"პატრიარქ კირილის განცხადებით ერთსქესიანთა ქორწინება სამყაროს აღსასრულს აახლოებს" - ამ სათაურით რუსული სააგენტო ნეწს.რუ სტატიას აქვეყნებს.
მათივე ცნობით, რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ დღეს-დღეისობით კოლოსალური ძალები მიმართულია იქითკენ, "რომ ჩვენ ყველა დაგვარწმუნონ, თითქოს არჩევანის თავისუფლება ერთადერთი ღირებულებაა და არავის აქვს უფლება ეს ღირებულება დაარღვიოს, მაშინაც კი როდესაც ადამიანი ბოროტებას ირჩევს, ან საზოგადოებრივად სახიფათო ქმედებას ირჩევს, ოღონდ კი არ დაარღვიოს სამოქალაქო კანონის ნორმები".
აქვე პატრიარქმა აღნიშნა, რომ საიდუმლო არ არის თუ რა ადვილია ყველა ამ ნორმიდან გადახვევა.
"ბოლო დროს ჩვენ დიდი ცდუნებების წინაშე ვდგავართ, როდესაც მთელ რიგ ქვეყნებში ცოდვის ჩადენის არჩევანის თავისუფლება კანონმდებლობით გამართლებული ხდება. ხოლო ვინც სინდისის მიხედვით იქცევა, მას უმცირესობის მიერ თავსმოხვეული კანონებით ებრძვიან და რეპრესიები ემუქრებათ. ეს ძალიან საშიში აპოკალიფსური სიმპტომია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ "წმინდა რუსეთის" სივრცეში ცოდვა სახელმწიფოებრივად არასდროს დაკანონდეს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ერი თვითგანადგურების გზას დაადგა", - განაცხადა პარტიარქმა კირილმა.
მისივე განმარტებით, მხოლოდ კანონები საკმარისი არ არის. კირილის თქმით ყველაზე სრულყოფილი კანონიც კი ვერ აღმოფხვრის დანაშაულს, კორუფციას, ბოროტებას, სიცრუესა და კონფრონტაციას.
"მათი აღმოფხვრა მხოლოდ ადამიანს შეუძლია, რომელიც სიკეთის სასარგებლოდ აკეთებს თავისუფალ არჩევანს", - აღნიშნა მან.
მომზადებულია newsru.com--ის მიხედვით
http://timer.ge/10905-patriarq-kirilis-ganckhadebith-erthsqesiantha-qortsineba-samyaros-aghsasruls-aakhloebs.html

Комментариев нет:
Отправить комментарий