суббота, 13 июля 2013 г.

ნიკეის პირველი საეკლესიო კრება.

ნიკეის პირველი საეკლესიო კრება — პირველი საეკლესიო კრება, რომელიც მსოფლიო საეკლესიო კრებად იქნა აღიარებული . ჩატარდა 325 წლის ივნისში ნიკეაში (დღევანდელი იზნიკი), თურქეთი. გრძელდებოდა ორი თვის განმავლობაში და გახდა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება ქრისტიანობის ისტორიაში.

კრება მოიწვია ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა, რათა ბოლო მოეღო ალექსანდრიის პატრიარქ ალექსანდრესა და არიოზს შორის დავისათვის. არიოზი, ისევე, როგორც გნოსტიკოსები, უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრიობას. არიოზს მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა (იხ. არიანელობა). ალექსანდრიის პატრიარქმა ალექსანდრემ არიოზი ღვთისგმობაში დაადანაშაულა.

ნიკეის საეკლესიო კრებაზე განისაზღვრა და დადგინდა ქრისტიანობის ძირითადი დოქტრინები (დოგმატები).



მონაწილეები


ნიკეის საეკლესიო კრებაში მონაწილეობდა 318 ეპისკოპოსი. რომის პაპმა სილვესტერ I-მა პირადად ვერ მიიღო მონაწილეობა. მან კრებაზე თავისი დელეგატები გააგზავნა. კრებაში მონაწილეობდა დელეგატები იმპერიის მთელი ტერიტორიიდან: ბიჭვინთიდან (საქართველო), ბოსფორის სამეფოდან, სომხეთიდან, პერსიიდან. გარდა ეპისკოპოსებისა კრებაში მონაწილეობდა მრავალი პრესვიტერი და დიაკვანი.

პირველი საეკლესიო კრების პროტოკოლი არ შემორჩენილა. აღნიშნული კრების გადაწყვეტილებების შესახებ ცნობილი ხდება სხვა წყაროებიდან, მათ შორის მომდევნო საეკლესიო კრებების ოქმებიდანაც. კრებამ დაგმო არიანელობა. კრებამ მიიღო შვიდი პუნქტისგან შემდგარი სარწმნოების სიმბოლო – მრწამსი.

კრებამ ასევე დაადგინა აღდგომის აღნიშვნის წესი. პირველი კვირა სავსე მთვარიდან გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ.


კრების კანონები


კანონი 1. საჭურისის მღვდლად კურთხევა

თუ ვინმე ავადმყოფობის გამო ექიმის ხელით, ან ბარბაროსთა მიერ იქნა დასაჭურისებული, ასეთი შეიძლება იყოს სამღვდელო დასში. თუ ჯანმრთელმა დაისაჭურისოს თავი, მათ შესახებ სხვა სასულიეროპირებმა უნდა დაწვრილებით გამოიძიონ, უნდა ამორიცხონ სამღვდელო დასიდან და არცარასდროს არ უნდა დაუბრუნდეთ მათ მღვდლობის პატივი. ეს ნათქვამია მათზე, ვინც თვითონ გაბედავს დასაჭურისებას. თუ ვინმე, სხვა მხრივ ღირსეული, დაასაჭურისეს ბარბაროსებმა, ან მისმა ბატონმა, მისი მღვდლად კურთხევის ნებას იძლევა კანონი.


კანონი 2. ახალმოქცეული წარმართის მღვდლად კურთხევა


მრავალჯერ ყოფილა, რომ გაჭირვების გამო, ან კაცთა მიერ ძალდატანების შედეგად მომხდარა საეკლესიო კანონთა საწინააღმდეგო საქმე: წარმართობიდან მართლმადიდებლად მოქცეული კაცები ცოტა ხანს არიან კათაკმევლები, სწრაფად მოყჰავთ ისინი სულიერ საბანელთან დანათლისღებისთანავე აკურთხებენ მღვდლად ან ეპისკოპოსად. საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ამიერიდან აღარ მოხდეს ასეთი რამ, რადგან აუცილებელია, რომ მათ გარკვეული ხანი დაჰყონ კათაკმევლობაში და ნათლისღების შემდეგ უმეტესად გამოიცადონ, რადგან სამოციქულო წიგნში ცხადად არის ნათქვამი: „ნუ ახალმონათლული, რომ არ გათამამდეს და არ ჩავარდეს სასჯელში და ეშმაკის მახეში“ . თუ დროთა განმავლობაში მის პიროვნებაში აღმოჩნდეს რაიმე სულიერი ცოდვა და მხილებულ იქნეს ორი ან სამი მოწმის, ასეთი მღვდლად ნუ იკურთხება. ვინც ამ კანონის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, როგორც დიდი კრების მოწინააღმდეგე და ურიაც, თვითონ დაემხოს მღვდელობიდან.


კანონი 3. სამღვდელოთა მიერ სახლში ქალის ყოლის უფლების აკრძალვა

დიდი კრება სრულიად უკრძალავს ეპისკოპოსს, მღვდელს, დიაკონს დასამღვდელო დასის ყველა წარმომადგენელს ქალის ყოლას სახლში თანასახლეულად, გარდადედისა, დისა, ან მამის და დედის დისა, ან ისეთი პირისა, რომელიც სრულიად არასაეჭვოა.


კანონი 4. ეპისკოპოსის კურთხევის წესი

ეპისკოპოსი უნდა დაადგინოს სამთავროს ყველა ეპისკოპოსმა. თუ ყველას შეკრება შეუძლებელი იყოს რაიმე გაჭირვების,ან გზის სიგრძის გამო, სამი მაინც უეჭველად შეიკრიბოს ერთად, სხვებისაგან მიიღონწერილობითი თანხმობა და ამის შემდეგ აღასრულონ ხელდასხმა. ამ ქმედებას ამტკიცებსსაბოლოოდ სამთავროს მიტროპოლიტი.


კანონი 5. უზიარებლობის სასჯელის საყოველთაოობა. კრებაზე გასაჩივრებისუფლება და კრების გამართვის წესი

მათზე, ვინც თითოეული სამთავროსეპისკოპოსის მიერ დასჯილია უზიარებლობით, გინდ სამღვდელო, გინდ საერო პირი იყოს,დაცულ იქნეს განწესებული კანონი, რომელიც ამბობს, რომ ერთი ეპისკოპოსის მიერგანდევნილი არ უნდა შეიწყნაროს სხვა ეპისკოპოსმა. მხოლოდ გამოძიებულ უნდა იქნეს,ხომ არ მოხდა ამ სასჯელის დადება ეპისკოპოსის სულმოკლეობის, მღელვარე ბუნების ანრაიმე მსგავსი უსახურობის გამო. ამ საქმის ჯეროვნად შესასწავლად კრებასსათანადოდ მიაჩნია, რომ თითოეულ სამთავროში წელიწადში ორჯერ ჩატარდეს ეპისკოპოსთაკრება, რომ მთელი სამთავროს ეპისკოპოსთა საერთო შეკრებაზე ასეთი სადავო საქმეგანხილულ იქნეს. ამგვარად, საჯაროდ და სამართლიანად, ყველას მხარდაჭერით დამტკიცდესთავისი ეპისკოპოსის დაუმორჩილებელთა უზიარებლობით დასჯა მანამ, სანამ ჯეროვნადმიიჩნევს ეპისკოპოსთა ერთობა რაიმე უფრო კაცთმოყვარული განაჩენის დამკტიცებასმათთვის. ხოლო კრებები იყოს ერთი მარხვამდე, რომ ყოველგვარი სულმოკლეობის აღკვეთითგანწმენდილი მსხვერპლი შეეწიროს ღმერთს, ხოლო მეორე - რთველის დროს.


კანონი 6. ალექსანდრიის ეკლესიის ძალაუფლება აფრიკაზე. ეპისკოპოსობაზე მიტროპოლიტის თანხმობის აუცილებლობა. კრებაზე გადაწყვეტილების მიღების წესი

ძველი წესი იყოს დაცული ეგვიპტეში, ლიბიასა და ხუთქალაქში , რომ ყველაამათზე ვრცელდებოდეს ალექსანდრიის ეპისკოპოსის ხელისუფლება. ასეთივე ჩვეულება არისრომის ეკლესიაშიც, ანტიოქიაშიც და სხვა სამთავროებშიც - დაცულია რომელიმე ეკლესიისუპირატესი ძალაუფლება. ეს საყოველთაოდ მთელ მსოფლიოში ცხადი იყოს, რომ თუ ვინმემიტროპოლიტის ცნობის გარეშე ეპისკოპოსი გახდება ასეთის შესახებ ადგენს დიდი კრება,რომ არ არის ჯეროვანი მისი ეპისკოპოსობა. თუ ყველა ეპისკოპოსის საერთო ბჭობა მართალი იქნება და საეკლესიო კანონთან შეთანხმებული, ხოლო ორი ან სამიბრძოლისმოყვარე ეპისკოპოსი ეწინააღმდეგება უმრავლესს, უნდა დამტკიცდეს უმრავლესის განჩინება.


კანონი 7. იერუსალიმის ეკლესიის მეთაურის პატივის შესახებ

რადგან ჩვეულებით დამტკიცებულია და ზეციდან მოცემული, რომ პატივი მიეგოს ელიის ეპისკოპოსს,ამიტომ ამ ქალაქს შეურყეველად ჰქონდეს მიტროპოლიტის პატივი.


კანონი 8. „წმინდად“ წოდებულთა მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება

ისინი, ვინც თავიანთ თავს წმინდას უწოდებენ, თუ მოიქცევიანდა დაუბრუნდებიან სამოციქულო ეკლესიას, მათ შესახებ წმინდა და დიდი კრება ადგენს,რომ თუ რომელიმე მათგანი ხელდასხმული იყოს, დარჩეს თავისი სამღვდელო პატივის ხარისხში. უპირველესად, მათ წერილობით უნდა აღიარონ, რომ შეუერთდებიან და შეუდგებიან კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სჯულს, ესე იგი ისინი საზიარებლად შეიწყნარებენ მეორედ ქორწინებულებს, დევნილებსა და გაჭირვების გამო ცოდვაში ჩავარდნილებს, რომელთათვის სინანულის დროც დადგენილია და დღეებიც განსაზღვრულია.საჭიროა, რომ ისინი მიჰყვნენ კათოლიკე ეკლესიის ყველა წესს. ამრიგად, იმ დაბაში ანქალაქში, სადაც მხოლოდ ისინი არიან ხელდასხმული და სამღვდელო დასის წევრები დარჩნენ იმავე ხარისხში და იმავე სახით. ხოლო თუ იქ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ანმღვდელი იქნება, ცხადია, რომ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსს ექნება ეპისკოპოსისპატივი, ხოლო წმინდად წოდებულთა ეპისკოპოსს მღვდლის პატივი უნდა ჰქონდეს. თუ ისმიიჩნევს, რომ მას აქვს ეპისკოპოსის პატივი და ადგილობრივი ეპისკოპოსი ჩათვლისსაჭიროდ, მოსძებნოს მან ან ქორეპისკოპოსის, ან მღვდლის ადგილი, რომ არ იყოს ერთქალაქში ორი ეპისკოპოსი.


კანონი 9. კანონის დარღვევით ხელდასხმის შედეგები

თუ ვინმემ შეუსწავლელ-გამოუძიებლად მიიღოს მღვდლობის პატივი და გამოკითხვა-გამოძიების შემდეგ აღიაროს თავისი ცოდვები და აღიაროს, რომ კანონთა დარღვევით მოხდა მისი ხელდასხმა,ასეთებს კანონი არ შეიწყნარებს, რადგან კათოლიკე ეკლესია უნაკლოს ეძებს.


კანონი 10. ცოდვილის ხელდამსხმელის შესახებ

ცოდვით დაცემულთაგანი თუ ვინმე ხელდასხმული იქნება, იცის თუ არ იცის ეს მისმა ხელდამსხმელმა, ამას არ ითვალისწინებს საეკლესიო კანონი. თუ ეს ცნობილი გახდება, ასეთები განიკვეთებიან.


კანონი 11. სარწმუნოების უარმყოფელთა მიღების წესი

გაჭირვების, მონაგებთა მიტაცების, ტყვეობის ან სხვა რაიმე ამგვარის გარეშე, რაც მოხდა ლიკინიოზის ძალადობის დროს, თუ ვინმე გადაუდგა და უარყო სარწმუნოება, კრებას მიაჩნია, რომ საჭიროა გამოვიჩინოთ მათ მიმართ მოწყალება, თუმცა ღირსნი არ არიან კაცთმოყვარებისა. თუ მოინანიებენ გულმოდგინედ, სამი წელი მსმენელებთან ერთად დაჰყონ, შვიდი წელი შევრდომით ილოცონ, ხოლო ორი წელი შესაწირავის გარეშე ეზიარონ ერის ლოცვას.


კანონი 12. სამხედრო სამსახურიდან მოქცეულ სამღვდელოთა ისევ სამხედრო სამსახურში დაბრუნების შემთხვევაში შეწყნარების წესი

იმათ, ვინც სარწმუნოების აღსარებად მადლის მიერ იქნენ მოწოდებულნი და თავიდან გულმოდგინება დამოქცევის დიდი სურვილი გამოიჩინეს, გვერდზე გადადეს სამხედრო აღჭურვილობა, ხოლოამის შემდეგ როგორც ძაღლები თავიანთ ნათხევარს მიუბრუნდნენ, და ზოგიერთმა ფული და საუნჯეც გაიღო, რომ ისევ მხედართა დასს დაბრუნებოდა, სამი წლის მსმენელობის ვადის შესრულების შემდეგ ათი წელი შევდრომით ილოცონ. ყოველივე ამასთან საჭიროა დაწვრილებით გამოიძიონ მათი მისწრაფება და სინანულის სახე, თუ როგორი შიშით,ცრემლით, მოთმინებით და კეთილმოქმედებით, საქმით და არა მხოლოდ გარეგნულად გამოაჩენენ თავის მოქცევას. როდესაც შეასრულებენ მსმენელობის დადგენილ ვადას,ეპისკოპოსის კაცთმოყვარული გადაწყვეტილებითა და მხარდაჭერით სამართლიანად ეზიარონისინი ერის ლოცვას. ხოლო ვინც ასე არ იმოქმედოს და თავისი მოქცევისათვის საკმაოდ ჩათვალოს მხოლოდ ეკლესიაში შესვლა, აუცილებლად უნდა შეასრულოს ზემოთქმული კანონისმთელი დრო.


კანონი 13. უზიარებლის სიკვდილის წინ ზიარების უფლება. შედეგები ცოცხლადგადარჩენის შემთხვევაში

მომაკვდავთა შესახებ მომავალშიც დაცული იყოს ძველიდა კანონიერი სჯული, რომლის მიხედვითაც, თუ ვინმე კვდებოდეს, ბოლო საჭირო საგზლის გარეშე არ უნდა დარჩეს. ხოლო განწირულად ჩათვლისა და ზიარების მიღების შემდეგთუ ისევ მობრუნდეს და აღარ მოკვდეს, მიეცეს მხოლოდ ლოცვაში მონაწილეობის მიღების   ნება. საზოგადოდ და ყველასთან ასე იყოს ეს. თუ ვინმე სნეული ითხოვდეს ევქარისტიის ზიარებას, ეპისკოპოსმა უნდა იცოდეს, განსაჯოს ეს და მისცეს სიწმინდის ზიარება.


კანონი 14. ცოდვისაგან მოქცეული კათაკმევლის შეწყნარების წესი

ცოდვით დაცემული კათაკმევლების შესახებ წმინდა და დიდ კრებას საჭიროდმიაჩნია, რომ სამი წელი ისინი მსმენელები იყვნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ილოცონკათაკმევლებთან ერთად.


კანონი 15. სამღვდელოთა ეპარქიიდან თვითნებური გასვლის აკრძალვა

მრავალი შფოთიანი საქმისა და არეულობათა გამო, რომელიც არის ხოლმე, წმინდა კრებას მიაჩნია, სრულიად მოისპოს ზოგ მხარეში დამკვიდრებული უკანონო ჩვეულება და ქალაქიდან ქალაქში არ გადადიოდეს არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი, არცდიაკონი. თუ ვინმემ ამ დიდი კრების დადგენილების შემდეგ ხელი მიჰყოს ამ საქმეს,სრულიად დაუმტკიცებელი იყოს მის მიერ მოპოვებული და გადაყენებულ იქნეს, გინდ ეპისკოპოსად იყოს ხელდასხმული და გინდ მღვდლად.


კანონი 16. სხვის ეპარქიაში გადაადგილების და ხელდასხმის აკრძალვა

თუ მღვდელს, დიაკონს, ან სამღვდელო დასის სხვა წევრს თავისგონების სიბრმავის გამო ღვთის შიში თვალწინ არა აქვთ, საეკლესიო კანონთა არ მცოდნენი არიან და განშორდებიან თავიანთ ეკლესიას, ესენი ნურსად იქნებიან სხვა ეკლესიაში შეწყნარებულნი, არამედ ყოველნაირად უნდა აიძულონ ისინი, რომ თავიანთ ეკლესიას დაუბრუნდნენ. თუ მაინც ურჩობდნენ, უზიარებლობით დაისაჯონ. ხოლო თუ ვინმემ სხვისი მოყვასის გადმობირება და თავის ეკლესიაში ხელდასხმა გაბედოს იმ ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, რომლისგანაც კანონის მიერ განჩინებული პირი წამოსულია,დაუმტკიცებელი იყოს მისი ხელდასხმა.


კანონი 17. ვახშის აკრძალვა სამღვდელოთათვის

მრავალნი, კანონის მიერ სამღვდელოდ განჩინებულნი, ანგარებისა და მომხვეჭელობის სურვილით ივიწყებენ საღვთო წერილის შემდეგ სიტყვებს: „ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად“ და თავიანთ მოვალეებს ართმევენ ვახშს. წმინდა კრებამ ჯეროვნად მიიჩნია, რომ თუ ამ დადგენილების მერე აღმოჩნდება ვინმე გასესხებულ თანხაზე ვახშის ამღები ერთის მაგიერ ერთნახევრისა, ან სხვა რაიმეს ჩამდენი მიხვეჭის მიზნით, მღვდელობისაგან განიკვეთოს და კანონის მიერ განდევნილ იქნეს.


კანონი 18. დიაკვნების მიერ ზიარების აკრძალვა

წმინდა კრებამდე მოვიდა ამბავი, რომ ზოგიერთ ადგილსა და ქალაქში დიაკვნები აზიარებენ მღვდლებს, რაც არც კანონს მოუცია და არც ჩვეულებას, რომ ვისაც შეწირვის უფლება არა აქვს,შემწირველს მისცეს ქრისტეს ხორცი. ამასთან ერთად ესეც გავიგეთ, რომ ზოგიერთი დიაკონი ეპისკოპოსზე ადრეც ეხება ზიარებას. ეს ყოველივე უნდა მოისპოს და დიაკონთა დასი დადგეს თავის საზომზე. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეპისკოპოსთა მსახურნი არიან და მღვდლებზე უმცროსნი. ხოლო უნდა ეზიარონ ისინი წესისამებრ, მღვდელთა შემდეგ, გინდ ეპისკოპოსი აზიარებდეს მათ, გინდ ხუცესი. არც ხუცესთა შორის უნდა დასხდნენ დიაკვნები, რადგან ასეთი საქციელი უწესოა და უკანონო. ხოლო ვისაც არ უნდა დაჯერებაამ დადგენილების შემდეგაც, ჩამოერთვას დიაკვნობა.


კანონი 19. პავლიანიტთა შეწყნარების წესი

პავლიანიტების შესახებ,რომლებიც დაუბრუნდებიან წმინდა კათოლიკე ეკლესიას, მიღებულია დადგენილება, რომ ისინი ხელახლა უნდა მოინათლონ. თუ რომელიმე მათგანი სამღვდელო დასს ეკუთვნოდა ადრე,ხელდასხმული იყო მათი წინამძღვრებისაგან და უბრალო და უბიწო აღმოჩნდება,ნათლისღების შემდეგ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა მას ხელახლა უნდა დაასხას ხელი.თუ გამოძიების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ისინი სამღვდელო წესიერების ღირსნი არ არიან,სათანადოა მათი განკვეთა. ასევე დედათდიაკონთა შესახებაც და ყველა კანონის მიერ დაწესებულუსთვის დაცულ იქნეს ეს წესი. ვახსენეთ დედათ-დიაკვნებიც, რომლებიც მხოლოდ პირობითად იწოდებიან კანონის მიერ დაწესებულად, რადგან მათ ხელდასხმა არ აქვთ.ამიტომ ერსიკაცებთან უნდა დაეწესონ ისინი.


კანონი 20. კვირა დღეს მეტანიის დაუშვებლობის შესახებ

ზოგიერთნი კვირასაც და სულიწმიდის მოფენის დღეებშიც მოიდრეკენ მუხლს. დაცულ იქნეს ყველა ეკლესიაში, როგორც წმინდა კრების დადგენილება, რომ ამ დღეებში ფეხზე მდგომელნი უნდა მისცემდნენ თავის ლოცვას ღმერთს.



Комментариев нет:

Отправить комментарий