ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 21 июля 2013 г.

საქორწინე სამოსელი.

როცა მეფე ქორწილში მივიდა მეინახეთა სანახავად, ნახა კაცი, რომელსაც საქორწინე სამოსელი არ ემოსა, საქორწინე სამოსელი სულიერ სამკაულს ნიშნავს, ე.ი. სათნოებას, კეთილ მოქმედებასა და კეთილ ყოფაქცევას. თუ საღმრთო ქორწილზე მისვლა და იქ პურის ჭამა, ანუ წმინდა ეკლესიაში შესვლა გსურს, საქორწინე სამოსელით, ე.ი. ზემოთჩამოთვლილი თვისებებით უნდა შეიმოსო. ხოლო თუ ეკლესიაში შესვლა, ანუ ქრისტიანობის მიღება ისე გაბედე, რომ საქორწინე სამოსელით შემოსვას არ ცდილობ, ოდესმე ღმერთი შენც გკითხავს: მოყვასო, ვითარ შემოხვედ აქა? და რადგან პასუხი არ გექნება და დადუმდები, მსახურებს ეტყვის, რომ ხელ-ფეხი შეგიკრან და ბნელსა მას გარესკნელსა შინა განგაგდონ, სადაც ტირილი და კბილთა ღრჭენა იქნება.


წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი





Комментариев нет:

Отправить комментарий