четверг, 20 июня 2013 г.

``ტ ე ლ ე გ ო ნ ი ა`` -- საუბრები ნახევრად-აკრძალულზე ``

ექიმი ზაქარია როჭიკაშვილი: ``ტ ე ლ ე გ ო ნ ი ა`` -- საუბრები ნახევრად-აკრძალულზე ``; 

წინამდებარე ნაშრომი აშკარად წარმოგვიდგენს იმ მწვავე პრობლემას, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ რუსეთი და უკრაინა, აიტაცეს რა ე.წ. სექსუალური რევოლუცია. როგორც ავტორები აღნიშნავენ, დაწყებულია ერის გადაშენება, გენოფონდის ამოძირკვა და ამას ქვეყნები მიჰყავს სრულ კრახამდე. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მახსენდება საქართველოს ერთ-ერთი ტელეარხით, კერძოდ, ``რუსთავი-2`` -ზე ამასწინათ გასული გადაცემა, სადაც დასმული იყო საკითხი ქალიშვილობის ინსტიტუტის შესახებ; თუ რამდენად მიზანშეწონილია დღევანდელი ახალგაზრდების მიერ გათხოვებამდე ქალიშვილობის დაცვა. გადაცემაში აღნიშნული შუასაუკუნებრივ გადმონაშთთა რიგს მიეწერა. ამავე გადაცემაში მოწვეული იყო ქართული პლასტიკური ქირურგიის ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენელიც, რომელმაც მაყურებელს აუხსნა თითქმის ყველა ნიუანსი, რაც დაკავშირებულია დარღვეული საქალწულე აპკის ქირურგიულ აღდგენასთან. გადაცემას მასპინძელთა მხრიდან აშკარად ირონიული ელფერი დაჰკრავდა და წამყვანი თითქოს სასაცილოდაც კი იგდებდა საქართველოში ოდითგან დამკვიდრებულ ქალწულობის ინსტიტუტს. ლოგიკურად მებადება კითხვა: საინტერესოა, ვის სჭირდება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სექსისა და გარყვნილების ქადაგება, თავისუფალი და ქორწინებამდელი სქესობრივი კავშირებისა, რომელიც წინამდებარე ნაშრომითაც ჩანს, თუ რაოდენ საშიში და დამღუპველი საფრთხეების შემცველია ერის თვითმყოფადობისა და გენეტიკური სიწმინდისთვის? გაუძლებს კი ტრდიციებისა და უძველესი მაღალი კულტურის მქონე მცირერიცხოვანი ქართული გენოფონდი ველური და გარყვნილი დასავლეთის ფეხდაფეხ სიარულს? და თუ დღეს ისეთ მრავალრიცხოვან ერს, როგორიც რუსეთი და უკრაინაა, უკვე გაუჩნდათ მწვავე, თითქმის გამოუსწორებელი პრობლემები საკუთარი გენოფონდის ამოძირკვის საშიშროების სახით, ძნელი მისახვედრი არ იქნება ის საფრთხე, რასაც საქართველოსთვის გარედან თავსმოხვეული სექსუალური რევოლუცია წარმოადგენს....

ყოველივე ამის თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ პუბლიცისტურ-ჟურნალისტურ სტატიას: თუ რა არის ``პირველი მამრის ეფექტი``, საით მივყავართ ``სექსუალურ რევოლუციას`` და ა.შ.


ტელეგონია _ ცრუ მეცნიერება თუ სწავლება, რომელიც ფართო საზოგადოებაში გაცხადებას არ ექვემდებარება?


არსებობს კი, ``პირველი მამრის ეფექტი``, რომ ქალის პირველი სქესობრივი კავშირი შეუქცევადად ირეკლება მის ყველა შთამომავალზე, რომელნიც გაჩენილი ყავს შემდგომი მამაკაცებისგან? რატომ ხდება, რომ მეუღლეები, ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდგომ, ემსგავსებიან ერთმანეთს? უნდა გავიზიაროთ ტელეგონიის კანონები მაშინ, როცა მათ შესახებ ჯიუტად დუმს სამეცნიერო საზოგადოება? საით მივყავართ ``სექსუალურ რევოლუციას``? ამ მწვავე თემებზე საუბარს დავიწყებთ ანატოლი ნიკოლაევის მონათრობით, რომელიც შარშან გაზეთ ``კონტინენტში`` გამოქვეყნდა და რომელი მონათხრობითაც თანამედროვეობის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას ვეხებით:

``ეს ამბავი ახალგაზრდობაში მოხდა, მაშინ მოსკოვის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტ გოგონასთან ვმეგობრობდი. ``_ შენ იცი, _ მითხრა მან ერთხელ,_ ბიოლოგიის ფაკულტეტზე დიდი სკანდალია ამტყდარი. ერთ-ერთმა ასპირანტმა, მაშამ (სხვათაშორის, საკმაოდ ელიტური ოჯახიდან) ზანგის ბავშვი იმშობიარა?
_ მერედა, რა არის აქ სკანდალური? _ ვუპასუხე მე, უნივერსიტეტში (МГУ) ზანგების მეტნი რა არიან და ალბათ რომელიღაცისგან გააჩინა, თანაც ასპირანტი გოგონა საკმაოდ ზრდასრული უნდა იყოს ბავშვის გაჩენისთვის.
_ საქმე იმაშია, _ მითხრა ჩემმა ნაცნობმა, _ რომ ამ ასპირანტ-დედიკოს აბსოლუტურად თეთრი მეუღლე ჰყავს, და იფიცება, რომ ქმრისთვის არ უღალატია. მედიკოსებიც დედის მხარეს დადგნენ და ამტკიცებენ, რომ ბუნებაში შესაძლებელია ამდაგვარი მოხდესო...``

საბოლოოდ გაირკვა, რომ გოგონას თეთრკანიან ქმრამდე საყვარელი ჰყავდა _ თანაკურსელი ზანგი, სახელად ნეფი, რომელთანაც მას გარკვეული პერიოდი სქესობრივი კავშირი ჰქონდა. მხოლოდ ამ ფაქტის აღიარების შემდეგ გაახსენდათ ბიოლოგებს დიდი ხნის მივიწყებული (შეგნებულად დავიწყებული) და გასაიდუმლოებული მეცნიერების დარგი _ ტელეგონია, რომლის თანახმადაც, მდედრის შთამომავლობაზე, ამა თუ იმ ფორმით, ყველა მანამდე არსებული ქორწინება ახდენს გავლენას, იმისდა მიუხედავად, ამ ქორწინებების შედეგად ჰყავდა თუ არა მდედრს შთამომავლობა! . .

. . . რამდენიმე ხნის შემდეგ _ განაგრძობს თხრობას ანატოლი ნიკოლაევი _ საავადმყოფოში მოვხვდი ოპერაციის გასაკეთებლად. ჩემი პალატის მეზობელი ახალგაზრდა კაცი მტრედების გულმხურვალე მოყვარული და მემტრედეობის უბადლო მცოდნე აღმოჩნდა. . .
. . . საავადმყოფოში ყოფნისას, პალატაში ჩემს გვერდით მწოლიარე ``მემტრედეს`` ერთ დღეს იმ ასპირანტისა და მისი ზანგი შვილის ამბავი მოვუყევი:
_ მერე, რა არის აქ გასაკვირი? _ მკითხა მან _ ჩვენ, მემტრედეებმა ამის შესახებ კარგად ვუწყით. მაგალითად, თუ ჯიშიან დედალ მტრედს უჯიშო მამალი ``დაპეპლავს``, ჩვენ ამ დედალს სასწრაფოდ ვკლავთ, რადგან ამის შემდეგ, თუნდაც დედალს ყველაზე ელიტური მეწყვილე ჰყავდეს, მაინც ყველა შთამომავალი უჯიშო გაუჩნდება: ან ბუმბული არ ექნება ჯიშიანისთვის დამახასიათებელი შეფერილობის, ან ნისკარტის ფერი ან კიდევ სხვა რამ ნაკლი გამოაჩნდება. მოკლედ, გადასაყრელი, არასუფთა საქონელი იქნება. . .
. . . გავიდა ხანი და ერთხელაც, მივლინებაში ყოფნისას, სოფლად მომუშავე ერთ ვეტერინარს შევხვდი. ჩვენი საუბარი რატომღაც ხელოვნურ განაყოფიერებას შეეხო:

_ ეს ხომ ბუნებას ეწინააღმდეგება და ალბათ მავნებელიცაა? _ ვკითხე მე.
_ რა თქმა უნდა, უბრალოდ ამ თემაზე ხმამაღალ საუბარს კრძალავენ და ერიდებიან. ხელოვნური განაყოფიერება ხომ ეკონომიკურად საკმაოდ მომგებიანია! ერთი სანაშენე ხარი ბუნებრივი გზით შეძლებს 50, მაქსიმუმ 100 ძროხას მოემსახუროს, ხოლო იგივე ხარი, ხელოვნური გზით, თითქმის 1500-ს. მერე რა, რომ, ამ შემთხვევაში შობადობა მხოლოდ 30%-ია და ძროხების უმეტესობა ამისთანა ``სეანსის``შემდეგ აღარ თანხმდება ბუნებრივი გზით დამაკებაზე. ამის თაობაზე სპეციალისტები გაჩუმებას ამჯობინებენ.

_ აი, ტელეგონიის თაობაზე რაღას მეტყვით? _ ჩავეძიე მე.

ჩემი თანამოსაუბრე შეცბუნდა და მიპასუხა:
_ თქვენ თუ იცით, რომ საფრანგეთში სამ ქალბატონს ჩაუტარეს ხელოვნური განაყოფიერება მათივე ქმრების თანხმობით და ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ ამ ქალბატონების მიერ ნამშობიარები ბავშვები უფრო მეტად დაემსგავსნენ მათივე ქმრებს, ვიდრე დონორ მამებს, ვისი სპერმითაც მოხდა ამ ქალების განაყოფიერება!?. . .

. . . ყოველივე ამის შემდეგ არ დავიზარე და ჩავიხედე ძველ, ენციკლოპედიურ ლექსიკონში, სადაც ამოვიკითხე: ჩარლზ დარვინის მეგობარ ლორდ მორტონს, თავისი სახელგანთქმული მეგობრის მიბაძვით, გადაუწყვეტია, თვითონაც დაკავებულიყო ბიოლოგიით. მან თავისი წმინდა სისხლის ინგლისური ფაშატი კვიცი შეაჯვარა კვაგას სახეობის მამალ ზებრასთან, მაგრამ შთამომავლობა ვერ მიიღო. სამაგიეროდ, გარკვეული დროის შემდეგ, იგივე ფაშატი შეაჯვარა რა ასევე ინგლისური ჯიშის ულაყთან, ფაშატს გაუჩნდა კვიცი, სახელად _ ``ინგლისელი``, რომელსაც ზებრისთვის დამახასიათებელი თვალსაჩინო ნიშნები აღენიშნებოდა: ქედზე ზებრას ზოლები!?. . .

. . . ლორდმა მის მიერ აღმოჩენილ მოვლენას ტელეგონია უწოდა, რითაც გაანწყენა ჰუმანისტები და ``კეთილი ნების`` სხვა წარმომადგენლები, რომელთაც მაშინვე აღნიშნეს, რომ ყოველივე ამას რასიზმის, შოვინიზმის სუნი ასდიოდა და ამიტომაც წარმოადგენდა ცრუსწავლებას. ამით ეს თემა მაშინ კი დაიხურა, თუმცა ხშირად მაინც აფორიაქებს წარმოსახვას. . .

ზემოთ ხსენებულმა პუბლიკაციამ გაზეთ `русский порядок~-ის ყურადღება მიიპყრო და იგი შემდეგი კომენტარით განავრცო:

ტელეგონიის მოვლენა აღმოჩენილ იქნა დაახლოებით 250 წლის წინ. მისი პირველი მკვლევარები იყვნენ ჩარლზ დარვინის თანამედროვენი: პროფესორები ფლინტი და ფ. ლე-დეკანტი. უკანასკნელმა ტელეგონია აღწერა წიგნში ``ინდივიდუალური ევოლუცია, მემკვიდრეობითობა და ნეოდარვინისტები``(1899წ.) ამ ნაშრომის 24-ე თავი დასათაურებულია შემდეგნაირად: ``ტელეგონია თუ პირველი მამრის გავლენა?`` წიგნის გამოქვეყნებისთანავე წამოიჭრა შეკითხვა: აღმოჩენილი მოვლენა ვრცელდება თუ არა ადამიანებზე?

XX საუკუნის 60-იან წლებამდე ჩატარებულმა მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა (მათ შორის, დასავლეთშიც), ცხადყო: ტელეგონიის ეფექტი ვრცელდება ადამიანებზეც. ამასთან, აღმოჩნდა, რომ შთამომავლობას პირველი პარტნიორის არა მხოლოდ გარეგნული ნიშნები, არამედ, რიგ შემთხვევაში, მისი დაავადებებიც გადაეცემა. კერძოდ: ვენერიული, ფსიქიური და სისხლის დაავადებები.

როგორც კი ეს დადგინდა, ყველა გამოკვლევა და პუბლიკაცია ტელეგონიის მოვლენის ირგვლივ მომენტალურად გასაიდუმლოვდა. თავის შენიშვნაში ნიკოლაევი პირდაპირ მიუთითებს, თუ ვინ იყო ამაში დაინტერესებული, კონკრეტულად ესენი არიან: ``მშვიდობისათვის მებრძოლნი``, ``ჰუმანისტები``, ``ინტერნაციონალისტები`` ``კომუნისტები``, ``მასონები`` და სხვა ``კეთილი ნების ადამიანები``.

ამრიგად, ტელეგონია წარმოადგენს არა ცრუ, არამედ ``გასაიდუმლოებულ მეცნიერებას``

ლიუბოვ კურილო _ ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რსფსრ მეცნიერებათა აკადემიის ``რეპროდუქციის დარღვევის მედიკო-გენეტიკური სამეცნიერო ცენტრის`` გენეტიკის ლაბორატორიის ხალმძღვანელი _ შემდეგ განმარტებას აკეთებს ტელეგონიის მოვლენის შესახებ:
` დიდი ხანია საუბრობენ ტელეგონიის მოვლენაზე. . . ამ მოვლენას განსაზღვრავენ როგორც პირველი სქესობრივი პარტნიორის შთამომავლობით გავლენას მომდევნო სქესობრივი პარტნიორისგან მიღებულ შთამომავლობაზე. ფ. ლე-დანტეკის წიგნში ``ინდივიდუალური ევოლუცია, მემკვიდრეობითობა და ნეოდარვინისტები`` ვკითხულობთ: ``ცხენების მომშენებლებში არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ პირველი შეჯვარება (თუ ის განაყოფიერებით სრულდება) გავლენას ახდენს მომდევნო, სხვა პარტნიორისგან მიღებულ შთამომავლობაზე ისე რომ, ამ უკანასკნელთა შთამომავლები ყოველთვის იღებენ მემკვიდრეობით რაღაც ნიშანს დედის პირველი პარტნიორისგან.``

ლე-დანტეკს მაგალითი მოჰყავს დარვინის მონათხრობიდან ღორების შესახებ: შინაური ღორების შეჯვარების შედეგად მიიღეს გოჭები, რომლებიც ატარებდნენ მშობლების ნიშან-თვისებებს (შეფერილობა თეთრი, შავი ლაქებით). მაგრამ, როცა დედა ღორი შემთხვევით გარეულ ტახთან შეჯვარდა, მიიღეს ნაჯვარი შთამომავლობა. ხოლო ყოველი შემდგომი შეჯვარებისას შინაურ ღორთან, დედა ღორი იძლეოდა შთამომავლობას გარეული ტახის ნიშან-თვისებებით (ერთფეროვანი, უხეში, ყავისფერი ჯაგრით შემოსილები).

ამავე ნაშრომში ასევე განხილულია წინა საუკუნეში მომხდარი ფაქტი ლორდი მორტონის ფაშატის შესახებ: ``1815 წელს კვაგასთან (ნაკლებზოლიანი ზებრას სახეობა) შეაჯვარეს 7/8 არაბული და 1/8 ინგლისური სისხლის წითური ფაშატი და მიიღეს შერეული სისხლის შთამომავლობა. 1817, 1818 და 1823 წლებში იგივე ფაშატი შეაჯვარეს მისსავე ჯიშის სუფთა სისხლის ულაყთან, მაგრამ დაბადებული კვიცები ბეწვის სიუხეშით, თავის მოყვანილობით, ხერხემლის გასწვრივ არსებული შავი ზოლებითა და ლაქებით იმდებად ჰგავდნენ ზებრა-კვაგას, თითქოს მათ 1/16 სისხლი კვაგასი ჰქონოდათ``.

ამის თაობაზე ლე-დანტეკი აკეთებს კომენტარს: ``არ შეიძლება დავუშვათ, რომ მომდევნო ქმრისგან გაჩენილ შვილებს, დედის პირველი ქმრის არანაირი ნიშან-თვისებები არ ექნებათ, თუ დედა ერთხელ მაინც იქნა განაყოფიერებული პირველი ქმრის მიერ. აგრეთვე ბავშვი, რომლის დედასაც მანამდე სხვდასხვა ქმრებისგან ჰყავდა გაჩენილი შვილები, შესაძლებელია ატარებდეს მის დაბადებამდე დედამისის მანამდე არსებული ყველა ქმრის ნიშანთვისებებს. . .`` ლე-დანტეკი ამას, როგორც ტელეგონიას, შემდეგნაირად ხსნის:

`. . . თვითონ დედა, ისევე, როგორც მისი სასქესო ელემენტები, ხანგრძლივი ფეხმძიმობის დროს განვითარებული ცვლილებების შედეგად, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, იძენს და ინახავს, მამის ჯიშიდან მრავალ ნიშან-თვისებას. . . ეს ნიშან-თვისებები განეკუთვნებიან სახეობით ანუ სპეციფიურად შეძენილ, მაგრამ მორფოლოგიურად დაფარულ ნიშან-თვისებათა კატეგორიას (ისე როგორც, ხანგრძლივი თანაცხოვრებისას, მეუღლეთა მსგავსება.). ალბათ ის, რომ პირველი ფეხმძიმობისას აღმოცენებული დაფარული ცვლილებები მომდევნო ფეხმძიმობისას ვლინდება, განსაზღვრავს პირველი პარტნიორის ნიშან-თვისებების გამოვლენას მომდევნო, გვერდით შვილებში. თვლიან, რომ ბავშვი, რომელიც განვითარდა დონორის კვერცხუჯრედიდან, დაემსგავსება არა მარტო ``იურიდიულ დედას``, არამედ მასაც, ვინც მოამწიფა ნაყოფი ამ დედის საშვილოსნოში. . .~ (ლე-დანტეკი 1899).

აქვე მოვიყვანთ ლე-დანტეკის ერთ-ერთი თანამედროვე სპეციალისტის _დელიაჟის მოსაზრებას, რომელიც მან ბიოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილ თავის მონოგრაფიაში («(«Le structure du protoplasma et I'heredite et les grands problemes de la biologie general». Paris, , 1895) გამოთქვა: ``ბოლოს და ბოლოს, ფაქტიურად, პირველი მამის გავლენა შთამომავლობაზე წარმოადგენს იშვიათ გამონაკლისს, რომელიც დიდი ხნის წინათ უკვე აღიარებულ იქნებოდა, განსაკუთრებულად რთული რომ არ იყოს მისი თეორიული დასაბუთება. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლებელია ჰიპოთეზების დონეზე მისი ახსნა, ტელეგონიის მოვლენას პოზიტიური ფიზიოლოგიური ფაქტებით ნაკლებად თუ უჭერს ვინმე მხარს და სინამდვილეში, ტელეგონიის მოვლენა იმდენ საჭოჭმანო კითხვას ტოვებს, რომ მათზე პასუხის გაცემა ფორმალური მტკიცებულებებითაც შეუძლებელია``. ანუ, როგორც აღმოჩნდა, დელიაჟი ლე-დანტეკზე მეტად მიუახლოვდა ჭეშმარიტებას.

საკმაოდ მწირია იმდროინდელ ლიტერატურაში მოყვანილი ფაქტები და მოსაზრებები. ყველა ისინი უწინარესად მოსაზრებების კონსტატაციაა, ვიდრე მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტები. წინა საუკუნეებში ისეთი მეცნიერული დასაბუთებები (მათ შორის, მამობა და განსაზღვრული ნიშან-თვისებების მემკვიდრეობით გადაცემა), როგორიც შეიძლება დღეს წარმოვიდგინოთ, შესაბამისი ცოდნის არარსებობის პირობებში არარეალური იყო. ამიტომაც მშობლებისთვის არადამახასიათებელი ნიშან-თვისებების შთამომავლობაში გამოჩენის ფაქტების მხოლოდ კონსტატაცია, სულაც არ წარმოადგენს ტელეგონიის არსებობის უტყუარ მტკიცებულებას.

იმ დროს მოყვანილი ცნობილი ფაქტების ლე-დანტეკისეული ინტერპრეტაცია ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, თუნდაც ვიდგეთ ბიოლოგიის შესახებ მაშინდელი წარმოდგენების პოზიციებზე. ჯერ კიდევ მაშინ, გრეგორი მენდელის მიერ, აღმოჩენილი იყო მემკვიდრეობითობის ფუნდამენტალური კანონები., თუმცა მათი მნიშვნელობა ჯერ არ იყო შეფასებული. მენდელის კანონები ხელახლა იქნა ინტერპრეტირებული მხოლოდ 1900-იან წლებში დე ფრიზის, კორენსოსა და ჩერმა-ომის მიერ. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო კიდეც მემკვიდრეობითობის მექანიზმების სისტემატური გამოკვლევები.

ტელეგონიის შესახებ სწავლება, პრინციპში, შეიძლება მხოლოდ ისტორიული ინტერესის საგანი იყოს. ვეტერინარიაში, მეცხოველეობაში, სამედიცინო გენეტიკასა და მთლიანად ბიოლოგიაში, ძნელია ისეთი სპეციალისტების მოძებნა, რომელნიც ფუნდამენტური ბიოლოგიისა და გენეტიკის სწავლებიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებენ ან უარყოფენ ტელეგონიის არსებობის შესაძლებლობას.

საინტერესოა, რა მექანიზმით ახდენენ გავლენას პირველი პარტნიორის სპერმატოზოიდები მისთვის არაბიოლოგიური შთამომავლობის ნიშან-თვისებებზე, ნუთუ დედის სასქესო უჯრედების მეშვეობით, რომელიც დაცულია მთლიანობაში ფოლიკულური და ჰემატოოვარიალური ბარიერით და თანაც წლებში გაწელილ პერიოდში?. . .

შეიძლება დავუშვათ, რომ დაკვირვებათა შედეგები, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს ჰიპოთეზას ტელეგონიის მოვლენის შესახებ, სინამდვილეში ბიოლოგიაში საკმაოდ იშვიათი, მაგრამ რეალურად დადასტურებული მოვლენის (მდედრის სასქესო დანამატებსა და გზებში სპერმის ფიზიოლოგიური კონსერვაცია) გამოვლენაა. მდედრის სასქესო გზებში სპერმატოზოიდების ხანგრძლივად შენახვა ისე, რომ მათ შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა და განაყოფიერების უნარი, მეცნიერულად დასაბუთებული, ბიოლოგიისთვის ძლიერ საინტერესო და ნაკლებად შესწავლილი მოვლენაა, რომელიც დღესაც მოთმინებით ელოდება მკვლევართა ყურადღებას. აღნიშნული მოვლენა არანაკლებ საინტერესო, პერსპექტიული და ბურუსით მოცულია, ვიდრე საუბარი ტელეგონიის ირგვლივ. სპერმის ფიზიოლოგიური კონსერვაცია აღწერილია ხერხემლიანთა პრაქტიკულად ყველა სახეობის წარმომადგენლებსა და მათ შორის, ადამიანშიც. განაყოფიერების უნარის მქონე სპერმის შენახვის ხანგრძლივობა მდედრის სასქესო ტრაქტში ვარირებს ცხოველის სახეობის მიხედვით: ფრინველებში რამდენიმე დღიდან 70 _ 80 დღემდე, ხოლო ძუძუმწოვრებში _ რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე. გამორიცხული არ არის, რომ წარსული საუკუნეების მეცნიერთა მიერ აღწერილი ტელეგონიის ფაქტები სინამდვილეში წინა პარტნიორის სპერმის ფიზიოლოგიური დაკონსერვების შედეგი ყოფილიყო.

კონკრეტულ კითხვებზე განსხვავებული თვალსაზრისი გამოთქვა ექიმმა ბორის ბლესტკინმა:

შესაძლებელია ეს იყოს შორეული წინაპრების მემკვიდრეობითი გენების გამოვლინებაო!

თეთრკანიანი მშობლების მიერ ნეგროიდული რასისთვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნებით ბავშვის დაბადება განპირობებულია მშობლების შორეული წინაპრებისგან მიღებული რეცესიული (გარეგნობაზე პასუხისმგებელი) გენების თანხვედრით. დაახლოებოთ 8 ათასი წლის წინათ, თეთრი და შავი რასების შერწყმით, წარმოიქმნენ სემიტური ხალხები: ეგვიპტელები, არაბები, ფინიკიელები, ქალდეველები, ებრაელები. ამასთან დაკავშირებით, ნეგროიდული რასის წინაპრების რეცესიული გენების შთამომავლობითი გამომჟღავნების ალბათობა არც ისე დაბალია თანამედროვე თეთრკანიანი რასის წარმომადგენელთა შვილებში. ასე რომ, ნეგრი სტუდენტი, რომელთანაც ადრე ასპირანტ გოგონას სქესობრივი ურთიერთობები ჰქონდა, შავი ფერის ბავშვის დაბადებაში არაფერ შუაშია.

ასპირანტი გოგონას მიერ ნეგროიდული რასის წარმომადგენლისა და არა თეთრკანიანის არჩევა სექსუალურ პარტნიორად, შეიძლება განპირობებული იყოს წინაპრებისგან გადმოცემული რეცესიული გენებით.

როგორც ჯერ კიდევ ძველ დროში შენიშნეს, უწესრიგო და შემთხვევითი სქესობრივი კავშირები ხელს უწყობენ მოსახლეობის დეგრადაციას. ძველი რელიგიები, განსაკუთრებით ქრისტიანობა, მუსლიმანობა ამ საკითხში იჩენდნენ და იჩენენ მკაცრ პრინციპულობას, ითხოვენ რა რელიგიურად დასაბუთებულ სქესობრივ თავშეკავებას. თანამედროვე ვირუსოლოგიური მეცნიერება ეთანხმება ამ პოზიციას: დღეისთვის ცნობილია ხმელეთის მცხოვრებთა შორის მოცირკულირე 50-ზე მეტი ვირუსის სახეობა, რომელიც იწვევს შენელებულ ვირუსულ ინფექციებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი განაპირობებს თანდაყოლილ სიმახინჯეებსა და შეძენილ დაავადებებს. უკანასკნელ წლებში დადგენილია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვირუსულ ინფექციასა და 1-ლი ტიპის შაქრიან დიაბეტს, მწვავე ლეიკოზს, კოლაგენოზებს, შიზოფრენიას, კიბოს, გაფანტულ სკლეროზსა და სხვა დაავადებებს შორის. ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი და გავრცელებული ვირუსული ინფექციაა შიდსი.

ასე რომ, მორალური და სექსუალური სისუფთავე _ ეს არ არის ეგრეთწოდებული ``ჭიქა წყლის`` პრობლემა. იგი ატარებს განსაკუთრებულად პრაქტიკულ და რაციონალურ ხასიათს, განსაზღვრავს რა შთამომავლობის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, შესაბამისად, ერის ჯანმრთელობასაც.

შემდგომში ჟურნალისტ ვალერი კონდაკოვთან საუბარს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვლადიმერ ბარაბაში განაგრძობს:

გაფრთხილდით, გოგონებო. . . ნუ იჩქარებთ, ბიჭებო. . .

ნორმალური ადამიანი სექსუალურ თავისუფლებას ყოველთვის აღიქვამდა არა ისე, თითქოს იმას გავაკეთებ, რაც მინდა, და არავის ეკითხება ჩემი საქციელიო, არამედ გარკვეული მორალური და ზნეობრივი ჩარჩოების ფარგლებში. რუსეთში გაცხადებული ``სექსუალური რევოლუციის`` ტრაგედია მდგომარეობს იმაში, რომ ცდილობენ ადამიანების აზრები, გრძნობები და სურვილები პრიმიტიულ, ცხოველურ დონემდე დაამდაბლონ. ეს კი შეიცავს უამრავ საფრთხეს.

_ დღევანდელ მეცნიერთა ნაშრომებში ხშირად ვკითხულობთ, რომ ნაციის გენეტიკურ დეგრადაციას, ან უფრო სწორად, ამოძირკვას ყოველთვის თან სდევს მორალური დეგრადაცია, რომლის ნიშნები, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველია.

შედეგად, ეცემა მოსახლეობის შრომითი აქტივობა, იზრდება თვითმკვლელობების რიცხვი, დამნაშავეობა, მუქთახორათა, უნიჭოთა და ამდაგვარი მრავალი ასოციალური ტიპების რაოდენობა. აქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. გენეტიკოსების დამოწმებით, დებილი ყოველთვის მორალურად დეგრადირებს და მისგან არაფერს ნორმალურს არ უნდა ელოდოო. მეცნიერები რატომღაც თავს იკავებენ ამ მოვლენის უმთავრესი მიზეზის დასახელებისგან, რომ მორალური დეგრადაცია ყოველთვის შეუქცევადად იწვევს გენეტიკურ დეგრადაციას. ამასთან, მხედველობაში გვაქვს ``სიმთვრალეში ჩასახვა,`` ე.წ. ``კარნავალის ბავშვები`` და ა.შ. მაგრამ საკითხი დგას უფრო მწვავედ. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც სახელმწიფოებრივი, რელიგიური და საზოგადოებრივი შეგნება საუკუნეების განმავლობაში დამყარებული იყო იმ მოსაზრებაზე, რომ ზნეობრივ დეგრადაციას მივყავართ ერის გენეტიკურ ამოძირკვამდე. ამიტომ ზნეობა მუდმივად მყარდებოდა ყველა შესაძლებელი საშუალებებით. ჩვენთვის _ თანამედროვეთათვის შესაძლოა, ზუსტად ამაში მდგომარეობდეს წარსულის ძირითადი გაკვეთილი:

ღვთისმეტყველება და გენეტიკა

როგორც წმინდა გრიგორი ღვთისმეტყველი ამბობდა: ``მექალთანე ამცრობს თავის ჯიშს``. თანამედროვე მეცნიერებიც იგივეს ამტკიცებენ, კერძოდ: ``ჩვენი წინაპრები გამოდიოდნენ თვითგადარჩენისა და ჯიშის გაგრძელების, ერის გენოფონდის გაფრთხილების ძლიერი ინსტინქტიდან. ნუ ჩავუღრმავდებით მემკვიდრეობითობის რთულ პრობლემებს. აღვნიშნოთ მხოლოდ, რომ ჩვენმა წინაპრებმა აპრიორშივე იცოდნენ: ცხოვრებაში პირველი სექსუალური კონტაქტი ქალების გენეტიკური მემკვიდრეობითობის სისტემაში, მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ტოვებს კვალს. და არა მარტო იმიტომ, რომ ამ დროს მის ორგანიზმში ხვდებიან ჰორმონები და ძლიერმოქმედი ფერმენტები, რომლებიც ცვლიან მემკვდრეობითობის მექანიზმს მთელი მისი შვილოსნობის პერიოდში, არამედ ამ დროს ადგილი აქვს ფსიქიკაზე ძლიერ სტრესულ ზემოქმედებას და შესაბამისად _ ფსიქიკურ მემკვიდრეობითობასა და იმუნიტეტზე. შემთხვევითი კავშირების შედეგად დაბადებული თითქმის ყოველი ბავშვი არასრულფასოვანია როგორც გენეტიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და ბიოლოგიურადო....`` არის კიდევ ერთი მომენტი: მართალია პირველი პარტნიორის სასქესო უჯრედები სწრაფად კარგავენ განაყოფიერების უნარს, მაგრამ თავისუფალი რადიკალების სახით ქალის ორგანიზმში შეიძლება არსებობდნენ რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდეც კი. . . მაშ ასე, გინდაც სიცოცხლე ჩაისახოს კანონიერი ქმრისგან, ზემოაღწერილ უჯრედებს და თავისუფალ რადიკალებს შეუძლიათ მოახდინონ გავლენა ჩანასახზე, რის გამოც დაიბადება არასრულფასოვანი ბავშვი, მაგალითად, დაუნი. . .
\

ტრადიციული ხალხები მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ვერ ეგუებოდნენ იმ პირებს, ვინც მისდევდა სახელმწიფოს, ეკლესიისა და მორალის აკრძალვების მიუხედავად, არარეგლამენტირებულ სექსუალურ თავაშვებულობას. ამასთან, გარკვეულწილად მოქმედებდა ორმაგი სტანდარტი: ასეთი ურთიერთობები გარკვეულად ეპატიებოდათ დაუქორწინებელ ახალგაზრდასა და ზოგჯერ ცოლიან კაცსაც კი, მაშინ, როდესაც გოგონას და მითუმეტეს, გათხოვილ ქალს _ არასოდეს. ამის მაგალითები მრავლად არის აღწერილი მსოფლიო ლიტერატურაში: ზნეობრივად დაცემულ გოგონას ან ქალს ბრბოს განკიცხვისა და შეჩვენების საგნად ხდიდნენ და გაშიშვლებულს ატარებდნენ სოფლისა თუ ქალაქის ქუჩებში. სასოწარკვეთილსა და საზოგადოებიდან გაძევებულს სხვა გზა არ რჩებოდა, თუ არა მონასტერში აღკვეცა და მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მხურვალედ სასიკვდილო ცოდვების მონანიება. ამასთან, მიაქციეთ ყურადღება: ამ ცოდვას თანამოქალაქეები არანაირ გამართლებას არ აძლევდნენ.

ერთი სიტყვით, გათხოვებამდე პატარძლის უმწიკვლობის თაობაზე ჩვენი წინაპრების ტრადიცია სულაც არ არის შუასაუკუნეობრივი გადმონაშთი. ეს გასინჯული და გამაგრებული იყო ეკლესიის მკაცრი მოთხოვნით: ``არა იმრუშო``. ეკლესიური მოთხოვნა გარანტიას იძლეოდა ერის გენეტიკური ფონდის დაცვისა და შენარჩუნებისთვის, ცოლისა და ქმრის გენეტიკური თავსებადობისთვის, გამორიცხავდა მემკვიდრეობით დაავადებებსა და ერის გადაშენებას და ა.შ. აი რამდენ, წმინდად სამედიცინო და გენეტიკურ ფუნქციას არეგულირებდა სახარების მხოლოდ ერთი მცნება!

ამის თაობაზე შესანიშნავი სიტყვები აქვს იოანე ოქროპირს: ``თუკი ვინმე შეუღლდება უბიწო ქალთან და ეცოდინება მხოლოდ მისი სხეული, მაშინ სიყვარული მათ შორის იქნება მხურვალე და ღვთის შიშიც მეტი ექნებათ, ქორწინება, რომელიც აერთებს სუფთა და შეურყვნელ სხეულებს, ნამდვილად წრფელი იქნება და შედეგად დაბადებული პირმშონიც აღივსებიან ღვთის უდიდესი მადლით, ურთიერთსიყვარულით და ღვთისმოშიშობითო``. მანვე თქვა: ``თუ არ გიმრუშია, არ იმრუშებ მომავალშიც``. ანუ დაიცავ ცოლ-ქმრული სარეცლის სიწმინდესო``.

საეკლესიო აკრძალვების მოხსნითა და ე.წ. ``თავისუფალი სიყვარულის`` გაცხადებით, განსაკუთრებულად კი დღევანდელი სექსუალური რევოლუციით, დაიწყო ზნეობრივად და გენეტიკურად ერების გადაშენება.

``სექსუალურმა რევოლუციამ, მაშინ როცა დასავლეთში უკვე კარგა ხანია დაივიწყეს ამის შესახებ, რუსეთში გარყვნილების ჰიპერტროფირებული ფორმა მიიღო ყოველგვარი მორალური საზღვრებისა და ზნეობრივი კრიტერიუმების გარეშე``, _ შეშფოთებით წერს ესპანური ჟურნალი ``კომბა``. _ ``ეს არნახული მასობრივი გარყვნილება განსაკუთრებით გასაოცარია ისეთ ქვეყანაში, სადაც საუკუნეების განმავლობაში დიდ ყურადღებას აქცევდნენ ზნეობრივ სიწმინდესა და თავაშვებული სექსუალური ურთიერთობისგან თავშეკავებას. კომუნისტური სამოცდაათწლიანი პურიტანობა თავს მოხვეული კი არ იყო რუსეთზე, არამედ იგი პასუხობდა რუსული ზნეობრიობის იდეალებს. ამ თვალსაზრისით, ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, სამართლიანად აღაშფოთებს მილიონობით ადამიანს რუსეთში და ხდება მათი მსჯელობის საგანი. . .``

ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი გამონათქვამი, ამასთან, საკმაოდ რბილი, დღევანდელი რუსეთის ახალგაზრდობის ზნეობრივი გარყვნილების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არ მოიძებნება ისეთი ქვეყანა, სადაც ასე ურეგლამენტო და უკონტროლოა პროსტიტუცია.

საინტერესოა, ნუთუ ნორმალურია, როცა ყოველი მეოთხე ჩვილი რუსეთში ქორწინების გარეშე იბადება? ამასთან, როგორც დედების უმრავლესობა აცხადებს, არ იციან, ვინ არის მათი შვილის მამა. საბოლოო რეზულტატი კი ასეთია: მახინჯია ყოველი მეათე ბავშვი, რომელმაც არ იცის მამამისის ვინაობა.

მეორე, კიდევ უფრო საგანგაშო მონაცემი: წარმატებული ოჯახური ცხოვრების მქონე დედების 98%-ს ჰქონდა ქორწინებამდე სქესობრივი კავშირები. ამ ფაქტის მკვეთრად გამოხატული გენეტიკური გავლენა ყველას არ გააჩნია, მაგრამ საკმაოდ პესიმისტურია საერთო სურათი. შარშან ყოველი 1000 დაბადებული ჩვილიდან 53 უდღეური იყო. მუდმივად კლებულობს ახალშობილის სხეულის მასა. 1000 ახალშობილზე 174 გენეტიკური დაავადებებითაა შეპყრობილი. ისმის კითხვა: რა არის ეს, თუ არა ერის გადაშენება? საკმარისია, ვთქვათ, რომ სანკტ-პეტერბურგისა და მოსკოვის სკოლებში ფსიქიკური და ფიზიკური გადახრები არ აღენიშნება ბავშვების მხოლოდ 3,5 _ 4%-ს.

ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რატომ აკავშირებთ ამას მორალის დაცემასთან? ხომ არის კიდევ სხვა ფაქტორებიც _ სოციალური, ფსიქოლოგიური და ა.შ.? თუმცა სხვა ფაქტორები, ალკოჰოლიზმის გარდა, არ გვაძლევენ ასეთ მძიმე გენეტიკურ შედეგებს. რაც შეეხება ლოთობას, _ სიმთვრალეში ჩასახვა ას პროცენტში ოჯახის გარეთ, შემთხვევით პარტნიორთა შორის ხორციელდება. გამორიცხეთ ასეთი შემთხვევები და ბავშვთა ჯანმრთელობის მაჩვენებლები ათჯერ მაინც გაიზრდება, თანაც, რაიმე ზედმეტი დანახარჯების გარეშე. უფრო მეტიც: ერის გადაშენების პროცესი მაშინვე შეწყდება და დაიწყება აღორძინების პროცესი. ვინმემ ხომ მაინც უნდა თქვას: ``დროა, ცხოველთა ჯოგური ნორმებიდან მორალის ადამიანურ ნორმებს დავუბრუნდეთო!``

კიდევ ერთ, მნიშვნელოვან ფაქტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას: ყველაზე მაღალი შობადობა, ახალშობილთა სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და უმნიშვნელო მემკვიდრეობითი პათოლოგიები ფიქსირდება კალმიკიაში, ყარაჩაევო_ჩერქეზეთსა და ყაბარდოში, იმიტომ რომ, იქ ნაციონალური ტრადიციების გავლენითა და რელიგიური აკრძალვების შედეგად, პრაქტიკულად, ადგილი არ აქვს სქესობრივ კავშირებს ქორწინებამდე. .


აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ერი დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს თავის ზნეობრივ ფასეულობებს. უპირველესად კი, საჭიროა ყველა მამაკაცის შეგნებამდე დავიყვანოთ, რომ ქორწინება დაბალი ზნეობრივი სტატუსის მქონე გოგონასთან, სახიფათოა მისივე შთამომავლობისთვის. გამორიცხულია მამაკაცს ასეთი ცოლისგან ჰყავდეს ასი პროცენტით გენეტიკურად ჯანმრთელი ბავშვები.

ე.წ. ``სექსუალური რევოლუცია`` არ წარმოადგენს მხოლოდ ჩვენი საუკუნის მონაპოვარს, არამედ იგი ყოველთვის პრობლემა იყო ათასწლეულების განმავლობაში. ისტორიისთვის კარგადაა ცნობილი კაცობრიობის გამოცდილება: დიდი ხანია მსოფლიო რუქიდან გაქრნენ სახელმწიფოები, სადაც გულგრილად უყურებდნენ გარყვნილებასა და თავაშვებულობას. ცხოვრობდნენ რა ზღვარსგადასული თავაშვებულობისა და სექსუალური თავისუფლების პირობებში, ეს ხალხები შობდნენ სულ უფრო და უფრო მეტ ოლიგოფრენებს და შედეგად იძირკვებოდნენ და ქრებოდნენ დედამიწის პოლიტიკური რუქიდან. მსოფლიო ისტორიაში ამის ბევრი მაგალითია: აღარ არიან ეტრუსკები და სემიტები, რომელნიც გარყვნილების მორევში ჩაეფლნენ. ოდესღაც ძლევამოსილმა რომმა მასობრივ ორგიებში დაასრულა თავისი აგონია და აღიგავა პირისაგან მიწისა. ან კი, სად არიან ისეთი ძლევამოისილი ხალხები, როგორიც იყვნენ: ხეთები, აცტეკები და სხვა და სხვა? მათ შესახებ ხსოვნა მხოლოდ ისტორიას შემორჩა კედლებზე გამოხატული უმსგავსო და გარყვნილი სცენებით.

ყოველთვის ერთნაირი იყო ამ ხალხთა გადაშენება-გადაჯიშების სქემა: მასობრივი პროსტიტუცია _ სექსუალური გარყვნილება _ ფსიქიკური გადახრები _ სრულფასოვანი შთამომავლობის მოცემის შეუძლებლობა. ნუთუ ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის გაკვეთილი? ნუთუ ეს გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის?! ჩვენ კი სინამდვილეში უკვე ვდგავართ გადაშენების უფსკრულის საზღვარზე.

უმუშევრობა მძიმედ დააწვა ოჯახებს , განსაკუთრებით კი _ ქალებს. როცა სამუშაო ადგილები ზრდასრულებსაც არ ჰყოფნით, საკითხავია, სკოლისა და სასწავლებლების დამთავრების შემდეგ რითი უნდა დასაქმდნენ გოგონები? ამიტომაცაა, ინტიმური მასაჟის კლუბები თუ გაცნობის ბიუროები გაძეძგილია ახალგაზრდა, ჯერ კიდევ მოუმწიფებელი გოგონებით. გაზეთებში ჩნდება შემდეგი შინაარსის განცხადებები: ``ვეძებ უცხოელს, რომელსაც, ნებისმიერი ფორმით, ინტიმის სანაცვლოდ, შეუძლია მატერიალურად უზრუნველყოს 18 წლის გოგონა``. სამარცხვინოა ამის წაკითხვაც კი! პირდაპირ უსირცხვილოდ იყიდებიან მცირეწლოვანი ბავშვები.

აქამდე, ცხოველების მაგალითზე დაყრდნობით, ვსაუბრობდით, რომ ტელეგონიის მეშვეობით შესაძლებელია დედის პირველი პარტნიორის გარეგნული ნიშან-თვისებების გადაცემა შთამომავლობაზე. მაგრამ დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ტელეგონიას ადგილი აქვს ყველა ხერხემლიანში და გარდა გარეგნული, ხილული ნიშან-თვისებებისა, გვერდით შთამომავლებს დედის პირვანდელი პარტნიორისგან წარმატებით გადაეცემათ ფარული ნიშნებიც. სწორედ ეს არის ტელეგონიის, ასე ვთქვათ, ყველაზე სახიფათო ფაქტორი! ე.ი. სულერთი არ არის, თუ ვინ იყვნენ ქალის პირვანდელი პარტნიორები მის გათხოვებამდე და ბავშვის გაჩენამდე. ზუსტად ამ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები ტელეგონიის შესახებ, როცა მას ``ტაბუ``დაადეს და ამის შესახებ დაწერილი წიგნები თანდათან გააქრეს. იბადება კითხვა: რა მოხდება, თუ ქალის ასეთი შემთხვევითი პარტნიორი ნარკომანი, ლოთი, გენეტიკურად არასრულფასოვანი, ჰომოსექსუალი ან ბოლოსდაბოლოს, ფსიქიურად დაავადებული მანიაკია? ხომ ზუსტად ასეთი ტიპის ადამიანები არიან მიდრეკილნი უპასუხისმგებლო, შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისადმი?. . . ამ კითხვაზე პასუხს შემაშფოთებელი სტატისტიკა იძლევა: დღეისთვის რუსეთში ყოველ 1000 ახალშობილზე გენეტიკური დაავადებებით 174 ჩვილია შეპყრობილი. . . მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის სკოლებში მხოლოდ 3,5% ბავშვებს არ აქვთ ფსიქიკური და ფიზიკური გადახრები. . .

ეპილოგის ნაცვლად პროლოგში შემოთავაზებული ჩანართი:

წინამდებარე ნაშრომი აშკარად წარმოგვიდგენს იმ მწვავე პრობლემა, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ რუსეთი და უკრაინა, აიტაცეს რა ე.წ. სექსუალური რევოლუცია. როგორც ავტორები აღნიშნავენ, დაწყებულია ერის გადაშენება, გენოფონდის ამოძირკვა და ამას ქვეყნები მიჰყავს სრულ კრახამდე. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მახსენდება საქართველოს ერთ-ერთი ტელეარხით, კერძოდ, ``რუსთავი-2`` -ზე ამასწინათ გასული გადაცემა, სადაც დასმული იყო საკითხი ქალიშვილობის ინსტიტუტის შესახებ; თუ რამდენად მიზანშეწონილია დღევანდელი ახალგაზრდების მიერ გათხოვებამდე ქალიშვილობის დაცვა. გადაცემაში აღნიშნული შუასაუკუნებრივ გადმონაშთთა რიგს მიეწერა. ამავე გადაცემაში მოწვეული იყო ქართული პლასტიკური ქირურგიის ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენელიც, რომელმაც მაყურებელს აუხსნა თითქმის ყველა ნიუანსი, რაც დაკავშირებულია დარღვეული საქალწულე აპკის ქირურგიულ აღდგენასთან. გადაცემას მასპინძელთა მხრიდან აშკარად ირონიული ელფერი დაჰკრავდა და წამყვანი თითქოს სასაცილოდაც კი იგდებდა საქართველოში ოდითგან დამკვიდრებულ ქალწულობის ინსტიტუტს. ლოგიკურად მებადება კითხვა: საინტერესოა, ვის სჭირდება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სექსისა და გარყვნილების ქადაგება, თავისუფალი და ქორწინებამდელი სქესობრივი კავშირებისა, რომელიც წინამდებარე ნაშრომითაც ჩანს, თუ რაოდენ საშიში და დამღუპველი საფრთხეების შემცველია ერის თვითმყოფადობისა და გენეტიკური სიწმინდისთვის? გაუძლებს კი ტრდიციებისა და უძველესი მაღალი კულტურის მქონე მცირერიცხოვანი ქართული გენოფონდი ველური და გარყვნილი დასავლეთის ფეხდაფეხ სიარულს? და თუ დღეს ისეთ მრავალრიცხოვან ერს, როგორიც რუსეთი და უკრაინაა, უკვე გაუჩნდათ მწვავე, თითქმის გამოუსწორებელი პრობლემები საკუთარი გენოფონდის ამოძირკვის საშიშროების სახით, ძნელი მისახვედრი არ იქნება ის საფრთხე, რასაც საქართველოსთვის გარედან თავსმოხვეული სექსუალური რევოლუცია წარმოადგენს....

http://www.pres-cavcasia.ge/index.php?page=articles&article=466&lang=geo


Комментариев нет:

Отправить комментарий