воскресенье, 7 июля 2013 г.

აუცილებელია ღმერთის მინდობა.......

აუცილებელია ღმერთის მინდობა თვით მის დაშვებებშიც კი. აშკარაა, რომ ქრისტიანობა - საიდუმლო სულიერი ნიჭი - შეუმჩნევლად ტოვებს საზოგადოებას, რომელიც ამ ნიჭს არ უფრთხილდება. ეს უნდა დაინახო, რათა არ მოტყუვდე მსახიობებით და მათი მსახიობობით, ღმერთისმოსაობას რომ თამაშობენ; ხოლო როცა დაინახავ, თვალი უნდა აარიდო ამ სანახაობას, რათა მოყვასის განკითხვის ცოდვაში არ ჩავარდე. საკუთარ თავს უნდა მიაპყრო მზერა, საკუთარი სულის ცხონებაზე უნდა ზრუნავდე, რადგან ღმერთის მოწყალება ჯერ კიდევ აძლევს ცხონების საშუალებას მათ, ვისაც სწყურია ცხონება.

წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) 





Комментариев нет:

Отправить комментарий