четверг, 6 июня 2013 г.

ისლამისტური ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს დიდი საფრთხე ელის.

მამუკა არეშიძე – ისლამისტური ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს დიდი საფრთხე ელის.
06-06-2013

"ჩვენი ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, ამის წაყრუება არ შეიძლება...” - ამბობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე. როგორც უკვე ცნობილია "იუთუბზე” გავრცელდა ვიდეო სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ”. ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები. ვიდეომასალაში ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი ავღანეთში თითოეულ ქართველს ელოდება და ასევე მათ, ვინც ისინი ავღანეთის მიწაზე გაგზავნა. ”ჩვენ შურს ვიძიებთ!”, - ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც "იუთუბზე” 2 ივნისს დარეგისტრირებულ მომხმარებელს, ვინმე ჰამად ზამანს ეკუთვნის.

ვიდეო მუქარას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართაც შეიცავს და ხაზგასმულია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება. რამდენად რეალურია მუქარა და რას შეიძლება ველოდოთ თალიბებისგან, ამის შესახებ მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- ბატონო მამუკა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მუქარის შემცველი ვიდეომასალის გავრცელება "გარკვეულ პროვოკაციულ” ნიშნებს შეიცავს და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

- რთული სათქმელია... დაახლოებით ასეთი შინაარსის ვიდეორგოლი ესპანეთში მინახავს. ასეთი ვიდეოებს ვიღაცები მართლაც იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის. როგორც მეუბნებიან, ეს ვიდეო საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იყოს ატვირთული.

- თალიბებისთვის ვიდეოს საქართველოს ტერიტორიაზე ატვირთვა პრობლემას წარმოადგენს?

- არა, თალიბებისთვის ვიდეოს საქართველოს ტერიტორიაზე ატვირთვა პრობლემას მართლაც არ წარმოადგენს, მაგრამ ეს საკითხი სხვა კუთხით არის საინტერესო... ეს რომ მოჯაჰედების ცენტრის (რომელიც პაკისტანშია განლაგებული) გაკეთებული იყოს, სულაც არ გამიკვირდებოდა. რადგან ვიცი, რომ ამ ცენტრში მსგავსი ტიპის ვიდეოებს თითქმის ყველა ქვეყნის წინააღმდეგ ამზადებდნენ. სხვა საკითხია, თუ ვიდეორგოლი ადგილობრივი ვაჰაბიტების მიერ არის გაკეთებული. ეს უკვე იმას ნიშნავს, ჩვენივე ქვეყნის მოქალაქე ვაჰაბიტებს ჩვენი დაშინება სურთ.


http://www.kvirispalitra.ge/politic/17437-mamuka-areshidze-islamisturi-organizaciebis-mkhridan-saqarthvelos-didi-safrthkhe-elis.html


Комментариев нет:

Отправить комментарий