ღმერთი

ღმერთი

среда, 24 июля 2013 г.

კრიმინალისტიკა.

კრიმინალისტიკა — სასამართლო მტკიცებულებების შეგროვების, ფიქსაციის, მოკვლევისა და გამოყენების მეთოდების, სხვა სპეციალური საშუალებების შემსწავლელი იურიდიული მეცნიერების დარგი.[1] მისი უმნიშვნელოვანესი მიზანია ოპერატიულ-სამძებრო და წინასწარი გამოძიების ორგანოების შეიარაღაბა დანაშაულის სწრაფი, სრული გახსნა, დანაშაულის აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის. საჭირო სპეციალური სამეცნიერო-ტექნიკური ხერხებითა და საშუალებებით, ტაქტიკური ხერხებითა და ცალკეული სახის დანაშაულთა გახსნის მეთოდიკის გამოსაყენებელი რეკომენდაციიებით. კრიმინალისტიკის საგანს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

სოციალურ მეცნიერებას კანონზე უფრო ხშირად აქვს შეხება დანაშაულის გამოწვევასთან, გასწორებასთან და მის არიდებასთან. იმის მიუხედაბად, რომ ეს არის სპეციალობა, კრიმინალისტიკა არ არის ცალკე მეცნიერული დარგი; იგი აერთიანებს სტატისტიკოსების, ფსიქიატრების, სოციოლოგების, იურისტების, პოლიციის ჩინოსნების, სასჯელ-აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებისა და ბოლო დროს ბიოლოგების ძალებს. დანაშაულის შემსწავლელ საგანს პოლიციის აკადენიაში შეისწავლიან, თუმცა უფრო დაწვრილებით იგი შეისწავლება უნივერსიტეტში.

დანაშაულთა გახსნის სასწავლო-სამეცნიერო და მეთოდოლოგიური რეკომენდაციების გარდა იგი შეისწავლის და ქმნის, აგრეთვე დანაშაულის გახსნისა და თავიდან აცილებისათვის გამოსაძიებელ საქმეზე სჭირო მტკიცებულებათა აღმოჩენის, მათი გამოკვლების სპეციალურ ხერხებსა და სამეცნიერო-ტექნიკურ საშუალებებს. ამავე მიზნებისათვის კრიმინალისტიკა აქტიურად იყენებს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული დარგის მეცნიერებების მიღწევებს, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის საჭირო მაღალმგრძნობიარე კვლევის უახლეს სამეცნიერო-ტექნიკურ ხერხებსა და საშუალებებს.


გამოსწორება.


კრიმინალისტიკის მთავარი მიზანი და ინტერესი არის გამოსწორება: რა უნდა გაუკეთდეს დამნაშავეს, მისი დაჭერის, გასამართლების და სასჯელის მისჯის შემდეგ. მეცხრამეტე საუკუნემდე, დასჯა ითვალისწინებდა საზოგადო დამცირებას, ცემას და/ან წამებას, სიკვდილს, ჯარიმასა და ქონების კონფისკაციას. დაპატიმრება, როგორც სასჯელი იწყება მხოლოდ XVI საუკუნიდან, ისიც, მხოლოდ ნაკლებად საშიში დანაშაულისთვის. მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაპატიმრება გახდა ყველაზე გავრცელებული დასჯა. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის კრიმინალისტებს, რომლებმაც დაარწმუნეს საზოგადოება დასჯის სხვა ხერხების არაეფექტურობაში. თანდათანობით დაპატიმრების მიზანი გახდა დამნაშავეების გამოსწორება მათი გათავისუფლების შემდეგ. სატუსაღოები ახალგაზრდა დამნაშავეებისთვის, დაფუძნდა 1876 ელმირაში, ნიუ-იორკის შტატი და ეწოდებოდა რეფორმატორია. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო სატუსაღოში მყოფთა განათლება.


Комментариев нет:

Отправить комментарий