დაუდ ფაშას მშობლები, გიორგი და მარიამი, ორბელიანების ყმები იყვნენ, რომლებიც თავდაპირველად ქვემო ქართლში ბინადრობდნენ, ხოლო შემდეგ თბილისში გადმოსახლდნენ. ყმა გლეხების ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლის შესაფერისად, გვარიც შეეცვალათ – მანველაშვილები ბოჩოლაშვილებად დაეწერნენ.
გიორგისა და მარიამის პატარა ვაჟი, დავითი, ბავშვობაში გაიტაცეს ტყვეებით მოვაჭრეებმა და ოსმალეთში გაყიდეს. ბიჭუნა მოხვდა მასავით ქართველ, ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუიუქთან, რომელმაც ის მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა.
სკოლაში მან ჩინებული ნიჭი და უნარი გამოამჟღავნა – სამხედრო ვარჯიშობებისა და წესების დაუფლებასთან ერთად, დიდი მონდომებით სწავლობდა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებს: ისე შესანიშნავად შეითვისა მუსლიმანური კანონმდებლობა, ყურანი, და აღმოსავლური ენები, რომ სულ მალე მოიხვეჭა არაბული, თურქული, სპარსული ენებისა და ღვთისმეტყველების საუკეთესო მცოდნის სახელი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაუდს სულეიმან ფაშა ბუიუქმა ჯერ თავისუფლება მიანიჭა და ბეჭდის მცველად დანიშნა, ხოლო შემდეგ (დაახლოებით 1801 წელს) 27 წლისას საფაშო ხაზინა ჩააბარა და ცოლადაც თავისი ასული შერთო.
ფაშასთან ნათესაური კავშირი და, ამასთან, მაღალი თანამდებობა დაუდს უფლებას ანიჭებდა ყოფილიყო ტახტის ერთ–ერთი პრეტენდენტი და 1892 წელს, როცა ავადმყოფობით შეპყრობილ სულეიმან ბუიუქს საფაშოს მართვის უნარი საბოლოოდ წაერთვა, დაუდმა სცადა ხელისუფლების სათავეში მოქცევა, მაგრამ სულეიმანმა სიცოცხლეშივე შეკრიბა დივანი და საფაშოს გამგებლად უფროსი სიძე, ტომით აგრეთვე ქართველი, ქაჰია ჰაფიზ–‘ალი დანიშნა. ახალ ფაშასთან უთანხმოებაში მყოფმა დაუდმა1803 წელს მიატოვა საერო სამსახური და სასულიერო სფეროში გადაინაცვლა – აბდ ალ–კადარის მეჩეთში ჩასახლდა და მასწავლებლობდა მეჩეთთან არსებულ სასწავლებელში, რითაც მისი სახელი კიდევ უფრო განითქვა.
1807 წელს, ჰაფიზ–‘ალი ფაშას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დაუდი დაუბრუნდა საერო სამსახურს და საფაშო ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობები ეჭირა. კიდევ ერთი ქართველი ფაშის – სულეიმან ქუჩუქის დროს(1807–10 წწ.) იყო დავთარდარი (ფინანსთა მინისტრის ფარდი თანამდებობა), ხოლო სულეიმან ბუიუქის ვაჟის, სა’იდის მმართველობის ჟამს (1813–1816 წწ.) ჯერ ქაჰიად იყო (ფაშას მოადგილე და მთავარსარდალი), შემდეგ – დავთარდარად. თუმცა ფაშა და ქაჰია საბოლოოდ ვერ მორიგდნენ ერთმანეთში და მათ შორის დიდი მტრობა ჩამოვარდა.
სა’იდი ერთადერთი ქართველი იყო, რომელსაც ტახტი მემკვიდრეობით ერგო და არა თავის მიერ გაკვალული გზის შედეგად. მაგრამ მას მამის არც ჭკუა გააჩნდა და არც ნებისყოფა. მთელ დროს გართობასა და ქალებს ანდომებდა და ნაკლებად ზრუნავდა საფაშოს ბედზე. თუმცა თავიდან სიძის, დაუდის ენერგიული მოქმედებების მეოხებით, მან 1813–14 წლებში სძლია მეამბოხე ტომებს (ზუბაიდებს, შამარებს, უგაილებს), საფაშოში მშვიდობა დაამყარა და ამით უნარიანი გამგებლის სახელი მოიხვეჭა.
სა’იდის ხელისუფლების დამხობის მოწადინე მამლუქთა ნაწილმა შუღლი ჩააგდო მასა და ქაჰიას შორის, რათა ამ უკანასკნელის მხარდაჭერის უქონლად ფაშა ვეღარ გაძღოლოდა მმართველობას. დაუდი დაითხოვეს თუ არა, ქვეყანაში დაიწყო შინააშლილობა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯარის ნაწილებში უკმაყოფილების აღმოსაფხვრელად და მებრძოლთათვის გასამრჯელოს მისაცემად სა’იდ ფაშამ დაიწყო ვაჭრებისგან სესხის აღება, ხოლო მის დასაფარავად კი განიზრახა ბაღდადში მოეჭრა სპილენძის ფული, რომელზეც მისმა ფარულმა მოქიშპემ მისი სახელი დააწერა, რამაც თურქეთის სულთნის რისხვა გამოიწვია, რადგან ეს ბაღდადის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ნიშნად მიიჩნიეს. ამას მოჰყვა სხვადასხვა თანამდებობის პირთა საჩივრებიც და ბოლოს ყველაფერი ომით დამთავრდა – საფაშოს მპყრობელობის დასანარჩუნებლად და მოსაპოვებლად შეიბნენ სა’იდისა და დაუდის ლაშქრები. 1817 წლის 22 თებერვალს გამარჯვებული დაუდი დამკვიდრდა ბაღდადში და შეუდგა საფაშოს მართვას.
დაუდ ფაშას ტახტზე ასვლის დღიდან დაიწყო უბედნიერესი ხანა ერაყის ისტორიაში. ქვეყანას უნიჭიერესი მმართველი მოევლინა. დაუდ ფაშამ თავდაპირველად საგარეო საქმეები მოაგვარა: ჯერ ირანს წაართვა ერაყის მიტაცებული ტერიტორიები, მერე გაურჩებული ქურთისტანი მოარჯულა და შემოიერთა. მოკლე ხანში ინგლისელებს ამოუკვეთა ფეხი ერაყიდან და ბოლოს, ოსმალეთის მძლავრ იმპერიას აგემა არაერთი მარცხი… დაუდ ფაშა ერაყის განმათავისუფლებლად და აღმაშენებლად შერაცხეს!.. გახდა თუ არა ერაყის მმართველი, განუდგა ოსმალეთის სულთანს და ატარებდა დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სამხედრო–პოლიტიკური მანევრებით ყველას ერთნაირად აყენებდა თავისი ძალაუფლების ქვეს – მას ერთნაირად ემორჩილებოდნენ არაბი შეიხებიცა და ქურთი ბეგებიც, თურქეთსაც არ ეპუებოდა და მთელი ერაყიც „სმენაზე“ ჰყავდა დაყენებული. დაუდი ოცნებობდა ოსმალეთისაგან დამოუკიდებელი „ბაბილონის სამეფოს“ შექმნაზე
შიდა საქმეებშიც უდიდესი გამჭრიახობა გამოიჩინა დაუდმა. სწრაფად და უმტკივნეულოდ გაატარა რეფორმები, შემოიღო სავაჭრო მონოპოლია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, ააღორძინა საფეიქრო მრეწველობა, განავითარა სამელიორაციო სისტემა: დაუდ ფაშას სახელობის არხი „დაუდიე“ ჰავრიას წყალს აერთებდა ხარკთან და ქმნიდა ერთიან სარწყავ სისტემას. ერაყში ააშენა პირველი ქაღალდის ფაბრიკა, დააარსა პირველი სტამბა, რომლის ასაწყობად თბილისიდან მიიწვია განთქმული პოლიგრაფები. ბაღდადში ააგო ყველა იმდროინდელი კომფორტით აღჭურვილი უდიდესი სავაჭრო ცენტრი, მათ შორის ათეულობით აბანოთი კეთილმოწყობილი, გაიყვანა გზები, ამართა ხიდები, სასახლეები, მეჩეთებთან გახსნა ბიბლიოთეკები და სკოლები.
დაუდმა არმია გარდაქმნა ევროპულ ყაიდაზე. გააძლიერა „ქართული გვარდია“ – ეს შეიარაღებული რაზმი, დღიდან მისი ჩასახვისა (1703– 1705) ყოველთვის იყო ბაღდადის ფაშათა საიმედო საყრდენი ძალა. დაუდის რჩეულ რაზმში ქართველების რაოდენობა სხვადასხვა უცხოელი ავტორების ცნობებით მერყეობს 800–დან 3000 კაცამდე. ფრეზერის მიხედვით: „ეს ქართველები ჩინებულად ჩაცმულ–შეიარაღებულნი, ძლიერ ვაჟკაცური გამომეტყველებისანი იყვნენ და საუკეთესოდ მორთულ–შეკაზმულ, მშვენიერ ბედაურებზე ისხდნენ“. „ისინი მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მხედრები იყვნენ“ – წერდა ფრანგი კონსული ფონტანიე.
დაუდი ცდილობდა რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ერაყის დამოუკიდებლობა განემტკიცებინა. 1828 წელს, როცა რუსეთი ანატოლიის შიდა რაიონებზე იერიშის მისატანად ემზადებოდა, დაუდმა უარი თქვა თავისი სამხედრო ნაწილების გაგზავნაზე და ამ ომში მონაწილეობაზე. ხოლო 1830 წელს, როცა სტამბოლიდან შეახსენეს, რომ ბაღდადს თურქეთისათვის, ძველი ვალის ჩათვლით, რამდენიმე წლის გადასახადი უნდა გადაეხადა, აღარ დააყოვნა და თავისი ადრინდელი ოცნება სინამდვილედ აქცია – მან ერაყი ოსმალეთისაგან თავისუფალ „ბედნიერ ბაბილოვანის“ სამეფოდ გამოაცხადა, ხოლო თავისი თავი ამ სამეფოს დამოუკიდებელ „ხელმწიფედ“.
თურქეთმა დაუდ ფაშა მეამბოხედ გამოაცხადა და იმავე წელს დაძრა მისკენ ალეპოელი ფაშის, ალი რიზას ლაშქარი. დაუდი მზად იყო ამ ბრძოლისათვის – მას ჰყავდა კარგად გაწვრთნილი მრავალათასიანი ფეხოსნები და კავალერია, აგრეთვე საბრძოლოდ განწყობილი ქვეყნის მცხოვრებნი; მაგრამ ომის ბედი გადაწყვიტა ავმა ბედისწერამ – კატასტროფულმა წყალდიდობამ, მოუსავლიანობამ და ეპიდემიამ ხელი მოუთავა ერაყის ძლიერებას; შავმა ჭირმა თითქმის მთელი არმია გაუნადგურა დაუდს – აღარც საერო პირი და აღარც მეომარი აღარ დარჩა მტრისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გასაწევად. 1830–31 წლების მრავალრიცხოვანი სამხედრო მოქმედებების შედეგად თურქებმა სძლიეს დამოუკიდებლობის მოსურნეებს; დაუდ-ფაშა გურჯი დამარცხდა და 1831 წლის სექტემბერში თურქებს დანებდა. იგი დაატყვევა ისევ ქართული მოდგმის კაცმა – ლაზმა ალი რიზამ, რომელიც თურქულ ჯარს მხედართმთავრობდა. მაგრამ დაუდი არ დაუსჯიათ – იგი ბურსას გაგზავნეს საპატიო გადასახლებაში და პენსიაც დაუნიშნეს. მას შემდეგ, რაც ეგვიპტელებმა მოიპოვეს გამარჯვება ოსმალთა ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში, 1832 წელს სულთნის ბრძანებით დაუდმა მონაწილეობა მიიღო ანატოლიაში შეჭრილ მუჰამედ ალის ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1834 წელს დაუდი ბოსნიის გამგებლად დაინიშნა. ორი წლის შემდეგ კი სტამბოლში გადაიყვანეს, სადაც ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. 1839-1841 წლებში ამკარის ვილაიეთს განაგებდა. 1841 წელს სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა. 1846 წელს მედინაში დასახლდა და, პირადი თხოვნით, მაჰმადის საფლავის ზედამხედველად დაინიშნა. ზედამხედველობასთან ერთად იგი დიდად ზრუნავდა ქალაქის კეთილმოწყობაზე. საკუთარი ხელით გააშენა მშვენიერი ბაღი, რომელსაც შემდეგ „დაუდიე“ ეწოდა. 1851 წელს გარდაიცვალა და სიკვდილის წინ დატოვა ანდერძი – მისთვის ძვირფასი ძეგლი არ აეგოთ. დასაფლავებულია ხალიფა ოსმანის საფლავის ახლოს.
დაუდის სახელი ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში. ფრანგი ოშე-დუა წერდა: – დაუდ ფაშა, გამორჩეული ხიბლით, ევროპელ ხელმწიფეებს უფრო ჰგავს, ვიდრე აღმოსავლეთის მბრძანებელსო… არაბი მეცნიერი ალ-აზ-ზავი აღნიშნავდა: – დაუდ ფაშა იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ფრიად განსწავლული, დიდი ფილოსოფოსი, კანონმდებელი, განმანათლებელი, რომელმაც ბრწყინვალე რეფორმების წყალობით ერაყი აღმავლობის გზაზე დააყენაო… ისტორიკოსი იზ-ად დინიუსეფი კი ამბობდა: – ის იყო უდიდესი ადამიანთაგანი, რომელიც თანამედროვეთაგან გამოირჩეოდა განსაკუთრებული იდეალებით. მშვიდობის დროს იყო მჭევრმეტყველი და მხიარული, ხოლო ბრძოლაში უმამაცესი. სიკეთესა და თავმდაბლობაში მას ბადალი არ ჰყავდაო… დაუდ ფაშას მოღვაწეობას ღირსებით აფასებს უნივერსიტეტის პროფესორი, ინგლისელი მეცნიერი ლონგრიგი: – მისი ფილოსოფია უფრო პროგრესული იყო, ვიდრე რომის იმპერატორის, მარკუს ავრელიუსისაო…
დავითს არ დავიწყნია ბავშვობაში დარჩენილი თავისი კერაც: გამოუჩენია მზრუნველობა თავისი ოჯახის მიმართ. ამ მზრუნველობის შედეგია მისი ძალისხმევით მოპოვებული „გიორგი ბოჩოლაშვილის ოჯახის ყმობიდან განთავისუფლების სიგელი“, აგრეთვე „ბედნიერი ბაბილოვანის ხელმწიფის დაუდ ფაშას წერილი დედისადმი“, რომელიც ქართული წერა–კითხვის ვერშემძლე ფაშას დაუწერინებია ახალციხელი იუსუფ–აღასთვის:
„ბედნიერი ბაბილოვანის ხელმწიფე თქვენი ძე დაუთ ფაშა, მრავალს მოკითხვას და ნახვის ნატვრას მოგიძღვნით დედავ მარიამ! მერმეთ თქვენი მოწერილი წიგნები, თუ არზრუმზედ გამოგზავნილი ანუ ზუბალაანთ კაცის ხელით გამოგზავნილი წიგნები მომაბარენ სრულად. რაც, რომ მოგეწერათ ვისმინეთ და ახლა თქვენი აზნაურობისათვის ბატონი მთავარმართებლისათვის წიგნი მომიწერია, უსუფა გამომიგზავნია, წიგნები გამომიტანებია, წიგნების მირთმევაზე თქვენც მიჰყევით. რაც, რომ გნებავდეს ყოველისფერი მოახსენეთ. და ახლა ანდრია ზუბალაშვილისთვისაც მომიწერია, რომ ამ საქმეზე მოგეხმაროთ. მერმეთ, თუ შეიძლებოდეს ჩემს უნახაობას ნუ დაიშურვებთ, მოდი, შენი ნახვა მსურს, სხვაფერ ფიქრი ნუ გაქვს, რერთხანსაც გენებებოდეს იყავი, როცა ინებებთ მაშინვე კიდევ დიდის პატივით გაგიშვებთ. მერმეთ ჩემს ძმას შიოს მრავალს მოკითხვას მოუძღვნი და შიოს ყმაწვილებს მრავალს მოკითხვას მოუძღვნი. ჩემს დებს მრავალს მოკითხვას მოუძღვნი. მერმეთ ვითხოვთ თქვენი მოწყალე გულისაგან, რომ ლოცვით ნუ დამივიწყებთ. კაცი ქვეყანაზე მოვა და ვენახს გააშენებს, რომ ნაყოფი მიიღოს, თქვენ ვენახი გაგიშენებიათ და ნაყოფი არ მიგიღიათ, ვითხოვთ თქვენი მოწყალე დედობისაგან, თუ შეგეძლოს, წამოსვლას ნუ დაიზარებთ, ჩემთვის ილოცეთ მოწყალეო დედაო! თქვენი ძე ბაღდადის ხელმწიფე დაუდ ფაშა. დაიწერა წელსა 1821, მარიამობის ორს“.
საგულისხმოა ალექსანდრე გრიბოედოვის შენიშვნა ამ ფაქტთან დაკავშირებით: „დაუდ–ფაშამ სამი წლის წინათ, თავისი რწმუნებული მოავლინა საქართველოში, რათა ნება მისცემოდა დედამისს წასულიყო მასთან ბაღდადში. მაგრამ მან...სასტიკი უარი თქვა მუსლიმანურ ქვეყანაში მოგზაურობაზე და მართლმადიდებლურ სამშობლოში ყოფნა ამჯობინა იმ ფუფუნებით ცხოვრებას, რაც ბაღდადში მოელოდა“.
http://www.georoyal.ge/?MTID=104&TID=84&id=436

Комментариев нет:
Отправить комментарий