ღმერთი

ღმერთი

среда, 24 июля 2013 г.

ქიმია და კრიმინალისტიკა.

ელიზბარ ელიზბარაშვილი.


შესავალი


  ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის ადგილზე რჩება გარკვეული საგნები (ობიექტები) ან ქმედების კვალი. აღნიშნული ობიექტების საფუძვლიანი შესწავლა შეიძლება გახდეს უტყუარი ნივთმტ-კიცება, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშოს გამოძიების მიმარ-თულების განსაზღვრასა და/ან ბრალეულობის დადგენაში.
  აღნიშნული გარემოება კარგად არის ცნობილი თვით დამნაშავე-თათვისაც და ყოველი მათგანი, როგორც წესი, ცდილობს დანა-შაულის ადგილზე ყოველგვარი კვალის წაშლას ან სამხილების მოსპობას. მაგალითის სახით შეიძლება მოყვანილი იქნას მრავალი ასეთი ფაქტი. მას შემდეგ, რაც კრიმინალიტიკურ პრაქტიკაში წარმატებით დაინერგა დაქტილოსკოპია, პროფესიონალმა დამნაშავეებმა მაშინვე დაიწყეს საკუთარი თითის ანაბეჭდის სურათის შეცვლაზე ფიქრი, რისთვისაც მათ საკმაოდ რთული და მტკივნეული ოპერაციების გადატანაც კი უწევდათ, თუმცა ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ მთავრდებოდა. შემგომში მათ შედარებით მარტივ მეთოდს მიჰყვეს ხელი და დაიწყეს ხელთათმანების გამოყენება. ამდენად, თანამედროვე ეტაპზე დანაშაულთა უმეტესობა ჩადენილია იმგვარად (მით უფრო თუ იგი ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი ხასიათისაა), რომ დანაშაულის ადგილზე პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი სახის ნივთმტკიცებები, როგორიცაა თითის ანაბეჭდი, მასრა და სხვა დანაშაულის ჩადენის იარაღები.
  ამდენად, დანაშაულის ადგილი ერთგვარი ურთიერთშერკინების არენაა დამნაშავესა (დანაშაულსა) და საგამოძიებო ჯგუფს (და არა მხოლოდ გამომძიებელს) შორის. ამ არენაზე კიდევ ერთი მოთამაშეა – დრო. დრო, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ დამნაშავის მხარესაა, რადგან ჟამთა სვლა ნივთმტიცებებს დაუნდობლად ანადგურებს. ამიტომ, დანაშაულის ადგილზე მოქმედებას თავისი მკაცრად განსაზღვრული წესები აქვს. ამ საკითხს დაწვრილებით ცალკე შეისწავლით, ამდენად მასზე წინამდებარე თავებში საუბარი ნაკლებად გვექნება.
  გვახსოვდეს, კრიმინალისტიკაში არსებობს ერთი აქსიომა: არსებობს დანაშაული ე.ი. არსებობს ნივთმტკიცებაც. დამნაშავეს შეუძლია გასროლის განხორციელების შემდეგ დანაშაულის ადგილიდან მოაცილოს მასრა, არ დატოვოს თითის ანაბეჭდები, მოიცილოს და გაანადგუროს სულ უმცირესი ზომის სამხილები, როგორიცაა თმის ღერი, სისხლის უმცირესი ლაქა და სხვა მისთანანი, მაგრამ მას არ შეუძლია, იმ სამხილების მოშორება, რომელიც თვალით, უფრო სწორად, შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. ასეთ სამხილებს ზოგადად მიკროობიექტები (მიკრონაწილა-კები) ეწოდებათ. რაც დრო გადის დამნაშავეთა სამყარო დანაშა-ულის ჩადენისათვის მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე საშუალებებს იყენებს. შესაბამისად, კვალის სახით ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მიკროობიექტები გვევლინებიან. მიუხე-დავად მათი ზომების სიმცირისა, ისინი დიდი ინფორმაციის მატა-რებლები არიან.
 უმცირესი ნაწილაკების აღმოჩენა და იდენტიფიკაცია ხშირად ფასდაუდებელ დახმარებას უწევს გამოძიებას.

http://www.chemistry.ge/projects/books/forensic_chemistry_part1.pdf

(წავიკითხავ)


Комментариев нет:

Отправить комментарий