суббота, 13 июля 2013 г.

ვატიკანი.

ვატიკანი, ოფიციალურად ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო (იტალ. Stato della Città del Vaticano) — სუვერენული ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს კედლებშემორტყმულ ანკლავს რომში, იტალიის დედაქალაქში. ვატიკანის ფართობია 44 ჰექტარი (110 აკრი), მოსახლეობა კი 800 კაცზე ცოტათი მეტი.

ვატიკანი ჩამოყალიბდა 1929 წელს, ლატერანის ხელშეკრულების შედეგად. ვატიკანი განსხვავებულია წმინდა ეპარქიისაგან, რომლის საფუძვლები ადრეული ქრისტიანობის ხანას უკავშირდება და მსოფლიოს 1.147 მილიარდი კათოლიკე ქრისტიანთათვის მთავარ ეპარქიას წარმოადგენს. ვატიკანს და წმინდა ეპარქიას პასპორტებიც კი განსხვავებული აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა ეპარქია სახელმწიფო არაა, იგი მხოლოდ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს გასცემს, ვატიკანი კი ჩვეულებრივ პასპორტებსაც იძლევა თუმცა ორივე შემთხვევაში გაცემულ პასპორტთა რაოდენობა ძალიან მცირეა.

ლატერანის ხელშეკრულება ვატიკანს არა როგორც პაპის ოლქის გადმონაშთს, არამედ როგორც ინოვაციას განიხილავდა. პაპის ოლქის უმეტესი ნაწილი იტალიის გაერთიანების დროს, 1860-70 წლებში, იტალიის რესპუბლიკას შეუერთდა; პონტიფიკოსმა ამ მიწებზე კონტროლი დაკარგა. ვატიკანი არის ეკლესიასტიკური სახელმწიფო, რომელსაც რომის ეპისკოპოსი - ანუ პაპი - მართავს. ამ სახელმწიფოს ყველა მაღალი რანგის ოფიციალური პირი არის კათოლიკე სამღვდელოების სხვადასხვა ეროვნების წევრი. ვატიკანი არის წმინდა ეპარქიის სუვერენული ტერიტორია და პაპის ოფიციალური რეზიდენციის - აპოსტოლური სასახლის - ადგილი.

პაპები 1377 წელს მათი ავინიონიდან დაბრუნების შემდეგ უმეტესწილად იმ არემარეში ცხოვრობდნენ, რომელიც 1929 წელს ვატიკანი გახდა. თუმცა სხვადასხვა დროს პაპებს რომის ქვირინალის და ლატერანის სასახლეებშიც დაუდიათ რეზიდენცია.



ტერიტორია

სახელი ვატიკანი არის უძველესი, თვით ქრისტიანობაზე ძველი. სახელი უკავშირდება Mons Vaticanus-ს (ლათ. ვატიკანის მთა), რომლის ნაწილიცაა ვატიკანი. ვატიკანის მთა არის ყოფილი ვატიკანის მდელოების გვერდით, სადაც წმინდა პეტრეს ბაზილიკა, სიქსტეს კაპელა, აპოსტოლური სასახლე და ვატიკანის მუზეუმები აშენდა. 1929 წლამდე, როდესაც ლატერანის ხელშეკრულების თანახმად ვატიკანი ავტონომიურ ერთეულად ჩამოყალიბდა, ვატიკანის არემარე რომაული რაიონის - ბორგო, ნაწილი იყო. ვატიკანი მდინარე ტიბროსის დასავლეთ სანაპიროზეა რაც მას ნატურალურად გამოყოფს ქალაქი რომისაგან. ვატიკანს კედლები პირველად პაპმა ლეო IV-მ შემოარტყა რაც შემდგომში პავლე III-ს, პიუს IV-ს და ურბან VIII-ს ზეობების პერიოდში გაფართოვდა და საბოლოო თანამედროვე კედლის დამატებით დღევანდელი სახე მიიღო.

ვატიკანის ტერიტორია შეიცავს წმინდა პეტრეს მოედანს, რომელიც იტალიის ტერიტორიიდან მხოლოდ ერთი თეთრი ხაზის მიერ გამოიყოფა. მოედანს ტიბროსის მდინარესთან აერთებს ქუჩა - Via della Conciliazione, რომელიც ბენიტო მუსოლინის ინიციატივით აიგო ლატერანის ხელშეკრულების დადების შემდეგ. ხელშეკრულების თანახმად, წმინდა საყდრის საკუთრებაში მყოფი ნაგებობები, რომელიც იტალიის ტერიტორიაზეა მოქცეული, მაგალითად Castel Gandolfo და რამდენიმე დიდი ბაზილიკა, სარგებლობენ ექსტრა-ტერიტორიალური სტატუსით ისე, როგორც უცხოური საელჩოები მოცემულ ქვეყანაში. ასეთი ნაგებობანი მთელს რომსა და იტალიაში არიან გაბნეული და ასრულებენ ოფისების და ინსტიტუციების როლს რომლებიც წმინდა საყდრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია. ისიც აღსანიშნავია, რომ Castel Gandolfo-ს და ბაზილიკების უსაფრთხოებაზე არა იტალიის არამედ ვატიკანის პოლიციის აგენტები ზრუნავენ. წმინდა პეტრეს მოედანს ჩვეულებრივ ორივე პოლიცია ერთად აკონტროლებს.


პოლიტიკა და ადმინისტრაცია

ვატიკანის პოლიტიკური სისტემა არის არა-მემკვიდრეობითი მონარქიის ერთერთი იშვიათი გამონაკლისი.პაპი არის თეოკრატიული მონარქი და მისი ტიტული არა მემკვიდრეობით, არამედ კარდინალთა კოლეგიის არჩევნის მიხედვით გადაეცემა მომდევნო პონტიფიკოსს. შესაბამისად, ვატიკანის პოლიტიკური სისტემა არის ამომრჩევლობითი მონარქია. პაპს აქვს გადამწყვეტი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ძალაუფლება ვატიკანში. ვატიკანი ამჟამად არის ერთადერთი ფართოდ აღიარებული სახელმწიფო, რომელიც არ შეერთებია გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. წმინდა საყდარს, რომელიც დამოუკიდებელია ვატიკანისაგან, აქვს მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი გაერო-ში და სარგებლობს სრული წევრის ყველა უფლებით, გენერალურ ასამბლეაში ხმის უფლების გარდა.(რატომღაც მახსოვდა რომ ხმის უფლება ჰქონდა)

წმინდა ეპარქია (ლათ. Sancta Sedes) - კათოლიკური ეკლესიის ეპარქია რომში, რომლის ეპისკოპოსიც არის რომის პაპი. წმინდა ეპარქია არის კათოლიკური ეკლესიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპარქია და წარმოადგენს სრულიად კათოლიკური ეკლესიის ცენტრალურ მთავრობას. როგორც ასეთი, წმინდა ეპარქია დიპლომატიურ და პოლიტიკურ მოლაპარაკებებში წარმოადგენს მთლიანად კათოლიკურ ეკლესიას და არა ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს. წმინდა ეპარქია აღიარებულია როგორც საერთაშორისო სამართლის სუვერენული ერთეული და სხვა სახელმწიფოებს მასთან დიპლომატიური ურთიერთობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა აქვთ.

თუმცა წმინდა ეპარქიას ხშირად (და შეცდომით) იხსენიებენ როგორც "ვატიკანს," წმინდა ეპარქია ადრეული ქრისტიანობის ხანიდან მოყოლებული არსებობდა მაშინ როდესაც ვატიკანი მხოლოდ 1929 წელს ლატერანის ხელშეკრულების დადების შემდგომ დაარსდა. ელჩები ოფიციალურად იგზავნებიან წმინდა ეპარქიაში და არა ვატიკანში (მაგალითად, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი წმინდა საყდართან).


ვატიკანის სახელმწიფოებრივი მოწყობა — აბსოლუტური თეოკრატული მონარქიის ჩარჩოში მოქმედი პოლიტიკური სისტემა, რომელშიც კათოლიკური ეკლესიის მეთაური - რომის პაპი, ანხორციელებს უზენაეს კანონმდებლობით, აღმასრულებელ და სასამართლო ძალაუფლებას ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოზე, რომელიც წმინდა საყდრისაგან გამოყოფილი, დამოუკიდებელი ერთეულია. პაპის ასეთი ძალაუფლება არა-მემკვიდრეობითი მონარქიის ძალზედ იშვიათი შემთხვევაა. პაპი აირჩევა კონკლავის მიერ, რომელიც არის ამომრჩეველი კარდინალებისაგან შემდგარი კოლეგია. დღესდღეობით ყველა კარდინალი, რომელსაც 80 წლისათვის არ მიუღწევია იღებს მონაწილეობას პონტიფიკოსის არჩევნებში. კონკლავი მოქმედი პაპის გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევაში იკრიბება სიქსტეს კაპელაში სადაც ელექტორებს (ანუ ამომრჩეველ კარდინალებს) კეტავენ კაპელაში (ლათ. cum clave, შესაბამისად სიტყვა "კონკლავი") სანამ ისინი ახალ პაპს არ აირჩევენ. პაპის ასარჩევად კარდინალთა ხმების ორი-მესამედია საჭირო.

კარდინალთა მიერ ხმის მიცემის ყოველი რაუნდის შემდეგ, საარჩევნო ბიულეტინები იწვება და სპეციალური ნივთიერებები ემატება. წარუმატებელი რაუნდის შემთხვევაში, ანუ მაშინ როდესაც ხმათა ორ-მესამედს ვერცერთი კარდინალი ვერ იღებს, საკვამურიდან შავი ბოლი (ლათ. fumata nera) ამოდის, ხოლო წარმატებული არჩევნების შემთხვევაში თეთრი ბოლი (ლათ. fumata bianca). შესაბამისად, მორწმუნეებს ყოველდღე ოთხჯერ აქვთ საშუალება შეიტყონ არჩევნების მიმდინარეობის და ახალი პაპის შესაძლო იდენტურობის შესახებ. ისინი ამისათვის წმინდა პეტრეს მოედანზე იკრიბებიან და ელოდებიან სასახლის საკვამურიდან ბოლის ამოსვლას. წმინდა კოლეჯის დეკანი (ლათ. Cardinale Decano) შემდგომ სთხოვს ახლად არჩეულ პაპს აირჩიოს მისი საპონტიფიკოსო სახელი და ამის შემდეგ როგორც კი პაპი საკუთარ თეთრ სამოსში შეიმოსება უფროსი კარდინალ-დიაკვანი (ლათ. Cardinale Protodiacono) წმინდა პეტრეს ბაზილიკის მთავარ აივანზე გამოდის და მორწმუნეებს ახალი პაპს ვინაობას აცნობს ცნობილი ფრაზით: Annuntio vobis gaudium magnum: habemus papam. (ქართ. მე თქვენ გაცნობებთ დიდი სიხარულით: ჩვენ გვყავს პაპი).

პაპი იოანე პავლე II, დაიბადა პოლონეთში, პირველი არა იტალიელი პაპი თითქმის ხუთი საუკუნის განმავლობაში. აჩეულ იქნა 16 ოქტომბერს, 1978 წელს, მან შეცვალა პაპი იოანე პავლე I, რომლის ზეობა შემოიფარგლებოდა მის მოულოდნელ გარაცვალებამდე მხოლოდ 34 დღე. პაპი იოანე პავლე II გარდაიცვალა 26 წლის, 2 აპრილს, 2005 წელს. მომდევნო პაპის არჩევნები დაიწყო 18 აპრილს, 2005 და დასრულდა 19 აპრილს, პაპად არჩეულ იქნა ბენედიქტე XVI.

როგორც ფორმალურად ხელახლა განისაზღვრა 1929 წელს, მას შემდეგ, ლატერანის ხელშეკრულებებს შორის წმინდა საყდარი და იტალიის, ადმინისტრირების თვისებები მიეკუთვნა წმინდა საყდარს რომში, ვატიკანის სახელმწიფო აღიარებულია საერთაშორისო სამართლის მიერ, როგორც სუვერენულ ტერიტორიაზე. განსხვავებით წმინდა საყდარი, არ მიიღეს დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა და იგი მოქმედებს თავისი სახელით, საერთაშორისო საკითხებში.

ვატიკანის ადმინისტრაცია


რომის პაპი, ვატიკანის შიდა ადმინისტრაციის სხვადასხვა ორგანოების და თანამდებობის პირების საყოველთაო დელეგატი. თუმცა, კანონის თანახმად ვატიკანი პაპს იტოვებს უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოს მმართველად.

პაპი ვატიკანის სახელმწიფოს ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს კომისიის დელეგატია. ეს კომისია შეიქმნა 1939 წელს, პიუს XII-ის მიერ. იგი შედგება შვიდი კარდინალისგან, რომლებსაც პაპი ნიშნავს ხუთი წლის ვადით. მიღებული კანონები კომისიის მიერ უნდა იქნას დამტკიცებული პაპის სამდივნოს მეშვეობით.

პაპების აუდიტორია

კვირაობით, შუადღისას, პაპი მიმართავს წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს, ან ზაფხულის განმავლობაში თავის საზაფხულო რეზიდენციაში და იძლევა მისი კურთხევა.


Комментариев нет:

Отправить комментарий