ღმერთი

ღმერთი

понедельник, 8 июля 2013 г.

31. ქალი აჩრდილი..........

ერთენაზე მეტყველმა და ერთაზრზე _ცასმიბჯენილი  ციხეკოშკი აეგოთ_მდგარმა ხალხმა ღვთისრისხვით ენების არევა მიიღო და დაიფანტნენ, ესეიგი, ერთი პირველი დაიკარგა, მოკვდა, ძინავს, ან დამალულია, (დამარხულია ისტორიის ქვიშაში) მრავალი ენა გაჩნდა . საინტერესოა ამ დროს_ენის არევის დროს, ადამიანებმა მეხსიერება დაკარგეს(ანუ ,წარსული გადაავიწყდათ თუ არა)თუ, უბრალოდ უცებ სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ?

ჩავთვალოთ რომ მეხსიერება არ დაუკარავთ, სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ , ერთმანეთს ვერ გაუგეს(ვერ უგებდნენ) და დაიშალნენ.

იყო ერთი ენა და რაც მთავარია საერთო წარსული.....

რატომ მოუნდათ ადამიანებს ეზრუნათ უსაფრთხოებაზე , მათი წინაპრები ღმერთმა წარღვნას გამოარიდა, ესეიგი იზრუნა მათზე, უყურადღებოდ არ დაუტოვებია ისინი.
ღმერთი გაბრაზებული არ იყო მათზე. არ გაუდევნია როგორც ადამი და ევა, ან კაენი.

ღმერთმა ერთი ოჯახი გადაარჩინა და ამ ოჯახის შთამომავლებს კარგად უნდა სცოდნოდათ,  რომ მათ უსაფრთხოებაზე სწორედ ღმერთი ზრუნავდა. (იზრუნა)


1. ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი.
2. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ.
3. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი.
4. თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე. 


თითქოს  ეს ქალაქი-ცენტრი კავშირგაბმულობისთვის უნდოდათ.სვეტი ისეთი მაღალი იქნებოდა რომ დედამიწის ყველა კუთხიდან დაინახავდნენ და არ დაიფანტებოდნენ, ანუ, მარტივი ჩანაფიქრი _რომ ეს ქალაქი  სვეტი-ანტენა ყოფილიყო. ინფორმაციული ნიშან- სვეტი.


ეს ოცნება არ განხორციელდა ..

ღმერთმა დაფანტა ადამიანები .....


დაფანტულ ადამიანებში ცოცხალია წარსული; შემომქმედი ღმერთი, სიცოცხლის ხე, წარღვნა .. დაფანტულმა ადამიანებმა სადაც დაიმკვიდრეს იქ გააცოცხელს წარსული, ოღონდ საკუთარ ენებზე. თუმცა მათი მიზანი კვლავ თვითგაღმერთებაა, სხვადასხვა ხალხებში სხვადასხვა რელიგიით, სხვადასხვა სახით , ამიტომაც პირველი ენა , პირველი მართალი ინფორმაცია უკვე მრავალი ენით იქნა დამიწებული, დამარხული.

ერთენაში აღძრულმა მედიდურობამ ეხლა მრავალ ენაში, სხვადასხვა ხალხში იჩინა თავი, ამიტომ ერთთავიანი სიცრუე იქცა მრავალთავიან სიცრუედ. ყველგან ერთიდაიგივე მითი,ერთიდაიგივე ღმერთები მსგავსი ისტორიებით, განსხვავება მხოლოდ ენაშია.(სახელებში).

ერთენიანი ბაბილონი   გახდა მრავალენიანი. ანუ, ერთენიანთა ოცნება  მრავალენიან  ხალხში განხორციელდა. და რადგან პირველი ბაბილონი დარჩა ოცნებად ანუ აჩრდილად ფიზიკური სხეულის გარეშე, ეს აჩრდილი ქალბატონი_ბაბილონის სული_  სხვადასხვა ერებში გამოვლინდა თვითგაღმერთების გზით,მრავალღმერთიანობით.  ის ფარულად მსოფლიოს ქალბატონია. ღიად ის არ სჩანს. 



ბოლო მხეცი მიაღწევს მსოფლიო ბატონობას ბაბილონის განადგურებით. ბოლო მხეცი არ იქნება ბაბილონივით ფარული, ის ღიად წარმოჩნდება.

ბაბილონს ემონებიან პოლიტიკოსები(მეფეები), მაგრამ ის მხოლოდ პოლიტიკური პირი არ არის, ის პირველ რიგში თვითგაღმერთების მსურველია ,ანუ, ის რელიგიური ტიპია.
ის იქ არის, სადაც რელიგიაა. მას თაყვანისცემის ადგილები უყვარს.მას ღმერთივით ყოფნა სურს.

ამიტომ ბაბილონი მსოფლიოს ყველა ინფორმაციას ფლობს. ის ყველა ერში და ხალხშია, რადგანაც ის რწმენაა, ოღონდ არა ჭეშმარიტების მცნობი, არამედ საკუთარი თავის ჭეშმარიტებად წარმომჩენია.

იქნებ ამიტომაც აერთიანებს კათოლიკური ეკლესია ყველა რელიგიას, ანუ ყველა ინფორმაციის ერთ ინფორმაციად გადაქცევა უნდა, ყველა ერთორგანიზმად.რაღაც ჰიბრიდი სარწმუნოება.

თუ ყოფილი ბაბილონი - ერთენიანთა ინფორმაცია-რწმენა გადაიქცა მრავალენიან(მარავალთავიან) ინფორმაციად,რელიგიებად, ბაბილონის დამპყობს უნდა ჰქონდეს სურვილი მრავალენიანთა რწმენა-რელიგია გადააქციოს საერთო რწმენა-რელიგიად.


ბაბილონი ორი ტიპის ნაერთია; პოლიტიკოსი და რელიგიური. ამიტომ შვიდთავიანი მხეცი პოლიტიკოსია ანუ სახელმწოფო, ხოლო კრავისრქიანი რელიგიურ-პოლიტიკური.(ფარულად პოლიტიკოსი-ურჩხული)
ესეიგი, თუ ბაბილონი დღეს ვატიკანია(ის ითავსებს თვისებებს_ მრავალენაში- მრავალრელიგიაში მეძავი,),მაშინ კრავისრქიანი მხეციც მისგან გამოვა. ის იქნება ბაბილონის რელიგიური მხარე. შვიდთავიანი კი ბაბილონის პოლიტიკური მხარე. ეს ნიშნავს რომ ვატიკანი (თუმცა რაღაც ცვლილება სახითაც შეიძლება)კრავის(ქრისტესმიმბაძველი, ვისაც უნდა იყოს ღმერთივით) რქიანი ურჩხულია.

კვლავ იგივე ცთუნებაა, იყოს ღმერთივით.


რა დიდი გავლენაა აქვს ბაბილონს, ფაქტიურად მან აცთუნა ყველა.

ქალი აჩრდილი, ვისაც დანაშაული ჯერ ვერავინ დაუმტკიცა, რადგან მას მუდმივი არმია ჰყავდა(პირველობისთვის აღძრული სახელმწიფო პირები და  სახელმწიფოები, რელიგიები   და კერპები) .
ის მსოფლიოს დამღუპველია.

მასში იქნება პოვნილი დედამიწაზე ყველა მოკლულის სისხლი.

ან, ეს არის ადგილი სადაც დასახლდნენ სამოთხიდან გამოდევნილი ადამი და ევა, ან ეს არის ადგილი სადაც დასახლდა ძმისმკვლელი კაენი, რადგან ბაბილონი არის პირველი მკვლელობის ადგილი ან პირველი მკვლელის დასახლების ადგილი.

თანამედროვე ბაბილონი კი ყველგან არის სხვადასხვა რელიგიებით.

***



20. ღვთის ხატი და მხეცის ხატი.
http://elasevenia.blogspot.com/2013/07/blog-post_632.html

Комментариев нет:

Отправить комментарий