суббота, 13 июля 2013 г.

32.ორი სპილო.

რა კავშირი აქვს ვატიკანს ინდუიზმთან?
რატომ არიან ისინი ერთმანეთს ჩახვეულები?
არის თუ არა კათოლიკური (რომი) ვატიკანი და ინდუიზმი ბაბილონის ორი მნიშვნელოვანი, ორი  მთავარი განშტოება ?

როგორც ვიცით, ბაბილონი არის იქ, სადაც მას აღმერთებენ ანუ, ის რელიგიურია.(პოლიტიკოსიც არის, მაგრამ მისთვის მთავარია იყოს ღმერთივით)

ის არის ვისაც უნდა იყოს ღმერთივით.

მის ხელშია მსოფლიოს  სადავეები. ის მეუფებს მსოფლიოს მეფეებზე, მის ხელშია ძალაუფლება .

ბაბილონი თავის გაღმერთებით აიძულებს ადამიანებს ეთაყვანონ მას როგორც ღმერთს.
ის ამით სპობს ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზას და მის ბადეში ახვევს ადამიანებს.  ის მისი კერპივით სხვისი ქონების გამთვისებელია,ის მაცთურია გველივით.ის ადამიანებს აღძრავს გახდნენ ღმერთივით(მმართველები) ამიტომაც ის ომების(შუღლის) ქალღმერთია.ამ გზით მან  მიითვისა ყველაზე ბატონობა  და თავად მოირგო ღვთისსახე, ანუ, გახდა ღმერთივით.  ის კლავს ადამიანში ღვთით ბოძებულ სულიერ სიწმინდეს, და თვითონ ხდება მათი სულიერი ლიდერი. ესეიგი ის კლავს ადამიანში ჭეშმარიტების შეცნობის აზრს და თვითონ ბატონდება მათ გონებაში.  ის ხიბლავს ისე როგორც გველმა მოხიბლა ადამი და ევა . ის ეშმაკის საუკეთესო მოსწავლეა და კარგად შეითვისა მასწავლებლის გაკვეთილი_ სხვისთვის ეჭმია აკრძალული ხილი . ამით  ადამიანებში კლავს ღვთიურ ადამიანობას და ცოდვაში ამყოფებს მათ. გველმა ადამი და ევა როცა აცთუნა გაესინჯათ აკრძალული ხილი , მან ადამიანებს გაასინჯა ის რაც მათი ასაკისათვის(ისინი ბავშვებივით სუფთები იყვნენ) ჯერ არ შეიძლებოდა,რაც მათთვის მავნებელი იყო. ეს დაახლოვებით იგივეა, რაც  ბავშვთა  გააუპატიურება, ანუ, აზიარონ ბავშვი იმას რაც მისი ასაკისათვის  მავნებელია, და უარესიც, როცა ხდება პატარა ბიჭუნების გაუპატიურება, ამით ცდილობენ მათ  სამუდამოდ ჩაუკლან ღვთიური სული, დაიმონონ და გახადონ ბოროტების მსახურად.
ბაბილონი სიბილწეთა დედაა, ამიტომ, არავის ეგონოს რომ ბავშვთა გაუპატიურება შემთხვევითობა იყოს, ეს სრულიად გააზრებული ქმედებაა. ეს ზუსტად სატანური ქმედებაა.(მითოლოგიური ღმერთების მამათმავლობაც ცნობილია, მათ შორის ყველაზე განათლებულების ).

რისი დაწრაც მინდოდა ის არის, რომ ორი სპილო ხორთუმით ჩახვეულები, რომლებიც სადაცაა უნდა დაშორდნენ ერთმანეთს , რატომღაც მგონია არის კათოლიკური რომი (ვატიკანი) და ინდუიზმი. ინდუიზმი ერთერთი ფართოდ გავრცელებული  რელიგიაა და ინდური ღვთაების ერთერთი ავატარია ბუდა , ანუ, ინდუიზმი და ბუდიზმი ერთი მხარეა მაინც. ინდუიზმზე ჩვენ ვერ ვიტყვით მოღალატეებს, რადგან ისინი არასოდეს ყოფილან ქრისტიანები, ამიტომ ჩვენს მოღალატეებად არ ჩაითვლებიან . ისინი არიან ისინი ვინც არიან. ხოლო , თუ ვატიკანი ხრიკებს აწყობს, მასზე ითქმევა ქრისტიანთა მოღალატე, ანუ, დედა ეკლესია რომელიც არ დაინდობს თავის მრევლს, იგივეა დედა რომელიც  არ დაინდობს საკუთარ შვილს. ანუ, ეკლესია ბილწავს მრევლს, დედა რყვნის საკუთარ შვილებს.

ორი სპილო ხორთუმით ჩახვეული როცა ერთამენთს დაშორდება შორეული წარსულიდან ამოვა(თითქოს სპილოების ფეხებთან მიწა ამოიწიოს და გაიხსნას და გამოჩნდეს ბრწყინვალე  ქალბატონი-წარსულის მთელი ისტორია და მისი მთავარი გმირი) ბაბილონი მთელი თავის ბრწყინვალებით, თავის ბრწყინვალე ცოდვებით. ესეიგი, ეს ორი მხარე მე მგონია ორი დიდი განშტოება მთავარი ბაბილონის.ორი მთავარი ტახტი ბაბილონის. რატომ? მე ამას ვერ დავამტკიცებ,მაგრამ ასე მგონია. ნუთუ მართლა არის მათ შორის რაღაც ფარული მჭიდრო კავშირი?არ ვიცი. მაგრამ სპილოები უნდა დაშორდნენ ერთმანეთს რაღაც ახალი (ძველი) ამბავი უნდა გაიგოს მსოფლიომ. ნუთუ მართლა ვიხილავთ(ანუ, გავიგებთ თანამედროვე ბაბილონების ფაქტიურ კავშირს უძველეს ბაბილონთან ) გამარჯვებულ ქალბატონ(ქალაქი) ბაბილონს, რომელიც მართლა მსოფლიოს(დედაქალაქია) დედოფალია. საოცრება იქნება.

ჯერჯერობით სპილოები ჩახვეულები არიან ხორთუმით, თითქოს სადაცაა ხორთუმები დაშორდება ერთმანეთს... .... და ეს  უცებ არ გაიხსნება , ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, ამას ღმერთი მცირე-მცირე დოზით მოგვაწოდებს.ჩემი აზრით.

არის თუ არა უძველესი ბაბილონის ორი მთავარი განშტოება დღეს ინდუიზმი და ვატიკანი?

და რა როლი აქვს საქართველოს? საქართველო არის თუ არა ამ ისტორიაში მთავარი თუ არა, ერთერთი მნიშვნელოვანი პირი?

თუ რამე ჩავამატებ. (მე ვწერ იმას რასაც, ჩემი აზრით, ვფიქრობ რომ ასეა.მაგრამ არ ვამტკიცებ )


დაიწყება თუ არა მალე ბაბილონის გაშიშვლება?მისი ცოდვების წარმოჩენა და მისი დასჯა?

***


31. ქალი აჩრდილი..........
http://elasevenia.blogspot.com/2013/07/blog-post_2363.html

Комментариев нет:

Отправить комментарий