესორი ნორმან გეიზლერი თავის ერთ-ერთ წერილში - „პასუხი ჰომოსექსუალიზმის მხარდამჭერებს“, სადაც ის ღიად საუბრობს მორალური, სოციალური და სამოქალაქო არგუმენტების მოხმობით ჰომოსექსუალური ორიენტაციის პროპაგანდისა და დაკანონების წინააღმდეგ, რასაც ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ:


„ზრდასრულთა ორმხრივი შეთანხმება არ აქცევს ამ შეთანხმებას სწორ ქმედებად. ის არგუმენტი, რომ რის გაკეთებაზეც ზრდასრული ადამიანები შეთანხმდებიან, მორალურად გამართლებულია, აშკარად მცდარია, ვინაიდან მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ მაცნებლობის გასაკეთებლად. ორ ზრდასრულს შეუძლიათ შეთანხმდნენ ბოროტების გასაკეთებლად. ორ ზრდასრულს შეუძლია შეთანხმდეს ბანკის გაძარცვაზე, ბავშვის გატაცებაზე, ანდა ვინმეს მოკვლაზე. ეს კი არ აქცევს ამ შეთანხმებას სწორ ქმედებად. თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ მათი ქმედება მხოლოდ ერთი-მეორეს ეხება, ეს არ აქცევს ამქმედებას სწორად. მაგალითად, შეთანხმება, დაეხმარონ ერთი-მეორეს თვითმკვლელობაში, არ გაამართლებს მათ. ანდა თუ შეთანხმდებიან, დაამახინჯონ ერთმანეთის სხეული, არც ამას ექნება გამართლება. ორმხრივი შეთანხმება ავტომატურად არ ამართლებს ქმედებას. ეს არგუმენტი მცდარად მიიჩნევს, რომ პიროვნება არის საბოლოო სტანდარტი იმისა, თუ რა არის სწორი და რა არის მცდარი და რომ არ არსებობს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა, გარდა საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შემთხვევებისა. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ ჩვენ ქმნილებანი ვართ და არა ჩვენი თავის შემოქმედები. და როგორც ქმნილებებს, მორალური ვალდებულება გვაქვს ჩვენი შემოქმედის მიმართ, რომელმაც გვიბრძანა, არ გამოვიყენოთ ჩვენის ხეულები გაუკუღმართებულად, (სექსუალურობის მხრივ).


პირადულობის უფლება არ ნიშნავს ამორალურობის უფლებას. პირადულობის ჩვენი უფლებები არ ვრცელდება არაეთიკურ ქმედებებზე.მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს უფლება ნება-სურვილისამებრ გავაუპატიუროთ ანდა მოვკლათ ვინმე. თვით შეერთებული შტატების სასამართლოებმა დაადგინეს, რომ არავის არა აქვს უფლება, განახორციელოს ჰომოსექსუალური ქმედებანი ნება-სურვილისამებრ. ლოგიკა მოითხოვს, რომ ამორალური ქმედებანი არ ჩავთვალოთ მორალურად ადგილმდებარეობის გადანაცვლების შედეგად. ანუ თუ მცდარია ჯგუფური ორგიის მოწყობა, მაშინ ასევე მცდარი იქნება, გააკეთო ეს კერძოდ. ამორალური ქმედების ადგილმდებარეობის შეცვლა არ ცვლის ამ ქმედებისგან მორალური კანონის დარღვევას. ცხადია,არც საპირისპირო რამ არის სიმართლე. მაგალითად, მხოლოდ იმიტომ, რომ ცოლქმრული სექსი კარგია კერძოდ, არ ნიშნავს იმას, რომ ის კარგია საჯაროდაც...


არ არსებობს ჰომოსექსუალური უფლებები. ჰომოსექსუალებს აქვთ უფლებები, როგორც მოქალაქეებს, მაგრამ არა როგორც ჰომოსექსუალებს. ეს აშკარაა შემდეგ მიზეზთა გამო. ჰომოსექსუალური ქმედებანი მორალურად მცდარია და არ არსებობს უფლება მცდარობის (დანაშაულის) საკეთებლად, ეს მორალური ნონსენსია. მორალური მცდარობის საკეთებლად არც სამოქალაქო უფლებები არსებობს. ჰომოსექსუალიზმი მორალური მცდარობაა და სამოქალაქო კანონმა არ უნდა წაახალისოს ის, რაც მორალურად მცდარია. სამოქალაქო კანონი მორალურ კანონს უნდა ეყრდნობოდეს. მნიშვნელობასაა მოკლებული ვილაპარაკოთ ჰომოსექსუალურ უფლებებზე ისევე, როგორც ვილაპარაკოთ მოძალადეთა უფლებებზე, მკვლელთა უფლებებზე. მოძალადეებს არა აქვთ სამოქალაქო (ანდა მორალური) უფლებები, იყვნენ მოძალადენი, არც ბავშვთა შემცდენლებს აქვთ სამოქალაქო უფლებები იყვნენ ბავშვთა შემცდენელები. მსგავსადვე, არ არსებობს სამოქალაქო უფლებები ჰომოსექსუალური ქმედებების განსახორციელებლად.


ჰომოსექსუალიზმი მორალურად და მოქალაქეობრივადაც მცდარია, და ამიტომაც არ არსებობს სამოქალაქო უფლება, აკეთო მოქალაქეობრივი მცდარობა.


ბოლოს, ჰომოსექსუალებს, აქვთ უფლებები, როგორც მოქალაქეებს და არა როგორც ჰომოსექსუალებს. მიუხედავად ამისა, როდესაც ჰომოსექსუალური პრაქტიკა სხვების უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის (როგორც ბავშვის შეცდენა ქუჩაში), მაშინ მათი უფლებები, როგორც მოქალაქეებისა, შეიძლება შეჩერდეს.“


ისტორიიდან ცნობილია, რომ აშშ-ს ერთ-ერთმა „დამფუძნებელმა მამამ“, დამოუკიდებლობის დეკლარაციის მთავარმა ავტორმა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა, ვირჯინიის შტატში გუბერნატორობის დროს, 1799 წელს, ჰომოსესექსუალიზმი გაუპატიურების ტოლფას დანაშაულად სცნო და ამ ორ დანაშაულს ერთნაირი სასჯელი დაუწესა.





განხორციელებული ჰომოსექსუალიზმი, როგორც ცოდვა


„და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ,ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად“ (დაბ. 18, 20);


„და უფალმან აწვიმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბა და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით“ (დაბ. 19, 24).


მეტად საინტერესო განმარტებას გვთავაზობს თანამედროვე ქართველი ღვთისმეტყველი, ზურაბ ეკალაძე: „ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ჰომოსექსუალიზმი- ეს არის ღვთაებრივი განზრახვის შეგნებული დამახინჯება. იგი უხვადაა ნასაზრდოები სეკულარული კულტურით, ფსევდო ფასეულობით, რომელიც ცდილობს ერთსქესიანი ურთიერთობები ნორმად და საზოგადოებისთვის მისაღებად გამოაცხადოს, რითაც იგი ღვთის საწინააღმდეგო ქმედებას ეწევა. ამისგამო იყო, რომ ნებისმიერი წარმართული ცივილიზაცია, უძველესი დროიდან მოყოლებული, ჰომოსექსუალიზმს ნორმალურ მოვლენად თვლიდა, რადგან მათი რელიგიური შეხედულებანი ნებისმიერ, და მათ შორის სექსის საკითხშიც, რადიკალურად განსხვავდებოდა ბიბლიურისაგან, მეტიც, ზოგიერთი ძველი ხალხის ცხოვრებაში ჰომოსექსუალიზმი აუცილებელი კომპონენტი იყო და ხშირად მას სწორედ მათივე რელიგიური შეხედულებები უმაგრებდა ზურგს.“


კოლუმბიის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი დენის პრეგერი თავის ნარკვევში: „იუდაური სექსუალური რევოლუცია“ - მიმოიხილავს ძველი სამყაროს ყველა ცივილიზაციის სექსუალურ ცხოვრებას და ასკვნის, რომ იუდაურის (ძველი აღთქმისეულის) გარდა,არც ერთი არქაული ცივილიზაცია არ იცნობს ჰომოსექსუალიზმის აკრძალვის ფაქტს. ამ ცოდვის ფართო და საყოველთაო გავრცელების შესახებ ისტორიულ დოკუმენტებთან ერთად გვიანდელი ხანის ევროპელი მოგზაურებიც მოგვითხრობენ. ჰომოსექსუალიზმი ჩვეულებრივი მოვლენა იყო ძველ მესოპოტამიასა და ეგვიპტეში, ანტიკურ საბერძნეთსა და რომში (როგორც ედუარდ გიბონი აღნიშნავს,რომის პირველი 15 იმპერატორიდან კლაუდიუსის გარდა ყველა ჩართული იყო ამ გარყვნილებაში). არსებობს ცნობები კართაგენელებში, გალებში, კელტებში, ბრიტანეთისა და სკანდინავიის ძველ მოსახლეობაში ჰომოსექსუალიზმის გავრცელების შესახებ. ესპანელი კონკისტადორი კორტესი ანალოგიურ ვითარებას აღწერს მექსიკის ინდიელებში, ხოლო იეზუიტი ბერი შარლევუა - ჩრდილო ამერიკის ინდიელ ტომებში. ევროპელ მისიონერებს ჰომოსექსუალიზმის უამრავი მაგალითი მოჰყავთ აღმოსავლეთის ქვეყნების (ჩინეთი, იაპონია, ინდოჩინეთი) ცხოვრებიდან. ჰომოსექსუალიზმი ფართოდ იყო გავრცელებული ისლამურ სამყაროშიც, როგორც არაბულში (მაროკო, ალჟირი, ერაყიდა ა.შ.) ისე არა არაბულშიც (თურქეთი, ირანი, პაკისტანი, ავღანეთი).


ძველი აღთქმის რელიგია მკვეთრად აღუდგა წინ ყოველგვარ სქესობრივ გარყვნილებას და მათ შორის ჰომოსექსუალიზმსაც. როგორც ვიცით, არც ერთი ხალხი არ დაუსჯია უფალს იმგვარად, როგორც სოდომისა და გომორის მოსახლეობა დასაჯა, რომელთა შორისაც ეს ცოდვა განსაკუთრებულად იყო გავრცელებული (დაბ. 19, 24). მოგვიანებით, მოსეს სჯულის მიღების შემდეგ, ებრაელ ერს ეკრძელებოდა ყოველგვარი გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრება, მათ შორის ჰომოსექსუალიზმი. ლევიტელთა წიგნის მე-18 თავში (მუხლი 22) ვკითხულობთ: „არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით, ეს სისაძაგლეა“, ხოლო მე-20 თავის მე-13 მუხლში წერია: „ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი, უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი“.რაც შეეხება ახალ აღთქმას, ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ კატეგორიულად ილაშქრებს პავლე მოციქული (რომ. 1, 25-28; 1 კორ. 6, 7).


წმიდა იოანე ოქროპირი პავლე მოციქულის ზემოაღნიშნული ეპისტოლეების შესაბამისი ადგილების კომენტირებისას ძალზე კატეგორიულია და სოდომურ ცოდვას ღვთის წინაშე ჩადენილ უმძიმეს ცოდვად მიიჩნევს. წმიდა მამა მკვეთრად განარჩევს სქესობრივი ცხოვრების ორ, - ბუნებრივ და არაბუნებრივ მხარეს. პირველ მათგანში, თუ იგი ეკლესიის მიერ აღსრულებული ქორწინების ფარგლებში თავსდება, არაფერი ცოდვისმიერი არ არის, რადგან სქესობრივი დიმორფიზმი ღვთის მიერ დადგენილ წესად მიიჩნევა.


ჰომოსექსუალიზმზე საუბრისას იოანე ოქროპირი მკვეთრ ზღვარს ავლებს ქრისტიანობის სექსუალურ ეთიკასა და სოდომიისადმი წარმართობის ლიბერალურ პოზიციას შორის, რომლის მიხედვითაც მამათმავლობა ჩვეულებრივი, კანონიერი და მეტიც, მხოლოდ თავისუფალ მოქალაქეთათვის განკუთვნილი პრივილეგირებული ქმედება იყო, რომელიც მონებს, როგორც არასრულფასოვან არსებებს, ეკრძალებოდათ. იგი წერს: „სოდომია უფრო საშინელია, ვიდრე მრუშობა,რომელიც მართალია უკანონოა, მაგრამ ბუნებრივია, მამათმავლობა კი უსჯულოებაცაა და ამავედროს, ბუნების წინააღმდეგ მიმართული ცოდვაც. რომ არ ყოფილიყო გეენა, მაშინ მამათმავლობა იქნებოდა ყველაზე დიდი სასჯელი“. ოქროპირის აზრით, სოდომური ცოდვა უფრო მძიმეა, ვიდრე მკვლელობა, რადგან „უკეთესია სიკვდილი, ვიდრე ასეთი სიბილწით ცხოვრება. მკვლელი სულსა და ხორცს გაჰყრის ერთმანეთისგან, მამათმავალი კი ღუპავს როგორც სულს, ისე სხეულს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ამ უსჯულოებას შეედრება და მასში მყოფნი რომ ამ ცოდვის სიმძიმეს აცნობიერებდნენ, ამ სისაძაგლეში ჩავარდნას მრავალგზის სიკვდილს არჩევდნენ“.


წმიდა წერილში სქესთა განყოფის შესახებ მოთხრობილია დაბადების წიგნის I თავის 27-ე და II თავის 22-ე მუხლებში. პირველ შემთხვევაში (დაბადებაში) ვკითხულობთ: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“


ამრიგად, ადამიანის სექსუალურობა მხოლოდ ორი სახით შეიძლება განხორციელდეს - ესაა ქორწინება და ქალწულობა. ორივე მათგანი ეკლესიის მიერ მაცხოვნებლადაა მიჩნეული. სქესობრივი ცხოვრების ნებისმიერი სხვა ფორმა ცოდვაა. ჰომოსექსუალიზმი იმგვარი ცოდვა, ანუ დაცემული ადამიანური ბუნების იმგვარი გამოვლინებაა, როდესაც შემოქმედის მიერ ჩაფიქრებულ მოვლენათა მსვლელობა კარგავს საწყის მიზან-მიმართულებას და თვითნებურად, მის საპირისპირო მიმართულებით ვითარდება, რამეთუ იგი ადამიანის მიერ საკუთარი სქესობრივი როლის ორგანულობის დაკარგვაა, მისი დამახინჯებაა.


არადა, წმიდა წერილი ადამიანის სქესობრივი ცხოვრების "ღვთაებრივ დანიშნულება" მხოლოდ და მხოლოდ გვარის გაგრძელებას, ოჯახის შექმნასა და შვილიერებას მიიჩნევს.


ქრისტიანებისათვის ერთობ სამწუხარო და აღმაშფოთებელია, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისათვის ქორწინების, ბავშვის აყვანისა და საჯარო რეკლამირების უფლებათა მინიჭების პრიმატი. რასაკვირველია მორწმუნე საზოგადოება თანაგრძნობით ეკიდება მათ უმძიმეს მდგომარეობას, რადგან თავისთავად ჰომოსექსუალიზმი, თუ ის პრაქტიკაში არ ნახულობს რეალიზაციას, ცოდვა კი არ არის, არამედ ავადმყოფობა, ან ცოდვიანი ავადმყოფური გადახრა.


ცნობილი ღვთისმეტყველი - დეკანოზი ვლადიმერ შმალი, აღნიშნავს: „ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანი თავისუფლად შეიძლება კარგი ქრისტიანი იყოს. უფრო მეტიც, ვიღაცისთვის ჰომოსექსუალიზმი შეიძლება ერთგვარი გამოცდა და ჯვარია, ისეთივე როგორიც რაიმე სხვა დაავადება ან ცოდვიანი მიდრეკილება, რომელთნაც ქრისტიანს უწევს ბრძოლა. მაგრამ აი ჰომოსექსუალური ურთიერთობები და მისი პროპაგანდა კი ნამდვილად ცოდვაა.


ქრისტიანობის აზრით, ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაცია საზოგადოებრივი უზნეობის დაკანონების კიდევ ერთი მცდელობაა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში კი, ეს გადაწყვეტილება ამ ურთიერთობების დაშვების პროპაგანდირებას ახდენს, რაც დამღუპველად იმოქმედებს მომავალი თაობების ზნეობრივ სიჯანსაღეზე.“


თეოლოგიური თვალთახედვით, აღვირახსნილი ჰომოსექსუალიზმი, საკუთარ ვნებას სიცოცხლის არსად ასაღებს, რაც თვალთმაქცობა და მარტივი უტიფრობაა. ის რაც თაობათა გამრავლებისათვის მოგვენიჭა, მათი ყოფაქცევით, ამიერიდან, მხოლოდ გარყვნილი ფანტაზიების მასტიმულირებელი უნდა გახდეს. ისინი დაუფარავად ცდილობენ ტრადიციული ოჯახური იდეალების ნიველირებას. ესაა ლგბტ პირთა პროპაგანდის გამიზნული განზრახვა.


ამ ცოდვისაგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება კვლავ ღმერთთან დაბრუნებაა, რაც სინანულით მიიღწევა. თუ ადამიანი დაგმობს ცოდვილ ცხოვრებას და სინანულით შესთხოვს უფალს ცოდვების მიტევებას, შენდობას მიიღებს, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას აღემატება. მკაფიოდ უნდა ითქვას,რომ გარდა ქორწინებისა და ნებაყოფლობითი ქალწულობისა, ღვთისა და მისი ეკლესიის მიერ დადგენილი წესიდან ყოველგვარი გადახვევა ცოდვაა და ამ ცოდვას ვერ ფარავს ვერც ის თანამედროვე ტერმინები, რომლითაც მას ახალმოვლენილი რეფორმატორები ნიღბავენ.


ქრისტიანი პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის არჩევნის თავისუფლებას, როგორც ღვთივბოძებულ და ფუნდამენტურ უფლებას, მაგრამ, ამავდროულად, რჩება ავტონომიური ასევე ღვთივდადგენილი ნორმების შესაბამისად მოიწონოს, ან არ მოიწონოს გაკეთებული არჩევანი. თანახმად პავლე მოციქულისა - „ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს.“


და ბოლოს, მოვუწოდებ ყველა კეთილგონიერ და გულომხურვალე ადამიანს, რათა ჩაწვდნენ ამ შემზარავ და გამაფრთხილებელ წინასწარმეტყველებას, რომელიც წმინდა ნილოს მირონმდინარემ ჯერ კიდევ XVII საუკუნეში განჭვრიტა: - „ანტიქრისტეს გამეფების ჟამს როგორი მტაცებლობა ატყდება! როგორი მამათმავლობა, მრუშობა, სისხლის აღრევა აღზევდება მაშინ! გარყვნილება იქნება მაშინ ადამიანთა სიამოვნება. როგორ დაცემამდე დამდაბლდებიან ადამიანები? როგორ გაიხრწნებიან სიძვით? მაშინ მოხდება შეშფოთება, უდიდესი პაექრობისმოყვარეობა, განუწყვეტლივ იდავებენ და ვერ გააგნებენ ვერც თავს, ვერც ბოლოს… ბოროტებას მიიღებენ დასაღუპავად ისე რომ ვეღარ მიხვდებიან რომ არის ძმა და არის და, რომ არის მამა და არის დედა, და არ სცნობენ საქორწინო გვირგვინსაც... დაგმობენ ღმერთის სახელს, დაივიწყებენ რწმენას და ექნებათ ერთადერთი დაღუპვა, ერთი დაცემა დაღუპვაში, როგორც სოდომსა და გომორს, ანუ არ მოიძებნება ხუთი მართალიც კი… და ეყოლება ძმას და, როგორც ცოლი, დედას – ძე, როგორც ქმარი, ვაჟი მამას მოკლავს და იმრუშებს დედასთან და ბოროტების წყვდიადი იქცევა ჩვეულებად.


თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.


http://geworld.ge/View.php?ArtId=4952&lang=ge&Title=%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3+%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D#.Ua9yrdgkQH0.facebook

Комментариев нет:

Отправить комментарий