суббота, 22 июня 2013 г.

3.სნეულების გარდაქმნა ნორმად.

ოლგა ჩეტვერიკოვა.

გარყვნილთა "ახალი სამყარო", როგორც მსოფლიო სოდომური ანტიეკლესია.

"ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური" (რომ. 1:26-27).

"თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი" (2 პეტრე. 2:6).

ჰომოსექსუალიზმი - გარყვნილი სქესობრივი ლტოლვა საკუთარი სქესის პირთადმი (Толковый словарь русского языка Ушакова).




3. სნეულების გარდაქმნა ნორმად.



დასავლეთის საზოგადოების სულიერ ცხოვრებაში გადამწყვეტი ცვლილებები ხდება უკვე XX საუკუნის მეორე ნახევარში, რაც დაკავშირებული იყო აშშ-ში დაწყებულ "კულტურულ და სექსუალურ რევოლუციასთან", რომელმაც ღია ომი გამოუცხადა ყოველგვარ ტრადიციულ ღირებულებას, ნორმასა და ყოფიერებას. ეს რევოლუცია თავის მხრივ დაემთხვა ახალ, უფრო მძლავრ ტალღას ოკულტიზმისა, რომელიც ამ პერიოდში წარმოდგენილია მოძრაობა "ნიუ ეიჯის" მეშვეობით და, რომელიც ადრინდელი ეზოთერული სწავლებების გამაგრძელებლად მოგვევლინა.

"ნიუ ეიჯი" პრეტენზიას აცხადებს შექმნას ახალი, უკანასკნელი მსოფლიო სინთეტიკური რელიგია, რომელიც შეცვლის ქრისტეანობას. მას დასაბამი დაუდო ე. ბლავატსკაიას საქმის გამგრძელებელმა ელის ბეილიმ, რომელიც "ახალი ერას" წინასწარმეტყველი გახდა - მერწყულის ერასი, იგივე "ახალი მსოფლიო წესრიგისა". ხოლო მის იდეებსა და მიზნებს ფართო საზოგადოებას განუმარტავდა მერილინ ფერგიუსონი, პროგრამული წიგნის "მერწყულის შეთქმულების" ავტორი, რომელიც აყენებდა ახალ კულტურულ პარადიგმას, და რომელიც წარმოადგნეს კაცღმერთობის თანამედროვე რელიგიას. "ნიუ ეიჯის" მიზანია მსოფლიო წესრიგის ტოტალური შეცვლა ადამიანის სულიერი გარდაქმნით, რათა მიაღწიოს "ღვთაებრივ ყოვლადძლიერებას", რომელიც მას მსოფლიოს მართვის შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ამ სწავლებამ მისცა ყველაზე განვითარებული რელიგიური საფუძველი ჰომოსექსუალიზმს, რომელსაც ადამიანის გადარჩენის თავისი გზა შესთავაზა.

"ნიუ ეიჯი" სრულიად იმეორებს კაბალის სწავლებას პირველ ადამიანზე, როგორც ღმრთის მსგავს სულიერ ანდროგენზე, რომლის მთლიანობა მატერიალიზაციის შედეგად ორ ნახევრად დაიშალა. ამგვარად, სქესი წარმოადგენს საზიანო შეზღუდულობას, გაყოფილობას, რომელსაც ადამიანი სიკვდილამდე და ხრწნადობამდე მიჰყავს. რომ გადარჩეს, ადამიანი უნდა დაუბრუნდეს ადრინდელ სულიერ მდგომარეობას და შეუერთდეს ღვთაებას.

ამ მთლიანობის ძიებას ის უკვე ამავე ცხოვრებაში იწყებს. რადგან ევასთან ქორწინებით შეერთებული ადამი ვერ უერთდება მას ნამდვილი ერთობით და არასრულფასოვან მამაკაცად რჩება, ხოლო ევა - არასრულფასოვან დედაკაცად; ანუ, სანამ მამაკაცი მიილტვის მამაკაცობისკენ, მას არ ძალუძს მოიპოვოს ჰარმონია, ისევე, როგორც დედაკაცი, რომელიც ქალურობისკენ მიილტვის. ამიტომაც, ქორწინების ღვთაებრივი წყობა მათთვის საძულველი რჩება. იმისთვის რათა მამაკაცმა აღადგინოს ანდროგენული ერთობა საკუთარ თავში უნდა შეჰკრიბოს ქალური საწყისები, ხოლო დედაკაცმა - მამაკაცური. ეს "მთლიანობა", როგორც "ნიუ ეიჯი" ასწავლის, წარმოიქმნება საკუთარი სქესიდან გამოსვლის მეშვეობით, და ჰომოსექსუალურ-ლესბიური კავშირებით მიიღწევა" (http://www.tanatos.ru/_nav=content_id=195.html).



სწორედ ეს არის ნიუ-ეიჯისეული "აღდგენის თეოლოგია": პირველყოფილ, ჰარმონიულ და უკვდავ ანდროგენულ მდგომარეობაში დასაბრუნებლად, აუცილებელია, ჰომოსექსუალიზმითა და ლესბიანობით გახდე ქალბიჭა. მეტიც, ანდროგენიზაცია გამოიწვევს რაღაც ახალ, ანგელოზს მიმსგავსებული სახეობის გაჩენას, ბლავატსკაიას იმ მეშვიდე რასისა, რომელიც შემდგარი იქნება მხოლოდ სულთაგან. ამიტომაც, "ახალი ერას" (ანუ "ნიუ ეიჯის") ჰერმაფროტიდი - ერთადერთი ნორმააა და მისი სიმბოლო ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისთა - ინისა და იანის შერწყმაა. ხოლო სქესთა დაყოფა არის ანომალია, და ყოველივე, რაც დაკავშირებულია ოჯახთან, რაც არასრულყოფილების დაღს ადებს ადამიანის თვითგამოხატვას, გაუქმებულ უნდა იქნას.

ამგვარად, ჰომოსექსუალიზმი "ნიუ-ეიჯის" მრწამსით - საზოგადოებისა და მისი მორალის წინააღმდეგ მიმართული უბრალო გამოწვევა კი არ არის, არამედ მომზადებაა "სოდომიზმის რელიგიის" გაცხადებისა და დამტკიცებისთვის, რომელმაც III ათასწლეულის ახალი, ეკუმენისტური რელიგიის სახით უნდა შეცვალოს ქრისტეანობა. სასიკვდილო ცოდვას "ნიუ ეიჯი" აცხადებს უმაღლეს, ღვთაებრივ და განმაახლებელ სიყვარულად, მაგრამ ამით ადამიანს სამუდამოდ დაეკეტება გზა ჭეშმარიტი ცხოვნებისკენ. სოდომიტის ბედი საშინელია - სქესისგან უარის თქმით ის უარს ამბობს ღმრთის მიერ ბოძებულ ხვედრზე, და განწირულია მეორე სიკვდილისთვის. მისი სული, რომელსაც ანგელოზი დატოვებს, განიცდის სულიერ მუტაციას და უკვე სატანის პროგრამით იმართება.

მალავდნენ რა თავიანთი პროგრამის ჭეშმარიტ, სულიერ არსს, ნიუ-ეიჯის მიმდევრები იყენებდნენ სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის განვითარებად ძალას, რომელმაც მათი იდეები სამეცნიერო კონცეფციებისა და თეორიების ფორმით შემოსა, და რომელიც სრულიად შეესატყვისებოდა იმდროინდელ სულისკვეთებას. მათ შორის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 60-იანი წლების მიწურულს შემუშავებულ ამერიკულ გენდერულ კონცეფციას, რომელიც პირველად ინტერსექსუალობისა და ტრანსსექსუალობის შემსწავლელმა სექსოლოგმა, ჯონ მანიმ ჩამოაყალიბა. სწორედ მან შემოიტანა პირველად "გენდერისა" და "გენდერული როლის" ცნებები ადამიანის "სოციალური სქესის" აღსანიშნად, რომელიც სოციალურად განსაზღვრებად იდენტობად გაიგება და, რომელსაც ის ბუნების მიერ ბოძებული "ბიოლოგიური სქესისგან" განასხვავებდა.

მალე ეს ცნებები ფართოდ აიტაცეს სოციოლოგებმა და ფსიქოლოგებმა. ის საკმაოდ გავრცელდა ფემინისტური მოძრაობის შიგნითაც, რომელმაც, ებრძოდა რა მამაკაცურ ძალაუფლებას, კრიტიკის ანალიზი "ბიოლოგიური" იდენტობიდან "სოციალურზე" გადაიტანა. ამან შესაძლებლობა მისცა მას სქესი განეხილა როგორც წმიდად სოციალური მოვლენა, რომელიც დამოკიდებულია არა ბუნებაზე, არამედ აღზრდაზე. შედეგად ახალ კონსტრუქციაში "გენდერი" გადამწყვეტი კონცეფცია ხდება. მის განვითარებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ფრანგ ფილოსოფოს მიშელ ფუკოს, რომელიც ბერძნული პედერასტიის აპოლოგეტი გახლდათ და რომელსაც ის ჭეშმარიტ სიყვარულად მიიჩნევდა. "კულტურული რევოლუციის" პირობებში, რომელიც მძლავრ სამეცნიერო-რელიგიურ ფუნდამენტს ეყრდნობა, რადიკალურად განწყობილი გარყვნილები იწყებენ პოლიტიკურ ბრძოლას, რათა ჰომოსექსუალიზმი აღიარებულ იქნას ცხოვრების ნორმალურ და ალტერნატიულ წესად.




ამ მიზნით აშშ-ში ჩამოყალიბებულმა გეების გამათავისუფლებელმა ფრონტმა დაამკვიდრა ახალი სოციალური ცნება "ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები" (ლგბტ), რათა გამოყოფილიყვნენ დანარჩენი საზოგადოებისგან, როგორც განსაკუთრებული თვითშეგნებისა და ახალი სუბკულტურის მატარებლები. 1969 წ. დაიწყო ე. წ. სტოუნვოლის ამბოხი, რომელმაც დასაბამი მისცა უკვე ცნობილ ლგბტ-თანამეგობრობას.


აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში ყალიბდება მრავალრიცხოვანი ორგანიზაციები, რომლებმაც განაცხადეს რა თავიანთი უფლებები "განსაკუთრებულობაზე" და ზეწოლის მთავარ პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენეს ყოველწლიური "გეი-აღლუმები" ("gay pride"), "ადამიანის უფლებების" დაცვის ლოზუნგით სრულმასშტაბიან შეტევაზე გადავიდნენ. ამერიკელი მხატვარ-აქტივისტის, გილბერტ ბეიკერის მიერ "გეი-აღლუმებისთვის" შემუშავებული ცისარტყელას დროშა მოძრაობის სიმბოლიკად იქცა. ფაქტობრივად მან გამოიყენა "ნიუ-ეიჯის" ერთ-ერთი სიმბოლო: ცისარტყელას მეშვეობით გამოიხატება ხიდი ადამიანის ინდივიდუალურ სულსა და "საყოველთაო ზე-გონს", ანუ ლუციფერს შორის (Toulza A. Opt.cit. P.47).


მთავარი, რასაც ლგბტ-თანამეგობრობამ მიაღწია გახლავთ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა ჰომოსექსუალიზმისადმი. ამერიკულ სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიაში მას უკვე არ განიხილავენ როგორც პათოლოგიას ან გადახრას, და ჰეტეროსექსუალობასთან და ბისექსუალობასთან ერთად განსაზღვრავენ როგროც "სექსუალური ორიენტაციის" ერთ-ერთ ფორმას.

იმ ადამიანთა დისკრედიტაციისთვის, ვინც აკრიტიკებდა ან უბრალოდ არ ღებულობდა ამ ანომალიურ მოვლენას, ამერიკელმა ფსიქიატრმა ჯორჯ ვაინბერგმა 1972 წელს შემოიტანა ტერმინი "ჰომოფობია", რომელიც "ირრაციონალურ შიშებზე" მიანიშნებს. ბოლოს, როდესაც ნიადაგი მომზადდა, 1973 წ. წმიდად პოლიტიკური ფაქტორების ზეგავლენით, რომელიც უწესივრობათა ორგანიზების საშიშროებასთან იყო დაკავშირებული, ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაციამ (აფა), მეცნიერული სამედიცინო მიდგომის საწინააღმდეგოდ, შეწყვიტა აღიარება იმისა, რომ ჰომოსექსუალიზმი ფსიქიური დაავადებაა (http://www.overcoming-x.ru/site/book/export/html/148) და მას სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე უკვე აღარ განიხილავს. ეს დიაგნოზი აღიარებულ იქნა "დისკრიმინაციულად", ხოლო დისკრიმინაციას უკვე განიცდიდნენ ისინი, ვისაც ამ ცოდვისგან გათავისუფლება სურდა.

თავიანთი უმთავრესი ნახტომი ლგბტ საზოგადოებებმა საბჭოთა კავშირის დაშლისა და ორპოლუსოვანი მსოფლიოს დაცემის შემდეგ განახორციელეს, როდესაც "ადამიანის უფლებების" დასავლური კონცეფცია ღირებულების ერთადერთ შესაძლო სისტემად დამკვიდრდა. 1990 წლის 17 მაისს, აფა-ზე ორიენტირებული და ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მყოფმა ჯანდაცვის მსოფლიო საზოგადოებამ ამოიღო ჰომოსექსუალიზმი დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან. სწორედ ამ დღეს აღნიშნავს ლგბტ-საზოგადოება ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ.

ამგვარად, გარყვნილება ლეგიტიმირებულ იქნა და მას ფიზიოლოგიური და მორალური ნორმის, ანუ ცხოვრების ალტერნატიული ფორმის ერთ-ერთი ვარიანტის სტატუსი მიენიჭა. შლუზები გაიხსნა, და პათოლოგიური მოვლენა დასავლეთში არნახული სისწრაფით განვითარდა. ლგბტ-თანამეგობრობამ თავის უმთავრეს ამოცანად დაისახა "მოუხსნას ჰომოსექსუალურობას პათოლოგიისა და დევიაციის მარკერი" ყველა ეროვნულ სახელმწიფოში, რაც დაიწყო 90-იანი წლებიდან. ამის პარალელურად მიმდინარეობდა მამათმავლობისთვის დასჯის გაუქმების საყოველთაო პროცესი, რომელიც დღეს მხოლოდ აფრიკისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში შემორჩა. რუსეთში არსებული შესაბამისი კანონი გაუქმდა 1993 წელს, როდესაც ქვეყანა ევროპის საბჭოში შესასვლელად მოემზადა.



გაგრძელება იქნება.


2. ცოდვა გარდაქმნილი სნეულებად.

Комментариев нет:

Отправить комментарий