среда, 5 июня 2013 г.

21.სიბილწეთა დედა.

სიბილწეთა დედა _ბაბილონი, როგორც წერია, ბოლო მხეცს აზის მხარზე.

ჩვენ მას ვიხილავთ როგორც დამნაშავეს _მსოფლიო დამნაშავეს, ოღონდ მხეცის მოსვლის დროს. ეს იქნება ფაქტი იმისა, რომ ბაბილონს ეთაყვანებოდნენ მსოფლიო იმპერიები.ბაბილონი კი მთვრალია მორწმუნეთა სისხლით, ესეიგი, მან როგორც მომავალი იმპერიების სულისჩამდგმელმა, ყველა დროში მიიღო მონაწილეობა მორწმუნეთა მოკვლაში და ეს გრძელდება დღესაც.

დღეს ჩვენ ვხედავთ,  გადმოდინდა  სიბილწეები მსოფლიოში ......


აქ ახალი არაფერია. ეს უნდა მოხდეს. პროცესი მომწიფდა და გასკდა....ყოველი დაფარული ბილწი გულისთქმა უნდა გამოჩნდეს. ეს ერთგვარი განწმენდაც არის ...თითქოს ანთებითი პროცესი მიმდინარეობდა , ძირმაგარამა მომწიფდა და თავი გაეხსნა ..ეს პროცესი ჩირქგროვის გასკდომას ჰგავს. ეს უნდა მომხდარიყო....... სხეული უნდა განიწმინდოს .

ამ სიბილწეებს ძალიან ღრმა ფესვები აქვს  და ისინი მანამ იდენენ სანამ დედა არ გამოჩნდება_სიბილწეების დედა, ანუ, სათავე საიდანაც ეს სიბილწეები გაჩნდნენ. სიბილწეთა დედად იწოდება ბაბილონი. მას ჩვენ მხეცთან ერთად ვიხილავთ ანუ , ეს მომენტი იქნება ფაქტი იმისა, რომ ბაბილონი მეუფებ(ს)და მსოფლიოს მეფეებზე.დღეს ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ეს იყო და არის ფარული თაყვანისცემა  ბაბილონის მიმართ.მასზე დაშენდნენ პირველობის მსურველი იმპერიები, მისგან გადმოიღეს წესები, ანუ იმეძავეს მეძავთან. ბაბილონი არის რაღაც ბინძური ინფორმაცის წყაროს სათავე, რომელიც გავრცელდა შემდგომ სხვადსხვა წყლებში ანუ, ერთი პირიდან(ერთპირი_ერთენაზე მეტყველი ქვეყანა იყო) ამოსული ინფორმაცია გავრცელდა მრავალ(წყლებზე) პირში და შემდგომ მრავალი პირიდან, რომელიც(ებიც )ცდილობდა(დნენ) დაებინძურებია-ნათ  სუფთა (მართალი_სუფთა ინფორმაცია)წყარო.

ბაბილონი ზის მრავალ წყალზე , ესეიგი, ის ზის მრავალ ენაზე(ერზე), ბატონობს მათზე. მისი მავნე ინფორმაცია მოიცავს მსოფლიოს.თითქოს მსოფლიო ქსელია და  მრავალი ენით აბინძურებს სუფთა ენას(სუფთა ინფორმაციას).

ამის დამტკიცება კი ძნელია, იმიტომ, რომ უბრალოდ ვიღაცისთვის სისულელეა, მაგრამ მსოფლიო როცა ფაქტის წინაშე დადგება და ეს ფაქტი იქნება მსოფლიო იმპერიის მოსვლა ეს იქნება ავტომატურად მტკიცება იმისა, რომ ბაბილონი განაგებ(და)ს ცრუ(მავნე) ინფორმაციას. ხოლო მხეცი ანადგურებს მას (მრავალ ენაზე სიცრუეს-მრავალ რელიგიას, მრავალ პოლიტიკურ ძალებს)რადგან თვითონ უნდა გახდეს ერთადერთი მბრძანებელი.
ასე რომ მსოფლიოს მრავალი სიცრუის სათავის განადგურებას მოჰყვება ერთადერთის გაბატონება. ბაბილონის განადგურება და იმწამსვე მხეცის  წინაშე ვდგებით.

ბილწი ინფორმაციის ფარული თუ ღია ბრძოლა  წმინდა ინფორმაციის წინააღმდეგ გრძელდება. დღეს ის ურცხვად წარმოაჩენს თავს. ალბათ ეს უფლის ნებაა, რომ ყოველივე ნაწინასწარმეტყველები  დადასტურდეს.






1. მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;

2. რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა.

3. და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა.

4. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი.

5. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა.


6. და ვიხილე, რომ თვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება.

http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm

***


20.ვინ არის მეორე მხეცი, რომელსაც კრავის რქა აქვს და ლაპარაკობს როგორც ურჩხული?
http://elasevenia.blogspot.com/2013/05/blog-post_16.html

Комментариев нет:

Отправить комментарий