четверг, 18 июля 2013 г.

უცნობია დღე და საათი, როცა ძე ღვთისა შეწყვეტს სამყაროს არსებობას და თავისივე მოსვლით განიკითხავს მას.

უცნობია ასევე დღე და საათი, როცა ღვთისნებით გასრულდება თითოეული ჩვენთაგანისათვის ამქვეყნიური ცხოვრება და მოწოდებულ ვიქნებით იმ კერძო სასამართლოზე, რომელიც საყოველთაო განკითხვამდე გველის. საყვარელო ძმანო, ვიყოთ ფხიზლად და მოვემზადოთ საშინელი სამსჯავროსათვის, რომელიც უსასრულობის მიჯნაზე გველოდება და რომელიც ჩვენს ხვედრს გადაწყვეტს მარადისობაში. მოვემზადოთ დავაგროვოთ სათნოებანი, განსაკუთრებით - მოწყალება,რომელიც მოიცავს და აგვირგვინებს ყოველგვარ სათნოებას,რადგან სიყვარული, როგორც მოწყალების განმაპირობებელი,სახეა ქრისტიანული სრულყოფილებისა. მოწყალება აკეთილშობილებს ადამიანს და ხდის ღმერთის მსგავსს.ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ. (მათე.5.7.) ამინ.


წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)





Комментариев нет:

Отправить комментарий