среда, 26 июня 2013 г.

ხუთშაბათი.

ანდრია კრიტელი.

დიდი კანონი.

ხუთშაბათი.

გალობა ა.

სძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე მაცხოვარებად ჩემდა, ესე ღმერთი ჩემი, და ვადიდო ესე, უფალი მამისა ჩემისა, და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ არს.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ღვთისა კრავო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი ყოველთანი, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომადლენ ცრემლნი სინანულისანი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შეგივრდები, იესო, ვსცოდე შენდამი, მილხინე მე და აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა, და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ნუ შეხვალ სასჯელსა ჩემთანა, რომელსა მაქვს საქმენი ბოროტნი, და ნუცა გამოეძიებ სიტყვათა ჩემთა, არამედ წარმართენ სლვანი ჩემნი სახიერებითა შენითა, და შეურაცხ-ჰყვენ ბოროტნი საქმენი ჩემნი, და მაცხოვნე მე, ყოვლადძლერო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სინანულისა ჟამსა, შეგივრდები შენ, შემოქმედსა ჩემსა, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სიმდიდრე ჩემი, ქრისტე, უძღებებასა შინა წარვაგე, და ოხერ-ვიქმენ კეთილთა ნაყოფთაგან, და აწ მომყმარი ვხმობ: მამაო მოწყალებათაო, ისწრაფე და მაცხოვნე.

ირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

საღმრთოისა ქრისტეს სჯულისა მცნებანი მოიზიდენ, და ესრეთ ხორციელი გემოვნებაჲ დაუტევენ, და ყოველნი სათნოებანი კეთილთა საქმეთანი, ვითარცა მხოლომან წარმართენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზესთაარსო სამებაო, ერთღვთებით თაყვანისცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.


http://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/kriteli_khutshabati.htm



Комментариев нет:

Отправить комментарий